პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 1-ელ ივლისს დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 1-ელ ივლისს დაიწყება

2016-2017 სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო წლის­თვის რე­გის­ტრა­ცი­ის 1-ელ ივ­ლისს და­ი­წყე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, თბი­ლი­სის სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღებ­ში 2016-2017 სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო წლის­თვის ელექტრო­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი ორ ეტა­პად წა­რი­მარ­თე­ბა.

პირ­ვე­ლი ეტა­პი 1 ივ­ლისს, 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, რა დრო­საც და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან შემ­დე­გი კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შვე­ბი:

ა) 100 000–ზე ქვე­ვით სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლის მქო­ნე ოჯა­ხის ბავ­შვე­ბი (სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი);

ბ) სსიპ "სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს" ფი­ლი­ა­ლის, ჩვილ ბავ­შვთა სახ­ლის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, "სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს" (შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის) მო­წე­რი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე;

გ) სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი;

დ) იმ ოჯა­ხის ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა შვი­ლი (შვი­ლე­ბი) სარ­გებ­ლო­ბენ იმა­ვე სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით;

ე) ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2015 წლის 13-14 ივ­ნისს მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის ბავ­შვე­ბი, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის ან/და სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

რე­გის­ტრა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პი 8 ივ­ლისს, 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და ელექტრო­ნუ­ლად და­რე­გის­ტრირ­დე­ბა ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შვი.

რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია მშობ­ლის მიერ შერ­ჩე­ულ მხო­ლოდ ერთ სა­ჯა­რო ბაგა-ბაღ­ში, თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზე www.kids.org.ge

"წელს სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში 12 ათა­სი ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლი იქ­ნე­ბა. ამას­თან, მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ღებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოს რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ბაგა-ბა­ღის დი­რექ­ტო­რი­სა და სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სექ­ტემ­ბერ­ში, სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში აღ­საზ­რდელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს", - აცხა­დე­ბენ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­ქა­ლა­ქის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღებ­ში 2016-2017 სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო წელი 15 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს, ოთხი ახა­ლი ბა­ღის გახ­სნით, და­მა­ტე­ბით 1500-მდე ად­გი­ლი შე­იქ­მნა. ამას­თან, მოქ­მედ სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში აუთ­ვი­სე­ბე­ლი ფარ­თე­ბის გა­რე­მონ­ტე­ბის შე­დე­გად, 85 ჯგუ­ფი შე­იქ­მნა, რის შე­დე­გა­დაც სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თვა 3500-მა პა­ტა­რამ შეძ­ლო", - აცხა­დე­ბენ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 1-ელ ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 1-ელ ივლისს დაიწყება

2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის 1-ელ ივლისს დაიწყება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი ორ ეტაპად წარიმართება.

პირველი ეტაპი 1 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც დარეგისტრირდებიან შემდეგი კატეგორიის ბავშვები:

ა) 100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველი);

ბ) სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

დ) იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;

ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდება ყველა კატეგორიის ბავშვი.

რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge

”წელს საჯარო საბავშვო ბაღებში 12 ათასი ვაკანტური ადგილი იქნება. ამასთან, მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე, ბაგა-ბაღის დირექტორისა და სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, სექტემბერში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა გაიზარდოს”, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

”აღსანიშნავია, რომ წელს, ოთხი ახალი ბაღის გახსნით, დამატებით 1500-მდე ადგილი შეიქმნა. ამასთან, მოქმედ საბავშვო ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად, 85 ჯგუფი შეიქმნა, რის შედეგადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართვა 3500-მა პატარამ შეძლო”, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი