პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლასელების მშობლებთან მერიდებოდა, როცა იმ კაფე-ბარებს სტუმრობდნენ, სადაც ვმუშაობდი..." - ნიკოლოზ რაჭველის ერთ პოსტში ჩატეული ცხოვრება
"კლასელების მშობლებთან მერიდებოდა, როცა იმ კაფე-ბარებს სტუმრობდნენ, სადაც ვმუშაობდი..." - ნიკოლოზ რაჭველის ერთ პოსტში ჩატეული ცხოვრება

მა­ესტრო ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტა­პებ­ზე წერს.

"ჩემი მშობ­ლე­ბი ხელს რომ აწერ­დნენ დე­დას მაგ­რად უტი­რია, არ უხა­რო­და გა­თხო­ვე­ბა, თა­ვად 40 წელს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, ხოლო მამა 60-ს უახ­ლოვ­დე­ბო­და, თუმ­ცა ორი­ვეს­თვის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი ქორ­წი­ნე­ბა იყო.

სუფ­რა რა­ჭა­ში გა­უშ­ლი­ათ და მი­უ­ხე­და­ვად სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი გან­წყო­ბი­სა მაგ­რა­დაც მო­ულ­ხე­ნი­ათ, ბო­ლოს ვი­ღაც ამ­ბრო­ლა­უ­რელ ყმაწ­ვილს ჩემს დე­ი­დაშ­ვილ­ზე და­უდ­გავს თვა­ლი, რაც მა­მა­ჩემს შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­უ­ღია და სახ­ლი­დან თოფი გა­მო­უ­ტა­ნია, შე­სა­ში­ნე­ბელ გას­რო­ლას აურ­ზა­უ­რი მო­ყო­ლია და სტუმ­რე­ბიც ნელ­ნე­ლა დაშ­ლი­ლან.

დედა თბი­ლი­სე­ლი იყო, მამა რა­ჭის მკვიდ­რი. ქა­ლა­ქე­ლო­ბა დე­დამ ვერ დათ­მო, მა­მამ კი რაჭა. ამი­ტომ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას მე რომ მო­ვევ­ლი­ნე თბი­ლის­ში დე­დას­თან და ბე­ბი­ას­თან ვიზ­რდე­ბო­დი ვაჟა-ფშა­ვე­ლას მე-4 კვარ­ტალ­ში, ე.წ. ხრუშ­ჩოვ­კის ერთ ოთა­ხი­ან ბი­ნა­ში, ცხა­დია არც პი­ა­ნი­ნო გვქონ­და და რომც გვქო­ნო­და ვერ­სად და­ვა­ტევ­დით. ზა­ფხუ­ლო­ბით კი მამა რა­ჭა­ში გვმას­პინ­ძლობ­და მა­მი­დას­თან ერ­თად, ყო­ვე­ლი ზა­ფხუ­ლი და­უ­ვი­წყა­რი იყო, თუნ­დაც იმით, რომ მშობ­ლებს ერ­თად ვხე­დავ­დი. ზამ­თარ­შიც მა­ხა­რებ­და მათი ერ­თო­ბა, მამა თბი­ლის­ში ჩა­მო­დი­ო­და და რა­ჭუ­ლი ლორი ჩა­მოჰ­ქონ­და მა­მი­დის გა­მო­ტა­ნე­ბულ ლო­ბი­ა­ნებ­თან ერ­თად.

იქი­დან დღემ­დე მარ­თლაც ბევ­რი რამ მოხ­და. ცუდი ის არის, რომ არც ერთი არ მყავს. მამა 1993 წელს გარ­და­იც­ვა­ლა უცა­ბე­დი ინ­სულ­ტით, მე 13 წლის ვი­ყა­ვი, მა­ნამ­დე დე­ი­და გა­მოგ­ვაკ­ლდა ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლი ინ­ფარ­ქტით და დე­და­ჩე­მი ამ ორმა ტრა­გი­კულ­მა შემ­თხვე­ვამ სა­წოლს მი­ა­ჯაჭ­ვა, შვილმკვდა­რი ბე­ბი­ის ყო­ველ­დღი­უ­რი გო­დე­ბა კი ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ლე­იტ­მო­ტი­ვი გახ­და. 13 წლის ასა­კი­დან და­მაწ­ვა ოჯახ­ზე ზრუნ­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და რა­მო­დე­ნი­მე კაფე-ბარ­ში მო­ვე­წყვე სა­ღა­მო­ო­ბით ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და­საკ­რა­ვად. შეძ­ლე­ბუ­ლი კლა­სე­ლე­ბის მშობ­ლებ­თან კი ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბო­და, როცა იმ კაფე-ბა­რებს ან რეს­ტორ­ნებს სტუმ­რობ­დნენ, სა­დაც მე ვმუ­შა­ობ­დი. დღის ბო­ლოს აღე­ბუ­ლი მცი­რე­დი გა­სამ­რჯე­ლო­თი პურს და ნავთს ვყი­დუ­ლობ­დი "კე­რა­სინ­კის­თვის" და ფე­ხით მი­ვე­შუ­რე­ბო­დი სახ­ლი­სა­კენ, სა­დაც მწო­ლი­ა­რე დედა და ბე­ბია მე­ლო­დე­ბოდ­ნენ. მერე იყო ჩემი პირ­ვე­ლი გას­ტრო­ლი გერ­მა­ნი­ა­ში, მერე მე­ო­რე, ამა­სო­ბა­ში დე­დამ თავს ძალა და­ა­ტა­ნა და წა­მოდ­გა, თუმ­ცა სამ­სა­ხურს ვე­ღარ და­უბ­რუნ­და, გე­ო­ლო­გი იყო, უფ­როს­წო­რედ ჰიდ­რო-გე­ო­ლო­გი, მცი­რე ჰე­სებს აპ­რო­ექ­ტებ­და, 90-იან წლებ­ში კი მსგავ­სი ინ­დუსტრია სრუ­ლე­ბით შე­წყდა და ჩვე­ნი ოჯა­ხი ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით და ჩემი მუ­შა­ო­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი სახ­სრე­ბით აგ­რძე­ლებ­და არ­სე­ბო­ბას. არ­სე­ბო­ბა სწო­რი ტერ­მი­ნია, თუმ­ცა სა­სი­ხა­რუ­ლოც ბევ­რიბ დე­ბო­და, რაც ჩემს მუ­სი­კა­ში მიღ­წე­ვებს და­უ­კავ­შირ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მისი ძა­ლის­ხმე­ვით და გა­და­ყო­ლით ხდე­ბო­და. გარ­და იმი­სა, რომ ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე დამ­ყვე­ბო­და შუ­ა­ლე­დებ­ში მეჯ­და და მეტ­რო­ნო­მის ნაც­ვლად რიტ­მში მა­ს­მე­ვი­ნებ­და ტექ­ნი­კუ­რად რთულ ად­გი­ლებს. სმე­ნით თა­ვად შე­სა­ნიშ­ნა­ვად უკ­რავ­და, რო­გორც ჩანს და­ვემ­სგავ­სე, სიმ­ღე­რით კი მჯობ­ნი­და, ჩემს ოჯახ­ში ორი­ვე მხრი­დან ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან კარ­გად მღე­როდ­ნენ, ალ­ბათ ამი­ტომ შე­მიყ­ვარ­და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, ნაღ­დი... რო­დე­საც კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე და დათო საყ­ვა­რე­ლი­ძეს­თან ერ­თად პირ­ვე­ლი ოპე­რა დავ­დგი, დედა სი­ა­მა­ყის­გან დაფ­რი­ნავ­და. ჯან­სუღ და ვან­და კა­ხი­ძე­ებ­თან სიყრმი­დან მე­გობ­რობ­და და მათი შე­ფა­სე­ბით და დიდი მა­ესტროს ჩემ­და­მი გან­წყო­ბით სი­გი­ჟემ­დე ხა­რობ­და. თავ­გა­მო­დე­ბით ზრუ­ნავ­და, რომ ყვე­ლა ჩემი გა­მოს­ვლის ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და თუ კი უცებ ინ­სტრუ­მენტს მი­ვუჯ­დე­ბო­დი მას მუ­დამ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ქონ­და მაგ­ნე­ტო­ფო­ნი, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ცა­რი­ელ კა­სე­ტებ­ზე ჩუ­მად იწერ­და ჩემს იმპრო­ვი­ზა­ცი­ებს, მერე მა­ს­მე­ნი­ნებ­და და კარ­გი ეპი­ზო­დე­ბის სა­ნო­ტო ფურ­ცელ­ზე გა­და­ტა­ნას მთხოვ­და. ასე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე ძა­ლი­ან ბევ­რი თემა, რაც დღემ­დე მად­გე­ბა ხოლ­მე! სკო­ლა­ში ყვე­ლას ჩემი ბე­ბია ეგო­ნა, ვი­ნა­ი­დან ჩვენს შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო სხვა მშობ­ლებ­თან შე­და­რე­ბით. ამას გა­ნიც­დი­და. ძა­ლი­ან მწვა­ვედ გა­ნიც­დი­და. ალ­ბათ იმა­საც ფიქ­რობ­და, რომ ნა­ად­რე­ვად გა­მო­მაკ­ლდე­ბო­და.

ვე­ნა­ში რომ მივ­დი­ო­დი სას­წავ­ლებ­ლად რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი ჩა­იც­ვა, რათა იქ ცხოვ­რე­ბის და ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბის ფული მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ჩემ­თვის. იმ დრო­ინ­დელ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ეწე­რე­ბო­და შე­სახ­ვედ­რად, მაგ­რამ სამ­დივ­ნო­ებს ვერც ერთხელ ვერ გას­ცდა. იმ­დე­ნად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლად ეცვა, რომ არ კად­რუ­ლობ­დნენ მას­თან სა­უ­ბარს. ერთი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი შეხ­ვედ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ატირ­დე­ბო­და, მერე ცრემ­ლებს შე­იწ­მენ­დდა და მომ­დევ­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და ახა­ლი იმე­დით. მა­შინ პირ­ვე­ლი, ვინც მას დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წო­და იმ დრო­ინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჟვა­ნია იყო. ასე მი­შოვ­ნა პირ­ვე­ლა­დი წყა­რო ავ­სტრი­ა­ში და­ფუძ­ნე­ბის­თვის. ერ­თმა­ნეთს წე­რი­ლებს ვწერ­დით. გა­მი­მარ­თლა, რომ იმ დროს ვა­ი­ბე­რი და ფე­ის­ბუ­ქი არ იყო, რად­გან დღეს სა­თუ­თად ვი­ნა­ხავ მის წე­რი­ლებს, ხელ­ნა­წე­რებს. წე­რი­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბას ჩემ­თან სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე გა­ნაგ­რძობ­და, რად­გან მუ­დამ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მყოფს რომ არ და­ვი­წყე­ბო­და სათ­ქმე­ლი ბა­რა­თე­ბად აქ­ცევ­და და რომ ვბრუნ­დე­ბო­დი მახ­ვედ­რებ­და. ან ისეთ რა­მეს მომ­წერ­და ხოლ­მე, რისი თქმაც იცო­და, რომ გა­მაბ­რა­ზებ­და და ყურს არ და­ვუგ­დებ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს და­ო­ჯა­ხე­ბის თე­მას ეხე­ბო­და ხოლ­მე...

რო­დე­საც სიკ­ვდი­ლის წინ ცო­ტა­თი მომ­ჯო­ბინ­და მედ-დის­თვის უთ­ქვავს: "უსა­ზღვროდ მი­ხა­რია, რომ ამ ქვეყ­ნი­დან მივ­დი­ვარ, რად­გან ჩემი შვი­ლი ჩემ­ზე აღარ იდარ­დებს და უფრო ლა­ღად გაშ­ლის ფრთებს მუ­სი­კის უკი­დე­გა­ნო სამ­ყა­რო­შიო..."

არ ვიცი რამ­დე­ნად უფრო ლა­ღად გავ­შა­ლე ფრთე­ბი, მაგ­რამ მე მჯე­რა, რომ შე­მიძ­ლია ფრე­ნა, რად­გან მყავ­და ასე­თი თავ­გან­წი­რუ­ლი დედა - ლა­მა­რა ისა­კა­ძე, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღე დად­გა დღეს 15 ივ­ლისს.

ყვე­ლას გი­სურ­ვებთ მშობ­ლე­ბის დღეგ­რძე­ლო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას, ხოლო ჩემ­სა­ვით ობ­ლებს მათი სუ­ლე­ბის სი­ა­მა­ყეს თქვე­ნი მიღ­წე­ვე­ბით!",- წერს რაჭ­ვე­ლი.

"კლასელების მშობლებთან მერიდებოდა, როცა იმ კაფე-ბარებს სტუმრობდნენ, სადაც ვმუშაობდი..." - ნიკოლოზ რაჭველის ერთ პოსტში ჩატეული ცხოვრება

"კლასელების მშობლებთან მერიდებოდა, როცა იმ კაფე-ბარებს სტუმრობდნენ, სადაც ვმუშაობდი..." - ნიკოლოზ რაჭველის ერთ პოსტში ჩატეული ცხოვრება

მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებზე წერს.

"ჩემი მშობლები ხელს რომ აწერდნენ დედას მაგრად უტირია, არ უხაროდა გათხოვება, თავად 40 წელს იყო გადაცილებული, ხოლო მამა 60-ს უახლოვდებოდა, თუმცა ორივესთვის პირველი და უკანასკნელი ქორწინება იყო.

სუფრა რაჭაში გაუშლიათ და მიუხედავად სენტიმენტალური განწყობისა მაგრადაც მოულხენიათ, ბოლოს ვიღაც ამბროლაურელ ყმაწვილს ჩემს დეიდაშვილზე დაუდგავს თვალი, რაც მამაჩემს შეურაცხყოფად მიუღია და სახლიდან თოფი გამოუტანია, შესაშინებელ გასროლას აურზაური მოყოლია და სტუმრებიც ნელნელა დაშლილან.

დედა თბილისელი იყო, მამა რაჭის მკვიდრი. ქალაქელობა დედამ ვერ დათმო, მამამ კი რაჭა. ამიტომ ქვეყნიერებას მე რომ მოვევლინე თბილისში დედასთან და ბებიასთან ვიზრდებოდი ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში, ე.წ. ხრუშჩოვკის ერთ ოთახიან ბინაში, ცხადია არც პიანინო გვქონდა და რომც გვქონოდა ვერსად დავატევდით. ზაფხულობით კი მამა რაჭაში გვმასპინძლობდა მამიდასთან ერთად, ყოველი ზაფხული დაუვიწყარი იყო, თუნდაც იმით, რომ მშობლებს ერთად ვხედავდი. ზამთარშიც მახარებდა მათი ერთობა, მამა თბილისში ჩამოდიოდა და რაჭული ლორი ჩამოჰქონდა მამიდის გამოტანებულ ლობიანებთან ერთად.

იქიდან დღემდე მართლაც ბევრი რამ მოხდა. ცუდი ის არის, რომ არც ერთი არ მყავს. მამა 1993 წელს გარდაიცვალა უცაბედი ინსულტით, მე 13 წლის ვიყავი, მანამდე დეიდა გამოგვაკლდა ასევე მოულოდნელი ინფარქტით და დედაჩემი ამ ორმა ტრაგიკულმა შემთხვევამ საწოლს მიაჯაჭვა, შვილმკვდარი ბებიის ყოველდღიური გოდება კი ჩემი ცხოვრების მთავარი ლეიტმოტივი გახდა. 13 წლის ასაკიდან დამაწვა ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და რამოდენიმე კაფე-ბარში მოვეწყვე საღამოობით ფორტეპიანოზე დასაკრავად. შეძლებული კლასელების მშობლებთან კი ძალიან მერიდებოდა, როცა იმ კაფე-ბარებს ან რესტორნებს სტუმრობდნენ, სადაც მე ვმუშაობდი. დღის ბოლოს აღებული მცირედი გასამრჯელოთი პურს და ნავთს ვყიდულობდი "კერასინკისთვის" და ფეხით მივეშურებოდი სახლისაკენ, სადაც მწოლიარე დედა და ბებია მელოდებოდნენ. მერე იყო ჩემი პირველი გასტროლი გერმანიაში, მერე მეორე, ამასობაში დედამ თავს ძალა დაატანა და წამოდგა, თუმცა სამსახურს ვეღარ დაუბრუნდა, გეოლოგი იყო, უფროსწორედ ჰიდრო-გეოლოგი, მცირე ჰესებს აპროექტებდა, 90-იან წლებში კი მსგავსი ინდუსტრია სრულებით შეწყდა და ჩვენი ოჯახი ახლობლების დახმარებით და ჩემი მუშაობით მოპოვებული სახსრებით აგრძელებდა არსებობას. არსებობა სწორი ტერმინია, თუმცა სასიხარულოც ბევრიბ დებოდა, რაც ჩემს მუსიკაში მიღწევებს დაუკავშირდა და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მისი ძალისხმევით და გადაყოლით ხდებოდა. გარდა იმისა, რომ ყველა გაკვეთილზე დამყვებოდა შუალედებში მეჯდა და მეტრონომის ნაცვლად რიტმში მასმევინებდა ტექნიკურად რთულ ადგილებს. სმენით თავად შესანიშნავად უკრავდა, როგორც ჩანს დავემსგავსე, სიმღერით კი მჯობნიდა, ჩემს ოჯახში ორივე მხრიდან ყველანი ძალიან კარგად მღეროდნენ, ალბათ ამიტომ შემიყვარდა ქართული სიმღერა, გემოვნებიანი, ნაღდი... როდესაც კონსერვატორიაში ჩავაბარე და დათო საყვარელიძესთან ერთად პირველი ოპერა დავდგი, დედა სიამაყისგან დაფრინავდა. ჯანსუღ და ვანდა კახიძეებთან სიყრმიდან მეგობრობდა და მათი შეფასებით და დიდი მაესტროს ჩემდამი განწყობით სიგიჟემდე ხარობდა. თავგამოდებით ზრუნავდა, რომ ყველა ჩემი გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი გაკეთებულიყო და თუ კი უცებ ინსტრუმენტს მივუჯდებოდი მას მუდამ გამზადებული ქონდა მაგნეტოფონი, რისი საშუალებითაც ცარიელ კასეტებზე ჩუმად იწერდა ჩემს იმპროვიზაციებს, მერე მასმენინებდა და კარგი ეპიზოდების სანოტო ფურცელზე გადატანას მთხოვდა. ასე შევინარჩუნე ძალიან ბევრი თემა, რაც დღემდე მადგება ხოლმე! სკოლაში ყველას ჩემი ბებია ეგონა, ვინაიდან ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო სხვა მშობლებთან შედარებით. ამას განიცდიდა. ძალიან მწვავედ განიცდიდა. ალბათ იმასაც ფიქრობდა, რომ ნაადრევად გამომაკლდებოდა.

ვენაში რომ მივდიოდი სასწავლებლად რკინის ქალამნები ჩაიცვა, რათა იქ ცხოვრების და ბინის დაქირავების ფული მოეპოვებინა ჩემთვის. იმ დროინდელ ბიზნესმენებთან ეწერებოდა შესახვედრად, მაგრამ სამდივნოებს ვერც ერთხელ ვერ გასცდა. იმდენად შეჭირვებულად ეცვა, რომ არ კადრულობდნენ მასთან საუბარს. ერთი წარუმატებელი შეხვედრიდან გამოსული ატირდებოდა, მერე ცრემლებს შეიწმენდდა და მომდევნო ორგანიზაციისკენ მიემართებოდა ახალი იმედით. მაშინ პირველი, ვინც მას დახმარების ხელი გაუწოდა იმ დროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო. ასე მიშოვნა პირველადი წყარო ავსტრიაში დაფუძნებისთვის. ერთმანეთს წერილებს ვწერდით. გამიმართლა, რომ იმ დროს ვაიბერი და ფეისბუქი არ იყო, რადგან დღეს სათუთად ვინახავ მის წერილებს, ხელნაწერებს. წერილებით ურთიერთობას ჩემთან სიცოცხლის ბოლო წუთამდე განაგრძობდა, რადგან მუდამ მოგზაურობაში მყოფს რომ არ დავიწყებოდა სათქმელი ბარათებად აქცევდა და რომ ვბრუნდებოდი მახვედრებდა. ან ისეთ რამეს მომწერდა ხოლმე, რისი თქმაც იცოდა, რომ გამაბრაზებდა და ყურს არ დავუგდებდი. განსაკუთრებით ეს დაოჯახების თემას ეხებოდა ხოლმე...

როდესაც სიკვდილის წინ ცოტათი მომჯობინდა მედ-დისთვის უთქვავს: "უსაზღვროდ მიხარია, რომ ამ ქვეყნიდან მივდივარ, რადგან ჩემი შვილი ჩემზე აღარ იდარდებს და უფრო ლაღად გაშლის ფრთებს მუსიკის უკიდეგანო სამყაროშიო..."

არ ვიცი რამდენად უფრო ლაღად გავშალე ფრთები, მაგრამ მე მჯერა, რომ შემიძლია ფრენა, რადგან მყავდა ასეთი თავგანწირული დედა - ლამარა ისაკაძე, რომლის დაბადების დღე დადგა დღეს 15 ივლისს.

ყველას გისურვებთ მშობლების დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას, ხოლო ჩემსავით ობლებს მათი სულების სიამაყეს თქვენი მიღწევებით!",- წერს რაჭველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს