მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Scorpions საქართველოში კონცერტს გამართავს
Scorpions საქართველოში კონცერტს გამართავს

როკ-ჯგუფ­მა Scorpions-მა ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე და­ა­ა­ნონ­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კონ­კრე­ტუ­ლად შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე BLACK SEA ARENA-ს სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზს 20 აგ­ვის­ტოს კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ. ლე­გენ­და­რუ­ლი როკ-ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში 50 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში ჩა­მო­ვა. სა­ქარ­თვე­ლომ­დე მათ კონ­ცერ­ტე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ფი­ნეთ­სა და ჩი­ნეთ­ში ექ­ნე­ბათ.

BLACK SEA ARENA-ს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა კავ­ლე­ლიშ­ვი­ლი ამ ეტაპ­ზე მე­დი­ას­თან დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს. მისი თქმით, Scorpions-ის ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­მა­ვალ კვი­რას პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

"შემ­დეგ კვი­რა­ში უფრო შეგ­ვიძ­ლია დე­ტა­ლებ­ზე ვი­სა­უბ­როთ, რად­გან სწო­რედ მაგ დროს გახ­დე­ბა ყვე­ლა დე­ტა­ლი ცნო­ბი­ლი. ზუს­ტად გვე­ცო­დი­ნე­ბა, რა გა­და­წყდა და მი­ვი­ღეთ თუ არა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა," - აღ­ნიშ­ნა ანა კავ­ლე­ლიშ­ვილ­მა.

ლუკა გუ­რუ­ლი

AMBEBI.GE

Scorpions საქართველოში კონცერტს გამართავს

Scorpions საქართველოში კონცერტს გამართავს

როკ-ჯგუფმა Scorpions-მა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დააანონსა, რომ საქართველოში, კონკრეტულად შეკვეთილში მდებარე BLACK SEA ARENA-ს საკონცერტო დარბაზს 20 აგვისტოს კონცერტს გამართავენ. ლეგენდარული როკ-ჯგუფი საქართველოში 50 წლის საიუბილეო ტურნეს ფარგლებში ჩამოვა. საქართველომდე მათ კონცერტები გერმანიაში, საფრანგეთში, ფინეთსა და ჩინეთში ექნებათ.

BLACK SEA ARENA-ს ღონისძიებების ხელმძღვანელი ანა კავლელიშვილი ამ ეტაპზე მედიასთან დეტალებზე არ საუბრობს. მისი თქმით, Scorpions-ის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მომავალ კვირას პრესკონფერენცია გაიმართება.

"შემდეგ კვირაში უფრო შეგვიძლია დეტალებზე ვისაუბროთ, რადგან სწორედ მაგ დროს გახდება ყველა დეტალი ცნობილი. ზუსტად გვეცოდინება, რა გადაწყდა და მივიღეთ თუ არა თანამშრომლობის გადაწყვეტილება," - აღნიშნა ანა კავლელიშვილმა.

ლუკა გურული

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება