პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა აიკრძალოს თუ არა კაზინოები? - ცხარე დებატები დავით უსუფაშვილსა და მაყურებელს შორის
უნდა აიკრძალოს თუ არა კაზინოები? - ცხარე დებატები დავით უსუფაშვილსა და მაყურებელს შორის

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი მომ­ხრეა, რომ კა­ზი­ნო­ე­ბი ქა­ლაქ­გა­რეთ გა­ი­ტა­ნონ იმის­თვის, რომ მო­თა­მა­შე­ებს იქ მისსვლე­ლად გარ­კვე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი შე­ექ­მნათ.

ამის შე­სა­ხებ უსუ­ფაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "ჩემი კი­თხვა" გა­ნა­ცხა­და.

ერთ-ერთი მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ ხე­დავ­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას და რას აკე­თებს მთავ­რო­ბა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ამ კუ­თხით.

უსუ­ფაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრობ­ლე­მას კა­ზი­ნო­ე­ბის აკ­რძალ­ვა ვერ უშ­ვე­ლის, რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი არ და­ე­თან­ხმა. სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­სა და შე­კი­თხვის ავ­ტორს შო­რის ცხა­დე დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა.

"ის ტრა­გე­დი­ე­ბი, რო­მელ­ზეც თქვენ მი­ა­ნიშ­ნებთ სე­რი­ო­ზუ­ლი რობ­ლე­მაა, რო­მელ­საც აკ­რძალ­ვე­ბით ვერ მო­უვ­ლით. ჩვენ უნდა შე­ვე­გუ­ოთ ერთ რა­მეს, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა გა­ნა­გებ­დეს სა­კუ­თარ ბედს. კა­ზი­ნოს აკ­რძალ­ვით და ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის გა­უქ­მე­ბით ამას ვერ მი­ვაღ­წევთ. უნე­ბის­ყო­ფო ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აქვთ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ, ამ ტი­პის ადა­მი­ა­ნებს ცოტა სხვა­ნა­ი­რად უნდა მო­ვუ­ა­როთ. კა­ზი­ნოს თუ ავ­კრძა­ლავთ, ის ამ ფულს "სე­კა­ში" წა­ა­გებს მე­ზო­ბელ­თან. ამ საქ­მეს კა­ზი­ნო­ე­ბის აკ­რძალ­ვით არ ეშ­ვე­ლე­ბა. ჩვენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უნდა მი­ვუდ­გეთ არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის დაც­ვას ონ­ლა­ინ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ნა­წილ­ში. ეს კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა. თუმ­ცა თუ მე­უბ­ნე­ბით, რომ ჩემი მე­ზო­ბე­ლი 35 თა­მა­ზი ან ჩემი ოჯა­ხის წევ­რი 45 გი­ორ­გი კა­ზი­ნო­ში სიმ­წრით ნა­შოვნ ფულს აგებს, ამას კა­ზი­ნოს აკ­რძალ­ვა ვერ უშ­ვე­ლის. ეხლა არის მე­ო­რე ამ­ბა­ვი, უნდა იყოს თუ არა კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა იმ დო­ნე­ზე, რა დო­ნე­ზეც არის... არ უნდა იყოს. კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მის შე­ზღუდ­ვა პარ­ლა­მენ­ტის მიერ და­წე­სე­ბუ­ლია. მეტი შე­იძ­ლე­ბა და­წეს­დეს. მე პი­რა­დად კა­ზი­ნო­ე­ბის ქა­ლა­ქე­ბი­დან გა­ტა­ნას მხარს და­უ­ჭერ­დი. იყოს მეტი ბა­რი­ე­რი, რომ შემ­თხვე­ვით ცუდ ხა­სა­ით­ზე მყოფ­მა ადა­მი­ან­მა უცებ არ შე­ი­ა­როს კა­ზი­ნო­ში. აკ­რძალ­ვე­ბი ამ სფე­რო­ში შე­დეგს არ მო­ი­ანს. მეტ შე­დეგს მო­ი­ტანს სწო­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი კა­ზი­ნო­ე­ბის გან­ლა­გე­ბასთნ და­კავ­ში­რე­ბით, მას­ში მო­თა­მა­შე­ე­ბის შეშ­ვე­ბას­თან და და რეკ­ლა­მის შე­ზღუდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უნდა აიკრძალოს თუ არა კაზინოები? - ცხარე დებატები დავით უსუფაშვილსა და მაყურებელს შორის

უნდა აიკრძალოს თუ არა კაზინოები? - ცხარე დებატები დავით უსუფაშვილსა და მაყურებელს შორის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მომხრეა, რომ კაზინოები ქალაქგარეთ გაიტანონ იმისთვის, რომ მოთამაშეებს იქ მისსვლელად გარკვეული ბარიერები შეექმნათ.

ამის შესახებ უსუფაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.

ერთ-ერთი მაყურებელი დაინტერესდა, როგორ ხედავდა პარლამენტის თავმჯდომარე აზარტული თამაშების პრობლემის მოგვარებას და რას აკეთებს მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო ამ კუთხით.

უსუფაშვილის განცხადებით, პრობლემას კაზინოების აკრძალვა ვერ უშველის, რასაც მაყურებელი არ დაეთანხმა. საკითხზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარესა და შეკითხვის ავტორს შორის ცხადე დებატები გაიმართა.

"ის ტრაგედიები, რომელზეც თქვენ მიანიშნებთ სერიოზული რობლემაა, რომელსაც აკრძალვებით ვერ მოუვლით. ჩვენ უნდა შევეგუოთ ერთ რამეს, ზრდასრული ადამიანი უნდა განაგებდეს საკუთარ ბედს. კაზინოს აკრძალვით და ტოტალიზატორის გაუქმებით ამას ვერ მივაღწევთ. უნებისყოფო ადამიანები, რომელსაც პასუხისმგებლობა არ აქვთ საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, ამ ტიპის ადამიანებს ცოტა სხვანაირად უნდა მოვუაროთ. კაზინოს თუ ავკრძალავთ, ის ამ ფულს "სეკაში" წააგებს მეზობელთან. ამ საქმეს კაზინოების აკრძალვით არ ეშველება. ჩვენ განსხვავებულად უნდა მივუდგეთ არასრულწლოვანების დაცვას ონლაინ თამაშებში მონაწილეობის ნაწილში. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. თუმცა თუ მეუბნებით, რომ ჩემი მეზობელი 35 თამაზი ან ჩემი ოჯახის წევრი 45 გიორგი კაზინოში სიმწრით ნაშოვნ ფულს აგებს, ამას კაზინოს აკრძალვა ვერ უშველის. ეხლა არის მეორე ამბავი, უნდა იყოს თუ არა კაზინოების რეკლამირება იმ დონეზე, რა დონეზეც არის... არ უნდა იყოს. კაზინოების რეკლამის შეზღუდვა პარლამენტის მიერ დაწესებულია. მეტი შეიძლება დაწესდეს. მე პირადად კაზინოების ქალაქებიდან გატანას მხარს დაუჭერდი. იყოს მეტი ბარიერი, რომ შემთხვევით ცუდ ხასაითზე მყოფმა ადამიანმა უცებ არ შეიაროს კაზინოში. აკრძალვები ამ სფეროში შედეგს არ მოიანს. მეტ შედეგს მოიტანს სწორი რეგულაციები კაზინოების განლაგებასთნ დაკავშირებით, მასში მოთამაშეების შეშვებასთან და და რეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები