საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დანაშაულებრივი გარიგებები, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო
დანაშაულებრივი გარიგებები, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო

უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი რო­ლანდ ახა­ლა­ია დამ­ნა­შა­ვედ სცნო. საქ­მე ეხე­ბა ახა­ლა­ი­ას სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის პე­რი­ოდს.

რო­გორც მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ გა­და­ა­მე­ტა მისი, რო­გორც სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებს, რა­მაც მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

"სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­კა­სა­ციო სა­ჩი­ვა­რი, გა­მო­ი­ტა­ნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი რო­ლანდ ახა­ლა­ია, დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ორი ეპი­ზო­დი).

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას მი­მართ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2015 წლის 20 მარტს გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, რაც 2016 წლის 29 იან­ვრის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით, უც­ვლე­ლად ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი სა­კა­სა­ციო წე­სით გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი იქნა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რის სა­კა­სა­ციო სა­ჩი­ვარ­ში მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი, ასე­ვე საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მათი საკ­მა­რი­სო­ბა, რო­მელ­თა შე­ჯე­რე­ბით, უტყუ­ა­რად დად­გე­ნი­ლად მი­იჩ­ნია, რომ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ გა­და­ა­მე­ტა მისი, რო­გორც სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით, ორ სხვა­დას­ხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა უკა­ნო­ნოდ ჩა­ა­რი­ცხი­ნა კერ­ძო ფირ­მის ან­გა­რიშ­ზე.

კერ­ძოდ, 2009 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ მსჯავ­რდე­ბულ კა­ხა­ბერ ლა­ტა­რი­ას მე­უღ­ლეს მა­რი­ნე ესე­ბუ­ას, მე­უღ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, თით­ქოს­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის პი­რო­ბით, უკა­ნო­ნოდ მოს­თხო­ვა არარ­სე­ბუ­ლი "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ან­გა­რიშ­ზე 150 000 ლა­რის ჩა­რი­ცხვა და გა­დას­ცა სა­ბან­კო ან­გა­რი­შის რეკ­ვი­ზი­ტე­ბი, მა­შინ რო­დე­საც ეს ან­გა­რი­ში რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენ­და კერ­ძო კომ­პა­ნია "სა­ნის" სა­ბან­კო ან­გა­რიშს. მა­რი­ნე ესე­ბუა და­თან­ხმდა შე­თა­ვა­ზე­ბულ პი­რო­ბას და მე­უღ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მისი მე­გობ­რის მეშ­ვე­ო­ბით 150 000 ლარი შე­ი­ტა­ნა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას მიერ მი­თი­თე­ბულ შპს "სა­ნის" სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, რო­მე­ლიც სრუ­ლად იქნა გა­ხარ­ჯუ­ლი ფირ­მის მიერ, სა­კუ­თა­რი კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის.

სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე დად­გე­ნი­ლად მი­იჩ­ნია, რომ 2009 წლის დე­კემ­ბერ­ში რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ იგი­ვე ხერ­ხით, ალექ­სან­დრე ტყე­ბუ­ჩა­ვას, ზუ­რაბ ხარ­გე­ლი­ას და და­ვით კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე, მათი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, თით­ქოს­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ჯა­რი­მის გა­დახ­დის­თვის, ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებს უკა­ნო­ნოდ შე­ა­ტა­ნი­ნა 60 000 ლარი შპს "სა­ნის" ან­გა­რიშ­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე სრუ­ლად იქნა გა­ხარ­ჯუ­ლი შპს "სა­ნის" მიერ კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ გა­და­ა­მე­ტა მისი, რო­გორც სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებს, რა­მაც მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.

უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ რო­ლანდ ახა­ლა­ია დამ­ნა­შა­ვედ სცნო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ეპი­ზო­დის ჩა­დე­ნა­ში და "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის და სას­ჯელ­თა შთან­თქმის პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნუ­სა­ზღვრა ჯა­რი­მა 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. მას­ვე 2 წლი­თა და 3 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დანაშაულებრივი გარიგებები, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო

დანაშაულებრივი გარიგებები, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო

უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო. საქმე ეხება ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს.

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საკასაციო საჩივარი, გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია, დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტს გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, რაც 2016 წლის 29 იანვრის გამამართლებელი განაჩენით, უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა პროკურატურის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა როგორც ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, ასევე საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და მათი საკმარისობა, რომელთა შეჯერებით, უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის უფლებამოსილებას, პატიმრობიდან გათავისუფლებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, კანონის გვერდის ავლით, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირების ოჯახის წევრებს, დიდი ოდენობით თანხა უკანონოდ ჩაარიცხინა კერძო ფირმის ანგარიშზე.

კერძოდ, 2009 წლის დეკემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას როლანდ ახალაიამ მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიას მეუღლეს მარინე ესებუას, მეუღლის თავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობით, უკანონოდ მოსთხოვა არარსებული "ანაკლიის განვითარების ფონდის" ანგარიშზე 150 000 ლარის ჩარიცხვა და გადასცა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, მაშინ როდესაც ეს ანგარიში რეალურად წარმოადგენდა კერძო კომპანია "სანის" საბანკო ანგარიშს. მარინე ესებუა დათანხმდა შეთავაზებულ პირობას და მეუღლის გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი მეგობრის მეშვეობით 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს "სანის" საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ფირმის მიერ, საკუთარი კომერციული მიზნებისთვის.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის დეკემბერში როლანდ ახალაიამ იგივე ხერხით, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო ჯარიმის გადახდისთვის, ბრალდებულის ოჯახის წევრებს უკანონოდ შეატანინა 60 000 ლარი შპს "სანის" ანგარიშზე, რომელიც ასევე სრულად იქნა გახარჯული შპს "სანის" მიერ კომერციული მიზნებისთვის.

აღნიშნული ქმედებებით როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ