პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით სვეტიცხოვლის გიდი, რომლის ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში 100 ათასობით ნახვა აქვს
გაიცანით სვეტიცხოვლის გიდი, რომლის ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში 100 ათასობით ნახვა აქვს

სვე­ტი­ცხო­ველ­ში მი­სულ ტუ­რისტს, ვი­საც ერთხელ მა­ინც უნა­ხავს გიდი ცი­ცი­ნო ზივ­ზი­ვა­ძე და მის­თვის მო­უს­მე­ნია, ვფიქ­რობ, არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბა, რად­გა­ნაც ჯგუფს ყო­ველ­თვის გუ­ლი­ა­ნად მას­პინ­ძლობს, აქვს მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩაც­მი­სა და გად­მო­ცე­მის სტი­ლი... ბევ­რი კო­ლო­რი­ტად მო­იხ­სე­ნი­ებს...

რო­გორც ამ­ბობს, 40 წე­ლი­წა­დია, მუ­ზე­უმ­ში მსა­ხუ­რობს და ძა­ლი­ან უყ­ვარს საქ­მე, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად აკე­თებს. თუმ­ცა პრე­სას­თან და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან რო­გორც რეს­პონ­დენტს, არას­დროს უსა­უბ­რია, ამი­ტო­მაც იყო, რომ ჩემ­მა მას­თან ვი­ზიტ­მა ცო­ტა­თი და­აბ­ნია. მაგ­რამ რო­დე­საც ვუ­თხა­რი, რომ ჩვენს სა­უ­ბარ­ში სკან­და­ლუ­რი არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, რომ ჩემი მი­ზა­ნი იყო, უფრო ახ­ლოს გა­მეც­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ დამ­თან­ხმდა.

- მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია. აქ თა­ვი­დან რომ მო­ვე­დი, ერ­თა­დერ­თი სა­ე­რო პირი ვი­ყა­ვი, ვინც წირ­ვა-ლოც­ვებს ვეს­წრე­ბო­დი, მო­ნაზვნებ­თან ერ­თად ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­დე­ქი და ლოც­ვას ვუს­მენ­დი. ის კო­მუ­ნის­ტუ­რი ეპო­ქა იყო და, მა­შინ ამას ვერ ეგუ­ე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ მუდ­მი­ვად მო­დი­ოდ­ნენ პარ­ტი­უ­ლი მუ­შა­კე­ბი და მა­მოწ­მებ­დნენ. ერთ-ერთი ზარ­გი­ნა­ვა იყო, სა­ხე­ლი აღარ მახ­სოვს, აგი­ტა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, აქ­ტი­უ­რობ­და. ბევ­რჯერ გა­მო­ვუთ­რე­ვი­ვართ ტაძ­რი­დან, - რა­ტომ ეს­წრე­ბი წირ­ვა-ლოც­ვა­სო?! აღ­დგო­მას კომ­კავ­ში­რი­დან მო­ვი­დოდ­ნენ და მა­ვიწ­რო­ებ­დნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო: გიდი სვე­ტი­ცხოვ­ლი­დან, რომ­ლის ვი­დე­ოს ასო­ბით ათა­სი ნახ­ვა აქვს

- რას გერ­ჩოდ­ნენ?

- გიდი რომ ვი­ყა­ვი, არ შე­იძ­ლე­ბო­და მორ­წმუ­ნე-აღმსა­რე­ბე­ლი, მა­ზი­ა­რე­ბე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და წირ­ვა-ლოც­ვას დავ­სწრე­ბო­დი...

- 1975 წელს სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კი კი იყო თქვე­ნი მხრი­დან ის ყვე­ლა­ფე­რი...

- დიახ, ვრის­კავ­დი... ჩემი დი­რექ­ტო­რი პარ­ტი­ის წევ­რი იყო და დიდი საყ­ვე­დუ­რი მქონ­და ხოლ­მე მის­გან, - სა­შიშ პი­როვ­ნე­ბად მი­მიჩ­ნევ­დნენ, რად­გან მორ­წმუ­ნე ვი­ყა­ვი. წირ­ვა-ლოც­ვას დღემ­დე ვეს­წრე­ბი, აბა, რო­გორ?! აქ რომ მო­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ, 1975 წლის მა­ი­სი იყო, პა­ტა­რა გოგო ვი­ყა­ვი, ახლა 60 წლის ვარ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ აქ დავ­ბერ­დი. ჯერ უმ­ცრო­სი მეც­ნი­ერ­მუ­შა­კი ვი­ყა­ვი, მერე უფ­რო­სი მეც­ნი­ერ­მუ­შა­კი გავ­ხდი, წარ­მა­ტე­ბით მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი... მოკ­ლედ, სულ გი­დად ვმუ­შა­ობ, ვარ მცხე­თის ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი. დღეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გიდი, ფი­ზი­კუ­რი პირი.

- წარ­მო­შო­ბით სა­ი­დან ბრძან­დე­ბით?

- ბაღ­და­თის რა­ი­ო­ნი­დან, იმე­რე­ლი ვარ, თბი­ლის­ში ვა­კის პარკთან 1973 წლი­დან ვცხოვ­რობ­დი, ახლა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზეა ჩემი სახ­ლი.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ?

- არა, არ გავ­თხო­ვილ­ვარ...

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ის მო­ნა­წი­ლე და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიც ყო­ფილ­ხართ. მოგ­ვი­ყე­ვით ამა­ზე.

- კი, იმ დღეს იქ ვი­დე­ქი მთე­ლი ჩემი ოჯა­ხით: მე, ჩემი და-ძმა. მი­ტინ­გებ­ზე სულ დავ­დი­ო­დით. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ­დით ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში და 9 აპ­რი­ლის ღა­მეს დავ­ზა­რალ­დი, დამ­ჭრეს. დი­აგ­ნო­ზი იყო ასე­თი: "ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი თხე­მი­სა და შუბ­ლის არე­ში, კე­ფის ჰე­მა­ტო­მა, მარ­ჯე­ნა წვი­ვის და­ჟე­ჟი­ლო­ბა, თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვა". ის სა­მე­დი­ცი­ნო ფურ­ცე­ლი დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. ქა­ლა­ქის 1-ელ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს (არა­მი­ან­ცი) რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვი­წე­ქი. ჩემი და იმ ღა­მეს ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით, რო­მე­ლიც რუ­სებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს, მო­ი­წამ­ლა და სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა იმ უბე­დუ­რე­ბით მოშ­ხა­მუ­ლი, მაგ­რამ ჩვენ ვი­დე­ქით იქ, რად­გა­ნაც სხვა­ნა­ი­რად არ შეგ­ვეძ­ლო...

- ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც იმ ტრა­გე­დი­ის მო­ნა­წი­ლეს და და­ზა­რა­ლე­ბულს დამ­ხრე­ბა თუ მი­გი­ღი­ათ?

- შე­ღა­ვა­თი მაქვს კო­მუ­ნა­ლურ გადსა­ხა­დებ­ზე. ყო­ვე­ლი წლის 9 აპ­რილს, პრე­ზი­დენტს გა­აჩ­ნია, 300 ლარს დახ­მა­რე­ბას გვიგ­ზავ­ნი­ან, წელს დაგ­ვეხ­მარ­ნენ.

- ჩაც­მუ­ლო­ბის თქვე­ნე­უ­ლი სტი­ლი გაქვთ: შლა­პა, შავი სა­მო­სი და ხელ­ჩან­თა. ამა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად მუ­შა­ობთ, თუ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად ხდე­ბა?

- ჩემს ჩაც­მის სტილ­ზე არ ვმუ­შა­ობ, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვა­დაა ასე. მოწრმუ­ნე მოკ­ლე კა­ბი­თა და მოკ­ლემკლა­ვი­ა­ნი ტან­საც­მლით, თავ­საფ­რის გა­რე­შე ტა­ძარ­ში არ უნდა შე­ვი­დეს და არც შევ­სულ­ვარ, ახალ­გაზ­რდაც რომ ვი­ყა­ვი, მო­ნა­ზო­ნი­ვით დავ­დი­ო­დი ეკ­ლე­სი­ა­ში.

- თქვენს საქ­მე­ში რა არის მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- მთა­ვა­რია, რომ ჩემი ქვეყ­ნის ის­ტო­რია გა­დავ­ცე პირ­ველ რიგ­ში ბავ­შვებს იმი­ტომ, რომ უმე­ტე­სად მა­ინც ისი­ნი მო­დი­ან აქ, სამ­შობ­ლო შე­ვაყ­ვა­რო, გა­ვაც­ნო ჩვე­ნი წარ­სუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ფუ­ძის, სვე­ტი­ცხოვ­ლის შე­სა­ხებ ვუ­ამ­ბო მთე­ლი ის­ტო­რია. მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია და ამი­ტო­მაც არის, რომ სულ გიდი ვარ.

- ბევ­რნა­ირ ადა­მი­ან­თან გი­წევთ ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რე­ბი არი­ან თქვე­ნი ტუ­რის­ტე­ბი?

- ყვე­ლა­ნი კარ­გე­ბი არი­ან, მის­მე­ნენ, მად­ლო­ბას გა­და­მიხ­დი­ან ხოლ­მე, ტუ­რის­ტთან რა­ი­მე პრობ­ლე­მა არ მქო­ნია, მიყ­ვარს, როცა მათ ექ­სკურ­სი­ის შემ­დეგ კან­ფე­ტე­ბით ვა­სა­ჩუქ­რებ, სულ ჩან­თა­ში მი­დევს...

- უცხო­ე­ლებ­თან თარ­ჯიმ­ნის გა­რე­შე მუ­შა­ობთ?

- თარ­ჯიმ­ნის გა­რე­შე უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვმუ­შა­ობ, ვსა­უბ­რობ ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე. ინ­გლი­სუ­რი თუ ვინ­მეს მო­უნ­დე­ბა და აქ არ იქ­ნე­ბა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გიდი და სტუმ­რე­ბი ჩემს ინ­გლი­სურს გა­ი­გე­ბენ, მა­შინ კი ბა­ტო­ნო, ინ­გლი­სუ­რა­დაც და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ჩემი ქარ­თუ­ლი აქ­ცენ­ტით (იღი­მის). ვიცი თუ არა ინ­გლი­სუ­რი, ეს ტუ­რის­ტმა უნდა შე­ა­ფა­სოს. თუ უკ­მა­ყო­ფი­ლო წავ­ლენ, მა­შინ ასეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და­ტო­ვე­ბენ. საყ­ვე­დუ­რი ჯერ არა­ვის გა­მო­უთ­ქვამს.

- ინ­ტერ­ნე­ტით თქვე­ნი გი­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა მაქვს ნა­ნა­ხი და ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნა, რომ ში­ნა­გა­ნად არ­ტის­ტი ხართ, თქვე­ნი პრო­ფე­სია კი ამ უნა­რის დე­მონ­სტრი­რე­ბა­ში გეხ­მა­რე­ბათ. არ გი­ფიქ­რი­ათ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე?

- არას­დროს მი­ფიქ­რია მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე. უბ­რა­ლოდ, ის არის, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია, პატ­რი­ო­ტი ვარ, ადა­მი­ა­ნებს გა­დავ­ცემ ინ­ფორ­მა­ცი­ას ისე, რომ შე­ვაყ­ვა­რო სა­ქარ­თვე­ლო, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, - ამას სულ ვცდი­ლობ. სა­ო­ცა­რი წარ­სუ­ლი გვაქვს. რო­დე­საც ეს ტა­ძა­რი იგე­ბო­და, რა დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე იყო. სა­ქარ­თვე­ლო დიდ იმ­პე­რი­ად გახ­ლდათ გა­და­ჭი­მუ­ლი, იმ­პე­რა­ტო­რი არას­დროს გვყო­ლია, მაგ­რამ ძლი­ე­რი იყო მა­შინ ქვე­ყა­ნა, მერე გვქონ­და ოქ­როს ხანა - თა­მა­რის, და­ვი­თის ეპო­ქა. სწო­რედ ამას ვამ­ბობ ამ­დე­ნი წე­ლია და ეს მინ­და, რომ ავუხ­სნა პა­ტა­რებ­საც, რომ პატ­რი­ო­ტე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ. რა­საც ვამ­ბობ, გუ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბია, რომ კარ­გად გა­ი­გონ ყვე­ლაფ­რი. ეს არის და ეს...

- გული რაზე გწყდე­ბათ?

- 20-30 წლის წინ უფრო შეკ­რუ­ლი იყო ერი, ერთ მუშ­ტად ცხოვ­რობ­და ხალ­ხი და მეტი პატ­რი­ო­ტე­ბი იყ­ვნენ... 9 აპ­რი­ლი რომ მოხ­და, ადა­მი­ა­ნებს სა­ო­ცა­რი სი­ა­მა­ყე ჰქონ­დათ. იმ ღა­მეს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია II-ემ გაგ­ვაფრ­თხი­ლა, რომ სა­შიშ­რო­ე­ბა ახ­ლოვ­დე­ბო­და და მოგ­ვი­წო­და, ვი­ლო­ცოთ, წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­ში, ქაშ­ვეთ­ში შე­ვი­დე­თო. ჩვენ მას არ და­ვე­მორ­ჩი­ლეთ და ვუ­თხა­რით, რომ ფიცი გვქონ­და და­დე­ბუ­ლი, იქი­დან ფეხი არ დაგ­ვეძ­რა, რომ მზად ვი­ყა­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის თავი შეგ­ვე­წი­რა და არ დავ­შლი­ლი­ყა­ვით...

არ გვე­ში­ნო­და სიკ­ვდი­ლის, მო­დი­ო­და რუ­სის ტან­კი, მოჰ­ქონ­დათ სა­წამ­ლა­ვი, ნიჩ­ბებს გვი­შენ­დნენ, მაგ­რამ ისე­თი აღ­ტკი­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ არ და­ვი­შა­ლეთ. აი, ერ­თი­ა­ნო­ბა ის იყო. თო­რემ ხომ მოგ­ვი­წო­დეს, გა­საქ­ცე­ვი გზაც გვქონ­და. გაქ­ცე­ვა ჩვე­ნი და­მარ­ცხე­ბა იქ­ნე­ბო­და. იმ ღა­მეს 250 კაცი და­იჭ­რა და 16 გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ის ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა იყო და მი­მაჩ­ნია, რომ დიდი მოვ­ლე­ნა. ვა­მა­ყობ, რომ იქ ვი­დე­ქი და ვი­ცავ­დი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას!

ჩემი სურ­ვი­ლია, ქარ­თვე­ლებს გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი, პა­ტი­ვი ვცეთ ერ­თმა­ნეთს, არ და­ვამ­ცი­როთ, არ და­ვაბ­რკო­ლოთ და ვი­ყოთ ჭეშ­მა­რი­ტი მორ­წმუ­ნე­ე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გაიცანით სვეტიცხოვლის გიდი, რომლის ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში 100 ათასობით ნახვა აქვს

გაიცანით სვეტიცხოვლის გიდი, რომლის ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში 100 ათასობით ნახვა აქვს

სვეტიცხოველში მისულ ტურისტს, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს გიდი ციცინო ზივზივაძე და მისთვის მოუსმენია, ვფიქრობ, არასდროს დაავიწყდება, რადგანაც ჯგუფს ყოველთვის გულიანად მასპინძლობს, აქვს მისთვის დამახასიათებელი და გამორჩეული ჩაცმისა და გადმოცემის სტილი... ბევრი კოლორიტად მოიხსენიებს...

როგორც ამბობს, 40 წელიწადია, მუზეუმში მსახურობს და ძალიან უყვარს საქმე, რასაც ყოველდღიურად აკეთებს. თუმცა პრესასთან და ჟურნალისტებთან როგორც რესპონდენტს, არასდროს უსაუბრია, ამიტომაც იყო, რომ ჩემმა მასთან ვიზიტმა ცოტათი დააბნია. მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ ჩვენს საუბარში სკანდალური არაფერი იქნებოდა, რომ ჩემი მიზანი იყო, უფრო ახლოს გამეცნო ადამიანებისთვის, მხოლოდ ამის შემდეგ დამთანხმდა.

- მიყვარს ჩემი პროფესია. აქ თავიდან რომ მოვედი, ერთადერთი საერო პირი ვიყავი, ვინც წირვა-ლოცვებს ვესწრებოდი, მონაზვნებთან ერთად ეკლესიაში ვიდექი და ლოცვას ვუსმენდი. ის კომუნისტური ეპოქა იყო და, მაშინ ამას ვერ ეგუებოდნენ, ამიტომ მუდმივად მოდიოდნენ პარტიული მუშაკები და მამოწმებდნენ. ერთ-ერთი ზარგინავა იყო, სახელი აღარ მახსოვს, აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე, აქტიურობდა. ბევრჯერ გამოვუთრევივართ ტაძრიდან, - რატომ ესწრები წირვა-ლოცვასო?! აღდგომას კომკავშირიდან მოვიდოდნენ და მავიწროებდნენ.

იხილეთ ვიდეო: გიდი სვეტიცხოვლიდან, რომლის ვიდეოს ასობით ათასი ნახვა აქვს

- რას გერჩოდნენ?

- გიდი რომ ვიყავი, არ შეიძლებოდა მორწმუნე-აღმსარებელი, მაზიარებელი ვყოფილიყავი და წირვა-ლოცვას დავსწრებოდი...

- 1975 წელს სერიოზული რისკი კი იყო თქვენი მხრიდან ის ყველაფერი...

- დიახ, ვრისკავდი... ჩემი დირექტორი პარტიის წევრი იყო და დიდი საყვედური მქონდა ხოლმე მისგან, - საშიშ პიროვნებად მიმიჩნევდნენ, რადგან მორწმუნე ვიყავი. წირვა-ლოცვას დღემდე ვესწრები, აბა, როგორ?! აქ რომ მოვედი სამუშაოდ, 1975 წლის მაისი იყო, პატარა გოგო ვიყავი, ახლა 60 წლის ვარ, შეიძლება ითქვას, რომ აქ დავბერდი. ჯერ უმცროსი მეცნიერმუშაკი ვიყავი, მერე უფროსი მეცნიერმუშაკი გავხდი, წარმატებით მაქვს დამთავრებული ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი... მოკლედ, სულ გიდად ვმუშაობ, ვარ მცხეთის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი. დღეს დამოუკიდებელი გიდი, ფიზიკური პირი.

- წარმოშობით საიდან ბრძანდებით?

- ბაღდათის რაიონიდან, იმერელი ვარ, თბილისში ვაკის პარკთან 1973 წლიდან ვცხოვრობდი, ახლა მარჯანიშვილის ქუჩაზეა ჩემი სახლი.

- დაოჯახებული ხართ?

- არა, არ გავთხოვილვარ...

- როგორც შევიტყვე, 9 აპრილის ტრაგედიის მონაწილე და დაზარალებულიც ყოფილხართ. მოგვიყევით ამაზე.

- კი, იმ დღეს იქ ვიდექი მთელი ჩემი ოჯახით: მე, ჩემი და-ძმა. მიტინგებზე სულ დავდიოდით. მონაწილეობას ვიღებდით ეროვნულ მოძრაობაში და 9 აპრილის ღამეს დავზარალდი, დამჭრეს. დიაგნოზი იყო ასეთი: "ნაკვეთი ჭრილობები თხემისა და შუბლის არეში, კეფის ჰემატომა, მარჯენა წვივის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შერყევა". ის სამედიცინო ფურცელი დღემდე შენახული მაქვს. ქალაქის 1-ელ კლინიკურ საავადმყოფოს (არამიანცი) რეანიმაციაში ვიწექი. ჩემი და იმ ღამეს ქიმიური ნივთიერებით, რომელიც რუსებმა გამოიყენეს, მოიწამლა და სხვათა შორის, რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა იმ უბედურებით მოშხამული, მაგრამ ჩვენ ვიდექით იქ, რადგანაც სხვანაირად არ შეგვეძლო...

- ამ წლების განმავლობაში, როგორც იმ ტრაგედიის მონაწილეს და დაზარალებულს დამხრება თუ მიგიღიათ?

- შეღავათი მაქვს კომუნალურ გადსახადებზე. ყოველი წლის 9 აპრილს, პრეზიდენტს გააჩნია, 300 ლარს დახმარებას გვიგზავნიან, წელს დაგვეხმარნენ.

- ჩაცმულობის თქვენეული სტილი გაქვთ: შლაპა, შავი სამოსი და ხელჩანთა. ამაზე სპეციალურად მუშაობთ, თუ ყველაფერი თავისთავად ხდება?

- ჩემს ჩაცმის სტილზე არ ვმუშაობ, ყველაფერი თავისთავადაა ასე. მოწრმუნე მოკლე კაბითა და მოკლემკლავიანი ტანსაცმლით, თავსაფრის გარეშე ტაძარში არ უნდა შევიდეს და არც შევსულვარ, ახალგაზრდაც რომ ვიყავი, მონაზონივით დავდიოდი ეკლესიაში.

- თქვენს საქმეში რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი?

- მთავარია, რომ ჩემი ქვეყნის ისტორია გადავცე პირველ რიგში ბავშვებს იმიტომ, რომ უმეტესად მაინც ისინი მოდიან აქ, სამშობლო შევაყვარო, გავაცნო ჩვენი წარსული და საქართველოს ფუძის, სვეტიცხოვლის შესახებ ვუამბო მთელი ისტორია. მიყვარს ჩემი პროფესია და ამიტომაც არის, რომ სულ გიდი ვარ.

- ბევრნაირ ადამიანთან გიწევთ ურთიერთობა, როგორები არიან თქვენი ტურისტები?

- ყველანი კარგები არიან, მისმენენ, მადლობას გადამიხდიან ხოლმე, ტურისტთან რაიმე პრობლემა არ მქონია, მიყვარს, როცა მათ ექსკურსიის შემდეგ კანფეტებით ვასაჩუქრებ, სულ ჩანთაში მიდევს...

- უცხოელებთან თარჯიმნის გარეშე მუშაობთ?

- თარჯიმნის გარეშე უფრო კომფორტულად ვმუშაობ, ვსაუბრობ ქართულ და რუსულ ენებზე. ინგლისური თუ ვინმეს მოუნდება და აქ არ იქნება ინგლისურენოვანი გიდი და სტუმრები ჩემს ინგლისურს გაიგებენ, მაშინ კი ბატონო, ინგლისურადაც დაველაპარაკები ჩემი ქართული აქცენტით (იღიმის). ვიცი თუ არა ინგლისური, ეს ტურისტმა უნდა შეაფასოს. თუ უკმაყოფილო წავლენ, მაშინ ასეთ შთაბეჭდილებას დატოვებენ. საყვედური ჯერ არავის გამოუთქვამს.

- ინტერნეტით თქვენი გიდობის ამსახველი ვიდეომასალა მაქვს ნანახი და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ შინაგანად არტისტი ხართ, თქვენი პროფესია კი ამ უნარის დემონსტრირებაში გეხმარებათ. არ გიფიქრიათ მსახიობობაზე?

- არასდროს მიფიქრია მსახიობობაზე. უბრალოდ, ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, პატრიოტი ვარ, ადამიანებს გადავცემ ინფორმაციას ისე, რომ შევაყვარო საქართველო, სვეტიცხოველი, - ამას სულ ვცდილობ. საოცარი წარსული გვაქვს. როდესაც ეს ტაძარი იგებოდა, რა დიდებული საუკუნე იყო. საქართველო დიდ იმპერიად გახლდათ გადაჭიმული, იმპერატორი არასდროს გვყოლია, მაგრამ ძლიერი იყო მაშინ ქვეყანა, მერე გვქონდა ოქროს ხანა - თამარის, დავითის ეპოქა. სწორედ ამას ვამბობ ამდენი წელია და ეს მინდა, რომ ავუხსნა პატარებსაც, რომ პატრიოტები გამოვიდნენ. რასაც ვამბობ, გულიდან ამოღებული სიტყვებია, რომ კარგად გაიგონ ყველაფრი. ეს არის და ეს...

- გული რაზე გწყდებათ?

- 20-30 წლის წინ უფრო შეკრული იყო ერი, ერთ მუშტად ცხოვრობდა ხალხი და მეტი პატრიოტები იყვნენ... 9 აპრილი რომ მოხდა, ადამიანებს საოცარი სიამაყე ჰქონდათ. იმ ღამეს კათალიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ გაგვაფრთხილა, რომ საშიშროება ახლოვდებოდა და მოგვიწოდა, ვილოცოთ, წმინდა გიორგის ტაძარში, ქაშვეთში შევიდეთო. ჩვენ მას არ დავემორჩილეთ და ვუთხარით, რომ ფიცი გვქონდა დადებული, იქიდან ფეხი არ დაგვეძრა, რომ მზად ვიყავით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი შეგვეწირა და არ დავშლილიყავით...

არ გვეშინოდა სიკვდილის, მოდიოდა რუსის ტანკი, მოჰქონდათ საწამლავი, ნიჩბებს გვიშენდნენ, მაგრამ ისეთი აღტკინებულები ვიყავით, რომ არ დავიშალეთ. აი, ერთიანობა ის იყო. თორემ ხომ მოგვიწოდეს, გასაქცევი გზაც გვქონდა. გაქცევა ჩვენი დამარცხება იქნებოდა. იმ ღამეს 250 კაცი დაიჭრა და 16 გარდაიცვალა, მაგრამ ის ჩვენი გამარჯვება იყო და მიმაჩნია, რომ დიდი მოვლენა. ვამაყობ, რომ იქ ვიდექი და ვიცავდი საქართველოს დამოუკიდებლობას!

ჩემი სურვილია, ქართველებს გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ერთმანეთს, არ დავამციროთ, არ დავაბრკოლოთ და ვიყოთ ჭეშმარიტი მორწმუნეები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ