საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან
ადგილები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

არც თუ ისე ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იცის, რომ არ­სე­ბობს დე­და­მი­წა­ზე ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ მი­ზე­ზის გამო სა­ჭი­რო­ე­ბენ მუდ­მივ მცხოვ­რებ­ლებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სა­ზი­დად, რათა იქ იცხოვ­რონ და იმუ­შა­ვონ, სთა­ვა­ზობს საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­დავ თან­ხებს.

თუკი ამა­ში ეჭვი გე­პა­რე­ბათ, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლის მი­მო­ხილ­ვას, სა­დაც გთა­ვა­ზო­ბენ ფან­ტას­ტი­კურ პი­რო­ბებს, რათა გა­ეც­ნოთ უცხო ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას. თა­ნაც, ამა­ში ფულს გა­და­გიხ­დი­ან.

ქა­ლა­ქი დეტ­რო­ი­ტი, მი­ჩი­გა­ნის შტა­ტი, აშშ

"და­სავ­ლე­თის პა­რი­ზი", "აშშ-ის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო დე­და­ქა­ლა­ქი"... პრაქ­ტი­კუ­ლად და­ცა­რი­ე­ლე­ბულ­მა ქა­ლაქ­მა და­კარ­გა ეს დი­დე­ბუ­ლი წო­დე­ბე­ბი XX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და დღეს მთე­ლი ძა­ლე­ბით ცდი­ლობს უწინ­დე­ბუ­რი სა­ხე­ლის დაბ­რუ­ნე­ბას. ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წა­რად­გი­ნა ახა­ლი პროგ­რა­მა Challenge Detroit, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ინ­დუსტრი­ის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც დეტ­რო­ი­ტში იცხოვ­რე­ბენ და იმუ­შა­ვე­ბენ, 2 500$ სთა­ვა­ზობს თვი­უ­რად.

ალას­კა, აშშ

თუ გიყ­ვართ ზამ­თა­რი, თოვ­ლი­ა­ნი პე­ი­ზა­ჟე­ბი და ცხოვ­რე­ბის აუჩ­ქა­რე­ბე­ლი ტემ­პი, არ გა­ში­ნებთ და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, მა­შინ ალას­კა­ზე ცხოვ­რე­ბა თქვეთ­ვის იდე­ა­ლუ­რია. სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­თავ­რო­ბო ფონ­დი უხ­დის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც თა­ნახ­მა არი­ან იმუ­შა­ვონ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მცირ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბა - უნდა იცხოვ­როთ ალას­კა­ზე არა­ნაკ­ლებ 1 წლი­სა.

სას­კა­ჩე­ვა­ნის პრო­ვინ­ცია, კა­ნა­და

კა­ნა­დუ­რი პრო­ვინ­ცია ახალ კურსდამ­თავ­რე­ბულ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლებ­საც ჯერ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზა არ აურ­ჩე­ვი­ათ, სთა­ვა­ზობს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შანსს. ახალ­გაზ­რდა ენ­თუ­ზი­ას­ტებს 20 ათას კა­ნა­დურ დო­ლარს გა­და­უხ­დი­ან პრო­ვინ­ცი­ა­ში 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა­სა და მუ­შა­ო­ბა­ში.

ნი­ა­გა­რას ჩანჩქე­რი, აშშ

კი­დევ ერთი ფან­ტას­ტი­კუ­რი შან­სი, რო­მე­ლიც ძალ­ზედ წარ­მო­უდ­გენ­ლად ჩანს, იმის­თვის რომ სი­მარ­თლე იყოს - იცხოვ­რო პლა­ნე­ტის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს ად­გი­ლას და თა­ნაც, ამა­ში თან­ხა მი­ი­ღო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს 7 000$-ს სთა­ვა­ზობს ად­გი­ლობ­რივ სა­წარ­მო­ებ­ში 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბის­თვის.

პონ­გა, ას­ტუ­რია, ეს­პა­ნე­თი

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ტა­რა სო­ფე­ლი ეს­პა­ნე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს და ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სია ქვე­ყა­ნა­ში. ახალ­გაზ­რდა მცხოვ­რებ­ლე­ბის და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად და ეკო­ნო­მი­კის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა წყვილს, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში გა­და­ვა სა­ცხოვ­რებ­ლად, 3 ათას ევ­როს სთა­ვა­ზობს. ეს გახ­ლავთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, იცხოვ­რო ულა­მა­ზეს და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ად­გი­ლას.

უტ­რეხ­ტი, ნი­დერ­ლან­დე­ბი

ნი­დერ­ლან­დე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია, რო­გორც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მკვლე­ვა­რი ქვე­ყა­ნა. და აი, ერთ-ერთი სო­ცი­ა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტიც: რა მოხ­დე­ბა, თუკი ერთ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი თი­თო­ე­უ­ლი მო­სახ­ლე ათას დო­ლარს მი­ი­ღებს?

კერ­ტი­სი, ნებ­რას­კა, აშშ

თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს და­უ­ჩივ­ლია ალ­ბათ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქა­ლა­ქის­თვის არა­ფერ ღი­რე­ბულს არ აკე­თებს. ამე­რი­კულ­მა პა­ტა­რა ქა­ლაქ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზა - ყვე­ლას შე­უძ­ლია მი­წის ნაკ­ვე­თის მი­ღე­ბა, თუკი რა­ი­მე ღი­რე­ბულ იდე­ას შეს­თა­ვა­ზებს ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ადგილები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

ადგილები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ არსებობს დედამიწაზე ადგილები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო საჭიროებენ მუდმივ მცხოვრებლებს. ხელისუფლება, ადამიანების მოსაზიდად, რათა იქ იცხოვრონ და იმუშავონ, სთავაზობს საკმაოდ შთამბეჭდავ თანხებს.

თუკი ამაში ეჭვი გეპარებათ, გთავაზობთ რამდენიმე ადგილის მიმოხილვას, სადაც გთავაზობენ ფანტასტიკურ პირობებს, რათა გაეცნოთ უცხო ქვეყნის კულტურას. თანაც, ამაში ფულს გადაგიხდიან.

ქალაქი დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ

"დასავლეთის პარიზი", "აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი"... პრაქტიკულად დაცარიელებულმა ქალაქმა დაკარგა ეს დიდებული წოდებები XX საუკუნის მეორე ნახევარში და დღეს მთელი ძალებით ცდილობს უწინდებური სახელის დაბრუნებას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ წარადგინა ახალი პროგრამა Challenge Detroit, რომლის მიხედვითაც ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დეტროიტში იცხოვრებენ და იმუშავებენ, 2 500$ სთავაზობს თვიურად.

ალასკა, აშშ

თუ გიყვართ ზამთარი, თოვლიანი პეიზაჟები და ცხოვრების აუჩქარებელი ტემპი, არ გაშინებთ დაბალი ტემპერატურა, მაშინ ალასკაზე ცხოვრება თქვეთვის იდეალურია. სპეციალური სამთავრობო ფონდი უხდის სპეციალისტებს, რომლებიც თანახმა არიან იმუშავონ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. ერთადერთი პირობა - უნდა იცხოვროთ ალასკაზე არანაკლებ 1 წლისა.

სასკაჩევანის პროვინცია, კანადა

კანადური პროვინცია ახალ კურსდამთავრებულ სპეციალისტებს, რომლებსაც ჯერ ცხოვრებისეული გზა არ აურჩევიათ, სთავაზობს არაჩვეულებრივ შანსს. ახალგაზრდა ენთუზიასტებს 20 ათას კანადურ დოლარს გადაუხდიან პროვინციაში 7 წლის განმავლობაში ცხოვრებასა და მუშაობაში.

ნიაგარას ჩანჩქერი, აშშ

კიდევ ერთი ფანტასტიკური შანსი, რომელიც ძალზედ წარმოუდგენლად ჩანს, იმისთვის რომ სიმართლე იყოს - იცხოვრო პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და თანაც, ამაში თანხა მიიღო. ხელისუფლება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 7 000$-ს სთავაზობს ადგილობრივ საწარმოებში 2 წლის განმავლობაში მუშაობისთვის.

პონგა, ასტურია, ესპანეთი

არაჩვეულებრივი პატარა სოფელი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს და ერთ-ერთი უძველესია ქვეყანაში. ახალგაზრდა მცხოვრებლების დასაინტერესებლად და ეკონომიკის გასაძლიერებლად, ხელისუფლება ახალგაზრდა წყვილს, რომელიც სოფელში გადავა საცხოვრებლად, 3 ათას ევროს სთავაზობს. ეს გახლავთ შესანიშნავი საშუალება, იცხოვრო ულამაზეს და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას.

უტრეხტი, ნიდერლანდები

ნიდერლანდები მსოფლიოში ცნობილია, როგორც ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მკვლევარი ქვეყანა. და აი, ერთ-ერთი სოციალური ექსპერიმენტიც: რა მოხდება, თუკი ერთ ქალაქში მცხოვრები თითოეული მოსახლე ათას დოლარს მიიღებს?

კერტისი, ნებრასკა, აშშ

თითოეულ ჩვენგანს დაუჩივლია ალბათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქისთვის არაფერ ღირებულს არ აკეთებს. ამერიკულმა პატარა ქალაქმა გადაწყვეტილება შესთავაზა - ყველას შეუძლია მიწის ნაკვეთის მიღება, თუკი რაიმე ღირებულ იდეას შესთავაზებს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კულტურის გასაუმჯობესებლად.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს