სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი გამოქვეყნდა
ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი გამოქვეყნდა

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ღია წე­რილს აქ­ვეყ­ნებს. Ambebi.ge ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

ახ­ლა­ხან ჩა­ტარ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყრი­ლო­ბა, რო­მელ­მაც ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე აირ­ჩია და პარ­ტი­ის შემ­დგო­მი გეგ­მე­ბი გა­მო­ა­ცხა­და. ამით დას­რულ­და ერთი ეტა­პი, რო­მე­ლიც 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­წყო და ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბას შე­ვუ­დე­ქით.

რო­გორ ვა­პი­რებ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩარ­თვას და პი­რა­დად რა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებ, ამა­ზე წე­რი­ლის ბო­ლოს ვი­სა­უბ­რებ, ახლა კი მოკ­ლედ შე­ვა­ჯა­მებ და შე­ვა­ფა­სებ გა­სულ ოთხწე­ლი­წად­ნა­ხე­ვარს - რა გზა გა­მო­ვი­ა­რეთ, სად ვართ და საით მივ­დი­ვართ.

იხი­ლეთ ვი­დეო| ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის 24-გვერ­დი­ა­ნი გზავ­ნი­ლი ქარ­თველ ხალ­ხს

მინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას ან­გა­რი­ში ჩა­ვა­ბა­რო, ვი­ნა­ი­დან 2011 წელს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე ავი­ღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ ვარ, ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას დღემ­დე ვგრძნობ. ვფიქ­რობ, უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლი ჯერ არა­ვის და­ვი­წყე­ბია, თუმ­ცა, და­სა­წყის­ში მა­ინც უნდა გა­ვიხ­სე­ნო, რამ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა.

სად ვი­ყა­ვით

რამ­დე­ნი­მე ნა­წყვე­ტი 2011 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ღია წე­რი­ლი­დან, რომ­ლი­თაც მივ­მარ­თე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, მა­ს­მე­დი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს:

● "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტო­ტა­ლურ­მა მო­ნო­პო­ლი­ზე­ბამ და ჩა­ტა­რე­ბულ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა ცხა­დი გა­ხა­და სა­ა­კაშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვა­დის ამო­წურ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა და დარ­ჩეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში."

● "სა­გა­და­სა­ხა­დოს, პრო­კუ­რა­ტუ­რის და სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ყე­ნე­ბით ქარ­თულ ბიზ­ნეს­ზე ისე­თი გა­უ­გო­ნა­რი ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, თა­ვი­სუ­ფა­ლი ბიზ­ნე­სი აღარ არ­სე­ბობს."

● "ნორ­მად იქცა დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი დარ­ბე­ვა, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­უ­ზო­გა­ვად, უმო­წყა­ლოდ ცემა და დევ­ნა, ხოლო 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შემ­დეგ, არი­ან მოკ­ლუ­ლე­ბი და და­კარ­გუ­ლე­ბი."

● "სა­ოც­რად გა­მარ­ტივ­და ხალ­ხის და­ჭე­რა და ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით ფუ­ლის გა­დახ­დის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის პრო­ცე­სი. და­ჭე­რე­ბის ამ მე­თოდ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი უკი­დუ­რე­სად და­ა­ში­ნა და არ­ნა­ხუ­ლი სი­ღა­რი­ბის ზღვარ­თან მი­იყ­ვა­ნა."

● "დამ­თრგუნ­ვე­ლია ყვე­ლა იმ სიც­რუ­ის მოს­მე­ნა, რაც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან მო­ე­დი­ნე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რი ტრა­ბა­ხი და ტყუ­ი­ლე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ უაღ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია."

● "სიც­რუ­ის მან­ქა­ნა მთე­ლი ძა­ლით მუ­შა­ობს ადა­მი­ან­თა ტვი­ნე­ბის გა­მო­რე­ცხვა­ზე და მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ფსევ­დო­რე­ა­ლო­ბის რე­ა­ლო­ბად და სი­ნამ­დვი­ლედ წარ­მო­სა­ჩე­ნად. ძნე­ლია, გა­არ­ჩიო, ვინ ტყუ­ის და ვინ ამ­ბობს სი­მარ­თლეს!"

● "სიც­რუ­ის ქსელ­ში ჩარ­თულ­მა ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­ურ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, პარ­ტი­ებ­მა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა ისე­თი გა­რე­მო შექ­მნეს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ნა­წილ­საც კი პო­ლი­ტი­კის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა გა­უ­ჩი­ნეს და სა­ბო­ლო­ოდ და­ა­კარ­გი­ნეს არ­ჩევ­ნე­ბის გზით რა­ი­მეს შეც­ვლის იმე­დი."

● "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით ეგ­რე­თწო­დე­ბულ ექ­სპერტთა, პო­ლი­ტო­ლოგ­თა, ანა­ლი­ტი­კოს­თა, სო­ცი­ო­ლოგ­თა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი და მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­წე­რილ სცე­ნარს ახ­მო­ვა­ნებს და უტიფ­რად ასა­ღებს შავს თეთ­რად და პი­რი­ქით."

ქვეყ­ნის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მო­ქა­ლა­ქე და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ამ შე­ფა­სე­ბებ­ში არა­ფე­რი იყო გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი. პი­რი­ქით, მა­შინ ბევ­რი რამ ჯერ კი­დევ არ ვი­ცო­დით. რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი იმა­ზე ბევ­რად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა! ერთ დიდ ცი­ხედ გა­დაქ­ცე­უ­ლი მთე­ლი ქვე­ყა­ნა, ასე­უ­ლო­ბით ათა­სი პა­ტი­მა­რი და პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი იმას ნიშ­ნავ­და, რომ ლა­მის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ტიმ­რე­ბის ჭი­რი­სუფ­ლად იყო ქცე­უ­ლი და ცი­ხის კარს შეჰ­ყუ­რებ­და. ტო­ტა­ლუ­რი მოს­მე­ნე­ბი, თვალ­თვა­ლი, ფა­რუ­ლი გა­და­ღე­ბე­ბი, დას­მე­ნა და შან­ტა­ჟი ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად აღიქ­მე­ბო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და მე­დი­ას და ისიც ამ­ბობ­და და აჩ­ვე­ნებ­და მხო­ლოდ იმას, რა­საც კარ­ნა­ხობ­დნენ.

ქვე­ყა­ნას მძი­მე ტვირ­თად აწვა ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია, ერთ პა­ტა­რა ჯგუფს ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, და­ნარ­ჩენს - არაფ­რის. ადა­მი­ა­ნე­ბი დაშ­ლილ ტე­ლე­ფო­ნებს მა­ლავ­დნენ და სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­შიც კი ჩურ­ჩუ­ლით სა­უბ­რობ­დნენ. ვი­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ კრი­ტი­კულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შე­ა­ტყობ­დნენ, სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან აგ­დებ­დნენ, ქო­ნე­ბას არ­თმევ­დნენ, ცემ­დნენ, აპა­ტიმ­რებ­დნენ, ცი­ხე­ში სას­ტი­კად აწა­მებ­დნენ და თუ სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევ­დნენ, კლავ­დნენ კი­დეც!

ორ­მა­გი სტან­დარ­ტით მარ­თავ­დნენ ქვე­ყა­ნას - სი­ნამ­დვი­ლე­ში სულს ხდიდ­ნენ ადა­მი­ა­ნებს, სხვე­ბის და­სა­ნა­ხად კი, დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რად მოჰ­ქონ­დათ თავი. ამ უსა­მარ­თლო­ბა­სა და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბას აგ­ვირ­გვი­ნებ­დნენ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მე­ხოტ­ბე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტა­შის კვრით ხე­ლის­გუ­ლებს იტყა­ვებ­დნენ და "მიშა, მი­შას!" გაჰ­ყვი­როდ­ნენ.

ძა­ლა­უფ­ლე­ბით გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის კლა­ნი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით გეგ­მავ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნას. ისი­ნი ღიად ქა­და­გებ­დნენ ქარ­თვე­ლი კა­ცის ძი­რის­ძი­რო­ბამ­დე გარ­დაქ­მნი­სა და რა­ღაც "ახა­ლი ადა­მი­ა­ნის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ტვი­ნე­ბის გა­მო­რე­ცხვას და ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბელ ზომ­ბე­ბად გაწ­ვრთნას ნიშ­ნავ­და. ისი­ნი არა­ვის ინ­დობ­დნენ, ვისი ავ­ტო­რი­ტე­ტიც ამ მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ხელს უშ­ლი­და და ამი­ტომ ებ­რძოდ­ნენ ასე თავ­გა­მო­დე­ბით პატ­რი­არ­ქსაც და მთლი­ა­ნად ეკ­ლე­სი­ას.

უი­მე­დო­ბის გა­ჩე­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად ის უწყობ­და ხელს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ტო­ტა­ლუ­რად ყალბ­დე­ბო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ვი­თარ მო­რი­დე­ბას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აღარ გრძნობ­და მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე.

მმარ­თვე­ლი კლა­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნა­ძარცვ ფი­ნან­სებს იყე­ნებ­და ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის თუ ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად თუ მათ­თვის მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად.

"სიც­რუ­ის მან­ქა­ნამ" ისე ჩა­ით­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რომ მათი კონ­ტრო­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სე­ბი­და­ნაც კი უჭირ­დათ. ზოგ­ჯერ, საქ­მე იქამ­დეც მი­დი­ო­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბებს, უცხო­ე­ლე­ბის ნაც­ვლად, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი წერ­დნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი რე­ცი­დი­ვე­ბი ახ­ლაც შე­იმ­ჩნე­ვა.

"ენ­დი­ა­ის" და "აი­რა­ის" ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი აქვთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, რის­თვი­საც მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის, თუმ­ცა, და­სა­მა­ლი არ არის, რომ ბევრ ეჭვს ბა­დებს სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­საც ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში შემ­ჩნე­უ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ატა­რე­ბენ.

ყვე­ლას გვახ­სოვს, უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში ეს კვლე­ვე­ბი რო­გორ მკვეთ­რად იყო აც­დე­ნი­ლი რე­ა­ლო­ბას - 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვე­ბის მო­ნა­ცე­მებ­სა და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს შო­რის ძა­ლი­ან დიდი სხვა­ო­ბა და­ფიქ­სირ­და. ამ­გვა­რი კა­ზუ­სე­ბი მთლი­ა­ნად კვლე­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მო­მუ­შა­ვე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბის სინ­დის­ზეა, რომ­ლე­ბიც ახერ­ხებ­დნენ და თა­ვი­ანთ სიც­რუ­ეს თავს ახ­ვევ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც კი.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი გა­ნუ­წყვეტ­ლივ სა­უბ­რობ­და და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, თუმ­ცა, მათი მი­ზა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა ქვეყ­ნის ევ­რო­პე­ი­ზა­ცია, რაც, უპირ­ვე­ლე­სად, გან­ვი­თა­რე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ას და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­დგარ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის მარ­თვის სტი­ლი იყო სრუ­ლი­ად ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის დათ­რგუნ­ვა-და­მორ­ჩი­ლე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. სწო­რედ ამ ფსევ­დო­ევ­რო­პე­ლო­ბამ და ფა­სა­დურ­მა დე­მოკ­რა­ტი­ამ შე­უ­წყო ხელი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილ­ში ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და ან­ტი­ლი­ბე­რა­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას, რაც ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ჩვენს გულ­გა­ტე­ხილ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა ავუხ­სნათ, რომ რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი სჩა­დი­ო­და, იმას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს არც და­სავ­ლეთ­თან, არც დე­მოკ­რა­ტი­ას­თან და არც ლი­ბე­რა­ლიზ­მთან.

2011 წლის ბო­ლოს აღ­მოვ­ჩნდით იმ ფაქ­ტის წი­ნა­შე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლა­დო­ბის, ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის, მოს­ყიდ­ვის და გა­და­ბი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დაქ­საქ­სა და გა­ა­ნე­იტ­რა­ლა ოპო­ზი­ცია, ხოლო ლი­დე­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხი შე­შინ­და, და­იბ­ნა, და სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში ჩურ­ჩულ­ზე გა­და­ვი­და - საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა ჩაქ­რა; ნა­თე­ლი გახ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრის სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით გარ­ღვე­ვის რე­სურ­სი აღარ ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი და მეც მძი­მე არ­ჩე­ვა­ნი და­მიდ­გა: ან იმ რე­ა­ლო­ბას უნდა შევ­გუ­ე­ბო­დი, რომ ჩემი სამ­შობ­ლო, ჩემი ხალ­ხი ათწლე­უ­ლე­ბით ამ კოშ­მარ­ში დარ­ჩე­ბო­და, ხელი ჩა­მექ­ნია, წავ­სუ­ლი­ყა­ვი და თავი უცხო­ე­თის­თვის შე­მე­ფა­რე­ბი­ნა, ან უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და მებ­რძო­ლა.

არ დავ­მა­ლავ, რთუ­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა არას­დროს მა­ინ­ტე­რე­სებ­და და, ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბო­და, ჩემ­თვის და, რაც მთა­ვა­რია, ჩემი ოჯა­ხის­თვის; თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, სწო­რედ ოჯახ­მა, ჩემ­მა უახ­ლო­ეს­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნეს ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნა და ბრძო­ლის და­წყე­ბა. ჩემი მა­შინ­დე­ლი გან­წყო­ბის გად­მო­სა­ცე­მად ისევ გა­ვიხ­სე­ნებ რამ­დე­ნი­მე ნა­წყვეტს 2011 წლის წე­რი­ლი­დან:

● "ბევ­რი სვამს კი­თხვას და ბევ­რს უკ­ვირს, მე, წარ­მა­ტე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, ყო­ველ­მხრივ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­მა ადა­მი­ან­მა, რა­ტომ შე­ვაგ­დე ყვე­ლა­ფე­რი სას­წორ­ზე და რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტე პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. იმი­ტომ, რომ ვხე­დავ, სამ­შობ­ლო მე­კარ­გე­ბა, ხოლო რო­დე­საც სამ­შობ­ლო გე­კარ­გე­ბა, არა­ფერს არ აქვს ფასი, არც ქო­ნე­ბას, არც ფულს, არც პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას."

● "შეც­დო­მა იყო, სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა რომ და­ვა­პი­რე. წას­ვლა ერ­თია, მაგ­რამ მერე რა პი­რით უნდა დაბ­რუნ­დე უკან, როცა შენს ქვე­ყა­ნას იმ დროს მი­ა­ტო­ვებ, როცა ძა­ლი­ან უჭირს. როცა დაბ­რუნ­დე­ბი, დაგ­ხვდე­ბა კი აქ ქვე­ყა­ნა?!"

● "ჩემ­მა უახ­ლო­ეს­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­მარ­წმუ­ნეს, რომ ვცდე­ბო­დი, თუმ­ცა, არც იმის უთ­ქმე­ლო­ბა ივარ­გებს, რომ ჩემი ოჯა­ხიც, სხვა ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი­ვით, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩურ­ჩუ­ლით ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თის იმე­დით და თა­ნად­გო­მით შიში ვძლი­ეთ."

აი, ასე­თი ვი­თა­რე­ბა და გან­წყო­ბა სუ­ფევ­და მა­შინ ქვე­ყა­ნა­ში და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე. ვი­თა­რე­ბის ანა­ლი­ზი მიჩ­ვე­ნებ­და, რომ პი­რა­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე სა­ჭი­რო შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებ­დით, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვად გა­მე­წია კო­ორ­დი­ნა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­თვის და სი­ტყვა მი­ვე­ცი ჩემს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­მარ­ცხებ­დით უსა­მარ­თლო­ბას.

აქვე მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ის და­პი­რე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც ჩა­ვე­ბი ბრძო­ლა­ში და, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მათი დიდი ნა­წი­ლის შეს­რუ­ლე­ბა შევ­ძე­ლი.

2011 წელს მე ჩემს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს დავ­პირ­დი, რომ:

● ჩემ მიერ შექ­მნი­ლი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა და ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ვი­გებ­დით.

● პრე­მი­ე­რის ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის რან­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებ­დი ახა­ლი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და ბო­ლომ­დე აღ­მოვ­ფხვრი­დით ელი­ტურ კო­რუფ­ცი­ას.

● და­ვი­წყებ­დით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შექ­მნას და ამას შე­უქ­ცე­ვად პრო­ცე­სად ვაქ­ცევ­დით.

● პერ­სპექ­ტი­ულს გავ­ხდი­დით აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს იუ­რის­დიქ­ცი­ის აღ­დგე­ნას.

● შევ­ქმნი­დით სა­ინ­ტე­რე­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს და ერთი ჯგუ­ფის მიერ მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის ნაც­ვლად, სა­ფუძ­ველს ჩა­ვუყ­რი­დით თა­ვი­სუ­ფალ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას.

● ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან­დით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის აღორ­ძი­ნე­ბის პრო­ექტს.

● სა­ბო­ლოო სა­ხეს მივ­ცემ­დით მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბას და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას.

● და­ვი­წყებ­დით რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას.

● გა­ვაღ­რმა­ვებ­დით აშშ-სა და ევ­რო­კავ­შირ­თან მე­გობ­რო­ბა­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ას.

● ჩემი აზ­რით, ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას და­ახ­ლო­ე­ბით ორი-სამი წელი დას­ჭირ­დე­ბო­და, რის შემ­დე­გაც მე ვა­პი­რებ­დი

პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას, რათა ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო.

ეს იყო ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ჩემი და­პი­რე­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბი­თაც მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში და სწო­რედ მათი შეს­რუ­ლე­ბით უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო იმ ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბა, რო­მელ­საც და­ე­ფუძ­ნე­ბო­და ქვეყ­ნის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა. კი­დევ ერთი - ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და დღე­საც არის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­ნე­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე მდგარ სტრა­ტე­გი­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის მიღ­წე­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად ეს მო­საზ­რე­ბა კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლს იწ­ვევ­და და იწ­ვევს, მე ამ გზი­დან არა­სო­დეს გა­და­მიხ­ვე­ვია და არც გა­და­ვუხ­ვევ, ვი­ნა­ი­დან, სწო­რედ ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა არის გზა ღირ­სე­უ­ლი მო­მავ­ლის­კენ. პირ­ვე­ლი­ვე დღეს გან­ვა­ცხა­დე და სულ ვი­მე­ო­რებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­კარ­გი და მო­საკ­ვე­თი არა­ვინ ჰყავს, მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი დრო­ზე მიხ­ვდეს ჩა­დე­ნილ შეც­დო­მებს, მო­ი­ნა­ნი­ოს და სი­კე­თის­კენ გა­დად­გას ნა­ბი­ჯი.

სად ვართ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყვე­ლა აკ­რძა­ლუ­ლი ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნა, კა­ლა­პო­ტი­დან მა­ინც ვერ ამოგ­ვაგ­დო, ვერ­ცერთ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე ვერ წა­მოგ­ვა­გო და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მთლი­ა­ნად ჩვე­ნი სცე­ნა­რით წა­რი­მარ­თა. არ­ჩევ­ნე­ბის წინ თბი­ლის­ში მა­ნამ­დე უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის აქ­ცია გა­ი­მარ­თა, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და ქუ­ჩა­ში და ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბელ და ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლელ რე­ჟიმს ძა­ლა­უფ­ლე­ბა უსის­ხლოდ და­ვათ­მო­ბი­ნეთ.

უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და მო­ძა­ლა­დე მთავ­რო­ბის ნაც­ვლად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბაც მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლეა. სრუ­ლად აღ­მოვ­ფხვე­რით ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია. დღეს ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბიც კი ვერ უარ­ყო­ფენ ამ ფაქტს და ვერ გვაბ­რა­ლე­ბენ კო­რუფ­ცი­ის მფარ­ვე­ლო­ბას.

ამ ოთხ წე­ლი­წად­ში ჩა­ვა­ტა­რეთ სა­მა­გა­ლი­თო - 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო და 2014 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი და ბოლო მო­ვუ­ღეთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ხმე­ბის მო­პარ­ვის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბიც ასე­ვე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად კრი­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბე­ბი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სა­სა­მარ­თლო სა­ხე­ლი­სუფ­ლო წნე­ხის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. შე­იძ­ლე­ბა, არ მოგ­ვწონ­დეს ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ან ესა თუ ის მო­სა­მარ­თლე, მაგ­რამ, მთა­ვა­რია, რომ დღეს სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი გზა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­უჩ­ნდათ. აზრი მი­ე­ცა ად­ვო­კა­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას.

მო­ვახ­დი­ნეთ პო­ლი­ცი­ის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცია და მას ვე­ღა­რა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის; გა­ვა­უქ­მეთ სოდი და კუდი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­შან­ტა­ჟე­ბით და ბიზ­ნე­სე­ბის წარ­თმე­ვით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ჩა­მო­ვა­შო­რეთ შსს-ს.

მე­დია სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის­გან. თვალ­სა­ჩი­ნო ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს ყო­ფი­ლა ამ­დე­ნი ტე­ლე­ვი­ზია, რამ­დე­ნიც დღეს არის და, სხვა­თა შო­რის, ვერც იმას გა­იხ­სე­ნებს ვინ­მე, რომ მთავ­რო­ბის მი­სა­მარ­თით ასე­თი და­უნ­დო­ბე­ლი კრი­ტი­კა და ლან­ძღვა მო­ეს­მი­ნოს; თა­ნაც, პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, მთავ­რო­ბას სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია არ გა­აჩ­ნია.

ბიზ­ნეს­მა მო­ი­შო­რა სა­ხე­ლი­სუფ­ლო წნე­ხი. ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­აც კი ვერ სა­უბ­რობს ბიზ­ნე­სის შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე. ახა­ლი მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი გახ­და ისე­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ­ლის შე­დე­გიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ფე­ნი­სათ­ვის.

ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლას, ვი­საც ამის სურ­ვი­ლი და სა­ფერ­მე­რო მე­ურ­ნე­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის რე­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი აქვს, სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს გრძელ­ვა­დი­ა­ნი უპ­რო­ცენ­ტო სეს­ხე­ბით. ამა­ვე დროს, ეხ­მა­რე­ბა პი­რუ­ტყვის შერ­ჩე­ვა­სა და შე­ძე­ნა­ში, უფა­სო თეს­ლის, ნერ­გის, საწ­ვა­ვი­სა და სა­სუ­ქის მო­მა­რა­გე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში 26 ათას­ზე მეტ­მა ბიზ­ნესპრო­ექ­ტმა ისარ­გებ­ლა და­ფი­ნან­სე­ბით. ქვეყ­ნის მე­ლი­ო­რა­ცი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­დე­გად 133%-ით გა­ი­ზარ­და ირი­გა­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მი­წე­ბის ფარ­თო­ბი. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში სა­ერ­თო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 1 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო მხო­ლოდ შეძ­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ახ­ლობ­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად იძუ­ლე­ბულ­ნი იყ­ვნენ, სახლ-კარი გა­ე­ყი­დათ და სეს­ხე­ბი აე­ღოთ, ამის ნაც­ვლად ჩვენ შე­მო­ვი­ღეთ სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა და ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა. დღეს უფუ­ლო­ბის გამო ადა­მი­ა­ნი ბე­დის ანა­ბა­რად აღა­რაა მი­ტო­ვე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე არა­ვინ რჩე­ბა. ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უნი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მა და ცე ჰე­პა­ტი­ტის­გან უფა­სოდ გა­ნი­კურ­ნე­ბა ათა­სო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა. ეს პრო­ექ­ტი არა­მარ­ტო სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­მედ სწო­რედ ეკო­ნო­მი­კის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო 1 მი­ლი­ონ 600 ათას­მა ადა­მი­ან­მა.

ვა­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კი­დან - ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ეკო­ნო­მი­კის­კენ

ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მიღ­წე­ვას წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის გა­დაყ­ვა­ნა ვა­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კი­დან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ეკო­ნო­მი­კა­ზე. 2013-2016 წლებ­ში (2016 წლის პროგ­ნო­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით), პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 62%-ით მე­ტია, ვიდ­რე - 2009-2012 წლებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი ვალი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად 2013-2015 წლებ­ში გა­ი­ზარ­და. 2007-2009 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი სა­გა­რეო ვალი 5 მი­ლი­არდ 34 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით გა­ი­ზარ­და, 2010-2012-ში 4 მი­ლი­არდ 453 მი­ლი­ო­ნით, ხოლო 2013-2015 წლებ­ში მხო­ლოდ 1 მი­ლი­არდ 686 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით, ანუ წინა სამ წელ­თან შე­და­რე­ბით 2,5-ჯერ ნაკ­ლე­ბით. 2013 წელს დას­რულ­და პრაქ­ტი­კა, როცა ქვე­ყა­ნა სა­ვა­ლუ­ტო დე­ფი­ციტს მას­შტა­ბუ­რი ვა­ლის აღე­ბით აბა­ლან­სებ­და და პი­რი­ქით, ვა­ლის აქ­ტი­უ­რად და­ფარ­ვა და­ი­წყო.

2013 წლი­დან სა­გა­რეო ვა­ლის ზრდით მი­ღე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის იმი­ტა­ცი­ის ნაც­ვლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­რე­მო, ამის დას­ტუ­რია, რომ მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გლო­ბა­ლურ რე­ი­ტინ­გში 2006-2007 წლებ­ში 87-ე ად­გილ­ზე ვი­ყა­ვით, 2011-2012 წლებ­ში 88-ე ად­გილ­ზე დავ­ქვე­ით­დით, ხოლო 2015-2016 წლებ­ში 66-ე ად­გილ­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლეთ და ევ­რო­კავ­ში­რის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას გა­და­ვუს­წა­რით. ეს არის რე­ი­ტინ­გი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე კომ­პლექ­სუ­რად ასა­ხავს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას.

სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წელს ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი პირ­ვე­ლად გა­და­ა­ჭარ­ბებს 10 000-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ლარს (მშპ მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის პა­რი­ტე­ტის მი­ხედ­ვით), რაც 25%-ით აღე­მა­ტე­ბა 2012 წლის დო­ნეს.

იმა­ვე კვლე­ვის მი­ხედ­ვით 2017-2021 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით 46.4%-ით გა­იზ­რდე­ბა და 2021 წელს 14 663 სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ლარს მი­აღ­წევს, ხოლო ზრდის ტემ­პი 11.9% გახ­დე­ბა. თუ ასე­თი ზრდის ტემპს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, რაც სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია, 2030 წლის­თვის მშპ-ს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ო­თხმაგ­დე­ბა და 40 000 სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს. ეს ციფ­რე­ბი ახ­ლოს არის ევ­რო­პის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის დღე­ვან­დელ მო­ნა­ცე­მებ­თან და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სტა­ბი­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის გა­რან­ტი­ას წარ­მო­ად­გენს.

მსოფ­ლიო ბან­კმა გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა 17 ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ბოლო 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი 2014 წელს და­ფიქ­სირ­და. 200 ქვე­ყა­ნას შო­რის, სა­დაც კვლე­ვის მი­ხედ­ვით მმარ­თვე­ლო­ბის 6 ჯა­მუ­რი ინ­დი­კა­ტო­რია მო­ცე­მუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და. ეს ინ­დი­კა­ტო­რე­ბია: მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და კო­რუფ­ცი­ის კონ­ტრო­ლი, გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ხა­რის­ხი, პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ძა­ლა­დო­ბის/ტე­რო­რიზ­მის არარ­სე­ბო­ბა.

დღეს მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის რე­ი­ტინ­გით სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში ლი­დე­რია და, გარ­და ამი­სა, მთე­ლი რიგი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით უს­წრებს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ისეთ ქვეყ­ნებს, რო­გო­რი­ცაა ეს­პა­ნე­თი, პო­ლო­ნე­თი, იტა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი, ლატ­ვია, ლიტ­ვა და სხვა.

ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დათ­მო­ბე­ბის გა­რე­შე შევ­ძე­ლით ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის­თვის გაგ­ვეხ­სნა რუ­სუ­ლი ბა­ზა­რი და, ამა­ვე დროს, 2015 წელს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი ევ­რო­კავ­შირ­ში 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით გა­ორ­მაგ­და.

2013-2015 წლებ­ში წლებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში 55 000 ადა­მი­ა­ნით გა­ი­ზარ­და. მა­შინ რო­დე­საც 2006-2012 წლებ­ში 23000-ით შემ­ცირ­და.

2013-2015 წლებ­ში რე­ა­ლუ­რი ხელ­ფა­სი გა­ი­ზარ­და 175 ლა­რით, 2010-2012 წლებ­ში კი - მხო­ლოდ 78 ლა­რით; პენ­სი­ე­ბის რე­ა­ლურ­მა ზრდამ (მსყიდ­ველ­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) შე­ად­გი­ნა 24,1%;

2013-2015 წლებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მი­დან მი­ღე­ბულ­მა წმინ­და შე­მო­სა­ვალ­მა 4 მი­ლი­არდ 520 მი­ლი­ონ დო­ლარს მი­აღ­წია, რაც ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა 2010-2012 წლე­ბის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელს. ზრდა შთამ­ბეჭ­და­ვია მიმ­დი­ნა­რე წელ­საც. იან­ვარ-აპ­რილ­ში ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით ტუ­რიზ­მი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 17%-ით გა­ი­ზარ­და და შე­ად­გი­ნა 505 მლნ აშშ დო­ლა­რი.

2013-2015 წლებ­ში 2010-2012 წლებ­თან შე­და­რე­ბით მშე­ნებ­ლო­ბის მო­ცუ­ლო­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გა­ი­ზარ­და 56%-ით, მათ შო­რის, თბი­ლის­ში 63%-ით, ხოლო აჭა­რა­ში - 76%-ით (გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბის მი­ხედ­ვით).

მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მო­ცუ­ლო­ბა:

● 2013-2015 წლებ­ში ენერ­გე­ტი­კა­ში 2 მი­ლი­არდ 506 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. უკვე შე­ვი­და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 523 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 14 ჰიდ­რო და 1 თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი.

● უახ­ლეს მო­მა­ვალ­ში ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შევა კი­დევ ექ­ვსი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი, მათ შო­რის - 416 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის "შუ­ა­ხე­ვ­ჰე­სი". და­ი­წყო "ნენ­სკა­რა­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

● გა­ფორმ­და მე­მო­რან­დუ­მე­ბი 104 გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა სა­ერ­თო ჯა­მუ­რი დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 2800 მე­გა­ვატს აღე­მა­ტე­ბა, ხოლო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

საგ­რძნობ­ლად იმა­ტა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის ტემ­პმა. მა­გა­ლი­თად, წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 2,5-ჯერ მეტი ავ­ტო­ბა­ნი შენ­დე­ბა, ვიდ­რე - წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია იმ ფონ­ზე, როცა რე­გი­ო­ნის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი მოხ­და, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა იყო სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვი­საც. მოვ­ლე­ნე­ბის ამ­გვა­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უფრო მე­ტის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბო­და. თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 2004-2012 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ტემ­პით ლი­დე­რი არ ყო­ფი­ლა. სომ­ხეთს, ბე­ლო­რუსს, აზერ­ბა­ი­ჯანს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის უფრო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ჰქონ­დათ. 2013-2015 წლებ­ში კი, სა­ქარ­თვე­ლოს, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ტემ­პი აქვს.

დას­კვნით ფა­ზა­ში შე­ვი­და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის პრო­ექ­ტი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ეს­წრნენ მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბას, ხოლო სექ­ტემ­ბერ­ში ქუ­თა­ის­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბას შე­ვუდ­გე­ბით.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვის საგ­ნად რჩე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის აგ­რე­სი­ი­სა და სა­პა­სუ­ხო გა­უ­აზ­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში დევ­ნი­ლე­ბად იქ­ცნენ. მთავ­რო­ბამ და­ი­წყო დევ­ნილ­თათ­ვის ბი­ნე­ბის აშე­ნე­ბა, სახ­ლე­ბის შე­ძე­ნა და ფარ­თე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ეჩ­ვე­ვი­ან პო­ლი­ტი­კურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, მათ აღარ ეში­ნი­ათ სა­კუ­თა­რი კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის თუ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვი­სა. ადა­მი­ა­ნე­ბი შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მო­თხოვ­ნით გა­ფიც­ვებ­საც კი აწყო­ბენ, რაც, და­მე­თან­ხმე­ბით, ადრე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო.

მთავ­რო­ბამ რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით - გა­ფორმ­და ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და შე­თან­ხმე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ, რი­თაც ქარ­თველ მე­წარ­მე­ებს ევ­რო­პის ხუ­თას­მი­ლი­ო­ნი­ან ბა­ზარ­ზე გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ. გა­იხ­სნა საქრთვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი სას­წავ­ლო ცენ­ტრი. მი­ღე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძა­ლი­ან მალე ევ­რო­პა­ში უვი­ზოდ მი­მოს­ვლას შეძ­ლე­ბენ.

დღეს გა­ცი­ლე­ბით მყა­რი და სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს პარტნი­ორ ქვე­ყა­ნებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. ყვე­ლა რე­ი­ტინ­გით და მაჩ­ვე­ნებ­ლით მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­ვაღ­წი­ეთ და არ არ­სე­ბობს სფე­რო, რო­მელ­შიც ბევ­რად უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვქონ­დეს, ვიდ­რე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბი­სას იყო.

მოკ­ლე დრო­ში მო­ვა­ხერ­ხეთ და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­ის რელ­სებ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნეთ; შევ­ქმე­ნით სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი შემ­დგო­მი რე­ფორ­მე­ბი უნდა და­ე­ფუძნოს.

ჩვენ მუდ­მი­ვად ვე­ძებთ, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ისე­თი, რაც წა­ა­ხა­ლი­სებს ეკო­ნო­მი­კას და მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბას უფრო ეფექ­ტი­ანს გახ­დის. ამ მიზ­ნით უკვე ჩა­ვა­ტა­რეთ შვი­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი, სა­დაც მოწ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ ჩვენს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბიც, თუმ­ცა, მათ­გა­ნაც ვერ მო­ვის­მი­ნეთ რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რე­ა­ლუ­რად კი­დევ რისი გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო მთავ­რო­ბას და არ გა­ა­კე­თა.

ნე­ბის­მი­ე­რი მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბა ფას­დე­ბა რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ კრი­ტე­რი­უ­მით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მაქ­სი­მა­ლურ შე­დეგს მი­აღ­წია. ცხა­დია, 3-4 წე­ლი­წად­ში ის ვერ შეძ­ლებ­და იმის გა­კე­თე­ბას, რა­საც თხუთ­მე­ტი წელი სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი მო­ამ­ზა­და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ეს არ არის მხო­ლოდ ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბა, ასე აფა­სე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

საით მივ­დი­ვართ

სა­ქარ­თვე­ლო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას - ჩვენ თა­ვი­დან ვსწავ­ლობთ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბას, ვეჩ­ვე­ვით დე­მოკ­რა­ტი­ას და სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კას, ზო­გა­დად თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია მო­მავ­ლის წი­ნა­შე და დღეს, ისე რო­გორც არას­დროს, გვჭირ­დე­ბა სიფრ­თხი­ლე, რათა არ და­ვუშ­ვათ შეც­დო­მა, რო­მე­ლიც იმ ტი­რა­ნი­ა­ში დაგ­ვაბ­რუ­ნებს, დიდი გა­ჭირ­ვე­ბით რომ და­ვაღ­წი­ეთ თავი. ამი­ტომ ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, ვუ­პა­სუ­ხოთ დრო­ის მო­თხოვ­ნებს, მარ­თე­ბუ­ლად შე­ვა­ფა­სოთ მოვ­ლე­ნე­ბი და მი­ვი­ღოთ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რათა წყალ­ში არ ჩაგ­ვე­ყა­როს ის მიღ­წე­ვე­ბი, რაც ამ­ჟა­მად გვაქვს და რაც სა­მო­მავ­ლოდ უკე­თეს პერ­სპექ­ტი­ვას გვი­პირ­დე­ბა.

მარ­თე­ბუ­ლი კი მხო­ლოდ ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც გვა­ახ­ლო­ებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის უმ­თავ­რეს სტრა­ტე­გი­ულ მი­ზანს - თა­ვი­სუფ­ლე­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბას, თვითმყო­ფა­დო­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბას და მსოფ­ლიო პროგ­რე­სის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბას!

დრო­ის და ცხოვ­რე­ბის მკაც­რი მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ ჩა­მორ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. სწო­რედ ეს ამო­ცა­ნა უდ­გათ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც, მი­უ­ხე­და­ვად ათა­სი პრობ­ლე­მი­სა, გულს არ იტ­ხენ და შრო­მო­ბენ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის, მო­მავ­ლის და ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ. ამა­ში სჭირ­დე­ბათ მათ ხელ­შე­წყო­ბა და დახ­მა­რე­ბა.

ყვე­ლა ვხე­დავთ, რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლო­ბაა დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის, ჩვენს გარ­შე­მო - უახ­ლო­ეს და არც თუ შო­რე­ულ სა­მე­ზობ­ლო­ში. ულ­მო­ბე­ლი ტე­რაქ­ტე­ბი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა და­პი­რის­პი­რე­ბა, ის სა­ხი­ფა­თო აის­ბერ­გე­ბია, რომ­ლე­ბიც ჩვენს შო­რი­ახ­ლო და­ცუ­რა­ვენ და კა­ტას­ტრო­ფე­ბით გვე­მუქ­რე­ბი­ან. ჩვე­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა სწო­რედ ის არის, რომ ამ აის­ბერ­გებს შო­რის ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხოდ გა­ტა­რე­ბა შევ­ძე­ლით და მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ.

რამ­დე­ნად მი­ვაღ­წევთ მი­ზანს, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ორ ფაქ­ტორ­ზე - რო­გო­რი ტი­პის სა­ხელ­მწი­ფოს ავა­შე­ნებთ და რა სა­გა­რეო ორი­ენ­ტი­რე­ბი ექ­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას.

რო­გორ სა­ხელ­მწი­ფოს ვა­შე­ნებთ

ყვე­ლა ერს აქვს რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა, გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რისი მე­ო­ხე­ბი­თაც იგი წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს - ხელ­საყ­რე­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი წი­ა­ღი­სე­უ­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი და ა.შ. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ასეთ საყ­რდენ ფე­ნო­მე­ნად მე­სა­ხე­ბა მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი უწყვე­ტი კულ­ტუ­რა და ევ­რო­პი­სა და აზი­ის გზა­შე­სა­ყარ­ზე დიდ იმ­პე­რი­ებს შო­რის ცხოვ­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და პროგ­რე­სის­კენ სწრაფ­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბი ლა­მის გე­ნე­ტი­კურ კოდ­ში გვაქვს ჩა­წე­რი­ლი.

ალ­ბათ ბევ­რს ახ­სოვს სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი სა­ზე­პი­რო მერ­ვე სა­უ­კუ­ნე­ში და­წე­რი­ლი აბო თბი­ლე­ლის ცხოვ­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებ­მა წმინ­და­ნად და თბი­ლი­სის მფარ­ვე­ლად შე­რა­ცხეს - ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბა გვად­გას ქარ­თვე­ლებს, ვირ­ხე­ვით რო­გორც ლერ­წა­მი ძლი­ერ ქარ­ში, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის წესს მა­ინც არ ვიც­ვლით და ვაგ­რძე­ლებთ "ჩვე­უ­ლე­ბი­სა­ებრ მა­მუ­ლი­სა სლვა­სო".

ქარი გვარ­ხევს, მაგ­რამ, ურ­თუ­ლეს რე­გი­ონ­ში ცხოვ­რე­ბით შე­ძე­ნი­ლი გამ­ჭრი­ა­ხო­ბის წყა­ლო­ბით, ვერც გვტეხს და ვერც ად­გი­ლი­დან გვძრავს. კომ­პრო­მი­სის ძი­ე­ბა, როცა სა­ჭი­როა - დათ­მო­ბა, როცა სა­ჭი­როა - მტკი­ცედ დგო­მა, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სად და გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ლა­ბი­რინ­თებ­ში სა­ი­მე­დო გზამ­კვლე­ვად იქცა.

ამის თვალ­სა­ჩი­ნო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრში გვერ­დიგ­ვერდ მდგა­რი ტაძ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ოთხ დიდ რე­ლი­გი­ას - ქრის­ტი­ა­ნო­ბას, ის­ლამს, იუ­და­იზმს და ზო­რო­ას­ტრიზმს გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ და ერ­თმა­ნეთს კი არ უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, არა­მედ ქვე­ყა­ნას აძ­ლი­ე­რე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ქრის­ტი­ა­ნი და მუს­ლი­მი ბავ­შვე­ბი ერ­თად სწავ­ლო­ბენ, გვერ­დიგ­ვერდ ლო­ცუ­ლო­ბენ და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის მათ ურ­თი­ერ­თო­ბას.

სა­მა­გა­ლი­თოა ქარ­თვე­ლე­ბის და ებ­რა­ე­ლე­ბის ოც­და­ექ­ვსსა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ძმო­ბა და თა­ნა­არ­სე­ბო­ბა და ამა­ზე მხო­ლოდ ჩვენ არ ვლა­პა­რა­კობთ. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია ერთი ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვი ამ­ბა­ვი - 1913 წელს მა­ი­ნის ფრა­კ­ფურ­ტში მიმ­დი­ნა­რე ებ­რა­ელ­თა მსოფ­ლიო კონ­გრეს­ზე, გა­მო­დი­ოდ­ნენ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან და აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ მა­შინ­დელ მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობ­და ქვე­ყა­ნა, სა­დაც ან­ტი­სე­მი­ტიზ­მი არ მძლავ­რობ­და, რის პა­სუ­ხა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან წარ­გზავ­ნილ­მა რა­ბინ­მა და­ვით ბა­ა­ზოვ­მა, ძა­ლი­ან დიდ­მა პი­როვ­ნე­ბამ და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, გა­ნა­ცხა­და: მე­გობ­რე­ბო, ასე­თი ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობს, პა­ტა­რა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ქარ­თვე­ლებს შო­რის ვცხოვ­რობთ ებ­რა­ე­ლე­ბი უკვე 2500 წე­ლია და არას­დროს გან­გვიც­დია დამ­ცი­რე­ბა ან ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დოს ყო­ფი­ლა გე­ტო­ე­ბი, "პოგ­რო­მე­ბი" ან დის­კრი­მი­ნა­ცია და ქარ­თულ ენა­ში "პოგ­რო­მის" შე­სა­ტყვი­სი სი­ტყვაც კი არ არ­სე­ბობ­სო. ფეხ­ზე ამ­დგა­რი დარ­ბა­ზი ტა­შით მი­ე­სალ­მა ამ ფაქტს.

ჩვე­ნი ხა­სი­ა­თის­თვის სრუ­ლი­ად უცხოა და მი­უ­ღე­ბე­ლი სხვი­სი სიწ­მინ­დე­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, რე­ლი­გი­უ­რი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნის ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დამ­ცი­რე­ბა. ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო არის სხვა­დას­ხვა ეთ­ნო­სის თუ რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფის მე­გობ­რუ­ლად და კე­თილ­გან­წყო­ბით თა­ნა­არ­სე­ბო­ბის მი­სა­ბა­ძი მო­დე­ლი.

კარ­გად უნდა ვი­ცო­დეთ, რომ მცდე­ლო­ბე­ბი, თავს მოგ­ვახ­ვი­ონ პო­ლი­ტი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი რა­დი­კა­ლიზ­მი, აგ­რე­სია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა თუ ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო, გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის სა­ფუძ­ვე­ლებს. ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ფხიზ­ლე და შე­უ­რი­გებ­ლო­ბა გვმარ­თებს. სწო­რედ გულ­წრფე­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბა წარ­მო­ად­გენს დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ბევ­რი მწვა­ვე პრობ­ლე­მის გა­სა­ღებს და იმ ოქ­როს საწ­მისს, რი­თაც ჩვენ სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი გა­მოვ­ჩნდე­ბით მსოფ­ლი­ოს­თვის.

ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბო­და ქვე­ყა­ნა - შევ­ძე­ლით, გვერ­დი აგ­ვევ­ლო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი საფრ­თხე­ე­ბის­თვის, გა­ვაღ­მა­ვეთ ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რებ­თან და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან და ამ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და მშვი­დი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია, რომ მი­უ­ხე­და­ვად რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი მწვა­ვე კრი­ზი­სი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იზ­რდე­ბა ტუ­რიზ­მიც და მთლი­ა­ნად ეკო­ნო­მი­კაც.

რო­დე­საც ქარ­თულ ფე­ნო­მენ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვე­ხოთ ვა­ზის კულ­ტუ­რას, რაც ასე­ვე ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სის და ჩვე­ნი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ნი­შან­თა­გა­ნია. შემ­თხვე­ვით არ არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ ვა­ზის ჯვრით შე­მო­ვი­და ქრის­ტი­ა­ნო­ბა, რაც ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გან­მსა­ზღვრე­ლია.

ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით ვი­ტყვი, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა, ეს არც ისე შორს იყოს სი­მარ­თლის­გან - სა­დაც კი ადა­მი­ან­მა ნავი გა­თა­ლა, მა­შინ­ვე სხვა ქვეყ­ნებს მი­ა­შუ­რა. ნავ­მა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი მი­ა­ჯაჭ­ვა სა­კუ­თარ მიწა-წყალს, რად­გან ჩვე­ნი წი­ნაპ­რის­თვის ნავი საწ­ნა­ხე­ლი იყო, რა­შიც ღვი­ნოს წუ­რავ­და და სხვა­გან წას­ვლას, შინ სტუმ­რის ლო­დინს ამ­ჯო­ბი­ნებ­და. ჩვენ მსოფ­ლიო გვიც­ნობს რო­გორც ოქ­როს საწ­მი­სის მხა­რეს და რო­გორც ღვი­ნის სამ­შობ­ლოს; ღვი­ნო ქარ­თუ­ლი სი­ტყვაა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი და ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ღვი­ნის კულ­ტუ­რამ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

ვაზს უკავ­შირ­დე­ბა ქარ­თუ­ლი სუფ­რის უნი­კა­ლუ­რი ფე­ნო­მე­ნი, რო­მე­ლიც ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს ქარ­თვე­ლი კა­ცის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ცხოვ­რე­ბის რა­ო­ბის მი­მართ, სა­დაც სი­ცო­ცხლის აზ­რად და­სა­ხუ­ლია თვით სი­ცო­ცხლის­ვე სიყ­ვა­რუ­ლი და მისი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოვ­ლი­ნე­ბა - სხვა ადა­მი­ა­ნის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის მი­ნი­ჭე­ბის სურ­ვი­ლი, მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა, ლექ­სი, რაც სა­კუ­თარ თავს გვამ­სგავ­სებს, რა­შიც ყვე­ლა­ზე მე­ტად ვლინ­დე­ბა ჩვე­ნი მე­ო­ბა და კულ­ტუ­რის თვითმყო­ფა­დო­ბა და რაც უდა­ვოდ კა­ცობ­რი­ო­ბის შე­ნა­ძე­ნია.

ღვი­ნის კულ­ტუ­რა და ქარ­თუ­ლი სუფ­რის ფი­ლო­სო­ფია თა­ვი­სი არ­სით და სუ­ლის­კვე­თე­ბით ადა­მი­ან­თა ტო­ლე­რან­ტო­ბას ეფუძ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტო­მაც, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ტო­ლე­რან­ტო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შეთ­ვი­სე­ბულ ცხოვ­რე­ბის და აზ­როვ­ნე­ბის წესს, ძვალ­სა და რბილ­ში გამ­ჯდარ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს და დღეს იმ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად გვხდის, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე დიდ ღი­რე­ბუ­ლე­ბად პი­როვ­ნე­ბის ღირ­სე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­აჩ­ნი­ათ. პი­როვ­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი იგი­ვე ვაჟა-ფშა­ვე­ლას ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია და სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვენს მენ­ტა­ლი­ტეტს.

ნამ­დვი­ლად შეგ­ვიძ­ლია, რომ ევ­რო­პი­სა და აზი­ის გზა­შე­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მალე გა­და­ვაქ­ცი­ოთ კულ­ტუ­რა­თა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა თავ­შეყ­რის და მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­არ­სე­ბო­ბის ად­გი­ლად, რომ­ლის მო­დე­ლიც არის ძვე­ლი თბი­ლი­სი და რისი გა­მოც­დი­ლე­ბაც ათე­უ­ლო­ბით სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ვი­მუ­შა­ვეთ.

დღეს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა ექ­ვსჯერ ჩა­მორ­ჩე­ბა სა­შუ­ა­ლო­ევ­რო­პულს და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო ხში­რად მიჩ­ქმა­ლუ­ლია და მტვერ­და­დე­ბუ­ლია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წრთო­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თის მთა­ვა­რი საზ­რი­სი, გა­ი­ხა­როს სხვის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის მი­ნი­ჭე­ბით. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ სულ რა­ღაც 10-15 წე­ლი­წად­ში ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა ევ­რო­პუ­ლის მსგავ­სი იქ­ნე­ბა. სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხმობ, რო­დე­საც ორი­ენ­ტი­რად 2030 წელი ავი­ღე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა "2030" და­ვა­ფუძ­ნე, რად­გან ჩვე­ნი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გათ­ვლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა 2030 წლის­თვის სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­მარ­თე­ბა წელ­ში და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის რიგ­ში ჩავ­დგე­ბით. ეკო­ნო­მი­კუ­რი გათ­ვლე­ბის გარ­და, ამის იმედს მაძ­ლევს ჩვე­ნი ხალ­ხის ნი­ჭი­ე­რე­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, სწრაფ­ვა სი­ახ­ლის შეც­ნო­ბის­კენ და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის გო­ნი­ე­რე­ბა, დიდი შე­მარ­თე­ბა, თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბის უნა­რი და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი, რაც, თუნ­დაც, თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის დრო­საც გა­მომ­ჟღავ­ნდა.

როცა ამას მო­ვა­ხერ­ხებთ და სი­დუ­ხ­ჭი­რეს თავს და­ვაღ­წევთ, მა­შინ ქარ­თულ ფე­ნო­მენ­საც ოქ­როს ხანა და­უდ­გე­ბა და ყვე­ლას­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბა ჩვე­ნი ლა­მა­ზი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა რე­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­ღალ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ზე და­ფუძ­ნე­ბულ და ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­მე­ლიც მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო უპირ­ვე­ლე­სად ჩვე­ნი აფხა­ზი და ოსი ძმე­ბი­სათ­ვის უნდა იყოს.

ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი კა­პი­ტა­ლია გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბა და კულ­ტუ­რა­თა მშვი­დო­ბი­ა­ნად შეხ­ვედ­რი­სა და ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მში დაბ­რუ­ნე­ბა ჩვენ­თვის მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი კი არა, კულ­ტუ­რუ­ლი და მენ­ტა­ლუ­რი ტრა­გე­დი­აც იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი ძა­ლა­დო­ბას ეფუძ­ნე­ბა, მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ნუ­ლო­ვან ტო­ლე­რან­ტიზმს ამ­კვიდ­რებს.

ნუ­ლო­ვან ტო­ლე­რან­ტო­ბა­სა და ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მში დაბ­რუ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კულ­ტუ­რა­თა მშვი­დო­ბი­ა­ნი გზა­შე­სა­ყა­რის ნაც­ვლად, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა გზა­გა­სა­ყა­რად და ინ­ტე­რეს­თა შე­ჯა­ხე­ბის პო­ლი­გო­ნად გა­და­იქ­ცე­ვა, რაც დაგ­ვან­გრევს და გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ველ­გვარ პერ­სპექ­ტი­ვას მოგ­ვის­პობს.

სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის და კე­თილ­დღე­ო­ბის ერ­თა­დერ­თი სა­ფუძ­ვე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, დე­მოკ­რა­ტია და ტო­ლე­რან­ტო­ბაა და ჩვე­ნი ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ აქ­სი­ო­მას უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს!

ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურ­სი და ორი­ენ­ტი­რე­ბი

ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბა მხო­ლოდ დე­მოკ­რა­ტი­ას და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მოს უკავ­შირ­დე­ბა, ცხა­დია ისიც, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცეს­თან ინ­ტეგ­რა­ცია, ნა­ტოს წევ­რო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ­თვის კი­თხვე­ბი არ არ­სე­ბობს.

ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სა­გა­რეო კურ­სი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვანს, რო­მე­ლიც ემ­ყა­რე­ბა ის­ტო­რი­ულ და ფა­სე­უ­ლობ­რივ კავ­შირს და­სავ­ლურ სამ­ყა­როს­თან და ეს არა­ერ­თხელ იქნა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვე­ბით და, მათ შო­რის, პლე­ბის­ცი­ტი­თაც.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სწო­რედ ამ არ­ჩევ­ნის გან­ხორ­ცი­ლე­ბის­თვის - ატა­რებს რე­ფორ­მებს, რათა კი­დევ უფრო და­ვუ­ახ­ლოვ­დეთ ევ­რო­პას და სა­ქარ­თვე­ლო რე­ა­ლუ­რად გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი ეკო­ნო­მი­კის და ევ­რო­პუ­ლი მო­წყო­ბის ქვე­ყა­ნა.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში ლი­დე­რი ქვე­ყა­ნაა დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს­გა­რე­მო სა­უ­კე­თე­სოა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის მო­თხოვ­ნებ­საც ყვე­ლა­ზე უკეთ ჩვენ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ.

სა­გა­რეო ორი­ენ­ტი­რებ­ზე სა­უბ­რი­სას სა­გან­გე­ბოდ უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან, რო­მე­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­რან­ტი და მხარ­დამ­ჭე­რი. ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს სწო­რედ ამე­რი­კამ გა­უ­წია ჩვენს ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე დიდი ფი­ნან­სუ­რი, სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა.

ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის მე­გობ­რო­ბა ძა­ლი­ან მა­ღალ ხა­რისხში ავი­და და, ყვე­ლამ კარ­გად უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა და პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სწო­რედ ჩვენს მთა­ვარ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბა­სა და მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­ღე­ბის სა­კი­თხი უახ­ლო­ეს დღის წეს­რიგ­ში არ დგას. ასე­ვე გარ­კვე­უ­ლი ლო­დი­ნი დაგ­ვჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ნა­ტოს წევ­რე­ბი გავ­ხდე­ბით, რად­გან ეს რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ნა­წი­ლია და მხო­ლოდ ჩვენს სურ­ვილ­სა და მზად­ყოფ­ნა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იქ­ცეს სპე­კუ­ლი­რე­ბის და, მით უმე­ტეს, იმედ­გაც­რუ­ე­ბის სა­ბა­ბად.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო კურ­სი და ორი­ენ­ტი­რი ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა! ჩვენ მოთ­მი­ნე­ბით და­ვე­ლო­დე­ბით ხელ­საყ­რელ დროს, მზად ვიქ­ნე­ბით და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რებ­ში შე­ვალთ მა­შინ­ვე, რო­გორც კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი კა­რის გა­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ.

და­სავ­ლუ­რი კურ­სი არ ნიშ­ნავს, რომ პა­ტივსცე­მით არ მო­ვექ­ცე­ვით მე­ზობ­ლებს და არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მათ ინ­ტე­რე­სებს, პი­რი­ქით, ჩვე­ნი სტრა­ტე­გია გუ­ლის­ხმობს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას ყვე­ლა მე­ზო­ბელ და არა­მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას­თან.

ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რათა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის შე­უ­ლა­ხა­ვად შევ­ძლოთ ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა რუ­სეთ­თან, გა­ვაღ­რმა­ვებთ კავ­ში­რებს მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან - თურ­ქეთ­თან, აზე­ბა­ირ­ჯან­თან, სომ­ხეთ­თან; სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ვი­წყებთ ირან­თან; სა­ქარ­თვე­ლო აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს უზარ­მა­ზა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე აბ­რე­შუ­მის გზის პრო­ექ­ტში. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ფორმ­და კონ­ტრაქ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გერ­მა­ნი­ის რკი­ნიგ­ზა, სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით, ჩი­ნეთს და­უ­კავ­შირ­დე­ბა. ამით კი­დევ უფრო გა­მოკ­ვე­თე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ფუნ­ქცია, იყოს სატ­რან­სპორ­ტო დე­რე­ფა­ნი და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთს შო­რის.

წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბის საფრ­თხე

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ პრობ­ლე­მებს მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად ქმნის ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის დე­მოკ­რა­ტია და, მე­ო­რე მხრივ, მას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა. ასე­თი გან­სხვა­ვე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კის დო­ნე­ებს შო­რის იშ­ვი­ა­თია და ძნე­ლად თუ სად­მე მო­ი­ძებ­ნე­ბა. რო­გორც წესი, დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხი შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას. დღეს არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მში დაბ­რუ­ნე­ბის ნი­ა­დაგს ქმნის, ხოლო ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გა­ნუხ­რე­ლად გან­ვი­თა­რე­ბას მო­ი­თხოვს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ მო­მავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა ვი­მოქ­მე­დოთ.

სა­ა­კაშ­ვილს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იდე­ო­ლო­გე­ბი ღიად ასა­ბუ­თებ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს - ეკო­ნო­მი­კის სწრა­ფი წინსვლი­სა და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­თვის - აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბო­და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი და რკი­ნის ხელი - პო­ლი­ტი­კუ­რად ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხი პა­ტა­რა ჯგუფს უნდა ემარ­თა. ამა­ში არ­წმუ­ნებ­დნენ უცხო­ე­ლებ­საც და ამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებს და უხეშ პრო­ვა­კა­ცი­ებ­საც არ ერი­დე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, ვი­თომ­და ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ გა­მიზ­ნუ­ლი ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­და ერთი ჯგუ­ფის მიერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პი­რე­ბით და ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ით.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ის ხი­ფა­თი, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კის დო­ნე­ებს შო­რის სხვა­ო­ბას ახ­ლავს. ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის პი­რო­ბებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თავს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს - ერთი მხრივ, ხე­ლოვ­ნუ­რად ნერ­გავს ოპ­ტი­მიზს და ცხოვ­რე­ბას სა­ა­მუ­რად წარ­მო­ა­ჩენს, ამას­თან ერ­თად კი ძა­ლა­დო­ბით ახ­შობს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბებს. დე­მოკ­რა­ტი­ის პი­რო­ბებ­ში კი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი გან­წყო­ბე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბას ხელს არა­ფე­რი უშ­ლის.

სწო­რედ აქ უნდა მო­ვუხ­მოთ გო­ნი­ე­რე­ბას და კარ­გად გა­ვი­აზ­როთ, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გვაქვს უკან, ტი­რა­ნი­ის­კენ მიბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა. უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ დე­მოკ­რა­ტი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და მას და­ვა­წი­ოთ ეკო­ნო­მი­კა. მხო­ლოდ ეს მოგ­ვი­ტანს მშვი­დო­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას!

დღეს ნამ­დვი­ლად გვაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, ვერც დაგ­ვა­ში­ნებს ვინ­მე და ვერც ხმებს მოგვპა­რა­ვენ, თუმ­ცა, ეს საკ­მა­რი­სი არ არის, რად­გან სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი მხო­ლოდ ინ­ფორ­მი­რე­ბულ ამომ­რჩე­ველს შე­უძ­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია.

ქვე­ყა­ნა­ში ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა დას­რულ­და, მაგ­რამ გრძელ­დე­ბა პრო­პა­გან­დით და სიც­რუ­ით ძა­ლა­დო­ბა, რაც, შე­იძ­ლე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მე­ტა­დაც კი აზი­ა­ნებ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ტე­რო­რით მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს აბუ­ჩად იგ­დებ­და და თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვას დევ­ნი­და, დღეს სრუ­ლად სარ­გებ­ლობს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო­თი, ძვე­ლე­ბუ­რად ამუ­შა­ვებს სიც­რუ­ის მან­ქა­ნას, აფ­რქვევს ცი­ლის­წა­მე­ბის კო­რი­ან­ტელს და მის დღის წეს­რიგს ხში­რად და­ნარ­ჩე­ნი მე­დი­აც მიჰ­ყვე­ბა, რად­გან, მთავ­რო­ბის ლან­ძღვა მო­და­შია და კარგ ტო­ნად ით­ვლე­ბა.

მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და გა­ნუ­წყვეტ­ლივ მი­ე­წო­დე­ბათ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სუ­რა­თი, რაც ბევრში გულ­გა­ტე­ხი­ლო­ბი­სა და სა­სო­წარ­კვე­თის გან­ცდას იწ­ვევს. ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ვან­შის მიზ­ნით კეთ­დე­ბა, რათა სა­ა­კაშ­ვი­ლის კლან­მა ქვე­ყა­ნა ისევ და­აბ­რუ­ნოს ძალ­მომ­რე­ო­ბის ჭა­ობ­ში, რო­მელ­საც ძლივს და­ვაღ­წი­ეთ თავი.

მე­დი­ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა აკ­რი­ტი­კოს და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მეც ამის მომ­ხრე ვარ, მაგ­რამ არა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის პო­ზი­ცი­ი­დან და ინ­ტე­რე­სე­ბი­დან, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი ტან­ჯვა მო­უ­ტა­ნა სა­კუ­თარ ხალ­ხს და რო­მელ­საც დღეს რე­ვან­ში სწა­დია.

ამ პარ­ტი­ის ვი­თომ­და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ლი­დე­რე­ბიც კი დღე­საც სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლის ქე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი და მხო­ლოდ გაკ­ვრით თუ ახ­სე­ნე­ბენ შეც­დო­მებს, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში თით­ქოს არა­ვინ იცო­და.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­გა­რე­მოს, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ექ­ნე­ბა, იყოს არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი, ტენ­დენ­ცი­უ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი და გა­ავ­რცე­ლოს არას­წო­რი და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რისი მოწ­მე­ნიც, სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­დღი­უ­რად ვართ.

თუმ­ცა, ისიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მე­დი­ას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვით არ მო­უ­პო­ვე­ბია. ყვე­ლას გვახ­სოვს რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­წა­ზე დაყ­რი­ლი და ია­რაღ­მიბ­ჯე­ნი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ერთი და იმა­ვე ტექ­სტე­ბით მო­სა­უბ­რე ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­შიც ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ციხე იწ­ვნია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი იგი­ვეს ელოდ­ნენ, ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რი იყო.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დია სწო­რედ ტი­რა­ნი­ის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა და რო­გორ და­უნ­დობ­ლა­დაც არ უნდა აკ­რი­ტი­კებ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­საც არ­ცთუ მცი­რე წვლი­ლი მი­უ­ძღვის ამ თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მოს შექ­მნა­ში, თა­ვად მე­დი­ის უფ­ლე­ბებს არა­ვინ შე­ე­ხე­ბა.

ადრე მე­დია ამ­ბობ­და მხო­ლოდ იმას, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც ად­ვი­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ესო­დენ ნა­ქე­ბი პი­ა­რი, სი­ნამ­დვი­ლე­ში იმით გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რომ ყვე­ლა არხზე მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი იჯდა დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე და ხან სა­ხუ­რა­ვე­ბი­დან გვე­სა­უბ­რე­ბო­და და ხან მღვი­მე­ე­ბი­დან. ყვე­ლა სხვა ინ­ფორ­მა­ცია დახ­შუ­ლი იყო.

დღეს მე­დია გახ­სნი­ლია, ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვად უნდა გა­მო­ი­ტა­ნონ დას­კვნე­ბი, რა­საც სა­თა­ნა­დო გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა და რაც ჯერ აკ­ლია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­პა­გან­დას და ცი­ლის­წა­მე­ბას ჩვენ ძა­ლა­დო­ბით და აკ­რძალ­ვით კი არ ვუ­პა­სუ­ხებთ, არა­მედ - ანა­ლი­ზით და მოვ­ლე­ნე­ბი­სათ­ვის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვით. რო­დე­საც მე­დია სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც და მთავ­რო­ბა­საც აქვთ უფ­ლე­ბა, რომ გა­აკ­რი­ტი­კონ იგი და ამ­ხი­ლონ კი­დეც, თუკი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ქმე­დე­ბებს შე­ამ­ჩნე­ვენ.

რა მი­ზა­ნი მაქვს

როცა პო­ლი­ტიკ­ში მო­ვე­დი, მე იმე­დი მქონ­და, რომ ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალღო არ გვი­ღა­ლა­ტებ­და, არ და­ვიბ­ნე­ო­დით და სწო­რი არ­ჩე­ვა­ნით ვუ­პა­სუ­ხებ­დით მო­ძა­ლა­დე მთავ­რო­ბას. სი­ნამ­დვი­ლე­ში ასეც მოხ­და და ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ გა­ი­მარ­ჯვა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­ვა­შო­რეთ სწო­რედ ის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბო­რო­ტი და­ჟი­ნე­ბით ცდი­ლობ­და მო­ეს­პო და გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა ათე­უ­ლო­ბით სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ფე­ნო­მე­ნი, რო­მელ­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ.

ცდი­ლობ­დნენ, მთე­ლი მსოფ­ლიო და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ფა­ნა­ტიზ­მით შე­პყრო­ბი­ლი ვე­ლუ­რი ხალ­ხი, რო­მე­ლიც აგ­რე­სი­უ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის მი­მართ და ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ჩვე­ნი მათ­რა­ხით მარ­თვა. მა­შინ რო­დე­საც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სა­ზღვრავს ჩვენს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას, სწო­რედ ჰუ­მა­ნიზმს და შემ­წყნა­რებ­ლო­ბას გვას­წავ­ლის და ამას­ვე ქა­და­გებ­და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია, ქვეყ­ნის სუ­ლი­ე­რი ფარი, რო­მელ­საც გა­ნუ­ზო­მე­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩვე­ნი თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

წელს მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­წი­ფის გა­მოც­დას ვა­ბა­რებთ. ადრე თეთ­რსა და შავს შო­რის ვირ­ჩევ­დით, დღეს უკვე ბევ­რი ფე­რია, გაჩ­ნდა არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ყვე­ლა სა­კუ­თარ სი­მარ­თლეს ამ­ტკი­ცებს, ყვე­ლა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას ცდი­ლობს. ამი­ტომ, გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია მარ­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

სიც­რუ­ის მან­ქა­ნა ათას­გვარ ცი­ლის­წა­მე­ბას ავ­რცე­ლებს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ და პი­რად ჩემს მი­მარ­თაც. ამის მი­ზე­ზი, მხო­ლოდ ის კი არ არის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი მი­მი­ძღვის მათ და­მარ­ცხე­ბა­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას კი­დევ უფრო მე­ტად იმი­ტომ ვიწ­ვევ, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მათ­თვის სე­რი­ო­ზულ დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მო­ვად­გენ, რა­შიც ნამ­დვი­ლად არ ცდე­ბი­ან. აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებ მთელ ჩემს რე­სურსს, რათა დრო­ის უკან შე­მობ­რუ­ნე­ბა ვერ შეძ­ლონ და ქვე­ყა­ნა ისევ სა­კუ­თა­რი სა­დის­ტუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ად არ გა­და­აქ­ცი­ონ.

არას­დროს მიტ­რა­ბა­ხია საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტე­ბით თუ წა­მო­წყე­ბე­ბით, მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან, ამ­დე­ნი ცი­ლის­წა­მე­ბა მო­ე­დი­ნე­ბა, იმი­სათ­ვის, რომ ჩემს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია და შე­სა­ბა­მი­სად მარ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ, კი­დევ ერთხელ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მინ­და ვთქვა, რომ არა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მაქვს. ყვე­ლა ის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებ, მხო­ლოდ იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უფრო სან­დო და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი - ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­სა­მოწ­მე­ბე­ლია.

ყვე­ლა ბიზ­ნეს­ში ჩა­ხე­დულ­მა იცის, რომ უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რი გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და უფრო გა­ბე­დუ­ლად იწყებს საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­დე­საც მას ად­გი­ლობ­რი­ვი პარტნი­ო­რი ხვდე­ბა და ფი­ნან­სურ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სთა­ვა­ზობს. სწო­რედ ინ­ვეს­ტორ­თა და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ფუძნ­და თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი, რო­მელ­მაც გა­ცხა­დე­ბუ­ლი 5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის დიდი ნა­წი­ლი უკვე აით­ვი­სა, რი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის თვალ­საზ­რი­სით და ბევრ ინ­ვეს­ტორს გა­უხ­და პარტნი­ო­რად ეკო­ნო­მი­კის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში - და­წყე­ბუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბით.

გარ­და ამი­სა, თა­ვად ფონ­დი, ყო­ველ­გვა­რი პარტნი­ო­რის გა­რე­შე, აშე­ნებს რვა სას­ტუმ­როს, რა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა ეს პრო­ექ­ტი სრუ­ლად იცავს არ­ქი­ტექ­ტუ­რულ და გა­რე­მოს­დაც­ვით ყვე­ლა ნორ­მას და, ამას­თა­ნა­ვე, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მოვ­ლას და გამ­წვა­ნე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი, სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ცდი­ლო­ბენ. მათ სურთ, საქ­მის ვი­თა­რე­ბა ისე წარ­მო­ა­ჩი­ნონ, თით­ქოს მე პო­ლი­ტი­კა­ში ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო მო­ვე­დი. სწო­რედ ამი­ტომ, ად­რეც ვთქვი და მინ­და, კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო, რომ თუ ვინ­მე გა­მოჩ­ნდე­ბა, ვი­საც ამ პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით და­უთ­მობს სა­კუთ­რე­ბას და ყო­ველ­მხრივ დახ­მა­რე­ბა­საც აღ­მო­უ­ჩენს.

ჩვენ ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე, რო­დე­საც თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ და­მო­უ­კი­დებ­ლად, ყო­ველ­გვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე უნდა გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი. ეს კი ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გვა­კის­რებს. ჩემი ეს წე­რი­ლიც და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლე­ბიც, რომ­ლებ­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ვგეგ­მავ, იმ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ვიდ­რე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს შევ­თა­ვა­ზო მოვ­ლე­ნე­ბის ჩე­მე­უ­ლი ანა­ლი­ზი, თუ რა­ტომ უნდა და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და ამ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა ერუ­დი­ცი­ით, წე­სი­ე­რე­ბით, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და სწო­რედ ისე­თი ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი ლი­დე­რია, რო­გო­რიც დღეს სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს.

ცხა­დია, გაჩ­ნდე­ბა შე­კი­თხვა - რა­ტომ უნდა აღ­მოჩ­ნდეს ვინ­მეს­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ჩემი ხედ­ვა და რჩე­ვა?! ამ შე­კი­თხვას ასე ვუ­პა­სუ­ხებ­დი - ყვე­ლა ადა­მი­ანს უყ­ვარს თა­ვი­სი სამ­შობ­ლო და არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მეც ვემ­სა­ხუ­რე­ბი ქვე­ყა­ნას, ამას­თა­ნა­ვე, ვფიქ­რობ, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად მაქვს მოვ­ლე­ნე­ბის მარ­თე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის უნა­რი, რი­თაც წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიე რო­გორც ბიზ­ნეს­ში, ასე­ვე - ქვეყ­ნის ტი­რა­ნი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში და რაც, შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვალ­შიც გა­მო­ად­გეს ჩემს ქვე­ყა­ნას.

ჩემი ხედ­ვა, რო­მე­ლიც ამ წე­რილ­ში გად­მო­ვე­ცი და რო­მელ­საც კი­დევ უფრო დე­ტა­ლუ­რი და გაშ­ლი­ლი სა­ხით სექ­ტემ­ბერ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის სურ­ვი­ლით. არა­ვი­თა­რი სხვა მო­ტი­ვი არ მა­მოძ­რა­ვებს - არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თვის ვიბ­რძვი, რაც და­ვამ­ტკი­ცე კი­დეც, არც რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ზი­დავს და არც მა­ტე­რი­ა­ლურ გა­მორ­ჩე­ნას ველი. მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი პი­რა­დუ­ლი გეგ­მე­ბი ან მიზ­ნე­ბი არ გა­მაჩ­ნია. ჩემი ერ­თა­დერ­თი ფიქ­რი ის არის, რომ უახ­ლო­ეს 10-15 წე­ლი­წად­ში კე­თი­ლად და­ვაგ­ვირ­გვი­ნოთ ის საქ­მე, რო­მელ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი სა­ძირ­კველს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უყ­რიდ­ნენ და თქვენ­თან ერ­თად მეც და ჩემს ოჯახ­საც გვი­ხა­რო­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა.

სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის შე­დე­გად 2012 წელს ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა! სწორ არ­ჩე­ვანს დღე­საც სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვენ­თვის! დღე­საც ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის და ალ­ღოს იმე­დი მაქვს! ამი­ტომ დავ­წე­რე ეს წე­რი­ლი. ამი­ტო­მაც ვგეგ­მავ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ჩას­ვლას და ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მოს­ვლებს. შევ­ხვდე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვი­სა­უბ­რებ ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბულ კონ­კრე­ტულ ამო­ცა­ნებ­ზე, ვუ­პა­სუ­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებლთა დას­მულ კი­თხვებს მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის, ეკო­ნო­მი­კის მდგო­მა­რე­ო­ბის, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ე­ბის, მე­დი­ის და ყვე­ლა იმ მთა­ვა­რი სა­კი­თხის შე­სა­ხებ, რისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც უნდა გა­ვა­კე­თოთ პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ­ჯე­რა­დაც გა­ვი­მარ­ჯვებთ!

P.შ. მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, რომ ხუთ­შა­ბათს, 2 ივ­ნისს, ამ თე­მებ­ზე და­მა­ტე­ბით კი­თხვებს ვუ­პა­სუ­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "ინ­ტერ­ვიუ".

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

30 მა­ი­სი, 2016 წელი

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი გამოქვეყნდა

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი გამოქვეყნდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს აქვეყნებს. Ambebi.ge ბიძინა ივანიშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

ახლახან ჩატარდა "ქართული ოცნების" ყრილობა, რომელმაც ახალი თავმჯდომარე აირჩია და პარტიის შემდგომი გეგმები გამოაცხადა. ამით დასრულდა ერთი ეტაპი, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო და ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას შევუდექით.

როგორ ვაპირებ საარჩევნო პროცესში ჩართვას და პირადად რა მონაწილეობას მივიღებ, ამაზე წერილის ბოლოს ვისაუბრებ, ახლა კი მოკლედ შევაჯამებ და შევაფასებ გასულ ოთხწელიწადნახევარს - რა გზა გამოვიარეთ, სად ვართ და საით მივდივართ.

იხილეთ ვიდეო| ბიძინა ივანიშვილის 24-გვერდიანი გზავნილი ქართველ ხალხს

მინდა, მოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო, ვინაიდან 2011 წელს სწორედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ვარ, ამ პასუხისმგებლობას დღემდე ვგრძნობ. ვფიქრობ, უახლოესი წარსული ჯერ არავის დავიწყებია, თუმცა, დასაწყისში მაინც უნდა გავიხსენო, რამ გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა.

სად ვიყავით

რამდენიმე ნაწყვეტი 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ღია წერილიდან, რომლითაც მივმართე ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიას და საქართველოს მოქალაქეებს:

● "მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ცხადი გახადა სააკაშვილის სურვილი, ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში."

● "საგადასახადოს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით ქართულ ბიზნესზე ისეთი გაუგონარი ძალადობა განხორციელდა, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, თავისუფალი ბიზნესი აღარ არსებობს."

● "ნორმად იქცა დემონსტრაციების აგრესიული დარბევა, მონაწილეების დაუზოგავად, უმოწყალოდ ცემა და დევნა, ხოლო 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, არიან მოკლულები და დაკარგულები."

● "საოცრად გამარტივდა ხალხის დაჭერა და ეგრეთ წოდებული საპროცესო გარიგებით ფულის გადახდის შემდეგ გამოშვების პროცესი. დაჭერების ამ მეთოდმა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკიდურესად დააშინა და არნახული სიღარიბის ზღვართან მიიყვანა."

● "დამთრგუნველია ყველა იმ სიცრუის მოსმენა, რაც საინფორმაციო საშუალებებიდან მოედინება. ყოველდღიური ტრაბახი და ტყუილების კორიანტელი სააკაშვილის მიღწევების შესახებ უაღრესად შეურაცხმყოფელია."

● "სიცრუის მანქანა მთელი ძალით მუშაობს ადამიანთა ტვინების გამორეცხვაზე და მოდელირებული ვირტუალური ფსევდორეალობის რეალობად და სინამდვილედ წარმოსაჩენად. ძნელია, გაარჩიო, ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს!"

● "სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდოოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ საზოგადოების პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ ნაწილსაც კი პოლიტიკის მიმართ უნდობლობა გაუჩინეს და საბოლოოდ დააკარგინეს არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის იმედი."

● "ხელისუფლების ძალისხმევით ეგრეთწოდებულ ექსპერტთა, პოლიტოლოგთა, ანალიტიკოსთა, სოციოლოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარს ახმოვანებს და უტიფრად ასაღებს შავს თეთრად და პირიქით."

ქვეყნის ყველა გულშემატკივარი მოქალაქე დამეთანხმება, რომ ამ შეფასებებში არაფერი იყო გადაჭარბებული. პირიქით, მაშინ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცოდით. რეალური სურათი იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა! ერთ დიდ ციხედ გადაქცეული მთელი ქვეყანა, ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი იმას ნიშნავდა, რომ ლამის მთელი მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა. ტოტალური მოსმენები, თვალთვალი, ფარული გადაღებები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა მედიას და ისიც ამბობდა და აჩვენებდა მხოლოდ იმას, რასაც კარნახობდნენ.

ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა ელიტური კორუფცია, ერთ პატარა ჯგუფს ყველაფრის უფლება ჰქონდა, დანარჩენს - არაფრის. ადამიანები დაშლილ ტელეფონებს მალავდნენ და საკუთარ ოჯახებშიც კი ჩურჩულით საუბრობდნენ. ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეატყობდნენ, სამსახურებიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ცემდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც!

ორმაგი სტანდარტით მართავდნენ ქვეყანას - სინამდვილეში სულს ხდიდნენ ადამიანებს, სხვების დასანახად კი, დემოკრატიის შუქურად მოჰქონდათ თავი. ამ უსამართლობასა და განუკითხაობას აგვირგვინებდნენ დაქირავებული მეხოტბეები, რომლებიც ტაშის კვრით ხელისგულებს იტყავებდნენ და "მიშა, მიშას!" გაჰყვიროდნენ.

ძალაუფლებით გათავხედებული სააკაშვილის კლანი განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში დარჩენას. ისინი ღიად ქადაგებდნენ ქართველი კაცის ძირისძირობამდე გარდაქმნისა და რაღაც "ახალი ადამიანის" ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას და ყველაფრის მკადრებელ ზომბებად გაწვრთნას ნიშნავდა. ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდა და ამიტომ ებრძოდნენ ასე თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას.

უიმედობის გაჩენას ყველაზე მეტად ის უწყობდა ხელს, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდა, ხელისუფლება არავითარ მორიდებას და პასუხისმგებლობას აღარ გრძნობდა მოსახლეობის წინაშე.

მმართველი კლანი დიდი რაოდენობით ნაძარცვ ფინანსებს იყენებდა ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ლობისტური ჯგუფის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თუ მათთვის მცდარი შეხედულების შესაქმნელად.

"სიცრუის მანქანამ" ისე ჩაითრია საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი ადგილობრივი წარმომადგენელი, რომ მათი კონტროლი ცენტრალური ოფისებიდანაც კი უჭირდათ. ზოგჯერ, საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ შეფასებებს, უცხოელების ნაცვლად, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელები წერდნენ. სამწუხაროდ, ასეთი რეციდივები ახლაც შეიმჩნევა.

"ენდიაის" და "აირაის" ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ განხორციელებული, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თუმცა, დასამალი არ არის, რომ ბევრ ეჭვს ბადებს სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდრო კავშირში შემჩნეული ადგილობრივი სპეციალისტების მეშვეობით ატარებენ.

ყველას გვახსოვს, უახლოეს წარსულში ეს კვლევები როგორ მკვეთრად იყო აცდენილი რეალობას - 2012 წლის არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებსა და არჩევნების შედეგებს შორის ძალიან დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ამგვარი კაზუსები მთლიანად კვლევით ორგანიზაციებში მომუშავე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების სინდისზეა, რომლებიც ახერხებდნენ და თავიანთ სიცრუეს თავს ახვევდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი.

სააკაშვილის გუნდი განუწყვეტლივ საუბრობდა დასავლეთთან ინტეგრაციაზე, თუმცა, მათი მიზანი არასდროს ყოფილა ქვეყნის ევროპეიზაცია, რაც, უპირველესად, განვითარებულ დემოკრატიას და თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებას გულისხმობს.

სინამდვილეში, სააკაშვილის მართვის სტილი იყო სრულიად ანტიევროპული და ადამიანების დათრგუნვა-დამორჩილებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ ფსევდოევროპელობამ და ფასადურმა დემოკრატიამ შეუწყო ხელი საზოგადოების ერთ ნაწილში ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს გულგატეხილ თანამოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ რასაც სააკაშვილი სჩადიოდა, იმას საერთო არაფერი აქვს არც დასავლეთთან, არც დემოკრატიასთან და არც ლიბერალიზმთან.

2011 წლის ბოლოს აღმოვჩნდით იმ ფაქტის წინაშე, რომ ხელისუფლებამ ძალადობის, ჭორების გავრცელების, მოსყიდვის და გადაბირების მეშვეობით დაქსაქსა და გაანეიტრალა ოპოზიცია, ხოლო ლიდერების გარეშე დარჩენილი ხალხი შეშინდა, დაიბნა, და სამზარეულოებში ჩურჩულზე გადავიდა - საპროტესტო ტალღა ჩაქრა; ნათელი გახდა, რომ საზოგადოებას მოჯადოებული წრის საკუთარი ძალებით გარღვევის რესურსი აღარ ჰქონდა დარჩენილი და მეც მძიმე არჩევანი დამიდგა: ან იმ რეალობას უნდა შევგუებოდი, რომ ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი ათწლეულებით ამ კოშმარში დარჩებოდა, ხელი ჩამექნია, წავსულიყავი და თავი უცხოეთისთვის შემეფარებინა, ან უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა.

არ დავმალავ, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგან პოლიტიკური საქმიანობა არასდროს მაინტერესებდა და, ამასთან, არსებული რეჟიმის ხასიათიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო იქნებოდა, ჩემთვის და, რაც მთავარია, ჩემი ოჯახისთვის; თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ოჯახმა, ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა გადამაწყვეტინეს ქვეყანაში დარჩენა და ბრძოლის დაწყება. ჩემი მაშინდელი განწყობის გადმოსაცემად ისევ გავიხსენებ რამდენიმე ნაწყვეტს 2011 წლის წერილიდან:

● "ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას."

● "შეცდომა იყო, საქართველოდან წასვლა რომ დავაპირე. წასვლა ერთია, მაგრამ მერე რა პირით უნდა დაბრუნდე უკან, როცა შენს ქვეყანას იმ დროს მიატოვებ, როცა ძალიან უჭირს. როცა დაბრუნდები, დაგხვდება კი აქ ქვეყანა?!"

● "ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა დამარწმუნეს, რომ ვცდებოდი, თუმცა, არც იმის უთქმელობა ივარგებს, რომ ჩემი ოჯახიც, სხვა ქართული ოჯახებივით, ორი წლის განმავლობაში ჩურჩულით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის იმედით და თანადგომით შიში ვძლიეთ."

აი, ასეთი ვითარება და განწყობა სუფევდა მაშინ ქვეყანაში და, რასაკვირველია, ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყო ძალიან ბევრი ჩემი თანამოქალაქე. ვითარების ანალიზი მიჩვენებდა, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე საჭირო შედეგს ვერ მივიღებდით, ამიტომაც გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, თავად გამეწია კოორდინაცია პოლიტიკური პროცესებისთვის და სიტყვა მივეცი ჩემს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად დავამარცხებდით უსამართლობას.

აქვე მინდა გავიხსენო ის დაპირებები, რომლითაც ჩავები ბრძოლაში და, შემიძლია ვთქვა, რომ მათი დიდი ნაწილის შესრულება შევძელი.

2011 წელს მე ჩემს თანამოქალაქეებს დავპირდი, რომ:

● ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს აბსოლუტური უმრავლესობით მოვიგებდით.

● პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობას მივიღებდი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და ბოლომდე აღმოვფხვრიდით ელიტურ კორუფციას.

● დავიწყებდით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას და ამას შეუქცევად პროცესად ვაქცევდით.

● პერსპექტიულს გავხდიდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას.

● შევქმნიდით საინტერესო საინვესტიციო გარემოს და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველს ჩავუყრიდით თავისუფალ ბიზნესსაქმიანობას.

● ბოლომდე მივიყვანდით სოფლის მეურნეობის აღორძინების პროექტს.

● საბოლოო სახეს მივცემდით მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნას.

● დავიწყებდით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.

● გავაღრმავებდით აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობასა და ინტეგრაციას.

● ჩემი აზრით, ზემოჩამოთვლილი საკითხების გადაჭრას დაახლოებით ორი-სამი წელი დასჭირდებოდა, რის შემდეგაც მე ვაპირებდი

პოლიტიკიდან წასვლას, რათა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიმეღო.

ეს იყო ძირითადი ნაწილი ჩემი დაპირებებისა, რომლებითაც მოვედი პოლიტიკაში და სწორედ მათი შესრულებით უნდა დაწყებულიყო იმ ნიადაგის მომზადება, რომელსაც დაეფუძნებოდა ქვეყნის შემდგომი განვითარება. კიდევ ერთი - ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და დღესაც არის, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განელება და სახელმწიფოს წინაშე მდგარ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობის მიღწევა.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს მოსაზრება კრიტიკის ქარ-ცეცხლს იწვევდა და იწვევს, მე ამ გზიდან არასოდეს გადამიხვევია და არც გადავუხვევ, ვინაიდან, სწორედ ეროვნული თანხმობა არის გზა ღირსეული მომავლისკენ. პირველივე დღეს განვაცხადე და სულ ვიმეორებ, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს, მთავარია, ადამიანი დროზე მიხვდეს ჩადენილ შეცდომებს, მოინანიოს და სიკეთისკენ გადადგას ნაბიჯი.

სად ვართ

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ყველა აკრძალული ხერხი გამოიყენა, კალაპოტიდან მაინც ვერ ამოგვაგდო, ვერცერთ პროვოკაციაზე ვერ წამოგვაგო და წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად ჩვენი სცენარით წარიმართა. არჩევნების წინ თბილისში მანამდე უპრეცედენტო მასშტაბის აქცია გაიმართა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ყველაფრის მკადრებელ და ყველაფერზე წამსვლელ რეჟიმს ძალაუფლება უსისხლოდ დავათმობინეთ.

უპასუხისმგებლო და მოძალადე მთავრობის ნაცვლად ჩამოვაყალიბეთ მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებული მთავრობა, რომლის საქმიანობაც მაქსიმალურად გამჭვირვალეა. სრულად აღმოვფხვერით ელიტური კორუფცია. დღეს ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ ამ ფაქტს და ვერ გვაბრალებენ კორუფციის მფარველობას.

ამ ოთხ წელიწადში ჩავატარეთ სამაგალითო - 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ბოლო მოვუღეთ მოქალაქეებისთვის ხმების მოპარვის დანაშაულებრივ პრაქტიკას. დარწმუნებული ვარ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც ასევე ყველაზე მაღალი სტანდარტებით ჩატარდება. მიუხედავად კრიტიკული განწყობებისა, ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო სახელისუფლო წნეხისგან გაათავისუფლა. შეიძლება, არ მოგვწონდეს ზოგიერთი გადაწყვეტილება, ან ესა თუ ის მოსამართლე, მაგრამ, მთავარია, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია. მოქალაქეებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის კანონიერი გზა და შესაძლებლობა გაუჩნდათ. აზრი მიეცა ადვოკატის საქმიანობას.

მოვახდინეთ პოლიციის დეპოლიტიზაცია და მას ვეღარავინ გამოიყენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის; გავაუქმეთ სოდი და კუდი, რომლებიც მოქალაქეების დაშანტაჟებით და ბიზნესების წართმევით იყვნენ დაკავებულები. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოვაშორეთ შსს-ს.

მედია სრულად გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან. თვალსაჩინო ფაქტია, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ამდენი ტელევიზია, რამდენიც დღეს არის და, სხვათა შორის, ვერც იმას გაიხსენებს ვინმე, რომ მთავრობის მისამართით ასეთი დაუნდობელი კრიტიკა და ლანძღვა მოესმინოს; თანაც, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია.

ბიზნესმა მოიშორა სახელისუფლო წნეხი. ყველაზე კრიტიკული მედიაც კი ვერ საუბრობს ბიზნესის შევიწროებაზე. ახალი მთავრობის პრიორიტეტი გახდა ისეთი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომლის შედეგიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ყველა ფენისათვის.

ფაქტობრივად ყველას, ვისაც ამის სურვილი და საფერმერო მეურნეობის ჩამოყალიბების რეალური პროექტი აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს გრძელვადიანი უპროცენტო სესხებით. ამავე დროს, ეხმარება პირუტყვის შერჩევასა და შეძენაში, უფასო თესლის, ნერგის, საწვავისა და სასუქის მომარაგებაში. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 26 ათასზე მეტმა ბიზნესპროექტმა ისარგებლა დაფინანსებით. ქვეყნის მელიორაციაში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების შედეგად 133%-ით გაიზარდა ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწების ფართობი. სოფლის მეურნეობის სფეროში საერთო ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

წინა ხელისუფლების დროს სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ შეძლებული პაციენტებისთვის, ჩვენი მოქალაქეები ახლობლების გადასარჩენად იძულებულნი იყვნენ, სახლ-კარი გაეყიდათ და სესხები აეღოთ, ამის ნაცვლად ჩვენ შემოვიღეთ საყოველთაო დაზღვევა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. დღეს უფულობის გამო ადამიანი ბედის ანაბარად აღარაა მიტოვებული, აუცილებელი ოპერაციისა და მკურნალობის გარეშე არავინ რჩება. ხორციელდება მსოფლიოში უნიკალური პროგრამა და ცე ჰეპატიტისგან უფასოდ განიკურნება ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის სფეროში ჩვენი ძალისხმევის შედეგად უამრავი ადამიანი გადარჩა. ეს პროექტი არამარტო სოციალური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი არამედ სწორედ ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 1 მილიონ 600 ათასმა ადამიანმა.

ვალების ეკონომიკიდან - ინვესტიციების ეკონომიკისკენ

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს ქვეყნის გადაყვანა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკაზე. 2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე - 2009-2012 წლებში. საქართველოს მთლიანი ვალი ყველაზე ნაკლებად 2013-2015 წლებში გაიზარდა. 2007-2009 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 5 მილიარდ 34 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2010-2012-ში 4 მილიარდ 453 მილიონით, ხოლო 2013-2015 წლებში მხოლოდ 1 მილიარდ 686 მილიონი დოლარით, ანუ წინა სამ წელთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებით. 2013 წელს დასრულდა პრაქტიკა, როცა ქვეყანა სავალუტო დეფიციტს მასშტაბური ვალის აღებით აბალანსებდა და პირიქით, ვალის აქტიურად დაფარვა დაიწყო.

2013 წლიდან საგარეო ვალის ზრდით მიღებული ეკონომიკური ზრდის იმიტაციის ნაცვლად ჩამოყალიბდა ინვესტიციებზე დამოკიდებული კონკურენტუნარიანი გარემო, ამის დასტურია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის გლობალურ რეიტინგში 2006-2007 წლებში 87-ე ადგილზე ვიყავით, 2011-2012 წლებში 88-ე ადგილზე დავქვეითდით, ხოლო 2015-2016 წლებში 66-ე ადგილზე გადავინაცვლეთ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწარით. ეს არის რეიტინგი, რომელიც ყველაზე კომპლექსურად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას.

სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნებული კვლევის თანახმად საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 000-ს საერთაშორისო დოლარს (მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით), რაც 25%-ით აღემატება 2012 წლის დონეს.

იმავე კვლევის მიხედვით 2017-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 46.4%-ით გაიზრდება და 2021 წელს 14 663 საერთაშორისო დოლარს მიაღწევს, ხოლო ზრდის ტემპი 11.9% გახდება. თუ ასეთი ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ, რაც სრულიად რეალურია, 2030 წლისთვის მშპ-ს მაჩვენებელი გაოთხმაგდება და 40 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს. ეს ციფრები ახლოს არის ევროპის წარმატებული ქვეყნების დღევანდელ მონაცემებთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის სტაბილური კეთილდღეობის გარანტიას წარმოადგენს.

მსოფლიო ბანკმა გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა 17 ანალიტიკური ცენტრის შემაჯამებელი კვლევა, რომლის მიხედვით, ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს დაფიქსირდა. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს ინდიკატორებია: მთავრობის ეფექტიანობა, კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი, გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, რეგულაციების ხარისხი, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა.

დღეს მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგით საქართველო რეგიონში ლიდერია და, გარდა ამისა, მთელი რიგი მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა და სხვა.

ყოველგვარი პოლიტიკური დათმობების გარეშე შევძელით ქართული პროდუქციისთვის გაგვეხსნა რუსული ბაზარი და, ამავე დროს, 2015 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა.

2013-2015 წლებში წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კერძო სექტორში 55 000 ადამიანით გაიზარდა. მაშინ როდესაც 2006-2012 წლებში 23000-ით შემცირდა.

2013-2015 წლებში რეალური ხელფასი გაიზარდა 175 ლარით, 2010-2012 წლებში კი - მხოლოდ 78 ლარით; პენსიების რეალურმა ზრდამ (მსყიდველთუნარიანობის გათვალისწინებით) შეადგინა 24,1%;

2013-2015 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა 4 მილიარდ 520 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2010-2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. ზრდა შთამბეჭდავია მიმდინარე წელსაც. იანვარ-აპრილში ჩვენი შეფასებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, დაახლოებით, 17%-ით გაიზარდა და შეადგინა 505 მლნ აშშ დოლარი.

2013-2015 წლებში 2010-2012 წლებთან შედარებით მშენებლობის მოცულობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა 56%-ით, მათ შორის, თბილისში 63%-ით, ხოლო აჭარაში - 76%-ით (გაცემული ნებართვების მიხედვით).

მნიშვნელოვნად გაიზარდა ენერგეტიკული პროექტების მოცულობა:

● 2013-2015 წლებში ენერგეტიკაში 2 მილიარდ 506 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უკვე შევიდა ექსპლუატაციაში 523 მილიონი დოლარის ღირებულების 14 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგური.

● უახლეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა კიდევ ექვსი ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის - 416 მილიონი დოლარის ღირებულების "შუახევჰესი". დაიწყო "ნენსკარაჰესის" მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 1 მილიარდი დოლარია.

● გაფორმდა მემორანდუმები 104 განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების შესახებ, რომელთა საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 2800 მეგავატს აღემატება, ხოლო საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია.

საგრძნობლად იმატა ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპმა. მაგალითად, წელიწადში საშუალოდ 2,5-ჯერ მეტი ავტობანი შენდება, ვიდრე - წინა ხელისუფლების დროს.

აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მოხდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოსათვისაც. მოვლენების ამგვარი განვითარების გარეშე, რასაკვირველია, უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2004-2012 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი არ ყოფილა. სომხეთს, ბელორუსს, აზერბაიჯანს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ. 2013-2015 წლებში კი, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს.

დასკვნით ფაზაში შევიდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების პროექტი. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებიც დაესწრნენ მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის მშენებლობის დაწყებას, ხოლო სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობას შევუდგებით.

განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩებიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და საპასუხო გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ. მთავრობამ დაიწყო დევნილთათვის ბინების აშენება, სახლების შეძენა და ფართების დაკანონება.

მოქალაქეები ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა. ადამიანები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაფიცვებსაც კი აწყობენ, რაც, დამეთანხმებით, ადრე წარმოუდგენელი იყო.

მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით - გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რითაც ქართველ მეწარმეებს ევროპის ხუთასმილიონიან ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. გაიხსნა საქრთველოში პირველი ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

დღეს გაცილებით მყარი და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს პარტნიორ ქვეყანებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას იყო.

მოკლე დროში მოვახერხეთ და ავტორიტარული ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავიყვანეთ; შევქმენით საფუძველი, რომელსაც წარმატების მომტანი შემდგომი რეფორმები უნდა დაეფუძნოს.

ჩვენ მუდმივად ვეძებთ, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც წაახალისებს ეკონომიკას და მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. ამ მიზნით უკვე ჩავატარეთ შვიდი ეკონომიკური ფორუმი, სადაც მოწვეულები იყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან ასოცირებული ექსპერტებიც, თუმცა, მათგანაც ვერ მოვისმინეთ რაიმე შემოთავაზება, რეალურად კიდევ რისი გაკეთება შეეძლო მთავრობას და არ გააკეთა.

ნებისმიერი მთავრობის მუშაობა ფასდება რეალური შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენებით. ამ კრიტერიუმით საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. ცხადია, 3-4 წელიწადში ის ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც თხუთმეტი წელი სჭირდება, მაგრამ ნამდვილად მყარი საფუძველი მოამზადა მდგრადი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ასე აფასებენ საქართველოს მთავრობას ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები.

საით მივდივართ

საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას - ჩვენ თავიდან ვსწავლობთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას, ვეჩვევით დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკას, ზოგადად თავისუფლებას.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მომავლის წინაშე და დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება სიფრთხილე, რათა არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც იმ ტირანიაში დაგვაბრუნებს, დიდი გაჭირვებით რომ დავაღწიეთ თავი. ამიტომ ვალდებულნი ვართ, ვუპასუხოთ დროის მოთხოვნებს, მართებულად შევაფასოთ მოვლენები და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მიღწევები, რაც ამჟამად გვაქვს და რაც სამომავლოდ უკეთეს პერსპექტივას გვიპირდება.

მართებული კი მხოლოდ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს - თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თვითმყოფადობას, კეთილდღეობას და მსოფლიო პროგრესის პროცესში ჩართულობას!

დროის და ცხოვრების მკაცრი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩვენ ჩამორჩენის უფლება არ გვაქვს. სწორედ ეს ამოცანა უდგათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც, მიუხედავად ათასი პრობლემისა, გულს არ იტხენ და შრომობენ საკუთარი ოჯახების, მომავლის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამაში სჭირდებათ მათ ხელშეწყობა და დახმარება.

ყველა ვხედავთ, როგორი დაძაბულობაა დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს გარშემო - უახლოეს და არც თუ შორეულ სამეზობლოში. ულმობელი ტერაქტები, დაუსრულებელი საბრძოლო მოქმედებები, ეკონომიკური კრიზისი, რელიგიური კონფლიქტები და ცივილიზაციათა დაპირისპირება, ის სახიფათო აისბერგებია, რომლებიც ჩვენს შორიახლო დაცურავენ და კატასტროფებით გვემუქრებიან. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ამ აისბერგებს შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ გატარება შევძელით და მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ.

რამდენად მივაღწევთ მიზანს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - როგორი ტიპის სახელმწიფოს ავაშენებთ და რა საგარეო ორიენტირები ექნება ჩვენს ქვეყანას.

როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ

ყველა ერს აქვს რაღაც განსაკუთრებული თვისება, გამორჩეული შესაძლებლობა, რისი მეოხებითაც იგი წარმატებას აღწევს. ეს შეიძლება იყოს - ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, ბუნებრივი წიაღისეული, ადამიანური რესურსი, შრომისმოყვარეობა, ტექნოლოგიური მიღწევები და ა.შ. საქართველოსთვის ასეთ საყრდენ ფენომენად მესახება მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურა და ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე დიდ იმპერიებს შორის ცხოვრების უნიკალური გამოცდილება, რომლის წყალობითაც თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და პროგრესისკენ სწრაფვის უნარ-ჩვევები ლამის გენეტიკურ კოდში გვაქვს ჩაწერილი.

ალბათ ბევრს ახსოვს სკოლაში ნასწავლი საზეპირო მერვე საუკუნეში დაწერილი აბო თბილელის ცხოვრებიდან, რომელიც ქართველებმა წმინდანად და თბილისის მფარველად შერაცხეს - ბევრი გაჭირვება გვადგას ქართველებს, ვირხევით როგორც ლერწამი ძლიერ ქარში, მაგრამ ცხოვრების წესს მაინც არ ვიცვლით და ვაგრძელებთ "ჩვეულებისაებრ მამულისა სლვასო".

ქარი გვარხევს, მაგრამ, ურთულეს რეგიონში ცხოვრებით შეძენილი გამჭრიახობის წყალობით, ვერც გვტეხს და ვერც ადგილიდან გვძრავს. კომპრომისის ძიება, როცა საჭიროა - დათმობა, როცა საჭიროა - მტკიცედ დგომა, ჩვენი ცხოვრების წესად და გეოპოლიტიკურ ლაბირინთებში საიმედო გზამკვლევად იქცა.

ამის თვალსაჩინო გამოხატულებაა თბილისის ისტორიულ ცენტრში გვერდიგვერდ მდგარი ტაძრები, რომლებიც ოთხ დიდ რელიგიას - ქრისტიანობას, ისლამს, იუდაიზმს და ზოროასტრიზმს განასახიერებენ და ერთმანეთს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ქვეყანას აძლიერებენ.

საქართველოში გვაქვს სკოლები, რომლებშიც ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები ერთად სწავლობენ, გვერდიგვერდ ლოცულობენ და განსხვავებული სარწმუნოება უფრო საინტერესოს ხდის მათ ურთიერთობას.

სამაგალითოა ქართველების და ებრაელების ოცდაექვსსაუკუნოვანი ძმობა და თანაარსებობა და ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვლაპარაკობთ. საყოველთაოდ ცნობილია ერთი ძალიან ნიშანდობლივი ამბავი - 1913 წელს მაინის ფრაკფურტში მიმდინარე ებრაელთა მსოფლიო კონგრესზე, გამოდიოდნენ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან და აღნიშნავდნენ, რომ მაშინდელ მსოფლიოში არ არსებობდა ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმი არ მძლავრობდა, რის პასუხადაც საქართველოდან წარგზავნილმა რაბინმა დავით ბააზოვმა, ძალიან დიდმა პიროვნებამ და საზოგადო მოღვაწემ, განაცხადა: მეგობრებო, ასეთი ქვეყანა არსებობს, პატარა ქრისტიანული საქართველო. ქართველებს შორის ვცხოვრობთ ებრაელები უკვე 2500 წელია და არასდროს განგვიცდია დამცირება ან ჩვენი უფლებების დარღვევა. საქართველოში არასდოს ყოფილა გეტოები, "პოგრომები" ან დისკრიმინაცია და ქართულ ენაში "პოგრომის" შესატყვისი სიტყვაც კი არ არსებობსო. ფეხზე ამდგარი დარბაზი ტაშით მიესალმა ამ ფაქტს.

ჩვენი ხასიათისთვის სრულიად უცხოა და მიუღებელი სხვისი სიწმინდეების შეურაცხყოფა, რელიგიური შეუწყნარებლობა და ადამიანის ეთნიკური ნიშნით დამცირება. ამ მხრივ საქართველო არის სხვადასხვა ეთნოსის თუ რელიგიური ჯგუფის მეგობრულად და კეთილგანწყობით თანაარსებობის მისაბაძი მოდელი.

კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მცდელობები, თავს მოგვახვიონ პოლიტიკური თუ რელიგიური რადიკალიზმი, აგრესია განსხვავებული აზრისა თუ ცხოვრების წესის გამო, განადგურებით ემუქრება ჩვენი არსებობის საფუძველებს. ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ განსაკუთრებული სიფხიზლე და შეურიგებლობა გვმართებს. სწორედ გულწრფელი ტოლერანტობა წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში არსებული ბევრი მწვავე პრობლემის გასაღებს და იმ ოქროს საწმისს, რითაც ჩვენ საინტერესოები გამოვჩნდებით მსოფლიოსთვის.

ამ ოთხი წლის განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებოდა ქვეყანა - შევძელით, გვერდი აგვევლო გეოპოლიტიკური საფრთხეებისთვის, გავაღმავეთ ურთიერთობა მეგობრებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამ დაბალანსებული და მშვიდი პოლიტიკის შედეგია, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული მწვავე კრიზისისა, საქართველოში იზრდება ტურიზმიც და მთლიანად ეკონომიკაც.

როდესაც ქართულ ფენომენზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ვაზის კულტურას, რაც ასევე ჩვენი ცხოვრების წესის და ჩვენი მსოფლმხედველობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანთაგანია. შემთხვევით არ არის, რომ საქართველოში სწორედ ვაზის ჯვრით შემოვიდა ქრისტიანობა, რაც ჩვენი იდენტობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.

ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, თუმცა, შეიძლება, ეს არც ისე შორს იყოს სიმართლისგან - სადაც კი ადამიანმა ნავი გათალა, მაშინვე სხვა ქვეყნებს მიაშურა. ნავმა მხოლოდ ქართველი მიაჯაჭვა საკუთარ მიწა-წყალს, რადგან ჩვენი წინაპრისთვის ნავი საწნახელი იყო, რაშიც ღვინოს წურავდა და სხვაგან წასვლას, შინ სტუმრის ლოდინს ამჯობინებდა. ჩვენ მსოფლიო გვიცნობს როგორც ოქროს საწმისის მხარეს და როგორც ღვინის სამშობლოს; ღვინო ქართული სიტყვაა, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა. ქართული ხასიათი და ქართველი ადამიანის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ღვინის კულტურამ ჩამოაყალიბა.

ვაზს უკავშირდება ქართული სუფრის უნიკალური ფენომენი, რომელიც ზუსტად გამოხატავს ქართველი კაცის დამოკიდებულებას ცხოვრების რაობის მიმართ, სადაც სიცოცხლის აზრად დასახულია თვით სიცოცხლისვე სიყვარული და მისი ყველაზე დიდი გამოვლინება - სხვა ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭების სურვილი, მრავალხმიანი სიმღერა, ცეკვა, ლექსი, რაც საკუთარ თავს გვამსგავსებს, რაშიც ყველაზე მეტად ვლინდება ჩვენი მეობა და კულტურის თვითმყოფადობა და რაც უდავოდ კაცობრიობის შენაძენია.

ღვინის კულტურა და ქართული სუფრის ფილოსოფია თავისი არსით და სულისკვეთებით ადამიანთა ტოლერანტობას ეფუძნება. სწორედ ამიტომაც, ქართველებისთვის ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში შეთვისებულ ცხოვრების და აზროვნების წესს, ძვალსა და რბილში გამჯდარ მსოფლმხედველობას წარმოადგენს და დღეს იმ ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად გვხდის, რომელშიც ყველაზე დიდ ღირებულებად პიროვნების ღირსება და თავისუფლება მიაჩნიათ. პიროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული ევროპული ღირებულებები იგივე ვაჟა-ფშაველას ღირებულებებია და სრულად შეესაბამება ჩვენს მენტალიტეტს.

ნამდვილად შეგვიძლია, რომ ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე საქართველო ძალიან მალე გადავაქციოთ კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრის და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად, რომლის მოდელიც არის ძველი თბილისი და რისი გამოცდილებაც ათეულობით საუკუნის განმავლობაში გამოვიმუშავეთ.

დღეს ჩვენი ეკონომიკა ექვსჯერ ჩამორჩება საშუალოევროპულს და ამით გამოწვეული პრობლემების გამო ხშირად მიჩქმალულია და მტვერდადებულია საუკუნეების წრთობით ჩამოყალიბებული ქართული ხასიათის მთავარი საზრისი, გაიხაროს სხვისთვის ბედნიერების მინიჭებით. ეჭვი არ მეპარება, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ორიენტირად 2030 წელი ავიღე და საზოგადოება "2030" დავაფუძნე, რადგან ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით. ეკონომიკური გათვლების გარდა, ამის იმედს მაძლევს ჩვენი ხალხის ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, სწრაფვა სიახლის შეცნობისკენ და, რასაკვირველია, ჩვენი ახალგაზრდების გონიერება, დიდი შემართება, თვითორგანიზების უნარი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული, რაც, თუნდაც, თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების დროსაც გამომჟღავნდა.

როცა ამას მოვახერხებთ და სიდუხჭირეს თავს დავაღწევთ, მაშინ ქართულ ფენომენსაც ოქროს ხანა დაუდგება და ყველასთვის მიმზიდველი გახდება ჩვენი ლამაზი და ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა რეალური გახდება მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ღირებულებეზე დაფუძნებულ და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი და საინტერესო უპირველესად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის უნდა იყოს.

ჩვენი სტრატეგიული კაპიტალია გეოპოლიტიკური მდებარეობა და კულტურათა მშვიდობიანად შეხვედრისა და ჰარმონიული თანაარსებობის გამოცდილება. ავტორიტარიზმში დაბრუნება ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური კი არა, კულტურული და მენტალური ტრაგედიაც იქნება, ვინაიდან ავტორიტარიზმი ძალადობას ეფუძნება, მისთვის მიუღებელია პოლიტიკური, რელიგიური და საზოგადოებრივი მრავალფეროვნება და ნულოვან ტოლერანტიზმს ამკვიდრებს.

ნულოვან ტოლერანტობასა და ავტორიტარიზმში დაბრუნება გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კულტურათა მშვიდობიანი გზაშესაყარის ნაცვლად, ცივილიზაციათა გზაგასაყარად და ინტერესთა შეჯახების პოლიგონად გადაიქცევა, რაც დაგვანგრევს და განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას მოგვისპობს.

საქართველოს განვითარების და კეთილდღეობის ერთადერთი საფუძველი თავისუფლება, დემოკრატია და ტოლერანტობაა და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ამ აქსიომას უნდა ეფუძნებოდეს!

ქვეყნის საგარეო კურსი და ორიენტირები

ვინაიდან ჩვენი კეთილდღეობა მხოლოდ დემოკრატიას და თავისუფალ გარემოს უკავშირდება, ცხადია ისიც, რომ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია, ნატოს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენთვის კითხვები არ არსებობს.

ჩვენი სახელმწიფოს საგარეო კურსი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალ არჩევანს, რომელიც ემყარება ისტორიულ და ფასეულობრივ კავშირს დასავლურ სამყაროსთან და ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით და, მათ შორის, პლებისციტითაც.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სწორედ ამ არჩევნის განხორცილებისთვის - ატარებს რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და საქართველო რეალურად გახდეს ევროპული ეკონომიკის და ევროპული მოწყობის ქვეყანა.

დღეს საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიის განვითარებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. საქართველოს ბიზნესგარემო საუკეთესოა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებსაც ყველაზე უკეთ ჩვენ ვაკმაყოფილებთ.

საგარეო ორიენტირებზე საუბრისას საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტი და მხარდამჭერი. ძნელბედობის ჟამს სწორედ ამერიკამ გაუწია ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი ფინანსური, სამხედრო-პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა ძალიან მაღალ ხარისხში ავიდა და, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მომავალში საქართველოს უსაფრთხოება და პოლიტიკურ-ეკონომიკური წარმატებები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწორედ ჩვენს მთავარ პარტნიორთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას. ასევე გარკვეული ლოდინი დაგვჭირდება, ვიდრე ნატოს წევრები გავხდებით, რადგან ეს რთული გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია და მხოლოდ ჩვენს სურვილსა და მზადყოფნაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს სპეკულირების და, მით უმეტეს, იმედგაცრუების საბაბად.

საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება! ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ხელსაყრელ დროს, მზად ვიქნებით და ევროატლანტიკური სტრუქტურებში შევალთ მაშინვე, როგორც კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ.

დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივსცემით არ მოვექცევით მეზობლებს და არ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს, პირიქით, ჩვენი სტრატეგია გულისხმობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან.

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან, გავაღრმავებთ კავშირებს მნიშვნელოვან პარტნიორებთან და მეგობრებთან - თურქეთთან, აზებაირჯანთან, სომხეთთან; საინტერესო თანამშრომლობას ვიწყებთ ირანთან; საქართველო აქტიურად მონაწილეობს უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მქონე აბრეშუმის გზის პროექტში. რამდენიმე დღის წინ გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც გერმანიის რკინიგზა, საქართველოს გავლით, ჩინეთს დაუკავშირდება. ამით კიდევ უფრო გამოკვეთება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია, იყოს სატრანსპორტო დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

წარსულში დაბრუნების საფრთხე

შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი ხარისხის დემოკრატია და, მეორე მხრივ, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარება. ასეთი განსხვავება დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის იშვიათია და ძნელად თუ სადმე მოიძებნება. როგორც წესი, დემოკრატიის ხარისხი შეესაბამება ეკონომიკის განვითარებას. დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნის, ხოლო ქვეყნის მომავალი დემოკრატიის განუხრელად განვითარებას მოითხოვს. რასაკვირველია, ჩვენ მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.

სააკაშვილს ხელისუფლების იდეოლოგები ღიად ასაბუთებდნენ, რომ საქართველოს - ეკონომიკის სწრაფი წინსვლისა და მოდერნიზაციისთვის - აუცილებლად სჭირდებოდა ავტორიტარული რეჟიმი და რკინის ხელი - პოლიტიკურად ჩამორჩენილი ხალხი პატარა ჯგუფს უნდა ემართა. ამაში არწმუნებდნენ უცხოელებსაც და ამ შთაბეჭდილების შესაქმნელად დადგმულ სპექტაკლებს და უხეშ პროვაკაციებსაც არ ერიდებოდნენ. თუმცა, ვითომდა ქვეყნის საკეთილდღეოდ გამიზნული ამგვარი ქმედებები საბოლოოდ დასრულდა ერთი ჯგუფის მიერ ძალაუფლების უზურპირებით და ელიტური კორუფციით.

აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ გავაცნობიეროთ ის ხიფათი, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის სხვაობას ახლავს. ავტორიტარიზმის პირობებში ხელისუფლება მართავს საზოგადოებრივ აზრს - ერთი მხრივ, ხელოვნურად ნერგავს ოპტიმიზს და ცხოვრებას საამურად წარმოაჩენს, ამასთან ერთად კი ძალადობით ახშობს უკმაყოფილების გამოვლინებებს. დემოკრატიის პირობებში კი ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული განწყობების გამომზეურებას ხელს არაფერი უშლის.

სწორედ აქ უნდა მოვუხმოთ გონიერებას და კარგად გავიაზროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება. უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას!

დღეს ნამდვილად გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, ვერც დაგვაშინებს ვინმე და ვერც ხმებს მოგვპარავენ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან სწორი არჩევანი მხოლოდ ინფორმირებულ ამომრჩეველს შეუძლია, ამ მიმართულებით კი სერიოზული პრობლემებია.

ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა დასრულდა, მაგრამ გრძელდება პროპაგანდით და სიცრუით ძალადობა, რაც, შეიძლება, გაცილებით მეტადაც კი აზიანებდეს საზოგადოებას.

პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტერორით მართავდა ქვეყანას, ადამიანის უფლებებს აბუჩად იგდებდა და თავისუფალ სიტყვას დევნიდა, დღეს სრულად სარგებლობს ქვეყანაში არსებული თავისუფალი გარემოთი, ძველებურად ამუშავებს სიცრუის მანქანას, აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს და მის დღის წესრიგს ხშირად დანარჩენი მედიაც მიჰყვება, რადგან, მთავრობის ლანძღვა მოდაშია და კარგ ტონად ითვლება.

მოქალაქეებს მიზანმიმართულად და განუწყვეტლივ მიეწოდებათ ქვეყანაში არსებული ვითარების განზრახ დამახინჯებული სურათი, რაც ბევრში გულგატეხილობისა და სასოწარკვეთის განცდას იწვევს. ეს ყველაფერი რევანშის მიზნით კეთდება, რათა სააკაშვილის კლანმა ქვეყანა ისევ დააბრუნოს ძალმომრეობის ჭაობში, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი.

მედიამ ხელისუფლება უნდა აკრიტიკოს და, რასაკვირველია, მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ არა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიციიდან და ინტერესებიდან, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა საკუთარ ხალხს და რომელსაც დღეს რევანში სწადია.

ამ პარტიის ვითომდა განახლებული ლიდერებიც კი დღესაც საკუთარი პოლიტიკური წარსულის ქებით არიან დაკავებულნი და მხოლოდ გაკვრით თუ ახსენებენ შეცდომებს, რომელთა შესახებაც ნაციონალურ მოძრაობაში თითქოს არავინ იცოდა.

რასაკვირველია, ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფალ მედიაგარემოს, სადაც ნებისმიერ მედიასაშუალებას იმის შესაძლებლობაც ექნება, იყოს არაობიექტური, ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და გაავრცელოს არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციები, რისი მოწმენიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვართ.

თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თავისუფლება მედიას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით არ მოუპოვებია. ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მიწაზე დაყრილი და იარაღმიბჯენილი ჟურნალისტები, ერთი და იმავე ტექსტებით მოსაუბრე ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ასიათასობით ადამიანმა ციხე იწვნია, ხოლო დანარჩენები იგივეს ელოდნენ, ცხოვრება მშვენიერი იყო.

საქართველოში მედია სწორედ ტირანიის დამარცხების შემდეგ გათავისუფლდა და როგორ დაუნდობლადაც არ უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, რომელსაც არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის ამ თავისუფალი გარემოს შექმნაში, თავად მედიის უფლებებს არავინ შეეხება.

ადრე მედია ამბობდა მხოლოდ იმას, რაც ხელისუფლებას სურდა და, შესაბამისად, ხელისუფლებისთვისაც ადვილი იყო საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. ნაციონალების ესოდენ ნაქები პიარი, სინამდვილეში იმით გამოიხატებოდა, რომ ყველა არხზე მხოლოდ სააკაშვილი იჯდა დილიდან საღამომდე და ხან სახურავებიდან გვესაუბრებოდა და ხან მღვიმეებიდან. ყველა სხვა ინფორმაცია დახშული იყო.

დღეს მედია გახსნილია, ადამიანებმა თავად უნდა გამოიტანონ დასკვნები, რასაც სათანადო გამოცდილება სჭირდება და რაც ჯერ აკლია ჩვენს საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის პროპაგანდას და ცილისწამებას ჩვენ ძალადობით და აკრძალვით კი არ ვუპასუხებთ, არამედ - ანალიზით და მოვლენებისათვის სახელის დარქმევით. როდესაც მედია სრულიად თავისუფალია, საზოგადოებასაც და მთავრობასაც აქვთ უფლება, რომ გააკრიტიკონ იგი და ამხილონ კიდეც, თუკი არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შეამჩნევენ.

რა მიზანი მაქვს

როცა პოლიტიკში მოვედი, მე იმედი მქონდა, რომ ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ალღო არ გვიღალატებდა, არ დავიბნეოდით და სწორი არჩევანით ვუპასუხებდით მოძალადე მთავრობას. სინამდვილეში ასეც მოხდა და ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.

ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ სწორედ ის ჯგუფი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ბოროტი დაჟინებით ცდილობდა მოესპო და გაენადგურებინა ათეულობით საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული ფენომენი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ცდილობდნენ, მთელი მსოფლიო დაერწმუნებინათ, რომ ქართველები ვართ მართლმადიდებლური ფანატიზმით შეპყრობილი ველური ხალხი, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი ყველას და ყველაფრის მიმართ და ამიტომ აუცილებელი იყო ჩვენი მათრახით მართვა. მაშინ როდესაც მართლმადიდებლობა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს მსოფლმხედველობას, სწორედ ჰუმანიზმს და შემწყნარებლობას გვასწავლის და ამასვე ქადაგებდა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკლესია, ქვეყნის სულიერი ფარი, რომელსაც განუზომელი წვლილი მიუძღვის ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

წელს მთელი საზოგადოება პოლიტიკური სიმწიფის გამოცდას ვაბარებთ. ადრე თეთრსა და შავს შორის ვირჩევდით, დღეს უკვე ბევრი ფერია, გაჩნდა არჩევანის თავისუფლება - ყველა საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს, ყველა საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამიტომ, გაცილებით რთულია მართებული არჩევანის გაკეთება.

სიცრუის მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირად ჩემს მიმართაც. ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან. აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ.

არასდროს მიტრაბახია საქველმოქმედო პროექტებით თუ წამოწყებებით, მაგრამ, ვინაიდან, ამდენი ცილისწამება მოედინება, იმისათვის, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისად მართებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს. ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებ, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო სანდო და საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, უფრო მიმზიდველი - ტურისტებისთვის, ეს ყველაფერი ძალიან ადვილად შესამოწმებელია.

ყველა ბიზნესში ჩახედულმა იცის, რომ უცხოელი ინვესტორი გაცილებით სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და უფრო გაბედულად იწყებს საქმიანობას, როდესაც მას ადგილობრივი პარტნიორი ხვდება და ფინანსურ თანამონაწილეობას სთავაზობს. სწორედ ინვესტორთა დამატებითი სტიმულირებისთვის ჩემი ინიციატივით დაფუძნდა თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც გაცხადებული 5 მილიარდი დოლარის დიდი ნაწილი უკვე აითვისა, რითაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ბევრ ინვესტორს გაუხდა პარტნიორად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში - დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული ჰესების მშენებლობით.

გარდა ამისა, თავად ფონდი, ყოველგვარი პარტნიორის გარეშე, აშენებს რვა სასტუმროს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარების თვალსაზრით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს პროექტი სრულად იცავს არქიტექტურულ და გარემოსდაცვით ყველა ნორმას და, ამასთანავე, მიმდებარე ტერიტორიების მოვლას და გამწვანებასაც ითვალისწინებს, ჩვენი ოპონენტები, საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, განზრახ დამახინჯებული ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მათ სურთ, საქმის ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე პოლიტიკაში ფინანსური ინტერესების გამო მოვედი. სწორედ ამიტომ, ადრეც ვთქვი და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც ამ პროექტების დასრულების სურვილი და შესაძლებლობა ექნება, თანაინვესტირების ფონდი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით დაუთმობს საკუთრებას და ყოველმხრივ დახმარებასაც აღმოუჩენს.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც თითოეულმა მოქალაქემ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უნდა გააკეთოს არჩევანი. ეს კი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩემი ეს წერილიც და სატელევიზიო გამოსვლებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვგეგმავ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი "ქართულ ოცნებას" და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით და სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს.

ცხადია, გაჩნდება შეკითხვა - რატომ უნდა აღმოჩნდეს ვინმესთვის საინტერესო ჩემი ხედვა და რჩევა?! ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი - ყველა ადამიანს უყვარს თავისი სამშობლო და არც მე ვარ გამონაკლისი. შეძლებისდაგვარად მეც ვემსახურები ქვეყანას, ამასთანავე, ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი, რითაც წარმატებას მივაღწიე როგორც ბიზნესში, ასევე - ქვეყნის ტირანიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში და რაც, შეიძლება, მომავალშიც გამოადგეს ჩემს ქვეყანას.

ჩემი ხედვა, რომელიც ამ წერილში გადმოვეცი და რომელსაც კიდევ უფრო დეტალური და გაშლილი სახით სექტემბერში შემოგთავაზებთ, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმატების სურვილით. არავითარი სხვა მოტივი არ მამოძრავებს - არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძვი, რაც დავამტკიცე კიდეც, არც რაიმე თანამდებობა მიზიდავს და არც მატერიალურ გამორჩენას ველი. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები ან მიზნები არ გამაჩნია. ჩემი ერთადერთი ფიქრი ის არის, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დავაგვირგვინოთ ის საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საძირკველს საუკუნეების განმავლობაში უყრიდნენ და თქვენთან ერთად მეც და ჩემს ოჯახსაც გვიხაროდეს საქართველოში ცხოვრება.

სწორი არჩევანის შედეგად 2012 წელს ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება! სწორ არჩევანს დღესაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის! დღესაც ჩვენი ისტორიული გამოცდილების და ალღოს იმედი მაქვს! ამიტომ დავწერე ეს წერილი. ამიტომაც ვგეგმავ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს. შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკურ პარტიების, მედიის და ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი.

დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ!

P.შ. მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ ხუთშაბათს, 2 ივნისს, ამ თემებზე დამატებით კითხვებს ვუპასუხებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "ინტერვიუ".

ბიძინა ივანიშვილი

30 მაისი, 2016 წელი

"ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის... ბევრს მისი არ სჯერა" - რას წერს Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დაიკავონ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები" - რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში?