წყალტუბოში, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები "ქართული ოცნების" კოორდინატორებს, ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, წყალტუბოში, #52 უბანზე "ქართული ოცნების" კოორდინატორმა ამომრჩეველს ფული გადაუხადა და მათ ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც გააჩნიათ.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, "ოცნების" კოორდინატორები ამომრჩეველს 30-50 ლარს უხდიან. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აქამდეც ჰქონდათ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. აქამდე ისინი ამომრჩეველს 150 ლარს უხდიდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი კოორდინატორები არიან და ამით იმართლებდნენ თავს. დღეს კი ისინი ამომრჩეველს უბანზე 30-50 ლარს უხდიან. გააჩნია რამდენზე დაითანხმებენ", - განაცხადა საღარეიშვილმა.