სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ
 რა უნდა ვიცოდეთ წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ

სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბლო­გი

გუ­შინ, 8 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის აქ­ტის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტის ცეს­კოს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ქვე­ყა­ნა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყო. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში დად­გე­ნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, კან­დი­და­ტე­ბის, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, მე­დი­ი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის/აგი­ტა­ცი­ის წე­სე­ბი

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია არის სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის/სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტო­ბის კან­დი­და­ტის მიერ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის მიზ­ნით ჩა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცია.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცია არის ამომ­რჩე­ველ­თა მო­წო­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის/სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტო­ბის კან­დი­და­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად ან სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, აგ­რეთ­ვე ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ან ხელს უშ­ლის მის არ­ჩე­ვას, ან/და რო­მე­ლიც შე­ი­ცავს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ნიშ­ნებს, მათ შო­რის, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში/ჩა­ტა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­არ­ჩევ­ნო მა­სა­ლე­ბის შე­ნახ­ვა ან გავ­რცე­ლე­ბა, მხარ­დამ­ჭერ­თა სი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებ­ში ყოფ­ნა.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ თა­ნას­წო­რი უფ­ლე­ბე­ბით და აკის­რი­ათ თა­ნა­ბა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის წე­სე­ბი გან­სა­ზღვრუ­ლია სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით.

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი

პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი აქვთ უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­ის მკაც­რად ლი­მი­ტი­რე­ბულ პე­რი­ოდ­ში უნდა შეს­რულ­დეს. მა­გა­ლი­თად, შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბის მქო­ნე სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებ­მა ცეს­კოს უნდა წა­რუდ­გი­ნონ სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევრთა კან­დი­და­ტუ­რე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, პარ­ტი­ებ­მა გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში უნდა მი­მარ­თონ ცეს­კოს რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნით, წა­რად­გი­ნონ პარ­ტი­უ­ლი სია, და­ნიშ­ნონ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­სა­ბა­მის სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და სხვა.

სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის (პარ­ტი­ე­ბის და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის) ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ვალ­დე­უ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში. კერ­ძოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ი­დან 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნან სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფონ­დი და მი­ა­წო­დონ ან­გა­რი­შის რეკ­ვი­ზი­ტე­ბი აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს. სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ასე­ვე ევა­ლე­ბათ 3 კვი­რა­ში ერთხელ კამ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­ში წა­რუდ­გი­ნონ აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს.

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ძი­რი­თა­დად სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია ახორ­ცი­ე­ლებს. არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით დად­გე­ნილ სპე­ცი­ა­ლურ ვა­დებს, რა­საც ცეს­კო სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა გრა­ფი­კით გან­სა­ზღვრავს. ცეს­კოს მიერ შედ­გე­ნი­ლი გრა­ფი­კის შე­სა­ბა­მი­სად უნდა იმოქ­მე­დონ სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­მა, პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა, კან­დი­და­ტებ­მა, სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, მე­დი­ამ, ად­გი­ლობ­რივ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­მა და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­მა აქ­ტო­რებ­მა.

ამ თვალ­საზ­რი­სით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბა, პარ­ტი­ე­ბი­სა და კან­დი­და­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცია, მე­დი­ის, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცია, ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და სხვა.

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა

სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს ძი­რი­თა­დად სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სათ­ვის თა­ნა­ბა­რი გა­რე­მოს ხელ­შე­წყო­ბა, სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ევა­ლე­ბათ. ად­გი­ლობ­რივ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­მა უნდა გა­მო­ყონ ად­გი­ლე­ბი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სათ­ვის სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბის­თვის, ასე­ვე, შე­ნო­ბე­ბი სა­ა­გი­ტა­ციო შეხ­ვედ­რე­ბის­თვის. დად­გე­ნილ ვა­და­ში უნდა გა­მო­აქ­ვეყ­ნონ იმ შე­ნო­ბე­ბის და ად­გი­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია და ასე­ვე, ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ასე­თი მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

მე­დია

მე­დი­ის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის გა­შუ­ქე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა მე­ტად კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თია. ერ­თის მხრივ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა, ხოლო მე­ო­რეს მხრივ პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა მკაც­რად რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით.

სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლია, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მე­ბის გა­და­ცე­მე­ბი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბის დროს მა­უ­წყე­ბელ­მა უნდა და­იც­ვას მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პი.

სა­ერ­თო მა­უ­წყე­ბელ­მა, რო­მე­ლიც გა­და­წყვეტს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია სა­კუ­თარ ეთერ­ში გა­ა­შუ­ქოს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო დე­ბა­ტე­ბი უნდა გა­დას­ცეს არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად და ყვე­ლა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, თა­ვი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს.

კა­ნო­ნი, ასე­ვე, გან­სა­ზღვრავს ფა­სი­ა­ნი და უფა­სო პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის წესს. პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას კად­რის კუ­თხე­ში უნდა იყოს წარ­წე­რა "ფა­სი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მა" ან "უფა­სო პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მა"; აკ­რძა­ლუ­ლია კენ­ჭისყრამ­დე 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და კენ­ჭისყ­რის დღის 20 სა­ა­თამ­დე არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, გარ­და არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­თა და კენ­ჭისყ­რის დღეს არ­ჩევ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა

სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით მკაც­რად არის რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც აკ­რძა­ლუ­ლია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის/აგი­ტა­ცი­ის გა­მარ­თვა. ეს ად­გი­ლე­ბია:

• სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი;

• სა­სა­მარ­თლო­ე­ბი;

• სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი.

სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი გან­სა­ზღვრავს იმ პირ­თა წრეს, ვი­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში/აგი­ტა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეკ­რძა­ლე­ბა. ესე­ნია:

• სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რი;

• მო­სა­მარ­თლე;

• სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი;

• გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი;

• სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი;

• უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე და ორ­გა­ნი­ზა­ცია;

• საქ­ველ­მოქ­მე­დო და რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი;

• სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი – სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ან/და რო­დე­საც ისი­ნი უშუ­ა­ლოდ ას­რუ­ლე­ბენ სამ­სა­ხუ­რებ­რივ ფუნ­ქცი­ებს;

• სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ეკ­რძა­ლე­ბათ:

• სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ან სხვაგ­ვა­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი პი­რის ჩაბ­მა ისეთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც ხელს უწყობს კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნას ასე­ვე არ­ჩე­ვას;

• სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბე­ბის დროს ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის გა­წე­ვა;

• წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის გა­წე­ვა სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ან/და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ ეზღუ­დე­ბათ: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებსდა მათ მო­ად­გი­ლე­ებს, აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის წევ­რებს, აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის მთავ­რო­ბა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლებს, აგ­რეთ­ვე, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს, გამ­გებ­ლებ­სა და მე­რებს, სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულს - გუ­ბერ­ნა­ტორს.

• ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი­სათ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა;

• იკ­რძა­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ან ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, სა­ინ­ფორ­მა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხის ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბის­თვის;

• იკ­რძა­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ ვრცელ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ მათი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ზე, რო­მელ­თა დაც­ვას კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი;

• აკ­რძა­ლუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის/ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლის ბი­უ­ჯე­ტის და­ფი­ნან­სე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე/პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის გა­წე­ვა.

• აკ­რძა­ლუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლის ბი­უ­ჯე­ტის სახ­სრე­ბით ისე­თი სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის, ვი­დეო ან აუ­დი­ო­მა­სა­ლის დამ­ზა­დე­ბა, ვებგ­ვერ­დის შექ­მნა, სა­დაც ასა­ხუ­ლია ესა თუ ის სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი/პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ან მისი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის რი­გი­თი ნო­მე­რი ასე­ვე, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ამა თუ იმ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის/პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­და­სა­ჭერ/სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­ფორ­მა­ცი­ას.

• აკ­რძა­ლუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლის ბი­უ­ჯე­ტის სახ­სრე­ბით დამ­ზა­დე­ბულ სო­ცი­ა­ლურ რეკ­ლა­მა­ში სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის/პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ან მისი რი­გი­თი ნომ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა წარ­მო­ად­გენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას და იწ­ვევს დამ­რღვე­ვი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვა

დღე­ი­დან არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე პარ­ტი­ებს, კან­დი­და­ტებ­სა და მათ წარ­მო­მად­გენ­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ პი­რა­დად, ან ვინ­მეს მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის მა­ტე­რი­ა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა გა­და­ცე­მა, გარ­და სა­ა­გი­ტა­ცო მა­სა­ლის და­რი­გე­ბი­სა. ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლია ფუ­ლის, ან სხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბის გა­და­ცე­მის და­პი­რე­ბა.

პარ­ტი­ას, ბლოკს, კან­დი­დატს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ან თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლის ან მის სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დი ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მეშ­ვე­ო­ბით ეწე­ო­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ აკ­რძა­ლულ საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უუქ­მდე­ბა რე­გის­ტრა­ცია ასე­თი ფაქ­ტე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბლო­გი www.isfed.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რა უნდა ვიცოდეთ წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ

 რა უნდა ვიცოდეთ წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ბლოგი

გუშინ, 8 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის აქტის კონტრასიგნაციისა და შესაბამისი აქტის ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. წინასაარჩევნო პერიოდში დადგენილია სპეციალური სტანდარტები პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირების, მედიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პროცესში.

წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წესები

წინასაარჩევნო კამპანია არის საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია წინასაარჩევნო აგიტაცია.

წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები, რომლის წესები განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსით.

პოლიტიკური პარტიები

პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კოდექსით დადგენილი აქვთ უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დროის მკაცრად ლიმიტირებულ პერიოდში უნდა შესრულდეს. მაგალითად, შესაბამისი უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტებმა ცესკოს უნდა წარუდგინონ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კანდიდატურები. ამასთანავე, პარტიებმა განსაზღვრულ ვადებში უნდა მიმართონ ცესკოს რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით, წარადგინონ პარტიული სია, დანიშნონ წარმომადგენლები შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში და სხვა.

საარჩევნო სუბიექტების (პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდეულებას წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტები ვალდებული არიან საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციიდან 5 დღის განმავლობაში შექმნან საარჩევნო კამპანიის ფონდი და მიაწოდონ ანგარიშის რეკვიზიტები აუდიტის სამსახურს. საარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ასევე ევალებათ 3 კვირაში ერთხელ კამპანიის ფინანსური ანგარიში წარუდგინონ აუდიტის სამსახურს.

საარჩევნო ადმინისტრაცია

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის ზედამხედველობას ძირითადად საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს. არჩევნების ჩატარება უკავშირდება საარჩევნო კოდექსით დადგენილ სპეციალურ ვადებს, რასაც ცესკო საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკით განსაზღვრავს. ცესკოს მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ საოლქო საარჩევნო კომისიებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, კანდიდატებმა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, მედიამ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და საარჩევნო პროცესში ჩართულმა აქტორებმა.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, პარტიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლების აკრედიტაცია, ამომრჩეველთა რაოდენობის გამოქვეყნება და სხვა.

ადგილობრივი თვითმმართველობა

საარჩევნო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობებს ძირითადად საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი გარემოს ხელშეწყობა, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა ევალებათ. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა გამოყონ ადგილები საარჩევნო სუბიექტებისათვის სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის, ასევე, შენობები სააგიტაციო შეხვედრებისთვის. დადგენილ ვადაში უნდა გამოაქვეყნონ იმ შენობების და ადგილების ჩამონათვალი, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია და ასევე, ადგილები, სადაც ასეთი მასალის განთავსება შეიძლება.

მედია

მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქების რეგულირება მეტად კომპლექსური საკითია. ერთის მხრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დაბალანსება, ხოლო მეორეს მხრივ პოლიტიკური რეკლამის განთავსება მკაცრად რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

საარჩევნო კოდექსით დადგენილია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი.

საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

კანონი, ასევე, განსაზღვრავს ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესს. პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“; აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა

საარჩევნო კოდექსით მკაცრად არის რეგლამენტირებული იმ დაწესებულებათა ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის გამართვა. ეს ადგილებია:

• საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;

• სასამართლოები;

• სამხედრო ნაწილები.

საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში/აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება. ესენია:

• საარჩევნო კომისიის წევრი;

• მოსამართლე;

• საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეები;

• გენერალური აუდიტორი;

• საქართველოს სახალხო დამცველი;

• უცხო ქვეყნის მოქალაქე და ორგანიზაცია;

• საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციები;

• სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;

• საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

წინასაარჩევნო პერიოდში თანამდებობის პირებს ეკრძალებათ:

• სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ასევე არჩევას;

• სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვება და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა;

• წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ ეზღუდებათ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებსდა მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს, აგრეთვე, საკრებულოს წევრებს, გამგებლებსა და მერებს, სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს.

• ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა;

• იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის;

• იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;

• აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.

• აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის შექმნა, სადაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ასევე, რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას.

• აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

ზემოაღნიშნული წესების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას და იწვევს დამრღვევი პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

ამომრჩევლის მოსყიდვა

დღეიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პარტიებს, კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებს ეკრძალებათ პირადად, ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, გარდა სააგიტაცო მასალის დარიგებისა. ასევე, აკრძალულია ფულის, ან სხვა მატერიალური ფასეულობის გადაცემის დაპირება.

პარტიას, ბლოკს, კანდიდატს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ზემოაღნიშნულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ბლოგი www.isfed.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."