საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი - კატეგორიულად მიუღებელია შეურაცხყოფა, რომელსაც ინსტიტუციებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აყენებს
პრემიერი - კატეგორიულად მიუღებელია შეურაცხყოფა, რომელსაც ინსტიტუციებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აყენებს

არ ვი­სურ­ვებ­დი მე­ხი­ლა "რუს­თა­ვი 2" შეც­ვლი­ლი და ამით ვინ­მეს­თვის სპე­კუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­მე­ცა, მით უმე­ტეს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სა­კუთ­რე­ბის სა­კითხს იხი­ლავს სა­სა­მარ­თლო, ეს არის სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ცე­სი და მთავ­რო­ბას მას­ში ჩა­რე­ვის არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ აქვს.

"კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ, რომ ჩემი სურ­ვი­ლია, სა­ლა­პა­რა­კო ამით არა­ვის მი­ე­ცეს. რამ­დე­ნად მოხ­დე­ბა რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა, ან არა, ამას წი­ნას­წარ ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ შე­მიძ­ლია, კი­დევ ერთხელ და­გი­დას­ტუ­როთ, არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბის სურ­ვი­ლი არ მაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს წყე­ნაც, პრე­ტენ­ზი­აც, რაც ადა­მი­ა­ნუ­რია, იმა­ზე, რომ ხან­და­ხან წარ­მა­ტე­ბა არ წარ­მო­ჩინ­დე­ბა, ხან­და­ხან მხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თის გა­შუ­ქე­ბა ხდე­ბა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის და მე არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ის მი­მართ, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის თქმით, მის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ის შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მელ­საც ინ­სტი­ტუ­ცი­ებს "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი აყე­ნებს.

"იმა­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ, რას ამ­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მი­სა­მარ­თით. ჩვენ თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნა გვაქვს და ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, მო­სახ­ლე­ო­ბა ამას უყუ­რებს. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლად არ უნდა ჰქონ­დეს სა­უბ­რის ასე­თი გო­ნო­რი დღეს, სამ­წუ­ხა­როდ ასე სა­უბ­რობს; ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იყო ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დი იმ ყვე­ლაფ­რის, რაც 2007 წელს ხდე­ბო­და. მე ვემ­ხრო­ბი, რომ "რუს­თა­ვი 2" დარ­ჩეს ისე­თად, რო­გო­რიც არის, ჰყავ­დეს დი­რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ გვა­რა­მია, არა­ნა­ირ სა­შიშ­რო­ე­ბას ჩვენ­თვის ეს არ წარ­მო­ად­გენს, კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით ვამ­ბობ", - დას­ძი­ნა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრემიერი - კატეგორიულად მიუღებელია შეურაცხყოფა, რომელსაც ინსტიტუციებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აყენებს

პრემიერი - კატეგორიულად მიუღებელია შეურაცხყოფა, რომელსაც ინსტიტუციებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აყენებს

არ ვისურვებდი მეხილა "რუსთავი 2" შეცვლილი და ამით ვინმესთვის სპეკულირების საშუალება მიმეცა, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საკუთრების საკითხს იხილავს სასამართლო, ეს არის სამოქალაქო პროცესი და მთავრობას მასში ჩარევის არანაირი უფლება არ აქვს.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი სურვილია, სალაპარაკო ამით არავის მიეცეს. რამდენად მოხდება რაიმე ცვლილება, ან არა, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, არანაირი ცვლილების სურვილი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდეს წყენაც, პრეტენზიაც, რაც ადამიანურია, იმაზე, რომ ხანდახან წარმატება არ წარმოჩინდება, ხანდახან მხოლოდ უარყოფითის გაშუქება ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიისთვის და მე არანაირი პრეტენზია არ შეიძლება მქონდეს კერძო ტელევიზიის მიმართ, როგორც პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფა, რომელსაც ინსტიტუციებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აყენებს.

"იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რას ამბობს პრემიერ-მინისტრის მისამართით. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსახლეობა ამას უყურებს. ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საუბრის ასეთი გონორი დღეს, სამწუხაროდ ასე საუბრობს; ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ყველაფრის, რაც 2007 წელს ხდებოდა. მე ვემხრობი, რომ "რუსთავი 2" დარჩეს ისეთად, როგორიც არის, ჰყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, არანაირ საშიშროებას ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ", - დასძინა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."