მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიას ორი ახალი მოადგილე ჰყავს
დავით ნარმანიას ორი ახალი მოადგილე ჰყავს

თბი­ლი­სის მერს ორი ახა­ლი მო­ად­გი­ლე ჰყავს. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლომ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლის პოს­ტებ­ზე გიგა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი და ნატო ქი­ტი­აშ­ვი­ლი და­ამ­ტკი­ცა.

ქი­ტი­აშ­ვი­ლი ამ დრომ­დე თბი­ლი­სის მე­რი­ის იუ­რი­დი­უ­ლი სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი კი დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

აღ­ნიშ­ნულ პოს­ტებ­ზე ნატო ქი­ტი­აშ­ვი­ლი­სა და გიგა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რე­ბი საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს მე­რის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ წა­რუდ­გი­ნა, რის შემ­დე­გაც დე­პუ­ტა­ტებ­მა ნატო ქი­ტი­აშ­ვი­ლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას მო­უს­მი­ნეს და კი­თხვე­ბი­თაც მი­მარ­თეს. სა­ბო­ლო­ოდ, მას მხა­რი და­უ­ჭი­რა 26-მა დე­პუ­ტატ­მა, 9 მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო, 4-მა კი თავი შე­ი­კა­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა გიგა ნი­კო­ლე­იშ­ვილს, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე მის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი 23-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა, 17 წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, სამ­მა კი თავი შე­ი­კა­ვა. მისი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნის დროს საკ­რე­ბუ­ლო­ში ოპო­ზი­ცი­ამ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ მე­რი­ა­ში უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ინიშ­ნე­ბი­ან.

საკ­რე­ბუ­ლოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ის 2 სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის კან­დი­და­ტუ­რის გან­ხილ­ვა და დამ­ტკი­ცე­ბაც მოხ­და.

დავით ნარმანიას ორი ახალი მოადგილე ჰყავს

დავით ნარმანიას ორი ახალი მოადგილე ჰყავს

თბილისის მერს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერის მოადგილის პოსტებზე გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი დაამტკიცა.

ქიტიაშვილი ამ დრომდე თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ნიკოლეიშვილი კი დედაქალაქის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

აღნიშნულ პოსტებზე ნატო ქიტიაშვილისა და გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურები საკრებულოს წევრებს მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ წარუდგინა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ნატო ქიტიაშვილის სამოქმედო გეგმას მოუსმინეს და კითხვებითაც მიმართეს. საბოლოოდ, მას მხარი დაუჭირა 26-მა დეპუტატმა, 9 მოწინააღმდეგე იყო, 4-მა კი თავი შეიკავა. რაც შეეხება გიგა ნიკოლეიშვილს, საკრებულოს სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, სამმა კი თავი შეიკავა. მისი კანდიდატურის წარდგენის დროს საკრებულოში ოპოზიციამ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. ისინი აცხადებდნენ, რომ მერიაში უშიშროების თანამშრომლები ინიშნებიან.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერიის 2 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცებაც მოხდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."