პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ რომ ნეონაცისტური იდეები გვქონდეს, დამერწმუნეთ, ჰომოსექსუალებს აქ არც შემოვუშვებდით"
"ჩვენ რომ ნეონაცისტური იდეები გვქონდეს, დამერწმუნეთ, ჰომოსექსუალებს აქ არც შემოვუშვებდით"

29 მა­ისს, თბი­ლის­ში, ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კა­ფე­ში "კივი", ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. კა­ფეს თა­ნამ­შრო­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით მათ­თან მი­ვი­და რამ­დე­ნი­მე აგ­რე­სი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლებ­მაც კა­ფეს სტუმ­რებს და თა­ნამ­შრომ­ლებს მი­ა­ყე­ნეს შე­უ­არ­ცხყო­ფა. მომ­ხდარს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც კა­ფეს მხარ­და­სა­ჭე­რად აშშ-ს ელ­ჩიც კი ეწ­ვია.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩი იან კელი და მისი მო­ად­გი­ლე ნი­კო­ლას ბერ­ლი­ნე­რი, ვე­გა­ნურ კა­ფეს მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად ეს­ტუმრნენ. "ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი ჩან­და და ამას­თა­ნა­ვე, გვინ­დო­და ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა გა­მოგ­ვე­ხა­ტა მთლი­ა­ნად ამ იდე­ი­სად­მი, რომ აქ ყვე­ლა სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია", - აღ­ნი­შა იან კე­ლიმ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­გა­ნურ კა­ფე­ში მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კაფე "მი­ლი­ტარ­დან" იყ­ვნენ.

ნიკა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, კაფე "მი­ლი­ტა­რის" მე­პატ­რო­ნე:

- 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, ბარ­ში და­გეგ­მი­ლი გვქონ­და გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, საკ­მა­ოდ ბევრ სტუ­მარს ვე­ლო­დით. და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე მო­ვე­დით და დაგ­ვხდა სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი: ბა­რის ჩა­მო­სას­ვლელ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ლით სავ­სე დე­კო­რა­ტი­უ­ლი ტომ­რე­ბი დაგ­ვხდა დაჭ­რი­ლი და კა­რებ­თან იყო ჩაყ­რი­ლი, ხოლო აბრა, სა­დაც ბა­რის სა­ხე­ლი აწე­რია, ორი ქუ­ჩის მო­შო­რე­ბით ეგდო სა­ნაგ­ვე ყუთ­ში.

მა­შინ­ვე ჩა­ვა­ყე­ნეთ საქ­მის ყურ­ში პო­ლი­ცია. სათ­ვალ­თავ­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რის კად­რე­ბი­დან ჩანს, რომ ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩვენს კა­ფეს არ­ბევ­და, მუ­შა­ობს კა­ფე­ში "კივი", თუ არ ვცდე­ბი ბარ­მე­ნია. აღ­მოჩ­და, რომ ამ პი­როვ­ნე­ბას ჩემი მე­გო­ბა­რი იც­ნობ­და. 28 მა­ისს ჩემი სამი მე­გო­ბა­რი წა­ვი­და იმ ადა­მი­ან­თან შე­სახ­ვედ­რდა, მას აა­რონს ეძა­ხი­ან, ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი არ ვიცი. ნა­ხეს ეს აა­რო­ნი, რო­მელ­მაც უთხრა, - დღეს ბევ­რი ხალ­ხი მყავს, ვერ გე­სა­უბ­რე­ბით და იქ­ნებ, ხვალ მოხ­ვი­დეთ და წყნა­რად და­ვი­ლა­პა­რა­კო­თო". თა­ნაც მას­თან გვქონ­და შე­თან­ხმე­ბა, რომ ჩვე­ნი კა­ფე­დან რა­ღაც პრო­დუქტს წა­ვი­ღებ­დით, რომ სა­უბ­რის მერე, როცა ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვარ­დე­ბო­და, ასე ვთქვათ შე­რი­გე­ბა აგ­ვეღ­ნიშ­ნა. მარ­თლაც, მე­ო­რე დღეს, 29 მა­ისს, 5-6 კაცი წა­ვი­და ჩვენ­გან აა­რონ­თან შე­სახ­ვედ­რად და შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ თან წა­ი­ღეს პრო­დუქ­ტე­ბიც: სო­სი­სი, მწვა­დი და სხვა (სხვა­თა შო­რის სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბიც ჰქონ­დათ). "კივ­ში" მი­სუ­ლებს დახ­ვდათ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სუ­რა­თი, იქ იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი (თვი­თონ აა­რო­ნი სა­ერ­თოდ არ იყო), რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, ისე რომ კა­ფე­ში არც შევ­სულ­ვართ (მხო­ლოდ ერთი ჩვენ­გა­ნი შე­ვი­და შიგ­ნით), და­ი­წყეს ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, წა­მო­ვიდ­ნენ პირ­და­პირ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­შიც

- თუმ­ცა ვი­დე­ო­კად­რე­ბი პირ­და­პირ კა­ფე­ში შეს­ვლით იწყე­ბა და არ ჩანს რა ხდე­ბო­და მა­ნამ­დე...

- ამ ვი­დე­ო­ში ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს, რო­გორ ვე­უბ­ნე­ბით, - სა­მე­გობ­როდ ვართ მო­სუ­ლე­ბიო, თუმ­ცა ისი­ნი მა­ინც გვა­გი­ნებ­დნენ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ მა­ინც არ გვი­ჩხუ­ბია და არ ავ­ყო­ლილ­ვართ პრო­ვო­კა­ცი­ას. კონ­ფლიქ­ტის დროს ჩა­მო­ვიდ­ნენ კა­ფეს მე­ზობ­ლე­ბი (და­ახ­ლო­ე­ბით 9-10 ადა­მი­ა­ნი, ძი­რი­თა­დად კა­ცე­ბი) და მათ და­უ­წყეს ყვი­რი­ლი და ლან­ძღვა კა­ფეს თა­ნამ­შრომ­ლებს: "თქვე "პე­დე­რას­ტე­ბო" უკვე ყელ­ში ამოხ­ვე­დით"! აქე­დან გა­ეთ­რი­ეთ"! და ა.შ რაც შე­ე­ხე­ბათ "კი­ვის" თა­ნამ­შრომ­ლებს, ისი­ნი ჩემს მე­გობ­რებს უღე­რებ­დნენ და­ნებს, ეს­როდ­ნენ ბოთ­ლებს და ა.შ.

- რა­ტომ დას­ჭირ­დათ კაფე "კი­ვის" წარ­მო­მად­გნ­ლებს მსგავ­სი ტი­პის პრო­ვო­კა­ცია?

- მხო­ლოდ პი­ა­რის გამო. 29 მა­ი­სამ­დე თუ მათ­თან მი­დი­ო­და 5-6 ადა­მი­ა­ნი, დღეს

მი­დის - 50. სხვა­თა შო­რის, ჩემი აზ­რია, რომ ჩვე­ნი კა­ფეს და­ზი­ა­ნე­ბაც გა­მიზ­ნუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო, რად­გან იცოდ­ნენ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბო­დით. მე სა­ჩი­ვა­რი მაქვს და­წე­რი­ლი და იმე­დია შსს ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ებს ამ ფაქტს. "კივ­ში" მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო უკვ დაგ­ვკი­თხეს. პი­რა­დად მე, 11 სა­ა­თი მკი­თხავ­დნენ.

გაგ­რძე­ლე­ბა

(სტა­ტი­ის მთა­ვა­რი ფოტო აღე­ბუ­ლი ბარ "მი­ლი­ტა­რის" "ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დი­დან")

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ჩვენ რომ ნეონაცისტური იდეები გვქონდეს, დამერწმუნეთ, ჰომოსექსუალებს აქ არც შემოვუშვებდით"

"ჩვენ რომ ნეონაცისტური იდეები გვქონდეს, დამერწმუნეთ, ჰომოსექსუალებს აქ არც შემოვუშვებდით"

29 მაისს, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე არსებული ვეგეტარიანული კაფეში "კივი", ინციდენტი მოხდა. კაფეს თანამშროლების განცხადებით მათთან მივიდა რამდენიმე აგრესიული პიროვნება, რომლებმაც კაფეს სტუმრებს და თანამშრომლებს მიაყენეს შეუარცხყოფა. მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც კაფეს მხარდასაჭერად აშშ-ს ელჩიც კი ეწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და მისი მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, ვეგანურ კაფეს მეუღლეებთან ერთად ესტუმრნენ. "ძალიან საინტერესო ადგილი ჩანდა და ამასთანავე, გვინდოდა ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა მთლიანად ამ იდეისადმი, რომ აქ ყველა სასურველი სტუმარია", - აღნიშა იან კელიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვეგანურ კაფეში მისული ადამიანები კაფე "მილიტარდან" იყვნენ.

ნიკა ყაველაშვილი, კაფე "მილიტარის" მეპატრონე:

- 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბარში დაგეგმილი გვქონდა გარკვეული ღონისძიება, საკმაოდ ბევრ სტუმარს ველოდით. დაახლოებით 11 საათზე მოვედით და დაგვხდა საშინელი სურათი: ბარის ჩამოსასვლელში არსებული სილით სავსე დეკორატიული ტომრები დაგვხდა დაჭრილი და კარებთან იყო ჩაყრილი, ხოლო აბრა, სადაც ბარის სახელი აწერია, ორი ქუჩის მოშორებით ეგდო სანაგვე ყუთში.

მაშინვე ჩავაყენეთ საქმის ყურში პოლიცია. სათვალთავლო ვიდეოკამერის კადრებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ჩვენს კაფეს არბევდა, მუშაობს კაფეში "კივი", თუ არ ვცდები ბარმენია. აღმოჩდა, რომ ამ პიროვნებას ჩემი მეგობარი იცნობდა. 28 მაისს ჩემი სამი მეგობარი წავიდა იმ ადამიანთან შესახვედრდა, მას აარონს ეძახიან, ნამდვილი სახელი არ ვიცი. ნახეს ეს აარონი, რომელმაც უთხრა, - დღეს ბევრი ხალხი მყავს, ვერ გესაუბრებით და იქნებ, ხვალ მოხვიდეთ და წყნარად დავილაპარაკოთო". თანაც მასთან გვქონდა შეთანხმება, რომ ჩვენი კაფედან რაღაც პროდუქტს წავიღებდით, რომ საუბრის მერე, როცა ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდებოდა, ასე ვთქვათ შერიგება აგვეღნიშნა. მართლაც, მეორე დღეს, 29 მაისს, 5-6 კაცი წავიდა ჩვენგან აარონთან შესახვედრად და შეთანხმებისამებრ თან წაიღეს პროდუქტებიც: სოსისი, მწვადი და სხვა (სხვათა შორის სალათის ფურცლებიც ჰქონდათ). "კივში" მისულებს დახვდათ აბსოლუტურად სხვა სურათი, იქ იყვნენ ადამიანები (თვითონ აარონი საერთოდ არ იყო), რომლებმაც ჩვენი დანახვისთანავე, ისე რომ კაფეში არც შევსულვართ (მხოლოდ ერთი ჩვენგანი შევიდა შიგნით), დაიწყეს ლანძღვა-გინება, წამოვიდნენ პირდაპირ პროვოკაციაზე. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც

- თუმცა ვიდეოკადრები პირდაპირ კაფეში შესვლით იწყება და არ ჩანს რა ხდებოდა მანამდე...

- ამ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს, როგორ ვეუბნებით, - სამეგობროდ ვართ მოსულებიო, თუმცა ისინი მაინც გვაგინებდნენ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც არ გვიჩხუბია და არ ავყოლილვართ პროვოკაციას. კონფლიქტის დროს ჩამოვიდნენ კაფეს მეზობლები (დაახლოებით 9-10 ადამიანი, ძირითადად კაცები) და მათ დაუწყეს ყვირილი და ლანძღვა კაფეს თანამშრომლებს: "თქვე "პედერასტებო" უკვე ყელში ამოხვედით"! აქედან გაეთრიეთ"! და ა.შ რაც შეეხებათ "კივის" თანამშრომლებს, ისინი ჩემს მეგობრებს უღერებდნენ დანებს, ესროდნენ ბოთლებს და ა.შ.

- რატომ დასჭირდათ კაფე "კივის" წარმომადგნლებს მსგავსი ტიპის პროვოკაცია?

- მხოლოდ პიარის გამო. 29 მაისამდე თუ მათთან მიდიოდა 5-6 ადამიანი, დღეს

მიდის - 50. სხვათა შორის, ჩემი აზრია, რომ ჩვენი კაფეს დაზიანებაც გამიზნული ნაბიჯი იყო, რადგან იცოდნენ, რომ აუცილებლად გამოვეხმაურებოდით. მე საჩივარი მაქვს დაწერილი და იმედია შსს ობიექტურად გამოიძიებს ამ ფაქტს. "კივში" მომხდარი ფაქტის გამო უკვ დაგვკითხეს. პირადად მე, 11 საათი მკითხავდნენ.

გაგრძელება

(სტატიის მთავარი ფოტო აღებული ბარ "მილიტარის" "ფეისბუკგვერდიდან")

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია