პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაოცებული ვარ ამ ყველაფრით..." - რუსუდან კერვალიშვილის პირველი კომენტარი დის დაკავების შემდეგ
"გაოცებული ვარ ამ ყველაფრით..." - რუსუდან კერვალიშვილის პირველი კომენტარი დის დაკავების შემდეგ

"ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" დამ­ფუძვნებ­ლის მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით აკე­თებს მისი და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი პირ­ველ კო­მენ­ტარს. რო­გორც Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მომ­ხდა­რით გა­ო­ცე­ბუ­ლია.

"გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ამ ყვე­ლაფ­რით, რად­გან ეს გან­ხორ­ცი­ელ­და იმ შან­ტა­ჟით, რომ­ლი­თაც სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის და­კა­ვე­ბა მოხ­და. კომ­პა­ნი­ას ჰყავ­და 11 ათა­სი და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და მათ შო­რის იყო სა­ლო­მე. ის არის სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს დას, ჩემი და კა­ტორ­ღულ მუ­შა­ო­ბას ეწე­ო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კვი­რა­ში ერთხელ სა­სა­მარ­თლო­ში ვცხად­დე­ბო­დით. ჩვენ სამი წე­ლი­წა­დია არ გვაქვს პი­რა­დო­ბა და ვიმ­ყო­ფე­ბით იმ რე­ჟიმ­ში, რა­საც ე.წ. შინა პა­ტიმ­რო­ბა ჰქვია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ი­ას ერთი წა­მით არ და­უ­ხე­ვია უკან იმის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რა­საც თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბად თვლი­და. უფრო მეტ­საც გე­ტყვით, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო­ზე მი­დი­ო­და, მან თა­ნამ­შრომ­ლებს უთხრა, რომ გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა, რათა ადა­მი­ა­ნე­ბი დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ. შევ­დი­ვარ იმათ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ვინც ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რად­გან ეს ბიზ­ნესს სარ­გე­ბელს არ მო­უ­ტანს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ი­ას გან­წყო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე არ შე­წყდე­ბა. ვწუხ­ვარ ამ ყვე­ლაფ­რის გამო, რად­გან მეც და მა­ი­ა­საც გვინ­და, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო იყოს შემ­დგა­რი სა­ხელ­მწი­ფო", - გა­ნა­ცხა­და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. ბრალ­დე­ბუ­ლებს მაია და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლებს, ასე­ვე სა­ლო­მე ჩარ­კვი­ანს და ირაკ­ლი მინ­დელს მო­სა­მარ­თლე რე­ვაზ ნა­და­რა­ი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და­ათ. მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს. ცოტა ხნის წინ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან აიყ­ვა­ნეს გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ასე­ვე ნა­ხეთ: "სა­ღოლ დე­და­ჩე­მი რომ და­ი­ჭი­რეთ... ეხლა მე ჩავ­ბარ­დე­ბი" - გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს

რო­გორ შეხ­ვდნენ მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას "ცენ­ტრ პო­ინ­ტის­გან" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი - კად­რე­ბი სა­სა­მარ­თლო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"გაოცებული ვარ ამ ყველაფრით..." - რუსუდან კერვალიშვილის პირველი კომენტარი დის დაკავების შემდეგ

"გაოცებული ვარ ამ ყველაფრით..." - რუსუდან კერვალიშვილის პირველი კომენტარი დის დაკავების შემდეგ

"ცენტრ-პოინტის" დამფუძვნებლის მაია რჩეულიშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით აკეთებს მისი და რუსუდან კერვალიშვილი პირველ კომენტარს. როგორც Ambebi.ge-სთან საუბრისას კერვალიშვილმა განაცხადა, მომხდარით გაოცებულია.

"გაოცებული ვარ ამ ყველაფრით, რადგან ეს განხორციელდა იმ შანტაჟით, რომლითაც სალომე ჩარკვიანის დაკავება მოხდა. კომპანიას ჰყავდა 11 ათასი დასაქმებული ადამიანი და მათ შორის იყო სალომე. ის არის სრულიად უდანაშაულო. რაც შეეხება ჩემს დას, ჩემი და კატორღულ მუშაობას ეწეოდა, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ სასამართლოში ვცხადდებოდით. ჩვენ სამი წელიწადია არ გვაქვს პირადობა და ვიმყოფებით იმ რეჟიმში, რასაც ე.წ. შინა პატიმრობა ჰქვია. ამის მიუხედავად, მაიას ერთი წამით არ დაუხევია უკან იმის შესასრულებლად, რასაც თავის მოვალეობად თვლიდა. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც სასამართლოზე მიდიოდა, მან თანამშრომლებს უთხრა, რომ გააგრძელონ მუშაობა, რათა ადამიანები დაკმაყოფილდნენ. შევდივარ იმათ მდგომარეობაში, ვინც ეს ყველაფერი განახორციელა, რადგან ეს ბიზნესს სარგებელს არ მოუტანს. ამის მიუხედავად, მაიას განწყობიდან გამომდინარე, საქმე არ შეწყდება. ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო, რადგან მეც და მაიასაც გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს შემდგარი სახელმწიფო", - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

ცნობისთვის, "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულებს მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდაათ. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს გუკა რჩეულიშვილიც, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ: "საღოლ დედაჩემი რომ დაიჭირეთ... ეხლა მე ჩავბარდები" - გუკა რჩეულიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

როგორ შეხვდნენ მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები - კადრები სასამართლოდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ