პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრაკოვში აჭარის დღე ჩატარდა
კრაკოვში აჭარის დღე ჩატარდა

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აჭა­რის დღე კრა­კოვ­ში წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, პო­ლო­ნე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ტუ­რის­ტულ ქა­ლაქ­ში ქარ­თუ­ლი ფოლ­კო­რი პო­ლო­ნე­ლი და უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. აჭა­რის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის წევ­რებ­მა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს, რა­საც და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სტუმ­რებს შო­რის. ღო­ნის­ძი­ე­ბის რამ­დე­ნი­მე სტუ­მა­რი თა­ვა­დაც ეცა­და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ანამ­ბლის წევ­რებ­თან ერ­თად.

ფოლკ­ლო­რის გარ­და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­სულ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ას გას­ცნო­ბოდ­ნენ, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის მას­ტერკლას­სა და გა­თა­მა­შე­ბებ­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღოთ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის შე­სა­ხებ და ქარ­თუ­ლად წე­რის მას­ტერკლას­ში ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა კრა­კო­ვის ერთ-ერთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას გა­ი­მარ­თა და მას ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის კრა­კოვ­ში გა­მარ­თუ­ლი "აჭა­რის დღე" რი­გით მეშ­ვი­დე ღო­ნის­ძი­ე­ბაა ვილ­ნი­უ­სის, ას­ტა­ნას, თელ-ავი­ვის, მინ­სკის, ვარ­შა­ვა­სა და კლა­ი­პე­დას შემ­დეგ. წლის ბო­ლომ­დე კი რე­გი­ო­ნის პო­ტენ­ცი­უ­რი ტუ­რის­ტე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ჩვე­ნე­ბას დე­პარ­ტა­მენ­ტი ეს­ტო­ნეთ­ში, ლატ­ვი­ა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში გეგ­მავს.

კრაკოვში აჭარის დღე ჩატარდა

კრაკოვში აჭარის დღე ჩატარდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული აჭარის დღე კრაკოვში წარმატებით ჩატარდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქალაქში ქართული ფოლკორი პოლონელი და უცხოელი ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა მაყურებლის წინაშე საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი სიმღერები შეასრულეს, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სტუმრებს შორის. ღონისძიების რამდენიმე სტუმარი თავადაც ეცადა ქართული სიმღერების შესრულებას ანამბლის წევრებთან ერთად.

ფოლკლორის გარდა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული სუფრის ტრადიციას გასცნობოდნენ, ქართული ცეკვების მასტერკლასსა და გათამაშებებში მიეღოთ მონაწილეობა, ასევე ინფორმაცია მიეღოთ ქართული ანბანის შესახებ და ქართულად წერის მასტერკლასში ჩართულიყვნენ. ღონისძიება კრაკოვის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას გაიმართა და მას ასობით ადამიანი ესწრებოდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის კრაკოვში გამართული „აჭარის დღე“ რიგით მეშვიდე ღონისძიებაა ვილნიუსის, ასტანას, თელ-ავივის, მინსკის, ვარშავასა და კლაიპედას შემდეგ. წლის ბოლომდე კი რეგიონის პოტენციური ტურისტებისთვის ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩვენებას დეპარტამენტი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი