საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნის მოყვარულები 26 მაისისთვის ემზადებიან
წიგნის მოყვარულები 26 მაისისთვის ემზადებიან

სა­გან­გე­ბოდ ამ დღის­თვის გა­მო­ფე­ნი­ლი და მწყობ­რად ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ათა­სო­ბით წიგ­ნი, მკი­თხვე­ლის აღ­ტა­ცე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მთე­ლი წელი გაგ­ყვე­ბათ - ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­რო 26 მა­ი­სის­თვის ემ­ზა­დე­ბა, სწო­რედ ამ დღეს თბი­ლი­სის წიგ­ნის მე-18 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იხ­სნე­ბა - ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­მომ­ცემ­ლე­ბი სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში­ გი­მას­პინ­ძლე­ბენ. უც­ვლე­ლია ფეს­ტი­ვა­ლის ხან­გრძლი­ვო­ბაც - ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გეძლ­ევათ, ბიბ­ლი­ო­თე­კა მი­სა­ღებ ფა­სად მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­იმ­დიდ­როთ, თა­ნა­მედ­რო­ვე თუ კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რით.

წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი უკვე გა­და­იქ­ცა­ ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ღო­ნის­ძი­ე­ბად. ამას ისიც მოწ­მობს, რომ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­თა რი­ცხვი წლი­დან წლამ­დე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა - ჩნდე­ბა იმე­დიც, რომ წიგ­ნი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ღირ­სე­ულ ად­გილს იბ­რუ­ნებს. ყო­ველ­წლი­უ­რად ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი­ მთა­ვა­რი მას­პინ­ძე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ "პა­ლიტ­რა L"-ია, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად­, ე.წ. შო­უ­რუმ­ში, ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სტენ­დი­თა და წიგ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს დიდ არ­ჩე­ვანს, გრან­დი­ო­ზულ ფას­დაკ­ლე­ბებ­სა და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცი­ებს წელ­საც ჰპირ­დე­ბა.

ნა­თია ზაქ­რა­ძე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის PR მე­ნე­ჯე­რი: - თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის­თვის ყო­ველ­წლი­უ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბით. ამ­ჯე­რა­დაც ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვან ფას­დაკ­ლე­ბებ­სა და ფარ­თო არ­ჩე­ვანს ვთა­ვაზ­ობთ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის სტენ­დიც, სა­დაც რამ­დე­ნი­მე გრან­დი­ო­ზულ პრო­ექტს წარ­ვად­გენთ. ერთ-ერთი "ვინ­ქს­-კლუ­ბი" იქ­ნე­ბა. ეს არის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დი, რომ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რიც ცოტა ხნის წინ ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა გახ­და. ბავ­შვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ "ვინ­ქს"-ის ფე­რი­ებ­თან ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღონ. არა მხო­ლოდ ძველ, ახა­ლი სე­რი­ე­ბის წიგ­ნებ­საც მკი­თხველს 80%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით შევ­თა­ვა­ზებთ. ფას­დაკ­ლე­ბე­ბი გავ­რცელ­დე­ბა პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ებ­ზე "ტო­პთ­რი­ლე­რი", "ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა", "ლი­ბერ­თინ­სი", "ლი­ბერ­ქიდსი", "წლის ბესტსე­ლე­რი" და ა.შ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

წიგნის მოყვარულები 26 მაისისთვის ემზადებიან

წიგნის მოყვარულები 26 მაისისთვის ემზადებიან

საგანგებოდ ამ დღისთვის გამოფენილი და მწყობრად ჩალაგებული ათასობით წიგნი, მკითხველის აღტაცებული თვალები და შთაბეჭდილებები, რომელიც მთელი წელი გაგყვებათ - ქვეყანაში სრულიად ლიტერატურული სამყარო 26 მაისისთვის ემზადება, სწორედ ამ დღეს თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად იხსნება - ტრადიციულად, გამომცემლები საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში­ გიმასპინძლებენ. უცვლელია ფესტივალის ხანგრძლივობაც - ოთხი დღის განმავლობაში უნიკალური შესაძლებლობა გეძლ­ევათ, ბიბლიოთეკა მისაღებ ფასად მაქსიმალურად გაიმდიდროთ, თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურით.

წიგნის ფესტივალი უკვე გადაიქცა­ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად. ამას ისიც მოწმობს, რომ დამთვალიერებელთა რიცხვი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება - ჩნდება იმედიც, რომ წიგნი ქართველი მკითხველის ცხოვრებაში ღირსეულ ადგილს იბრუნებს. ყოველწლიურად ფესტივალის ერთ-ერთი­ მთავარი მასპინძელი გამომცემლობა­ "პალიტრა L"-ია, რომელიც ტრადიციულად­, ე.წ. შოურუმში, ყველაზე მრავალფეროვანი სტენდითა და წიგნებით გამოირჩევა.

გამომცემლობა წიგნის მოყვარულებს დიდ არჩევანს, გრანდიოზულ ფასდაკლებებსა და საინტერესო აქციებს წელსაც ჰპირდება.

ნათია ზაქრაძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის PR მენეჯერი: - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ყოველწლიურად განსაკუთრებულად ვემზადებით. ამჯერადაც ლიტერატურის მოყვარულებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებსა და ფართო არჩევანს ვთავაზ­ობთ. განსხვავებული იქნება "პალიტრა L"-ის სტენდიც, სადაც რამდენიმე გრანდიოზულ პროექტს წარვადგენთ. ერთ-ერთი "ვინქს­-კლუბი" იქნება. ეს არის მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი, რომლის ოფიციალური პარტნიორიც ცოტა ხნის წინ ჩვენი გამომცემლობა გახდა. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ "ვინქს"-ის ფერიებთან ფოტოებიც გადაიღონ. არა მხოლოდ ძველ, ახალი სერიების წიგნებსაც მკითხველს 80%-მდე ფასდაკლებით შევთავაზებთ. ფასდაკლებები გავრცელდება პოპულარულ სერიებზე "ტოპთრილერი", "ბიზნესლიტერატურა", "ლიბერთინსი", "ლიბერქიდსი", "წლის ბესტსელერი" და ა.შ.  განაგრძეთ კითხვა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს