პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დევიდ მაკალისტერი - საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში შეასრულა ყველა დავალება და ახლა ევროკავშირის ჯერია
დევიდ მაკალისტერი - საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში შეასრულა ყველა დავალება და ახლა ევროკავშირის ჯერია

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, დე­ვიდ მა­კა­ლის­ტე­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­ას­რუ­ლა ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა და ახლა ევ­რო­კავ­ში­რის ჯე­რია.

რო­გორც მა­კა­ლის­ტერ­მა გუ­შინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის შე­დე­გე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ახლა ჯერი მიდ­გა ევ­რო­პარ­ლა­მენტზე, რო­მელ­მაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს. მი­სი­ვე თქმით, იგი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, მხარს ვუ­ჭერთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს. ჩვენ გვსურს სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნაგ­რძოს ამ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. 2016 წელი გა­დამ­წყვე­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. სწო­რედ ამ წლის ზა­ფხულ­ში შე­ვი­და ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა ძა­ლა­ში და დროა აღ­სრულ­დეს მისი დე­ბუ­ლე­ბე­ბი. მე ვიცი, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და მკა­ფი­ოდ მინ­და ვთქვა გერ­მა­ნი­ის ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის სა­ხე­ლით, რომ მხარს ვუ­ჭერთ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლომ შე­ას­რუ­ლა და­ვა­ლე­ბე­ბი და ახლა ჩვე­ნი ჯე­რია შე­ვას­რუ­ლოთ და­ნა­პი­რე­ბი და მივ­ცეთ ქვე­ყა­ნას ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია", - გა­ნა­ცხა­და მა­კა­ლის­ტერ­მა.

მისი თქმით, მან კო­მი­ტე­ტებ­ში გან­ხილ­ვე­ბის დროს მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის და­წე­სე­ბას. "ახლა ჯერი მიდ­გა ევ­რო­პარ­ლა­მენტზე, რო­მელ­მაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს. მე მხარს ვუ­ჭერ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დას­რულ­დეს ეს პრო­ცე­სი. ამით დას­რულ­დე­ბა ის ეტა­პი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად წა­მო­ი­წყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ", - გა­ნა­ცხა­და მა­კა­ლის­ტერ­მა.

მისი თქმით, 2016 წელი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა.

ამას­თან, მა­კა­ლის­ტერ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ამ არ­ჩევ­ნებ­ში მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და და წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა. "2016 წელი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ 8 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი. ჩვენ, ევ­რო­კავ­შირ­ში გვინ­და და ვე­ლით, რომ ჩა­ტარ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. რო­გორც ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის, წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ჩემს მე­გო­ბარ და პარტნი­ორ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". ასე­ვე, რო­გორც ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვუ­სურ­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს, გა­ნაგ­რძოს რე­ფორ­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მა­კა­ლის­ტერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბი სჭირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. "სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა რე­ფორ­მე­ბი ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ში, ჩვენ ვი­ცით, რომ ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თავ­დაც­ვის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის რე­ფორ­მე­ბი. მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რაც შე­მექ­მნა გორ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს უფ­ლე­ბა, იყოს და­ცუ­ლი მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. ჩვენ ევ­რო­პე­ლე­ბი თქვენს გვერ­დით ვართ, როცა რუ­სე­თი არ­ღვევს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს, სა­ქარ­თვე­ლო უკვე 25 წე­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, ად­გას სტა­ბი­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის გზას და დიდი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის სა­ჭი­როა სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია და პლუ­რა­ლიზ­მი", - გა­ნა­ცხა­ლა მა­კა­ლის­ტერ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

დევიდ მაკალისტერი - საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში შეასრულა ყველა დავალება და ახლა ევროკავშირის ჯერია

დევიდ მაკალისტერი - საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში შეასრულა ყველა დავალება და ახლა ევროკავშირის ჯერია

ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, დევიდ მაკალისტერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში შეასრულა ყველა დავალება და ახლა ევროკავშირის ჯერია.

როგორც მაკალისტერმა გუშინ, საქართველოში ვიზიტის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, ახლა ჯერი მიდგა ევროპარლამენტზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მისივე თქმით, იგი მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღებას.

"საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ გვსურს საქართველომ განაგრძოს ამ გზაზე სიარული დემოკრატიისთვის. 2016 წელი გადამწყვეტია საქართველოსთვის. სწორედ ამ წლის ზაფხულში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში და დროა აღსრულდეს მისი დებულებები. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაცია და მკაფიოდ მინდა ვთქვა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის სახელით, რომ მხარს ვუჭერთ ვიზალიბერალიზაციას. საქართველომ შეასრულა დავალებები და ახლა ჩვენი ჯერია შევასრულოთ დანაპირები და მივცეთ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია", - განაცხადა მაკალისტერმა.

მისი თქმით, მან კომიტეტებში განხილვების დროს მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას. "ახლა ჯერი მიდგა ევროპარლამენტზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე მხარს ვუჭერ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი. ამით დასრულდება ის ეტაპი, რომელიც მთლიანად წამოიწყო წინა ხელისუფლებამ", - განაცხადა მაკალისტერმა.

მისი თქმით, 2016 წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ამასთან, მაკალისტერმა "ნაციონალურ მოძრაობას" ამ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატება უსურვა. "2016 წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ 8 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები. ჩვენ, ევროკავშირში გვინდა და ველით, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის სახალხო პარტიის, წარმატებას ვუსურვებ ჩემს მეგობარ და პარტნიორ "ნაციონალურ მოძრაობას". ასევე, როგორც ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ვუსურვებ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები", - განაცხადა მაკალისტერმა.

მისივე თქმით, საქართველოს რეფორმები სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით. "საქართველოს სჭირდება რეფორმები ეკონომიკის სფეროში, ჩვენ ვიცით, რომ ასევე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის რეფორმები. მინდა გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები, რაც შემექმნა გორში. საქართველოს აქვს უფლება, იყოს დაცული მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენ ევროპელები თქვენს გვერდით ვართ, როცა რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, საქართველო უკვე 25 წელია დამოუკიდებელია, ადგას სტაბილური დემოკრატიის გზას და დიდი დემოკრატიისთვის საჭიროა სამართლის უზენაესობა, თავისუფალი მედია და პლურალიზმი", - განაცხალა მაკალისტერმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"