საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მემუქრება, შენი სისხლით უნდა მოვრწყა სადარბაზოო" - მაგდა პაპიძის და და დედა მოკლული ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ
"მემუქრება, შენი სისხლით უნდა მოვრწყა სადარბაზოო" - მაგდა პაპიძის და და დედა მოკლული ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ

ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე სა­სა­მარ­თლოს ფო­ი­ე­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის და, ლანა პა­პი­ძე და დედა ლია შა­მუ­გია ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

და­პი­რის­პი­რე­ბა მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მხა­რე­ე­ბი სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შე­დი­ოდ­ნენ. ბრალ­დე­ბუ­ლის დე­და­სა და ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ახ­ლო­ბელს შო­რის მცი­რე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც მოხ­და.

კი­დევ ერთი და­პი­რის­პი­რე­ბა ლანა პა­პი­ძე­სა და ქა­ფი­აშ­ვი­ლის ახ­ლო­ბელს შო­რის მოხ­და. ლანა პა­პი­ძემ მას "მკვლე­ლი" უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ გარ­დაც­ლი­ლი ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ძმა მალ­ხაზ ქა­ფი­აშ­ვი­ლი მას მოკ­ვლით ემუქ­რე­ბა: "მახო მე­მუქ­რე­ბა, შენი სის­ხლით უნდა მოვრწა სა­დარ­ბა­ზოო".

და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ გა­ნი­მუხ­ტა, რაც მან­და­ტუ­რებ­მა ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შე­იყ­ვა­ნეს.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას 9 მოწ­მე ჰყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლი ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ძმა, მალ­ხაზ ქა­ფი­აშ­ვი­ლი და ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის და, ლანა პა­პი­ძე. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მიერ უკვე და­ი­კი­თხა გარ­დაც­ვლი­ლი ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი­სა და მაგ­და პა­პი­ძის მე­ზობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი, ასე­ვე ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დედა და­რე­ჯან მინ­დი­კა­უ­რი და ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე იყო.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მიზ­ნით მაგ­და პა­პი­ძემ მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი მოკ­ლა. ომარ და თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბი 2015 წლის 19 დე­კემ­ბერს გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მაგ­და პა­პი­ძე 20 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

"მემუქრება, შენი სისხლით უნდა მოვრწყა სადარბაზოო" - მაგდა პაპიძის და და დედა მოკლული ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ

"მემუქრება, შენი სისხლით უნდა მოვრწყა სადარბაზოო" - მაგდა პაპიძის და და დედა მოკლული ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესის დაწყებამდე სასამართლოს ფოიეში დაპირისპირება მოხდა. ბრალდებულ მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე და დედა ლია შამუგია ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მხარეები სხდომათა დარბაზში შედიოდნენ. ბრალდებულის დედასა და ომარ ქაფიაშვილის ახლობელს შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

კიდევ ერთი დაპირისპირება ლანა პაპიძესა და ქაფიაშვილის ახლობელს შორის მოხდა. ლანა პაპიძემ მას "მკვლელი" უწოდა და აღნიშნა, რომ გარდაცლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა მალხაზ ქაფიაშვილი მას მოკვლით ემუქრება: "მახო მემუქრება, შენი სისხლით უნდა მოვრწა სადარბაზოო".

დაპირისპირება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მანდატურებმა ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები სხდომათა დარბაზში შეიყვანეს.

დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდებას 9 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი და ბრალდებულ მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე. სახელმწიფო ბრალდების მიერ უკვე დაიკითხა გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილისა და მაგდა პაპიძის მეზობლები და ახლობლები, ასევე ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური და ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო.

გამოძიების ვერსიით, ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მაგდა პაპიძემ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ