მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობენ ფერეიდნელი ქართველები
როგორ ცხოვრობენ ფერეიდნელი ქართველები

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პო­დენ­ტი ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლი სოფი ონი­კაშ­ვი­ლია. ამ­ბობს, რომ ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლო ყვე­ლა­ფე­რია. "სა­ქარ­თვე­ლო, ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, აქ სა­კუ­თარ მი­წა­ზე ვგრძნობ თავს და მი­ხა­რია რომ ქარ­თვე­ლი ვარ, ასე რომ არ იყოს მშობ­ლი­ურ მი­წა­ზე არც ჩა­მო­ვი­დო­დი. იქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ სულ იმის გან­ცდა მაქვს, რომ ის არ არის ჩემი. აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მია", - ამ­ბობს სოფი, რო­მელ­საც ფე­რე­ი­დან­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი­სა და მათი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ.

- სოფი, სა­ი­დან მო­დის შენი გვა­რი?

- ჩემი გვა­რი ფე­რე­ი­დან­ში ერთ-ერთი დიდი გვა­რია. და­ახ­ლო­ე­ბით 60 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ატა­რებს მას.

- წარ­მო­შო­ბით სა­ი­დან ხართ?

- და­ვი­ბა­დე ქა­ლაქ მარ­ტყოფ­ში, რო­მელ­საც სპარ­სუ­ლად ფე­რე­ი­დუმ შაჰი ჰქვია. ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი ამ ქა­ლაქს მარ­ტყოფს ვე­ძა­ხით. წარ­მო­შო­ბით სო­ფელ ჩუ­ღუ­რე­თი­დან ვარ. იქვე, 12 კი­ლო­მეტრში ცხოვ­რობს ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა.

- კი­დევ რო­მელ ქა­ლა­ქებ­ში ცხოვ­რო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი?

- სო­ფელ ვაშ­ლო­ვან­შიც ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს, ასე­ვე სო­ფელ ახ­ჩა­ში. ამ სო­ფელ­ში მხო­ლოდ მო­ხუ­ცებ­მა იცი­ან ქარ­თუ­ლი, სხვებს მხო­ლოდ მცი­რე სი­ტყვე­ბი აქვთ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, ისე­თი, რო­მე­ლიც სხვა სო­ფელ­ში ნაკ­ლე­ბად იცი­ან.. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდე­ბი და ბავ­შვე­ბი ქარ­თუ­ლად არ სა­უბ­რო­ბენ. ერთ-ერთი დიდი სო­ფე­ლი თო­რე­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ­გან ცოტა კი­ლო­თი გან­სხვავ­დე­ბა. ქარ­თუ­ლად სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­შია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კილო, თო­რელ­შიც იგი­ვე ით­ქმის..

- რამ­დე­ნი ქარ­თუ­ლი გვა­რია?

- თუ არ ვცდე­ბი ფე­რე­ი­დან­ში 16-მდე ქარ­თუ­ლი გვა­რი იყო. წარ­სულ­ში იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ზო­გი­ერ­თებ­მა გვა­რი შე­იც­ვა­ლეს და ახლა სპარ­სუ­ლი გვა­რე­ბი აქვთ. თუმ­ცა, იცი­ან, რომ მათ გვარს ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა აქვს. ახლა სხვა გვარს ატა­რე­ბენ, მაგ­რამ იცი­ან, რომ ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბი აქვთ.

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე დიდი გვა­რი?

- ონი­კაშ­ვი­ლე­ბი, და­ვი­თაშ­ვი­ლე­ბი, იო­სე­ლი­ა­ნე­ბი, ხუ­ციშ­ვი­ლი, გო­გო­ჩა­იშ­ვი­ლი, ლა­ჩი­ნაშ­ვი­ლე­ბი, ბა­თუ­აშ­ვი­ლე­ბი. ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ, გვაქვს ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მარ­ტყოფ­ში ადრე გვა­რე­ბის მი­ხედ­ვით იყო და­სახ­ლე­ბა. ახ­ლაც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ ადრე უფრო ბევ­რი გვქონ­და. მა­გა­ლი­თად, ბა­თუა­ანთ უბა­ნი, ონი­კა­ანთ უბა­ნი. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ძი­რი­თა­დად მი­წა­ზე მუ­შა­ობს, ახალ­გარზდე­ბი კი სწავ­ლით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

- ქარ­თულ ოჯახ­ში და­ი­ბა­დეთ, მაგ­რამ გა­რე­მოც­ვა სულ სხვაა. რო­გორ ეგუ­ე­ბით ამ ყვე­ლა­ფერს?

- მარ­თლაც მა­სეა. უმე­ტე­სად ბავ­შვე­ბი ისე გა­ვი­ზარ­დეთ, რომ სკო­ლამ­დე სპარ­სუ­ლი არც ვი­ცო­დით. სკო­ლა­ში რომ შე­ვე­დით პრობ­ლე­მა ის იყო, რომ არ გვეს­მო­და მას­წავ­ლე­ბე­ლი სპარ­სუ­ლად რას გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. უმე­ტე­სო­ბამ სპარ­სუ­ლი სკო­ლა­ში ვის­წავ­ლეთ. დღეს ეს მდგო­მა­რე­ო­ბა აღარ არის. ბავ­შვე­ბი უკვე სპარ­სუ­ლად სა­უბ­რო­ბენ. ქარ­თუ­ლი ნაკ­ლე­ბად იცი­ან. სხვა­ო­ბა იმა­შია, რომ ჩვენ ვსწავ­ლობ­დით ძვე­ლე­ბურ ქარ­თულს. მა­გა­ლი­თად, ვამ­ბობ­დით- მოდი ექ, მოდი აქ. როგო ხარ?- რო­გორ ხარ? რას იქ?

- რო­გორ გა­და­ე­ცე­მა დღეს მო­მა­ვალ თობებს ტრა­დი­ცი­ე­ბი?

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ლე­ბა ოჯახ­ში ხდე­ბო­და... ფე­რე­ი­დან­ში ქარ­თუ­ლი სკო­ლა არ არის, არა­ფე­რი ქარ­თუ­ლი არ გვაქვს. ადრე უფრო აკ­რძა­ლუ­ლიც იყო, უფ­ლე­ბა არ გვქონ­და, რომ სკო­ლა­ში გვე­ლა­პა­რა­კა ქარ­თუ­ლად, თუნ­დაც მე­გობ­რებ­თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი აქამ­დე ოჯა­ხე­ბით მო­ვი­და. გვქონ­და ასე­თი რი­ტუ­ა­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი ხომ არის აქ, ზუს­ტად იგი­ვე რი­ცხვებ­ში, მახ­სოვს ბე­ბი­ა­ჩე­მი აცხობ­და ხოლ­მე ნა­ზუ­ქებს. ბავ­შვო­ბა­ში კარ­გად მახ­სოვს ამ დღეს რომ აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

ფე­რე­ი­დან­ში, მარ­ტყოფ­ში გვაქვს დიდი ქვა, რო­მელ­საც ამაღ­ლე­ბის ქვას ვე­ძა­ხით, იქ მი­დი­ან ფე­რე­ი­და­ნე­ლი ქათ­ვე­ლე­ბი და სან­თლებს ან­თე­ბენ. ამ ქვას თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს.

გაგ­რძე­ლე­ბა+ფოტო

როგორ ცხოვრობენ ფერეიდნელი ქართველები

როგორ ცხოვრობენ ფერეიდნელი ქართველები

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი ფერეიდნელი ქართველი სოფი ონიკაშვილია. ამბობს, რომ ფერეიდნელი ქართველებისთვის ისტორიული სამშობლო ყველაფერია. "საქართველო, ჩემთვის ცხოვრების ნაწილია, აქ საკუთარ მიწაზე ვგრძნობ თავს და მიხარია რომ ქართველი ვარ, ასე რომ არ იყოს მშობლიურ მიწაზე არც ჩამოვიდოდი. იქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ სულ იმის განცდა მაქვს, რომ ის არ არის ჩემი. აქ, საქართველოში მგონია, რომ ყველაფერი ჩემია", - ამბობს სოფი, რომელსაც ფერეიდანში მცხოვრები ქართული ოჯახებისა და მათი ცხოვრების წესის შესახებ ვესაუბრეთ.

- სოფი, საიდან მოდის შენი გვარი?

- ჩემი გვარი ფერეიდანში ერთ-ერთი დიდი გვარია. დაახლოებით 60 ათასამდე ადამიანი ატარებს მას.

- წარმოშობით საიდან ხართ?

- დავიბადე ქალაქ მარტყოფში, რომელსაც სპარსულად ფერეიდუმ შაჰი ჰქვია. ჩვენ, ქართველები ამ ქალაქს მარტყოფს ვეძახით. წარმოშობით სოფელ ჩუღურეთიდან ვარ. იქვე, 12 კილომეტრში ცხოვრობს ქართული მოსახლეობა.

- კიდევ რომელ ქალაქებში ცხოვრობენ ქართველები?

- სოფელ ვაშლოვანშიც ბევრი ქართველი ცხოვრობს, ასევე სოფელ ახჩაში. ამ სოფელში მხოლოდ მოხუცებმა იციან ქართული, სხვებს მხოლოდ მცირე სიტყვები აქვთ შენარჩუნებული, ისეთი, რომელიც სხვა სოფელში ნაკლებად იციან.. სამწუხაროდ, ახალგაზრდები და ბავშვები ქართულად არ საუბრობენ. ერთ-ერთი დიდი სოფელი თორელი, რომელიც ჩვენგან ცოტა კილოთი განსხვავდება. ქართულად საუბრობენ, მაგრამ როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია განსხვავებული კილო, თორელშიც იგივე ითქმის..

- რამდენი ქართული გვარია?

- თუ არ ვცდები ფერეიდანში 16-მდე ქართული გვარი იყო. წარსულში იმიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთებმა გვარი შეიცვალეს და ახლა სპარსული გვარები აქვთ. თუმცა, იციან, რომ მათ გვარს ქართული წარმომავლობა აქვს. ახლა სხვა გვარს ატარებენ, მაგრამ იციან, რომ ქართული გვარები აქვთ.

- რომელია ყველაზე დიდი გვარი?

- ონიკაშვილები, დავითაშვილები, იოსელიანები, ხუციშვილი, გოგოჩაიშვილი, ლაჩინაშვილები, ბათუაშვილები. ყველანი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ, გვაქვს ხშირი ურთიერთობები. მარტყოფში ადრე გვარების მიხედვით იყო დასახლება. ახლაც არის შემორჩენილი, მაგრამ ადრე უფრო ბევრი გვქონდა. მაგალითად, ბათუაანთ უბანი, ონიკაანთ უბანი. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მიწაზე მუშაობს, ახალგარზდები კი სწავლით არიან დაკავებულები.

- ქართულ ოჯახში დაიბადეთ, მაგრამ გარემოცვა სულ სხვაა. როგორ ეგუებით ამ ყველაფერს?

- მართლაც მასეა. უმეტესად ბავშვები ისე გავიზარდეთ, რომ სკოლამდე სპარსული არც ვიცოდით. სკოლაში რომ შევედით პრობლემა ის იყო, რომ არ გვესმოდა მასწავლებელი სპარსულად რას გველაპარაკებოდა. უმეტესობამ სპარსული სკოლაში ვისწავლეთ. დღეს ეს მდგომარეობა აღარ არის. ბავშვები უკვე სპარსულად საუბრობენ. ქართული ნაკლებად იციან. სხვაობა იმაშია, რომ ჩვენ ვსწავლობდით ძველებურ ქართულს. მაგალითად, ვამბობდით- მოდი ექ, მოდი აქ. როგო ხარ?- როგორ ხარ? რას იქ?

- როგორ გადაეცემა დღეს მომავალ თობებს ტრადიციები?

- ქართული ტრადიციების შენარჩულება ოჯახში ხდებოდა... ფერეიდანში ქართული სკოლა არ არის, არაფერი ქართული არ გვაქვს. ადრე უფრო აკრძალულიც იყო, უფლება არ გვქონდა, რომ სკოლაში გველაპარაკა ქართულად, თუნდაც მეგობრებთან, ეს ყველაფერი აქამდე ოჯახებით მოვიდა. გვქონდა ასეთი რიტუალები, მაგალითად, ამაღლების დღესასწაული ხომ არის აქ, ზუსტად იგივე რიცხვებში, მახსოვს ბებიაჩემი აცხობდა ხოლმე ნაზუქებს. ბავშვობაში კარგად მახსოვს ამ დღეს რომ აღნიშნავდნენ.

ფერეიდანში, მარტყოფში გვაქვს დიდი ქვა, რომელსაც ამაღლების ქვას ვეძახით, იქ მიდიან ფერეიდანელი ქათველები და სანთლებს ანთებენ. ამ ქვას თავისი ისტორია აქვს.

გაგრძელება+ფოტო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი