პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჩაიშალა ბათუმში ჯგუფ Звери-ს კონცერტი
რატომ ჩაიშალა ბათუმში ჯგუფ Звери-ს კონცერტი

ხვალ, 29 აგ­ვის­ტოს ბა­თუ­მის კორ­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი როკ-ჯგუ­ფის Звери-ს კონ­ცერ­ტი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა შოუ ჩა­ი­შა­ლა. ამის შე­სა­ხებ ჯგუ­ფის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ჯგუ­ფი Звери, მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლია გა­ნა­ცხა­დოს ბა­თუმ­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტის ჩაშ­ლის შე­სა­ხებ. კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო GTS Group, რო­მელ­მაც არ შე­ას­რუ­ლა შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი და დათ­ქმულ ვა­და­ში არ გად­მო­უ­რი­ცხა ჰო­ნო­რა­რი მუ­სი­კო­სებს.

ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ, რად­გან ჯგუფ Звери-ს დიდი ხა­ნია სურ­და ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა და იმე­დი გვქონ­და მალე შევ­ხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ვი­მე­დოვ­ნებთ, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა შედ­გე­ბა 2017 წელს და­გეგ­მი­ლი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში. ვე­ლო­დე­ბით შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს სხვა პრო­მო­უ­ტე­რე­ბის­გან სა­ქარ­თვე­ლო­დან" - ნათ­ქვა­მია ჯგუ­ფის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბის ბო­ლოს კი მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ბი­ლე­თე­ბის თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­იტ­ზე tkt.ge.

სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბა ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლა კომ­პა­ნია Звери-მა, რო­მელ­მაც ჯგუ­ფის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო.

"გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბის თან­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და­ი­წყე­ბა ოთხშა­ბა­თი­დან და და­ვაბ­რუ­ნებთ ჩვენ და არა tkt.ge, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და უბ­რა­ლოდ ტექ­ნი­კურ მხა­რეს გა­ყიდ­ვე­ბის... დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით ხვალ... კი­დევ ერთხელ გიხ­დით ბო­დიშს შექ­მნი­ლი უხერ­ხუ­ლო­ბის­თვის" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რატომ ჩაიშალა ბათუმში ჯგუფ Звери-ს კონცერტი

რატომ ჩაიშალა ბათუმში ჯგუფ Звери-ს კონცერტი

ხვალ, 29 აგვისტოს ბათუმის კორტების ტერიტორიაზე რუსული როკ-ჯგუფის Звери-ს კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა შოუ ჩაიშალა. ამის შესახებ ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"ჯგუფი Звери, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იძულებულია განაცხადოს ბათუმში დაგეგმილი კონცერტის ჩაშლის შესახებ. კონცერტის ორგანიზატორი იყო GTS Group, რომელმაც არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები და დათქმულ ვადაში არ გადმოურიცხა ჰონორარი მუსიკოსებს.

ძალიან ვწუხვართ, რადგან ჯგუფ Звери-ს დიდი ხანია სურდა ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა და იმედი გვქონდა მალე შევხვდებოდით ერთმანეთს. ვიმედოვნებთ, ჩვენი შეხვედრა შედგება 2017 წელს დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში. ველოდებით შემოთავაზებებს სხვა პრომოუტერებისგან საქართველოდან" - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების ბოლოს კი მითითებულია, რომ ბილეთების თანხის დაბრუნება განხორციელდება საიტზე tkt.ge.

საპასუხო განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა კომპანია Звери-მა, რომელმაც ჯგუფის საქართველოში ჩამოყვანის ვალდებულება აიღო.

"გაყიდული ბილეთების თანხების დაბრუნება დაიწყება ოთხშაბათიდან და დავაბრუნებთ ჩვენ და არა tkt.ge, რომელიც უზრუნველყოფდა უბრალოდ ტექნიკურ მხარეს გაყიდვების... დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ხვალ... კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება