პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ახალ სახეებზე
რას წერს მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ახალ სახეებზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახა­ლი სა­ხე­ე­ბის წარ­დგე­ნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ივა­ნიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო სია ნა­თე­ლი აღი­ა­რე­ბაა რუსი ოლი­გარ­ქის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტის სრუ­ლი კრა­ხის, ვი­ნა­ი­დან აშ­კა­რად წარ­მო­ად­გენს არაფ­რისმთქმე­ლი "ახა­ლი სა­ხე­ე­ბით", არ­სე­ბუ­ლი სი­მა­ხინ­ჯის შე­ნიღბვის უმ­წეო მცდე­ლო­ბას. ივა­ნიშ­ვილს ეგო­ნა, რომ ჩვენ გვბა­ძავს და სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­მო­უ­ვი­და შე­ვარ­დნა­ძი­სათ­ვის მი­ბაძ­ვა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი დაღ­მას­ვლის პე­რი­ოდ­ში სცა­და "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირ­ში" ჩვე­ნი რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი ჯგუ­ფის და­ბა­ლან­სე­ბა CV-ბით შერ­ჩე­უ­ლი, უცხო­ე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც მა­ში­ნაც სრუ­ლი არა­რა­ო­ბე­ბი აღ­მოჩ­დნენ.

ჩვე­ნი პარ­ტი­ის ყვე­ლა, მათ შო­რის ახა­ლი კან­დი­და­ტი, სრუ­ლად შემ­დგა­რი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ფი­გუ­რაა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არა მხო­ლოდ არ და­ი­შა­ლა, არა­მედ გაძ­ლი­ერ­და ყვე­ლა გან­საც­დე­ლის შემ­დეგ. "ოც­ნე­ბის" ამ ცა­რი­ე­ლი სიის შემ­ხედ­ვა­რე სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, რომ არ­ჩევ­ნებ­ში გარ­და­უ­ვა­ლი მარ­ცხის შემ­დეგ, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი გაქ­რე­ბა, რო­გორც შარ­შან­დე­ლი თოვ­ლი და ვე­ღარ და­აბ­რკო­ლებს ქვეყ­ნის წინსვლა­სა და აღმშე­ნებ­ლო­ბას", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ - დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ" პარ­ტი­ის ახა­ლი სა­ხე­ე­ბი წა­რად­გი­ნა. 15 ახა­ლი სახე, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­გებს უერ­თდე­ბა, მე­დი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­აც­ნო.

პარ­ტი­ის ახა­ლი წევ­რე­ბი არი­ან: თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გა­ხა­რია, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, აკა­კი ზო­ი­ძე, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა, ირი­ნა ფრუ­ი­ძე, კახა კუ­ჭა­ვა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, მა­რი­ამ ჯაში, ნინო გო­გუ­ა­ძე, რო­მან კა­კუ­ლია, სოფო კი­ლა­ძე, სოფო ქა­ცა­რა­ვა, სოფო ჯა­ფა­რი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

რას წერს მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ახალ სახეებზე

რას წერს მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ახალ სახეებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ივანიშვილის საარჩევნო სია ნათელი აღიარებაა რუსი ოლიგარქის პოლიტიკური პროექტის სრული კრახის, ვინაიდან აშკარად წარმოადგენს არაფრისმთქმელი "ახალი სახეებით", არსებული სიმახინჯის შენიღბვის უმწეო მცდელობას. ივანიშვილს ეგონა, რომ ჩვენ გვბაძავს და სინამდვილეში გამოუვიდა შევარდნაძისათვის მიბაძვა, რომელმაც თავისი დაღმასვლის პერიოდში სცადა "მოქალაქეთა კავშირში" ჩვენი რეფორმატორული ჯგუფის დაბალანსება CV-ბით შერჩეული, უცხოეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებით, რომლებიც მაშინაც სრული არარაობები აღმოჩდნენ.

ჩვენი პარტიის ყველა, მათ შორის ახალი კანდიდატი, სრულად შემდგარი და ჩამოყალიბებული ფიგურაა. "ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ არ დაიშალა, არამედ გაძლიერდა ყველა განსაცდელის შემდეგ. "ოცნების" ამ ცარიელი სიის შემხედვარე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, ეს პოლიტიკური ჯგუფი გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი და ვეღარ დააბრკოლებს ქვეყნის წინსვლასა და აღმშენებლობას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

"ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ" პარტიის ახალი სახეები წარადგინა. 15 ახალი სახე, რომელიც "ქართული ოცნების" რიგებს უერთდება, მედიას და საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო.

პარტიის ახალი წევრები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"