საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამლები ისევ თვალსა და ხელს შუა გაძვირდა
წამლები ისევ თვალსა და ხელს შუა გაძვირდა

ლა­რის კურ­სის ვარ­დნას ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, ბოლო დღე­ებ­ში წამ­ლის ფასი, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, გაზ­რდი­ლია. აფ­თი­ა­ქე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივ­ნის­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი 2-3%-ით გაძ­ვირ­და. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ა­გი­რე­ბა სა­ვა­ლუ­ტო კურ­სზე ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ცი­ლე­ბით მო­მენ­ტა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ლა­რის გამ­ყა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში.

მარ­თა­ლია, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­სა­ი­ა­ფებ­ლად იმ­პორ­ტი­ო­რებს საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი ჰქონ­დათ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად თით­ქმის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მდგო­მა­რე­ო­ბა დი­დად არც "ჰუ­მა­ნი­თი ჯორ­ჯი­ას" შე­მოს­ვლას მო­უხ­დე­ნია. მო­ლო­დი­ნი, რომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი თვალ­ში­სა­ცე­მად გა­ი­აფ­დე­ბო­და, არ გა­მარ­თლდა. იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ცვლი­ლე­ბა ამ მხრივ თით­ქმის არ შე­იმ­ჩნე­ვა. ცხა­დია, სათ­ვა­ლავ­ში არ მი­ი­ღე­ბა აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის მიღ­მაც ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვლა იმა­ლე­ბა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჯან­დაც­ვის პლატ­ფორ­მა" მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სის კვლე­ვას ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს. ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას კომ­პა­ნია ყო­ველ­თვი­უ­რად ახ­დენს.

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ახა­ლი კვლე­ვის შე­დე­გი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც ივ­ნი­სის ტენ­დენ­ცი­ას ასა­ხავს. აფბა-ში წი­ნას­წარ ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა "რე­ზო­ნანსს" მა­ინც და­უ­დას­ტუ­რეს, რომ ბოლო 1 თვე­ში ფა­სის ზრდა რე­ა­ლუ­რად და­ფიქ­სირ­და.

კვლვის შე­დე­გი ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ბავ­შვთა მე­დი­კა­მენ­ტებს ეხე­ბა. "ჯან­დაც­ვის პლატ­ფორ­მის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ის­წავ­ლეს ჩვი­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლო ფასი, რო­მე­ლიც 4 წამ­ყვა­ნი სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლის მო­ნა­ცე­მე­ბია.

კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მა­ის­თან შე­და­რე­ბით, ივ­ნის­ში ბავ­შვთა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფასი გა­ი­ზარ­და 2%-ით და შე­ად­გი­ნა 154.31 ლარი. მო­მა­ტე­ბუ­ლია ფასი აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე, ხოლო შემ­ცი­რე­ბუ­ლია მოვ­ლის ზო­გი­ერთ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე.

აფბა-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი შოთა გულ­ბა­ნი გან­მარ­ტავს, რომ სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის ცვლი­ლე­ბამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად გა­აძ­ვი­რა.

"ბოლო კვლე­ვის შე­დეგ­ზე წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ წამ­ლებ­ზე ფასი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის მო­მა­ტე­ბუ­ლი. სა­ბაზ­რო ლო­გი­კით, ფა­სე­ბი წინა თვე­ში უნდა შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სა­პი­რის­პი­რო მოხ­და. ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დია კომ­პა­ნი­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფა­სის ცვლი­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით. ვაკ­ვირ­დე­ბით მო­თხოვ­ნად მე­დი­კა­მენ­ტებს. აქ არის რო­გორც იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, ისე ად­გი­ლობ­რი­ვიც და ე. წ. ჯე­ნე­რი­კე­ბი, რო­გორც გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის, ასე­ვე ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი და სხვა. წამ­ლის ფასი არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა მა­ში­ნაც კი, როცა კურ­სი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და", - აცხა­დებს გულ­ბა­ნი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

წამლები ისევ თვალსა და ხელს შუა გაძვირდა

წამლები ისევ თვალსა და ხელს შუა გაძვირდა

ლარის კურსის ვარდნას ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაძვირება მოჰყვა. როგორც კვლევებით დასტურდება, ბოლო დღეებში წამლის ფასი, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. აფთიაქების ინფორმაციით, ივნისში მედიკამენტები 2-3%-ით გაძვირდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფარმაცევტული კომპანიების რეაგირება სავალუტო კურსზე ამ შემთხვევაში გაცილებით მომენტალური აღმოჩნდა, ვიდრე ლარის გამყარების პერიოდში.

მართალია, მედიკამენტების გასაიაფებლად იმპორტიორებს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ რეალურად თითქმის არაფერი შეცვლილა. მდგომარეობა დიდად არც "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლას მოუხდენია. მოლოდინი, რომ მედიკამენტები თვალშისაცემად გაიაფდებოდა, არ გამართლდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ცვლილება ამ მხრივ თითქმის არ შეიმჩნევა. ცხადია, სათვალავში არ მიიღება აქციის ფარგლებში გამოცხადებული ფასდაკლებები, რომლის მიღმაც ფარმაცევტული კომპანიების მარკეტინგული გათვლა იმალება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანდაცვის პლატფორმა" მედიკამენტების ფასის კვლევას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. ფარმაცევტულ ბაზარზე დაკვირვებას კომპანია ყოველთვიურად ახდენს.

უახლოეს დღეებში ახალი კვლევის შედეგი გამოქვეყნდება, რომელიც ივნისის ტენდენციას ასახავს. აფბა-ში წინასწარ ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა "რეზონანსს" მაინც დაუდასტურეს, რომ ბოლო 1 თვეში ფასის ზრდა რეალურად დაფიქსირდა.

კვლვის შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვთა მედიკამენტებს ეხება. "ჯანდაცვის პლატფორმის" ინფორმაციით, შეისწავლეს ჩვილისთვის აუცილებელი აქსესუარების, მოვლის საშუალებებისა და მედიკამენტების საშუალო ფასი, რომელიც 4 წამყვანი სააფთიაქო ქსელის მონაცემებია.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მაისთან შედარებით, ივნისში ბავშვთა მედიკამენტების ფასი გაიზარდა 2%-ით და შეადგინა 154.31 ლარი. მომატებულია ფასი აქსესუარებზე, ხოლო შემცირებულია მოვლის ზოგიერთ საშუალებაზე.

აფბა-ს ხელმძღვანელი შოთა გულბანი განმარტავს, რომ სავალუტო კურსის ცვლილებამ მედიკამენტები ნამდვილად გააძვირა.

"ბოლო კვლევის შედეგზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წამლებზე ფასი მნიშვნელოვნად არის მომატებული. საბაზრო ლოგიკით, ფასები წინა თვეში უნდა შემცირებულიყო, მაგრამ საპირისპირო მოხდა. ძალიან ცვალებადია კომპანიების გადაწყვეტილება ფასის ცვლილებასთან მიმართებით. ვაკვირდებით მოთხოვნად მედიკამენტებს. აქ არის როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივიც და ე. წ. ჯენერიკები, როგორც გულსისხლძარღვთა დაავადების, ასევე ტკივილგამაყუჩებელი და სხვა. წამლის ფასი არ შემცირებულა მაშინაც კი, როცა კურსი ამის საშუალებას იძლეოდა", - აცხადებს გულბანი.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"