პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პრო­კუ­რა­ტუ­რა 2012 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნევს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ასა­ხუ­ლია 2012 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო და­ნა­ყო­ფებ­ში, 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­ტი­მარ­თა მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და დამ­ნა­შა­ვე პირ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით.

პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი, სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ირ­გვლივ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გა არა­ერ­თი პი­რის მი­მართ, მათ შო­რის რო­გორც მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, ისე მათ­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი რგო­ლის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მი­მართ, კერ­ძოდ:

ე.წ. "კა­რან­ტი­ნის დაშ­ლის" საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მელ­თა მი­მართ 2013 წლის 14 ივ­ნისს, ქ. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ იქნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პა­ტი­მარ­თა ცემა-წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე დამ­ნა­შა­ვედ იქ­ნენ ცნო­ბი­ლი - სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გაგა მკურ­ნა­ლი­ძე, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი და­ვით ხუ­ჭუა, ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ჯან­ჯღა­ვა, სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ოლეგ ფა­ცა­ცია, ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­ჟი­მის სამი კონ­ტრო­ლი­ო­რი ლე­ვან ფხა­ლა­ძე, კობა ჩიკ­ვა­ტია და მა­მუ­კა ჩხი­ტუ­ნი­ძე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რე­ბი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა და გი­ორ­გი კვა­რა­ცხე­ლია, სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ოფიც­რე­ბი მა­ნუ­ჩარ ლომ­თა­ძე, თე­მურ ჭა­ჭია, მათე ელ­ბა­ქი­ძე და და­ვით მე­ცხოვ­რიშ­ვი­ლი, ასე­ვე ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­რი­გის თა­ნა­შემ­წე გუ­რამ ცო­მა­ია.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო მა­სა­ლა­ში ასა­ხულ "პა­ტიმ­რის ცო­ცხით წა­მე­ბის ეპი­ზოდ­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ოლეგ ფა­ცა­ცია და ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა 2013 წლის 14 ივ­ნისს ქ. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ იქნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი ცნო­ბილ იქ­ნენ დამ­ნა­შა­ვედ პა­ტიმ­რის წა­მე­ბის ფაქ­ტზე.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი­სა, სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ასა­ხუ­ლი პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის სხვა ფაქ­ტებ­ზე, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ და სა­სა­მარ­თლოს მიერ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად იქ­ნენ ცნო­ბი­ლი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვი­ლი, ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ოლეგ ფა­ცა­ცია, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­ჟი­მის კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი ლე­ვან ფხა­ლა­ძე, კობა ჩიკ­ვა­ტია და მა­მუ­კა ჩხი­ტუ­ნი­ძე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­რი­გის თა­ნა­შემ­წე გუ­რამ ცო­მა­ია, უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე და ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა.

და­სა­ხე­ლე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ეპი­ზო­დებ­ზე უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა და მი­ღე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, პა­ტი­მარ­თა მი­მართ 2012 წლის 01 ოქ­ტომ­ბრამ­დე ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის 60 თა­ნამ­შრო­მე­ლი, მათ­გან სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დამ­დგა­რია 42 პი­რის მი­მართ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო მა­სა­ლას, სა­დაც ასა­ხუ­ლია 2012 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­ტი­მარ­თა ცემა-წა­მე­ბის ფაქ­ტე­ბი, რო­გორც აღი­ნიშ­ნა ვი­დეო მა­სა­ლა­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე მომ­ხდა­რია შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ეც­ნენ პა­სუ­ხი­გე­ბა­ში და მათ მი­მართ დამ­დგა­რია სა­სა­მარ­თლოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, ვი­დეო მა­სა­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დე­ბა ე.წ. "ცი­ხის კად­რე­ბის" საქ­მი­დან ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ყო­ფი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­ზე­დაც მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ასახულია 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოვლენისა და დამნაშავე პირთა იდენტიფიცირების მიზნით.

პატიმართა წამების ამსახველი, საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალის ირგვლივ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა არაერთი პირის მიმართ, მათ შორის როგორც მაღალი რანგის თანამდებობის პირების, ისე მათდამი დაქვემდებარებული საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეების მიმართ, კერძოდ:

ე.წ. "კარანტინის დაშლის" საქმეზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულების თანამშრომლები, რომელთა მიმართ 2013 წლის 14 ივნისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმართა ცემა-წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დამნაშავედ იქნენ ცნობილი - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილეები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსანდრე ჯანჯღავა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების რეჟიმის სამი კონტროლიორი ლევან ფხალაძე, კობა ჩიკვატია და მამუკა ჩხიტუნიძე, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები ბორის ფარულავა და გიორგი კვარაცხელია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცრები მანუჩარ ლომთაძე, თემურ ჭაჭია, მათე ელბაქიძე და დავით მეცხოვრიშვილი, ასევე ამავე დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწე გურამ ცომაია.

გავრცელებულ ვიდეო მასალაში ასახულ "პატიმრის ცოცხით წამების ეპიზოდზე" საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა 2013 წლის 14 ივნისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და დასახელებული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ პატიმრის წამების ფაქტზე.

გარდა აღნიშნული ეპიზოდებისა, საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახული პატიმართა წამების სხვა ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ და სასამართლოს მიერ დამნაშავეებად იქნენ ცნობილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, დაწესებულების რეჟიმის კონტროლიორები ლევან ფხალაძე, კობა ჩიკვატია და მამუკა ჩხიტუნიძე, დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწე გურამ ცომაია, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე და ამავე განყოფილების უფროსი ინსპექტორი ბორის ფარულავა.

დასახელებულ დანაშაულებრივ ეპიზოდებზე უკვე დასრულებულია სამართალწარმოება და მიღებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, პატიმართა მიმართ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი, მათგან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 42 პირის მიმართ.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეო მასალას, სადაც ასახულია 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმართა ცემა-წამების ფაქტები, როგორც აღინიშნა ვიდეო მასალაზე დაფიქსირებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე მომხდარია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც მიეცნენ პასუხიგებაში და მათ მიმართ დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ვიდეო მასალის წარმომავლობისა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება ე.წ. "ციხის კადრების" საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელზედაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ