მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ურეკავენ ციხიდან პაატა გულიაშვილს
რატომ ურეკავენ ციხიდან პაატა გულიაშვილს

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა ერთ-ერთ ფილმში მთა­ვარ როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს. გარ­და ამი­სა, მან "იუ­ლი­უს კე­ი­სა­რის" პრე­მი­ე­რაც ითა­მა­შა. ასე­ვე, მისი თავ­კა­ცო­ბით, თე­ლა­ვის თე­ატ­რი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­და, - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­ა­ტა ინ­ტერ­ვი­უ­ში გვი­ამ­ბობს. თუმ­ცა, მა­ნამ­დე მინ­და, მას და­ბა­დე­ბის დღე ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლე­ბი­დან მი­ვუ­ლო­ცო, ჯან­მრთე­ლო­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა ვუ­სურ­ვო: რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსა­ხი­ობს 38 წელი შე­უს­რულ­და.

- სა­უ­ბა­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პრო­ექ­ტით და­ვი­წყოთ. რო­გორ და­გი­კავ­შირ­დნენ რე­ჟი­სო­რე­ბი და რა როლ­ზე და­გამ­ტკი­ცეს?

- ცოტა ხნის წინ, რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვილ­მა მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი - "რო­ბინ­ზონ კრუ­ზო და 9 პა­რას­კე­ვა" გა­და­ი­ღო, სა­დაც რო­ბინ­ზო­ნის როლი შე­ვას­რუ­ლე. ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი გახ­ლდათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ფილ­მის მხო­ლოდ და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. ასე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბა იყო: აზერ­ბა­ი­ჯან­ში აფი­ში­დან რომ მო­იხ­სნე­ბა, ჩვენს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში მერე უჩ­ვე­ნე­ბენ. სა­ტე­ლე­ვი­ზიო ვერ­სია კი "კო­მე­დი არხზე" უკვე გა­ვი­და. ამ ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი აი­დინ გა­ჯი­ე­ვი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ახლა სხვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რია. მან მი­მიწ­ვია და ახალ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. ფილ­მის სა­მუ­შაო სა­ხე­ლია "მე­გობ­რო­ბას სა­ზღვრე­ბი არ აქვს". მთა­ვა­რი გმი­რი შემ­თხვე­ვით მოხ­ვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პას­პორ­ტი არ აქვს და აზერ­ბა­ი­ჯან­ში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს. სა­ზღვარ­თან არის ქარ­თვე­ლი "ტაქ­სის­ტი" - ჩემი გმი­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მო­იყ­ვანს. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი აქვთ. გა­და­ღე­ბე­ბი 3 ივ­ნი­სი­დან და­ი­წყე­ბა. მოქ­მე­დე­ბა გან­ჯა­ში, ბა­ქო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თარ­დე­ბა.

- "კო­მე­დი არხზე", შენი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ახა­ლი სე­რი­ა­ლიც და­ი­წყო.

- მარ­თა­ლია. სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დია "ნიკა და ლიკა" გახ­ლავთ. ლი­კას როლს მსა­ხი­ო­ბი სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე ას­რუ­ლებს. ჯერ ეთერ­ში მხო­ლოდ 7 სე­რია გა­ვი­და და რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, საკ­მა­ოდ რე­ი­ტინ­გუ­ლია. უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნიც და­ი­გეგ­მა. თა­ნაც, ამ სე­რი­ალ­ში არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობს. მა­გა­ლი­თად, დღეს ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვილს ვი­ღებთ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რატომ ურეკავენ ციხიდან პაატა გულიაშვილს

რატომ ურეკავენ ციხიდან პაატა გულიაშვილს

მსახიობი და ტელეწამყვანი, პაატა გულიაშვილი აზერბაიჯანელებმა ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცეს. გარდა ამისა, მან "იულიუს კეისარის" პრემიერაც ითამაშა. ასევე, მისი თავკაცობით, თელავის თეატრი საკმაოდ წარმატებული გახდა, - ამ ყველაფერზე პაატა ინტერვიუში გვიამბობს. თუმცა, მანამდე მინდა, მას დაბადების დღე ჟურნალის ფურცლებიდან მივულოცო, ჯანმრთელობა და კარიერული წინსვლა ვუსურვო: რამდენიმე დღის წინ მსახიობს 38 წელი შეუსრულდა.

- საუბარი აზერბაიჯანული პროექტით დავიწყოთ. როგორ დაგიკავშირდნენ რეჟისორები და რა როლზე დაგამტკიცეს?

- ცოტა ხნის წინ, რეჟისორმა გიორგი კიკალეიშვილმა მხატვრული ფილმი - "რობინზონ კრუზო და 9 პარასკევა" გადაიღო, სადაც რობინზონის როლი შევასრულე. ეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი გახლდათ. საქართველოში ამ ფილმის მხოლოდ დახურული ჩვენება გაიმართა. ასეთი მოლაპარაკება იყო: აზერბაიჯანში აფიშიდან რომ მოიხსნება, ჩვენს კინოთეატრებში მერე უჩვენებენ. სატელევიზიო ვერსია კი "კომედი არხზე" უკვე გავიდა. ამ ფილმის პროდიუსერი აიდინ გაჯიევი გახლდათ, რომელიც ახლა სხვა აზერბაიჯანული ფილმის პროდიუსერია. მან მიმიწვია და ახალ როლზე დამამტკიცეს. ფილმის სამუშაო სახელია "მეგობრობას საზღვრები არ აქვს". მთავარი გმირი შემთხვევით მოხვდება საქართველოს ტერიტორიაზე, პასპორტი არ აქვს და აზერბაიჯანში დაბრუნებას ცდილობს. საზღვართან არის ქართველი "ტაქსისტი" - ჩემი გმირი, რომელიც ყველაფერში ეხმარება, საქართველოშიც ჩამოიყვანს. მოკლედ, ძალიან საინტერესო თავგადასავალი აქვთ. გადაღებები 3 ივნისიდან დაიწყება. მოქმედება განჯაში, ბაქოსა და საქართველოში განვითარდება.

- "კომედი არხზე", შენი მონაწილეობით ახალი სერიალიც დაიწყო.

- მართალია. სიტუაციური კომედია "ნიკა და ლიკა" გახლავთ. ლიკას როლს მსახიობი სოფია სებისკვერაძე ასრულებს. ჯერ ეთერში მხოლოდ 7 სერია გავიდა და როგორც ტელევიზიის ხელმძღვანელები ამბობენ, საკმაოდ რეიტინგულია. უკვე მეორე სეზონიც დაიგეგმა. თანაც, ამ სერიალში არაერთი ცნობილი მსახიობი თამაშობს. მაგალითად, დღეს ნანული სარაჯიშვილს ვიღებთ. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."