პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ძვირდება მობილურით საუბარი
რატომ ძვირდება მობილურით საუბარი

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ჭუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ბა­ზა­რი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პრინ­ცი­პე­ბის შე­უ­სა­ბა­მო ქმე­დე­ბე­ბით. ჯერ იყო და ფაქ­ტობ­რი­ვად 20 წლის მან­ძილ­ზე სა­მი­ვე კომ­პა­ნი­ას ერთი და იგი­ვე 28,8 თეთ­რი­ა­ნი ტა­რი­ფი ჰონ­დათ წუ­თობ­რივ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. მას შემ­დეგ, რაც 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ შე­ის­წავ­ლა ეს ბა­ზა­რი, და­ად­გი­ნა, რომ კომ­პა­ნი­ებს უცხო ქსელ­ში ერთი წუ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 თეთ­რის ფარ­გლებ­ში უჯ­დე­ბო­დათ (მო­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით), ხოლო შიდა ქსელ­ზე 5 თეთრზე ნაკ­ლე­ბი. ამის შემ­დეგ კო­მი­სი­ამ მო­ბი­ლურ ოპე­რა­ტო­რებს სა­ცა­ლო ტა­რიფ­ზე ზედა ზღვა­რი და­უ­წე­სა 25 თეთ­რის ოდე­ნო­ბით. ურ­თი­ერ­თჩარ­თვის ტა­რი­ფი კი, რო­მე­ლიც სა­ცა­ლო ტა­რი­ფის გან­სა­ზღვრა­ში უდი­დეს როლს თა­მა­შობს, ნელ-ნელა შემ­ცი­რე­ბა და­ა­ა­ნონ­სა. თუ 6 წლის წინ ურ­თი­ერ­თჩარ­თვის ტა­რი­ფი 14 თეთ­რი იყო, 2015 წლის 1 იან­ვრის შემ­დეგ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა ოპე­რა­ტო­რი­სათ­ვის 3,5 თეთ­რამ­დე შემ­ცირ­და. ლო­გი­კუ­რად ამ ცვლი­ლე­ბას სა­ცა­ლო ტა­რი­ფის გა­ი­ა­ფე­ბა და ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის ზრდა უნდა მოჰ­ყო­ლო­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი არც ისე მარ­ტი­ვად იყო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა "მაგ­თის" სულ სხვა გეგ­მე­ბი ჰქო­ნია.

2016 წლის 27 აპ­რი­ლი­დან "მაგ­თი­კო­მის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის სტან­დარ­ტულ ტა­რი­ფის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ბი­ლუ­რი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ქსე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წუთ­ში 24 თეთ­რი გახ­და. აპ­რი­ლის ბო­ლო­დან კომ­პა­ნია "მაგ­თი­კო­მის" აბო­ნენ­ტე­ბი წუთ­ში 24 თეთ­რად ისა­უბ­რე­ბენ, ნაც­ვლად მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი 10 თეთ­რი­სა, რო­გორც შიდა ქსელ­ში - "ბა­ნის" და "მაგ­თის" აბო­ნენ­ტებ­თან, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი მო­ბი­ლუ­რი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ქსე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

2015 წლის1 იან­ვრის ურ­თი­ერ­თჩარ­თვის ტა­რი­ფის გა­ი­ა­ფე­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­პი­რის­პი­რო ქმე­დე­ბე­ბით რომ შეხ­ვდა კომ­პა­ნია "მაგ­თი", ამა­ზე მისი რამ­დე­ნი­მე მომ­სა­ხუ­რე­ბის გაძ­ვი­რე­ბა ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს. მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მარ­ტი­დან კომ­პა­ნია "მაგ­თი­კომ­მა" თა­ვის აბო­ნენ­ტებს სა­ზღვარ­გა­რეთ სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნის ტა­რი­ფი გა­უ­ზარ­და 24 თეთ­რამ­დე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფა­სუ­რი ერ­თა­დერ­თი ტა­რი­ფი არ ყო­ფი­ლა, რაც "მაგ­თი­კომ­მა" თა­ვის აბო­ნენ­ტებს გა­უ­ზარ­და. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს "მაგ­თი­კო­მის" მომ­ხმა­რებ­ლებ­მა შე­ტყო­ბი­ნე­ბა G-Mobile-ის ქსელ­ზე და­რეკ­ვის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდის შე­სა­ხე­ბაც მი­ი­ღეს.

2016 წლის იან­ვარ­ში კი, "მაგ­თი­კომ­მა" თა­ვის აბო­ნენ­ტებს მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა­ზე და არ­სე­ბუ­ლი ბა­ლან­სის შე­მოწ­მე­ბა­ზეც შე­უც­ვა­ლა. კერ­ძოდ, სმს მომ­სა­ხუ­რე­ბა იან­ვრის ბო­ლო­დან 6 თეთ­რი გახ­და, ხოლო ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბა­ლან­სის შე­სა­მოწ­მებ­ლად 444-ზე და­რეკ­ვა ყო­ველ ჯერ­ზე 2 თეთ­რია.

გაგ­რძე­ლე­ბა

რატომ ძვირდება მობილურით საუბარი

რატომ ძვირდება მობილურით საუბარი

საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისუფალი კონკურენციის პრინციპების შეუსაბამო ქმედებებით. ჯერ იყო და ფაქტობრივად 20 წლის მანძილზე სამივე კომპანიას ერთი და იგივე 28,8 თეთრიანი ტარიფი ჰონდათ წუთობრივ მომსახურებაზე. მას შემდეგ, რაც 2010 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა ეს ბაზარი, დაადგინა, რომ კომპანიებს უცხო ქსელში ერთი წუთის ღირებულება 15 თეთრის ფარგლებში უჯდებოდათ (მოგების გათვალისწინებით), ხოლო შიდა ქსელზე 5 თეთრზე ნაკლები. ამის შემდეგ კომისიამ მობილურ ოპერატორებს საცალო ტარიფზე ზედა ზღვარი დაუწესა 25 თეთრის ოდენობით. ურთიერთჩართვის ტარიფი კი, რომელიც საცალო ტარიფის განსაზღვრაში უდიდეს როლს თამაშობს, ნელ-ნელა შემცირება დააანონსა. თუ 6 წლის წინ ურთიერთჩართვის ტარიფი 14 თეთრი იყო, 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ ეს მაჩვენებელი ყველა ოპერატორისათვის 3,5 თეთრამდე შემცირდა. ლოგიკურად ამ ცვლილებას საცალო ტარიფის გაიაფება და ბაზარზე კონკურენციის ზრდა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. როგორც აღმოჩნდა "მაგთის" სულ სხვა გეგმები ჰქონია.

2016 წლის 27 აპრილიდან "მაგთიკომის" აბონენტებისთვის სტანდარტულ ტარიფის ღირებულება, ნებისმიერი მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით, წუთში 24 თეთრი გახდა. აპრილის ბოლოდან კომპანია "მაგთიკომის" აბონენტები წუთში 24 თეთრად ისაუბრებენ, ნაცვლად მანამდე არსებული 10 თეთრისა, როგორც შიდა ქსელში - "ბანის" და "მაგთის" აბონენტებთან, ასევე საქართველოს ნებისმიერი მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით.

2015 წლის1 იანვრის ურთიერთჩართვის ტარიფის გაიაფებას აბსოლუტურად საპირისპირო ქმედებებით რომ შეხვდა კომპანია "მაგთი", ამაზე მისი რამდენიმე მომსახურების გაძვირება ნათლად მეტყველებს. მიმდინარე წლის 17 მარტიდან კომპანია "მაგთიკომმა" თავის აბონენტებს საზღვარგარეთ სმს შეტყობინების გაგზავნის ტარიფი გაუზარდა 24 თეთრამდე.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ სმს შეტყობინების საფასური ერთადერთი ტარიფი არ ყოფილა, რაც "მაგთიკომმა" თავის აბონენტებს გაუზარდა. თებერვლის ბოლოს "მაგთიკომის" მომხმარებლებმა შეტყობინება G-Mobile-ის ქსელზე დარეკვის საფასურის გაზრდის შესახებაც მიიღეს.

2016 წლის იანვარში კი, "მაგთიკომმა" თავის აბონენტებს მომსახურების პირობები სმს შეტყობინების გაგზავნაზე და არსებული ბალანსის შემოწმებაზეც შეუცვალა. კერძოდ, სმს მომსახურება იანვრის ბოლოდან 6 თეთრი გახდა, ხოლო ანგარიშზე არსებული ბალანსის შესამოწმებლად 444-ზე დარეკვა ყოველ ჯერზე 2 თეთრია.

გაგრძელება