უკრაინულმა ცნობილმა ინტერნეტ გამოცემამ “PRE-PARTY” საკუთარი მრავალრიცხოვანი მკითხველისთვის 2016 წლის მუსიკალური ფესტივალების შესახებ მასალა გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მასშტაბური ფესტივალების ლაინ-აფსა და ჰედლაინერებს აანონსებს. Gem-fest ერთადერთი ფესტივალია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე არ ტარდება, მაგრამ ინტერნეტ გამოცემამ საკუთარ მკითხველს პირდაპირ მოუწოდა, რომ აგვისტოში აუცილებლად უნდა ესტუმრონ მზიან საქართველოს, ანაკლიის სანაპირო ზოლს და დაუვიწყარი ზაფხული საინტერესოდ და მხიარულად სწორედ პირველ ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გაატარონ.
„ზაფხული - ეს პატარა ცხოვრებაა, ამიტომ ის საინტერესოდ, მხიარულად და თვალისმომჭრელად უნდა გაატაროთ. ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო, ყველაზე მუსიკალური და ყველაზე საოცარი ფესტივალების მიმოხილვა, რომლებზეც დასწრება აუცილებელია ყველა მელომანისათვის, რომ მთელი წლის განმავლობაში ზაფხულის მუსიკით გამოწვეული მუხტი გაგყვეთ... თუ გიყვართ მოგზაურობა და თანაც მუსიკის გარეშე არ შეგიძლიათ ცხოვრება, გთავაზობთ გართობას ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც მზიან საქართველოში ანაკლიის სანაპიროზე გაიმართება. აქ იგეგმება ისეთი მუსიკალური არტისტების გამოსვლები, როგორებიც არიან : GusGus, Fedde Le Grand, Agoria, Paul van Dyk, Stephan Bodzin და სხვა...“
ასე ეხმაურება Gem-fest-ს გართობის ინდუსტრიაში მოღვაწე ერთ-ერთი ლიდერი უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა “PRE-PARTY”. სწორედ, საერთაშორისო მედიის აქტივობის შედეგია, რომ 9-14 აგვისტოს ანაკლიაში დაგეგმილ ფესტივალზე, საზღვარგარეთ გაყიდული მულტიპასების რაოდენობა უკვე 35%-ით აღემატება გასულ წელს Gem fest-ზე ტურისტების მიერ შეძენილი ბილეთების საერთო რაოდენობას. შეგახსენებთ, რომ ფესტივალამდე კიდევ ერთ თვეზე მეტია დარჩენილი.
http://pre-party.com.ua/content/entry/muzykalnye-festivali-leta-2016-daty-lajn-apy-i-hedlajnery.html
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია ამბები.გე