პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრაზე
რაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს შეხ­ვდა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი პა­პუ­აშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა. სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც ცალ­კე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მი­მართ ზე­წო­ლას და თვალ­თვალს შე­ე­ხე­ბა. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­პუ­აშ­ვილს გა­მო­კი­თხვა­ზე მის­ვლას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რაც სთხოვს.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტმა და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, პა­პუ­აშ­ვილ­მა მას კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი და­უ­სა­ხე­ლა:

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი რბი­ლად რომ ვთქვათ, გა­უ­გე­ბა­რი იყო. როცა ასე­თი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი აცხა­დებს ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტ­ზე ზე­წო­ლის შე­სა­ხებ, ამა­ზე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შეშ­ფო­თე­ბა უნდა იყოს და ამ საქ­მე­ში დე­ტა­ლუ­რი გარ­კვე­ვა. მე­ო­რე, დღეს ვე­სა­უბ­რე ბა­ტონ გი­ორ­გის და მან მე კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი და­მი­სა­ხე­ლა. ეს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი თა­ვის­თა­ვად გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეხე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტს, რო­გო­რიც არის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო და ისეთ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რო­გო­რიც არი­ან სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ეს ფაქ­ტი არის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი, რად­გან ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს და მისი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­ცუ­ლო­ბა­ზე.

რო­დე­საც ასე­თი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას, რომ მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე ზე­წო­ლაა, შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს კი­თხვა - რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ბიზ­ნე­სი, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კრი­მი­ნა­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ყვე­ლას ერთი რე­აქ­ცია უნდა გვქონ­დეს, რომ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, და­ვიც­ვათ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. ამის მა­გივ­რად ჩვენ ვნა­ხეთ გან­ცხა­დე­ბე­ბის მთე­ლი კას­კა­დი , რომ ეს ტყუ­ი­ლია. რა­ღაც უც­ნა­უ­რი ტენ­დენ­ცია იყო, რომ ტყუ­ი­ლია და სა­ი­დან იცით, რომ ტყუ­ი­ლია?!", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, "სა­შიშ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე" ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად პრე­მი­ერ­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს შეხ­ვედ­რას სთა­ვა­ზობს. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­შიშ ტენ­დენ­ცი­ებ­ში გუ­ლის­ხმობს ვი­თა­რე­ბას, როცა "პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს უჩ­ნდე­ბათ გარ­კვე­უ­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცველ ან სხვა ტი­პის სტრუქ­ტუ­რებ­თან და ეს ტენ­დენ­ცია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის".

"კარ­გა ხა­ნია ვსა­უბ­რობ იმის თა­ო­ბა­ზე, რომ კორ­ცხე­ლის შემ­თხვე­ვა უნდა იყოს ადეკ­ვა­ტუ­რად პა­სუ­ხგა­ცე­მუ­ლი. მე იმა­ზეც ვი­სა­უბ­რე, რომ კორ­ცხე­ლის შემ­თხვე­ვა გარ­კვე­ულ ტენ­დენ­ცი­ებს ბიძგს მის­ცემს და ეს სინ­დრო­მი გან­სა­კუთ­რე­ბით არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი ყვე­ლას­თვის. ამი­ტომ ჩვენ ნა­თე­ლი პა­სუ­ხი უნდა გავ­ცეთ, როცა ხდე­ბა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­სა და ჯგუ­ფებს შო­რის შე­თან­ხმე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა. ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ებ­ში, მაგ­რამ აგ­რეთ­ვე ჩნდე­ბა ტენ­დენ­ცი­ე­ბი რა­ღაც კავ­ში­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმის­თვის, რომ ჩვენ, არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში გვქონ­დეს სა­მარ­თლებ­რი­ვი და მშვი­დი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, გა­მოვ­თქვამთ მზად­ყოფ­ნას, შევ­ხვდე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, რომ ამ სა­შიშ ტენ­დენ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ჩნდე­ბა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, გავ­ცეთ სწრა­ფი, ადეკ­ვა­ტუ­რი და აზ­რი­ა­ნი პა­სუ­ხი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი პა­პუ­აშ­ვილს, მან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მი­მართ ზე­წო­ლის კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებს და ასე­ვე იმას, რომ ზე­წო­ლის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი უწყე­ბე­ბის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა.

"უფრო დე­ტა­ლუ­რად გვქონ­და სა­უ­ბა­რი იმ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე, რა ფორ­მი­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ზე­წო­ლა ცალ­კე­ულ მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე, ეს არის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი. ვი­სა­უბ­რეთ ასე­ვე იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე იყო ჩვე­ნი წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვე­ბი რო­გორც მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან, ასე­ვე შს სა­მი­ნის­ტროს­გან. მათ პა­სუ­ხი სა­ერ­თოდ არ გაგ­ვცეს. ჩვენ პირ­და­პირ ეთერ­შიც გა­ვე­ცით რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­ზეც არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. ასე რომ, იმე­დი იმი­სა, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა, არ არ­სე­ბობს. სწო­რედ ეს გვინ­და პო­ლი­ტი­კურ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­ი­ზი­ა­როს და ერ­თად მო­ვი­ფიქ­როთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა და მო­სა­მარ­თლეს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა", - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა­საც გეგ­მავს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­პი­რე­ბა თა­ვად გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

რაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრაზე

რაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრაზე

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი პაპუაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცალკეული მოსამართლეების მიმართ ზეწოლას და თვალთვალს შეეხება. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით პაპუაშვილს გამოკითხვაზე მისვლას მთავარი პროკურატურაც სთხოვს.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განცხადებები გააკეთეს. მარგველაშვილის თქმით, პაპუაშვილმა მას კონკრეტული ფაქტები დაუსახელა:

"საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე გაკეთებული გამოხმაურებები რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი იყო. როცა ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, ამაზე პოლიტიკოსების შეშფოთება უნდა იყოს და ამ საქმეში დეტალური გარკვევა. მეორე, დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები თავისთავად გამომდინარე იქიდან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების დაცულობაზე.

როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებას, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა, შეიძლება გაჩნდეს კითხვა - რომ ეს შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, ეს შეიძლება იყოს კრიმინალი. ბუნებრივია, რომ ყველას ერთი რეაქცია უნდა გვქონდეს, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, დავიცვათ მოსამართლეები. ამის მაგივრად ჩვენ ვნახეთ განცხადებების მთელი კასკადი , რომ ეს ტყუილია. რაღაც უცნაური ტენდენცია იყო, რომ ტყუილია და საიდან იცით, რომ ტყუილია?!", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, "საშიშ ტენდენციებზე" ადეკვატური პასუხის გასაცემად პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრას სთავაზობს. მარგველაშვილის განმარტებით, საშიშ ტენდენციებში გულისხმობს ვითარებას, როცა "პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცველ ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს ტენდენცია გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის".

"კარგა ხანია ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. მე იმაზეც ვისაუბრე, რომ კორცხელის შემთხვევა გარკვეულ ტენდენციებს ბიძგს მისცემს და ეს სინდრომი განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ამიტომ ჩვენ ნათელი პასუხი უნდა გავცეთ, როცა ხდება პოლიტიკურ ძალებსა და ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში, მაგრამ აგრეთვე ჩნდება ტენდენციები რაღაც კავშირების ჩამოყალიბების, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ, არჩევნების პროცესში გვქონდეს სამართლებრივი და მშვიდი, დემოკრატიული არჩევნები, იმისთვის, რომ დავიცვათ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევხვდე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება პოლიტიკურ ცხოვრებაში, გავცეთ სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილს, მან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო მოსამართლეების მიმართ ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს და ასევე იმას, რომ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცველი უწყებების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

"უფრო დეტალურად გვქონდა საუბარი იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რა ფორმითაც ხორციელდებოდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტები. ვისაუბრეთ ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რეაგირების გარეშე იყო ჩვენი წერილობითი მიმართვები როგორც მთავარი პროკურატურისგან, ასევე შს სამინისტროსგან. მათ პასუხი საერთოდ არ გაგვცეს. ჩვენ პირდაპირ ეთერშიც გავეცით რამდენიმე ფაქტის შესახებ ინფორმაცია, რომელზეც არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ასე რომ, იმედი იმისა, რომ ადეკვატური რეაგირება იქნება, არ არსებობს. სწორედ ეს გვინდა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაიზიაროს და ერთად მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება მოხდეს ადეკვატური რეაგირება და მოსამართლეს ჰქონდეს საშუალება მშვიდ ვითარებაში განახორციელოს თავისი საქმიანობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც გეგმავს, რასთან დაკავშირებით დაპირება თავად გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."