საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი პაპუაშვილი - მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე
გიორგი პაპუაშვილი - მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი პა­პუ­აშ­ვი­ლი ცალ­კე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის თვალ­თვალ­სა და და­შან­ტა­ჟე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ძი­რი­თა­დად, იმ მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე საქ­მე­ებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ზე­წო­ლა ცალ­კე­ულ მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მათ ფა­რულ თვალ­თვალ­ში, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ნა­თე­სა­ვე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზან­მი­მარ­თულ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში, და­შან­ტა­ჟე­ბა­ში, რომ მათი ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სხვა­დას­ხვა სა­ბა­ბით და ასე­ვე, მათ პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ძი­რი­თა­დად ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა, გა­სა­ჯა­როვ­დეს. ყვე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო ინ­ტე­რე­სის მქო­ნე საქ­მე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც გა­ნი­ხი­ლე­ბა ახლა სა­სა­მარ­თლო­ში და მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ან მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­ჭი­ა­ნუ­რონ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი. დღეს უფრო დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მო­სა­მარ­თლე­ე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან, მაგ­რამ მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა დღე­ვან­დე­ლი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბი­სა არის ის, რომ მო­ვახ­დი­ნოთ პრე­ვენ­ცია, აღვკვე­თოთ ის სა­გან­გა­შო ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­საც ად­გი­ლი აქვს, რათა სა­სა­მარ­თლოს შე­ეძ­ლოს ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს მხო­ლოდ და მხო­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­ის, კა­ნო­ნი­სა და ში­ნა­გა­ნი რწმე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე", - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მან არ და­ა­კონ­კრე­ტა, რო­მელ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ზე­წო­ლა.

ამას­თან, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა, ამ სა­კი­თხებ­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან ისა­უბ­როს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გიორგი პაპუაშვილი - მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე

გიორგი პაპუაშვილი - მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე საუბრობს.

პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების და ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით და ასევე, მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ძირითადად ფალსიფიცირებული, შესაძლოა, გასაჯაროვდეს. ყველა ეს ინფორმაცია დაკავშირებულია მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც განიხილება ახლა სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დღეს უფრო დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან, მაგრამ მთავარი ამოცანა დღევანდელი საჯარო განცხადებისა არის ის, რომ მოვახდინოთ პრევენცია, აღვკვეთოთ ის საგანგაშო ფაქტები, რომელსაც ადგილი აქვს, რათა სასამართლოს შეეძლოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე", - განაცხადა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან არ დააკონკრეტა, რომელ საქმეებთან დაკავშირებით და კონკრეტულად, რომელ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ისაუბროს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ