პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტალინის სიკვდილის საიდუმლოება და ქალი, რომელიც ხრუშჩოვმა ბერიას ჩამოსაშორებლად გამოიყენა
სტალინის სიკვდილის საიდუმლოება და ქალი, რომელიც ხრუშჩოვმა ბერიას ჩამოსაშორებლად გამოიყენა

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ლი­დე­რი, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი გე­ნე­რა­ლი­სი­მუ­სი და II მსოფ­ლიო ომის ერთ-ერთი არ­ქი­ტექ­ტო­რი - იო­სებ სტა­ლი­ნი, იგი­ვე - ჯუ­ღაშ­ვი­ლი 1953 წლის 5 მარტს, 21:50 სა­ათ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

საბ­ჭო­თა გა­ზე­თებ­მა მისი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ 2 დღის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლეს. "დიდი ბე­ლა­დის" გარ­დაც­ვა­ლე­ბა ხალ­ხის­თვის იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რმა ინ­ფარ­ქტიც მი­ი­ღო. ამას­თან, რო­გორც შემ­დგომ­ში გა­მო­ირ­კვა, სტა­ლი­ნის სიკ­ვდილს თა­ვად "ძლი­ერ­ნი ამა ქვეყ­ნი­სა­ნიც" მო­უმ­ზა­დე­ბელ­ნი შეხ­ვდნენ, რა­მაც უამ­რავ ლე­გენ­და­სა თუ ვა­რა­უდს და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი.

დღეს­დღე­ო­ბით "დიდი ბე­ლა­დის" გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ არა მარ­ტო რუ­სეთ­ში, არა­მედ სხვა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­შიც საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ იწე­რე­ბა და ის­ტო­რი­კო­სე­ბის გარ­და, ამ სა­კი­თხზე სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბას სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­მოთ­ქვა­მენ. ამი­ტო­მა­ცაა, რომ უკვე სი­მარ­თლის დად­გე­ნა საკ­მა­ოდ ჭირს, მაგ­რამ თა­ვის­თა­ვად, ყო­ველ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­ინ­ტე­რე­სოა. მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ იო­სებ სტა­ლინს სიკ­ვდი­ლამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე დამ­ბლა და­ე­ცა და მარ­ჯვე­ნა მხა­რე მთლი­ა­ნად წა­ერ­თვა: 1953 წლის 1-ელ მარტს იგი კუნ­ცე­ვოს აგა­რაკ­ზე, დაც­ვის უფ­როს­მა ლოზ­გა­ჩოვ­მა უკვე და­დამ­ბლა­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში - ია­ტაკ­ზე დაგ­დე­ბუ­ლი ნახა, მაგ­რამ ექი­მე­ბი კუნ­ცე­ვო­ზე მხო­ლოდ მე­ო­რე დღეს, დი­ლით მი­ვიდ­ნენ და სხე­უ­ლის მარ­ჯვე­ნა ნა­წი­ლის დამ­ბლის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ამის შემ­დეგ სტა­ლინ­მა კი­დევ სა­მი­ო­დე დღე იცო­ცხლა ისე, რომ ლა­პა­რაკს ვერ ახერ­ხებ­და და მხო­ლოდ მარ­ცხე­ნა ხელს ამოძ­რა­ვებ­და. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, 1953 წლის 5 მარტს სტა­ლი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და ექი­მებ­მა ამის მი­ზე­ზად ტვინ­ში სის­ხლის ჩაქ­ცე­ვა და­ა­სა­ხე­ლეს.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, "დიდი ბე­ლა­დის" სიკ­ვდილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა: მო­ქა­ლა­ქე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­გორც წესი, ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ბრმად ენდო; პო­ლიტ­ბი­უ­როს წევრთა ერ­თმა ნა­წილ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ სტა­ლი­ნი ხრუშ­ჩოვ­მა და მის­მა გა­რე­მოც­ვამ მო­წამ­ლა, ხოლო თა­ვად ხრუშ­ჩოვ­სა და მი­სი­ა­ნებს, ისე­ვე, რო­გორც "გუ­ლა­გის" მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მკვიდრთ პო­ლი­ტი­კუ­რი მტრის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლი გა­უ­ხარ­დათ და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და­ი­წყეს მზა­დე­ბა. ცხა­დია, მომ­ხდა­რით უაღ­რე­სად აღ­შფო­თე­ბუ­ლი ჩან­და ლავ­რენ­ტი ბე­რია. სტა­ლი­ნის ვა­ჟიშ­ვი­ლი, ვა­სი­ლი სტა­ლი­ნი კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მა­მა­მი­სი მო­წამ­ლუ­ლი იყო.

მო­წამ­ვლის ვერ­სია სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა - სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვა­მაც გა­ი­ზი­ა­რა: ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და, რომ სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, როცა მა­მის სა­რე­ცელ­თან მი­ვი­და, შე­ამ­ჩნია, რომ სტა­ლინს რა­ღა­ცის თქმა სურ­და, თან მარ­ცხე­ნა ხელს მუშ­ტავ­და. "წარ­ბე­ბი შეკ­რა და ხელი იმგვა­რად აა­მოძ­რა­ვა, თით­ქოს ვი­ღა­ცას ემუქ­რე­ბო­და", - წერ­და სვეტ­ლა­ნა წიგნ­ში, რო­მე­ლიც მან წლე­ბის შემ­დეგ, ამე­რი­კა­ში გა­მოს­ცა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ იგი ორაზ­როვ­ნად, მაგ­რან იქვე იმა­საც უთი­თებს, რომ სა­სიკ­ვდი­ლო სა­რე­ცელ­თან ყვე­ლა­ზე მხნედ და რა­ო­დენ საკ­ვირ­ვე­ლიც უნდა იყოს, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად­მყო­ფად სწო­რედ ლავ­რენ­ტი ბე­რია გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და: "ის წუ­თი­თაც არ დაბ­ნე­უ­ლა მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ ყვე­ლა­ნი ვერც კი ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით, რა ხდე­ბო­და და არც ის ვი­ცო­დით, რითი უნდა გვეშ­ვე­ლა მო­მაკ­ვდა­ვი მა­მის­თვის". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ იმ დროს პო­ლიტ­ბი­უ­როს წევრთა ნა­წილ­მა კარ­გად იცო­და, სტა­ლინს და ბე­რი­ას არ­ცთუ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ ჰქონ­დათ, მაგ­რამ ყვე­ლა დუმ­და. სტა­ლინ-ბე­რი­ას ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ხრუშ­ჩო­ვი და მისი გა­რე­მოც­ვა, რომ­ლე­ბიც "ქარ­თველ­თა აღ­ზე­ვე­ბის" გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ ფა­რავ­დნენ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სტალინის სიკვდილის საიდუმლოება და ქალი, რომელიც ხრუშჩოვმა ბერიას ჩამოსაშორებლად გამოიყენა

სტალინის სიკვდილის საიდუმლოება და ქალი, რომელიც ხრუშჩოვმა ბერიას ჩამოსაშორებლად გამოიყენა

საბჭოთა კავშირის ყველაზე სახელგანთქმული ლიდერი, მსოფლიოში პირველი ქართველი გენერალისიმუსი და II მსოფლიო ომის ერთ-ერთი არქიტექტორი - იოსებ სტალინი, იგივე - ჯუღაშვილი 1953 წლის 5 მარტს, 21:50 საათზე გარდაიცვალა.

საბჭოთა გაზეთებმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაავრცელეს. "დიდი ბელადის" გარდაცვალება ხალხისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბევრმა ინფარქტიც მიიღო. ამასთან, როგორც შემდგომში გამოირკვა, სტალინის სიკვდილს თავად "ძლიერნი ამა ქვეყნისანიც" მოუმზადებელნი შეხვდნენ, რამაც უამრავ ლეგენდასა თუ ვარაუდს დაუდო საფუძველი.

დღესდღეობით "დიდი ბელადის" გარდაცვალების შესახებ არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც საკმაოდ ბევრი რამ იწერება და ისტორიკოსების გარდა, ამ საკითხზე საკუთარ შეხედულებას სხვა პროფესიის ადამიანებიც გამოთქვამენ. ამიტომაცაა, რომ უკვე სიმართლის დადგენა საკმაოდ ჭირს, მაგრამ თავისთავად, ყოველგვარი ინფორმაცია საინტერესოა. მაგალითად, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იოსებ სტალინს სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დამბლა დაეცა და მარჯვენა მხარე მთლიანად წაერთვა: 1953 წლის 1-ელ მარტს იგი კუნცევოს აგარაკზე, დაცვის უფროსმა ლოზგაჩოვმა უკვე დადამბლავებულ მდგომარეობაში - იატაკზე დაგდებული ნახა, მაგრამ ექიმები კუნცევოზე მხოლოდ მეორე დღეს, დილით მივიდნენ და სხეულის მარჯვენა ნაწილის დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ სტალინმა კიდევ სამიოდე დღე იცოცხლა ისე, რომ ლაპარაკს ვერ ახერხებდა და მხოლოდ მარცხენა ხელს ამოძრავებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა და ექიმებმა ამის მიზეზად ტვინში სისხლის ჩაქცევა დაასახელეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, "დიდი ბელადის" სიკვდილს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: მოქალაქეთა უმრავლესობა, როგორც წესი, ოფიციალურ განცხადებას ბრმად ენდო; პოლიტბიუროს წევრთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სტალინი ხრუშჩოვმა და მისმა გარემოცვამ მოწამლა, ხოლო თავად ხრუშჩოვსა და მისიანებს, ისევე, როგორც "გულაგის" მრავალრიცხოვან მკვიდრთ პოლიტიკური მტრის მოულოდნელი სიკვდილი გაუხარდათ და საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად დაიწყეს მზადება. ცხადია, მომხდარით უაღრესად აღშფოთებული ჩანდა ლავრენტი ბერია. სტალინის ვაჟიშვილი, ვასილი სტალინი კი ამტკიცებდა, რომ მამამისი მოწამლული იყო.

მოწამვლის ვერსია სტალინის ქალიშვილმა - სვეტლანა ალილუევამაც გაიზიარა: ის მოგვიანებით იხსენებდა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა მამის სარეცელთან მივიდა, შეამჩნია, რომ სტალინს რაღაცის თქმა სურდა, თან მარცხენა ხელს მუშტავდა. "წარბები შეკრა და ხელი იმგვარად აამოძრავა, თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა", - წერდა სვეტლანა წიგნში, რომელიც მან წლების შემდეგ, ამერიკაში გამოსცა. საინტერესოა, რომ იგი ორაზროვნად, მაგრან იქვე იმასაც უთითებს, რომ სასიკვდილო სარეცელთან ყველაზე მხნედ და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ყველაფრისთვის მზადმყოფად სწორედ ლავრენტი ბერია გამოიყურებოდა: "ის წუთითაც არ დაბნეულა მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ვერც კი ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა და არც ის ვიცოდით, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის". აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს პოლიტბიუროს წევრთა ნაწილმა კარგად იცოდა, სტალინს და ბერიას არცთუ კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდათ, მაგრამ ყველა დუმდა. სტალინ-ბერიას ურთიერთობებით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ხრუშჩოვი და მისი გარემოცვა, რომლებიც "ქართველთა აღზევების" გამო უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ. განაგრძეთ კითხვა

"ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა... სახელებს გზადაგზა ვარჩევდით" - გაიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 4 ტყუპი შეეძინა

კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"ქალს ხელში კონვერტი ეჭირა... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, მაგრამ ჩარიცხვა არ ვიციო" - რა მოხდა, როდესაც AMBEBI.GE-ზე აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის ამბავი დაიწერა?