საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ასეთი შემთხვევის უკან დგას ქალის საკუთრებად აღქმის ფენომენი" - "ფეისბუქსში" ისანში მომხდარ მკვლელობას ეხმაურებიან
"ყველა ასეთი შემთხვევის უკან დგას ქალის საკუთრებად აღქმის ფენომენი" - "ფეისბუქსში" ისანში მომხდარ მკვლელობას ეხმაურებიან

გუ­შინ, ისან­ში, ერთ-ერთი სას­ტუმ­როს წინ ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ახალ­გაზ­რდა ქალი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა. შსს-მ მკვლე­ლო­ბა ცხელ კვალ­ზე გახ­სნა. (იხი­ლეთ ვრცლად)

ტრა­გი­კულ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

სან­დრო თარ­ხან-მო­უ­რა­ვი:

კი­დევ ერთი ქალი მოკ­ლა ყო­ფილ­მა ქმარ­მა.

კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ - ეს არ არის "უბ­რა­ლოდ კრი­მი­ნა­ლი".

ეს არის პირ­და­პი­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა:

1. დე­და­მო***ლი კავ­კა­სი­უ­რი ჯი­გი­ტო­ბის და "ნაღ­დი ქარ­თვე­ლო­ბის" სა­ვო­კურ-ქურ­დუ­ლი გა­გე­ბის;

2. უპ­რინ­ცი­პო, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, ნა­ძი­რა­ლა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და "ეროვ­ნუ­ლი" ელი­ტის;

3. მა­სობ­რი­ვი უკონ­ტრო­ლო ამ­ნის­ტი­ის და ყვე­ლა ექს-პა­ტიმ­რის­თვის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის აუ­რის შექ­მნის;

4. პო­ლი­ცი­ის ინერ­ტუ­ლო­ბის, რაც ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა (გა­მიზ­ნუ­ლად რომ ერი­დე­ბი­ან ყვე­ლა­ნა­ირ ყო­ფით სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ჩა­რე­ვას, სა­დაც პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ხსე­ნე­ბულ­მა "ეროვ­ნულ­მა" ნა­ძირ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ფა­სონ, რო­გორც "არა­ქარ­თუ­ლი")

მე­ტიც, ამის შემ­დე­გაც ყვე­ლა­ფერ ამა­ში დამ­ნა­შა­ვე ნა­ძირ­ლე­ბი გა­აგ­რძე­ლე­ბენ ასე­თი­ვე მოქ­მე­დე­ბებს, გა­აგ­რძე­ლე­ბენ წე­რას და ფიქ­რს, რომ "ალ­ბათ ღირ­სი იყო" და ვინც "ნაღდქარ­თუ­ლად" ძა­ლა­დობს, "უდა­ნა­შა­უ­ლო ბი­ჭია". და ასე გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ ამ ნა­ძირ­ლებს ად­გილს არ მი­ვუ­ჩენთ ბო­სელ­ში

(გან­სა­კუთ­რე­ბით სენ­სი­ტი­უ­რე­ბის­თვის - ეს არ არის ფერ­მე­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, ეს არის მე­ტა­ფო­რა).

მი­ხე­ილ ქე­ბუ­რია:

აღ­ზრდის ბრა­ლია. ისევ ქალი (დედა) ზრდის სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. დე­დი­კოს ბი­ჭებს, აქვს ამას თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი ქვე­ტექ­სტი. დე­დი­კოს ბი­ჭე­ბი რო­გორც წესი გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ეგო­ცენ­ტრი­კე­ბი, ლაჩ­რე­ბი და სრუ­ლი­ად ასო­ცი­ა­ლუ­რი მონ­სტრე­ბი არი­ან. გა­თა­მა­მე­ბუ­ლე­ბი, აღ­ზრდი­ლე­ბი ისე რომ არა­სო­დეს არა არ გა­უ­გი­ათ. გო­ნი­ათ სამ­ყა­როს ცენ­ტრში დგა­ნან და ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლია მათ ემ­სა­ხუ­როს. ცოლს რომ ირ­ჩე­ვენ რათ­ქმა უნდა ასო­ცი­რე­ბუ­ლი აქვთ ისიც რო­გორც დედა მათი მსა­ხუ­რი უნდა იყოს. ჰო­ი­და მერე იწყე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბი და აგ­რე­სია.

ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე:

გუ­შინ კი­დევ ერთი ქალი მოკ­ლეს. ყვე­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვის უკან დგას ქა­ლის სა­კუთ­რე­ბად აღ­ქმის ფე­ნო­მე­ნი, ხოლო სა­კუთ­რე­ბა რო­მე­ლიც უარს ამ­ბობს ექ­სკლუ­ზი­ურ ბა­ტო­ნო­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­როს სჯობს გა­ა­ნად­გუ­რო.

კაც­მა "ყო­ფილ ცოლს სა­მუ­რა­ის [...] ხმა­ლი ჯერ მუხ­ლის არე­ში ჩა­არ­ტყა, ქალი იქვე მო­ი­ცე­ლა და მი­წა­ზე და­ე­ცა. ამის შემ­დეგ [..] ხმლით კო­ჭის ძვა­ლი ჩა­უმტვრია [...]." ის ამ­ბობს, რომ ქა­ლის მოკ­ვლა გან­ზრა­ხუ­ლი არ ქო­ნია, უბ­რა­ლოდ უნ­დო­და ჭკუა ეს­წავ­ლე­ბი­ნა: "გა­ვაფრ­თხი­ლე, შვი­ლე­ბის­თვის მი­ე­ხე­და და არ ევლო ღა­მის კლუ­ბებ­ში. ფე­ხე­ბი სწო­რედ იმი­ტომ და­ვუ­ზი­ა­ნე, მინ­დო­და, ცეკ­ვა ვერ შეძ­ლე­ბო­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი მთა­ვა­რი მო­ტი­ვი სწო­რედ ეს იყო, - არ ეცეკ­ვა. ყელ­ში მაქვს ამო­სუ­ლი მისი ცეკ­ვე­ბი".

ბრალ­დე­ბულს ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ამოძ­რა­ვებ­და. ის მი­იჩ­ნევს, რომ ქალი რო­მე­ლიც მისი შვი­ლე­ბის დე­დაა, მისი სა­კუთ­რე­ბა, მისი შვი­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა, ის კი ამ დროს ღა­მის კლუბ­ში სი­ა­რუ­ლით ფლან­გავს სა­კუ­თარ ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბას.

ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნი:

ვიდ­რე ქალი კა­ცის და­მა­ტე­ბად აღიქ­მე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში, მა­ნამ­დე ეს ტრა­გე­დი­ე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უფ­როა, ვიდ­რე გა­მო­ნაკ­ლი­სი.

ქალ­თა სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი:

ქა­ლის მკვე­ლო­ბის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში... მა­შინ, როცა პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი ამ წუ­თებ­ში დე­პუ­ტა­ტე­ბის თა­მარ კორ­ძა­ი­ა­სა და თა­მარ ხი­და­შე­ლის მიერ ფე­მი­ცი­დის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნილ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­ნი­ხი­ლავს. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ქა­ლის გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა 11-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით უნდა ის­ჯე­ბო­დეს. გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­სას კი - 16-ან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

"ეს არ არის კა­ნო­ნი მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს არის კა­ნო­ნი მოვ­ლე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ" - თა­მარ კორ­ძა­ია.

იხი­ლეთ ასე­ვე: ისან­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია - შსს-მ მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვა

"სა­წყალ და­ლის 2 ობო­ლი დარ­ჩა, რის­თვის, რა­ტომ?!" - ხელ­ვა­ჩა­ურ­ში 42 წლის ქალი სას­ტი­კად მოკ­ლეს

მან­დი­ლოს­ნე­ბის სა­დღეგ­რძე­ლო­დან ფე­მი­ცი­დამ­დე: "ქალ­თა კვლის წელი" სა­ქარ­თვე­ლო­ში

"როცა ქმა­რი სცემ­და და გოგო თქვენ­თან გა­მორ­ბო­და, უკან უშ­ვებ­დით, ოჯახს ნუ და­ან­გრე­ვო" - მი­მარ­თვა შვილმკვდარ დე­დებს

იხი­ლეთ ვი­დეო: ვინ არის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ისან­ში ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მე­უღ­ლე მოკ­ლა

"ყველა ასეთი შემთხვევის უკან დგას ქალის საკუთრებად აღქმის ფენომენი" - "ფეისბუქსში" ისანში მომხდარ მკვლელობას ეხმაურებიან

"ყველა ასეთი შემთხვევის უკან დგას ქალის საკუთრებად აღქმის ფენომენი" - "ფეისბუქსში" ისანში მომხდარ მკვლელობას ეხმაურებიან

გუშინ, ისანში, ერთ-ერთი სასტუმროს წინ ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. (იხილეთ ვრცლად)

ტრაგიკულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

სანდრო თარხან-მოურავი:

კიდევ ერთი ქალი მოკლა ყოფილმა ქმარმა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს არ არის "უბრალოდ კრიმინალი".

ეს არის პირდაპირი დამსახურება:

1. დედამო***ლი კავკასიური ჯიგიტობის და "ნაღდი ქართველობის" სავოკურ-ქურდული გაგების;

2. უპრინციპო, უპასუხისმგებლო, ნაძირალა პოლიტიკოსებისა და "ეროვნული" ელიტის;

3. მასობრივი უკონტროლო ამნისტიის და ყველა ექს-პატიმრისთვის უდანაშაულობის აურის შექმნის;

4. პოლიციის ინერტულობის, რაც ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა (გამიზნულად რომ ერიდებიან ყველანაირ ყოფით სიტუაციებში ჩარევას, სადაც პოლიციის კანონიერი მოქმედებები ხსენებულმა "ეროვნულმა" ნაძირლებმა შეიძლება შეაფასონ, როგორც "არაქართული")

მეტიც, ამის შემდეგაც ყველაფერ ამაში დამნაშავე ნაძირლები გააგრძელებენ ასეთივე მოქმედებებს, გააგრძელებენ წერას და ფიქრს, რომ "ალბათ ღირსი იყო" და ვინც "ნაღდქართულად" ძალადობს, "უდანაშაულო ბიჭია". და ასე გაგრძელდება, სანამ ამ ნაძირლებს ადგილს არ მივუჩენთ ბოსელში

(განსაკუთრებით სენსიტიურებისთვის - ეს არ არის ფერმერების შეურაცხყოფა, ეს არის მეტაფორა).

მიხეილ ქებურია:

აღზრდის ბრალია. ისევ ქალი (დედა) ზრდის საქართველოში ე.წ. დედიკოს ბიჭებს, აქვს ამას თავისი ისტორიული ქვეტექსტი. დედიკოს ბიჭები როგორც წესი განებივრებული ეგოცენტრიკები, ლაჩრები და სრულიად ასოციალური მონსტრები არიან. გათამამებულები, აღზრდილები ისე რომ არასოდეს არა არ გაუგიათ. გონიათ სამყაროს ცენტრში დგანან და ყველა ვალდებულია მათ ემსახუროს. ცოლს რომ ირჩევენ რათქმა უნდა ასოცირებული აქვთ ისიც როგორც დედა მათი მსახური უნდა იყოს. ჰოიდა მერე იწყება იმედგაცრუებები და აგრესია.

ვახუშტი მენაბდე:

გუშინ კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ყველა ასეთი შემთხვევის უკან დგას ქალის საკუთრებად აღქმის ფენომენი, ხოლო საკუთრება რომელიც უარს ამბობს ექსკლუზიურ ბატონობას დაექვემდებაროს სჯობს გაანადგურო.

კაცმა "ყოფილ ცოლს სამურაის [...] ხმალი ჯერ მუხლის არეში ჩაარტყა, ქალი იქვე მოიცელა და მიწაზე დაეცა. ამის შემდეგ [..] ხმლით კოჭის ძვალი ჩაუმტვრია [...]." ის ამბობს, რომ ქალის მოკვლა განზრახული არ ქონია, უბრალოდ უნდოდა ჭკუა ესწავლებინა: "გავაფრთხილე, შვილებისთვის მიეხედა და არ ევლო ღამის კლუბებში. ფეხები სწორედ იმიტომ დავუზიანე, მინდოდა, ცეკვა ვერ შეძლებოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო, - არ ეცეკვა. ყელში მაქვს ამოსული მისი ცეკვები".

ბრალდებულს ექსკლუზიურობის მოთხოვნილება ამოძრავებდა. ის მიიჩნევს, რომ ქალი რომელიც მისი შვილების დედაა, მისი საკუთრება, მისი შვილების საკუთრება, ის კი ამ დროს ღამის კლუბში სიარულით ფლანგავს საკუთარ ექსკლუზიურობას.

ზვიად დევდარიანი:

ვიდრე ქალი კაცის დამატებად აღიქმება ამ ქვეყანაში, მანამდე ეს ტრაგედიები ჩვეულებრივი უფროა, ვიდრე გამონაკლისი.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი:

ქალის მკველობის მორიგი მცდელობა საქართველოში... მაშინ, როცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ამ წუთებში დეპუტატების თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ ფემიციდის შესახებ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, ქალის გენდერული ნიშნით მოტივირებული, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა ისჯებოდეს. განმეორების შემთხვევაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენისას კი - 16-ან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

"ეს არ არის კანონი მამაკაცის წინააღმდეგ. ეს არის კანონი მოვლენის წინააღმდეგ" - თამარ კორძაია.

იხილეთ ასევე: ისანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

"საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!" - ხელვაჩაურში 42 წლის ქალი სასტიკად მოკლეს

მანდილოსნების სადღეგრძელოდან ფემიციდამდე: "ქალთა კვლის წელი" საქართველოში

"როცა ქმარი სცემდა და გოგო თქვენთან გამორბოდა, უკან უშვებდით, ოჯახს ნუ დაანგრევო" - მიმართვა შვილმკვდარ დედებს

იხილეთ ვიდეო: ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ისანში ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლე მოკლა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს