გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული მამაკაცია გამაგრებული. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "ბილდი" იუწყება.
ამ დროისთვის არ კონკრეტდება, არიან თუ არა კაფეში სხვა ადამიანები. გამოცემის ინფორმაციით, დამლაგებლებმა შენობა მაშინვე დატოვეს, როგორც კი იქ შეიარაღებული პირი შეიჭრა.
უახლოეს ხანში გერმანიის სპეცდანიშნულების რაზმი კაფეზე იერიშს გეგმავს. არის თუ არა მოსახლეობისთვის საშიშორება, ინფორმაცია არ ვრცელდება.