საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის "დუბინკებით" უსწორდებოდნენ ადამიანებს" - ირმა ნადირაშვილი
 "თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის "დუბინკებით" უსწორდებოდნენ ადამიანებს" - ირმა ნადირაშვილი

"ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ ხდე­ბა, რომ კორ­ცხელ­ში არ­ჩევ­ნებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა იგებს" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი კორ­ცხე­ლის #53-ე უბან­ზე მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას.

"მსგავ­სი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა არას­დროს მი­ნა­ხავს. არ იყო პო­ლი­ცია. თბი­ლი­სი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი და რაგ­ბის­ტე­ბი რკი­ნის "დუ­ბინ­კე­ბით" და კას­ტე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ ხდე­ბა, რომ კორ­ცხელ­ში არ­ჩევ­ნებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იგებს", - აცხა­დებს ნა­დი­რაშ­ვი­ლი.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის კორ­ცხე­ლის #53-ე უბან­ზე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ჩხუბ­ში სპორ­ტსმე­ნე­ბიც იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ხელ­კე­ტე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვიდ­ნენ. და­შა­ვე­ბუ­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რამ­დე­ნი­მე წევ­რი, მათ შო­რის ნიკა მე­ლია, თენ­გიზ გუ­ნა­ვა და გიგა ბო­კე­რია, ასე­ვე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და აქ­ტი­ვის­ტე­ბი. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ გზით უს­წორ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ას, რად­გან არ­ჩევ­ნებს აგებს. სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ლაშა გვა­სა­ლია კი, არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვინ მი­იყ­ვა­ნა უბან­ზე სპორ­ტსმე­ნე­ბი. მისი თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას მოჰ­ყვა. ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც.

წა­ი­კი­თხეთ: გიგა ბო­კე­რი­ას და ნიკა მე­ლი­ას სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ

"თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის "დუბინკებით" უსწორდებოდნენ ადამიანებს" - ირმა ნადირაშვილი

 "თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის "დუბინკებით" უსწორდებოდნენ ადამიანებს" - ირმა ნადირაშვილი

"ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კორცხელში არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა იგებს" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი კორცხელის #53-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებას.

"მსგავსი განუკითხაობა არასდროს მინახავს. არ იყო პოლიცია. თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის "დუბინკებით" და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კორცხელში არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" იგებს", - აცხადებს ნადირაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, თენგიზ გუნავა და გიგა ბოკერია, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ გზით უსწორდება ოპოზიციას, რადგან არჩევნებს აგებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია კი, არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებსაც.

წაიკითხეთ: გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."