საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია ყველაზე უსაფრთხო კონტრაცეპტივები და რა უკუჩვენება აქვს თითოეულს?
რომელია ყველაზე უსაფრთხო კონტრაცეპტივები და რა უკუჩვენება აქვს თითოეულს?

დღეს, როცა ცხოვ­რე­ბა და მით უმე­ტეს შვი­ლე­ბის გაზ­რდა, არ­ცთუ ისე მარ­ტი­ვი საქ­მეა, ოჯა­ხის და­გეგ­მვა კი­დევ უფრო მეტ აქ­ტუ­ა­ლო­ბას იძენს. იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ არა­ხელ­საყ­რელ დროს არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა სხვა­დას­ხვა სა­ხის კონ­ტრა­ცეფ­ცი­ას გვთა­ვა­ზობს. მთა­ვა­რია, შე­ვარ­ჩი­ოთ თა­ვი­სი საქ­მის მცოდ­ნე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი და მივ­ყვეთ მის მი­თი­თე­ბებს. ერთ-ერთი ასე­თი მეან-გი­ნე­კო­ლო­გი ნუ­ნუ­კა გე­ლაშ­ვი­ლი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც "ჯან­მრთე­ლო­ბის სახ­ლში" მუ­შა­ობს. სწო­რედ ის გვე­სა­უბ­რა ამომ­წუ­რა­ვად არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის­გან თავ­დაც­ვის გზებ­ზე.

- არ­სე­ბობს კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე სახე, ესაა ბა­რი­ე­რუ­ლი კონ­ტრა­ცეფ­ცია - კონ­დო­მე­ბი რო­გორც მა­მა­კა­ცის, ასე­ვე ქა­ლის, და სპერ­მი­ცი­დე­ბი - სა­შოს ტაბ­ლე­ტე­ბი, გელი ან სან­თე­ლი, რო­მე­ლიც იწ­ვევს სპერ­მა­ტო­ზო­ი­დის აქ­ტი­უ­რო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას, ან მათ და­ხოც­ვას, ან ხელს უშ­ლის მის შეღ­წე­ვას საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში და ამით ხდე­ბა დაც­ვა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, გან­ვი­ხი­ლოთ ბა­რი­ე­რუ­ლი კონ­ტრა­ცეფ­ცია. არ­სე­ბობს რო­გორც მა­მა­კა­ცის, ასე­ვე ქა­ლის კონ­დო­მე­ბი, ქა­ლე­ბის­თვის ასე­ვე არ­სე­ბობს დი­აფ­რაგ­მა, რაც გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად ცოტა უხერ­ხუ­ლია და დი­დად არ უყ­ვართ ხოლ­მე ქა­ლებს მისი მოხ­მა­რე­ბა. მა­მა­კა­ცის კონ­დო­მი უფრო მარ­ტი­ვად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლია. კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის ეს მე­თო­დე­ბი ყვე­ლა­ზე უფრო უსაფრ­თხოა, იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც არ შე­ი­ცავს არა­ნა­ირ მე­დი­კა­მენ­ტებს, ამას­თან უპი­რა­ტე­სო­ბად ით­ვლე­ბა ის, რომ ხდე­ბა სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან დაც­ვაც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იშ­ვი­ა­თად, თუმ­ცა იჩენს თავს ალერ­გია იმ სა­ცხზე, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ კონ­დომს გა­აჩ­ნია და ესაა უხერ­ხუ­ლო­ბა. კონ­დო­მი­თა და და­იფ­რაგ­მით დაც­ვა საკ­მა­ოდ მა­ღალ პრო­ცენ­ტი­ა­ნია, ოღონდ უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა რომ კონ­დო­მი და­ბა­ლი ხა­რის­ხის არ იყოს, ვადა არ ჰქონ­დეს გა­სუ­ლი, რომ მოხ­მა­რე­ბის დროს არ და­ზი­ან­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სპერ­მი­ცი­დულ აბებ­სა და გე­ლებს, ისი­ნი თავ­სდე­ბა სა­შო­ში, უსაფრ­თხოა, რად­გან არ იწო­ვე­ბა, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი ამა­საც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, მაგ­რამ ყუ­რადსა­ღე­ბია ის, რომ დაც­ვა არაა ისე­თი­ვე მა­ღა­ლი, რო­გორც პე­რო­რა­ლუ­რი ტაბ­ლე­ტე­ბის დროს.

ასე­ვე არ­სე­ბობს გა­და­უ­დე­ბე­ლი კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის მე­თო­დი – ეს გახ­ლავთ პრო­გეს­ტე­ნუ­ლი აბე­ბი, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტონ­მა უნდა მი­ი­ღოს და­უც­ვე­ლი სექ­სი­დან 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა არ­სე­ბობს და­ბალ­დო­ზი­ა­ნიც, რომ­ლის და­ლე­ვაც 24 სა­ათ­შიც და­საშ­ვე­ბია. ამ აბე­ბის ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ეს მა­ინც მა­ღა­ლი დო­ზის ჰორ­მო­ნია. თუ არ და­ირ­ღვა სა­ა­თობ­რი­ვი გან­რი­გი, ანუ ის 72 სა­ა­თი (ან და­ბალ­დო­ზი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში - ის 24 სა­ა­თი), მა­შინ ეს კარ­გი დაც­ვაა გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვთქვათ, კონ­დო­მი და­ზი­ან­და, ან არ იყო თა­ვის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, დამ­ყარ­და სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი და და­ორ­სუ­ლო­ე­ბის შან­სი არ­სე­ბობს.

გარ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი­სა, არ­სე­ბობს კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რომელია ყველაზე უსაფრთხო კონტრაცეპტივები და რა უკუჩვენება აქვს თითოეულს?

რომელია ყველაზე უსაფრთხო კონტრაცეპტივები და რა უკუჩვენება აქვს თითოეულს?

დღეს, როცა ცხოვრება და მით უმეტეს შვილების გაზრდა, არცთუ ისე მარტივი საქმეა, ოჯახის დაგეგმვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არახელსაყრელ დროს არასასურველი ორსულობა, თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა სახის კონტრაცეფციას გვთავაზობს. მთავარია, შევარჩიოთ თავისი საქმის მცოდნე, პროფესიონალი სპეციალისტი და მივყვეთ მის მითითებებს. ერთ-ერთი ასეთი მეან-გინეკოლოგი ნუნუკა გელაშვილი გახლავთ, რომელიც "ჯანმრთელობის სახლში" მუშაობს. სწორედ ის გვესაუბრა ამომწურავად არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის გზებზე.

- არსებობს კონტრაცეფციის რამდენიმე სახე, ესაა ბარიერული კონტრაცეფცია - კონდომები როგორც მამაკაცის, ასევე ქალის, და სპერმიციდები - საშოს ტაბლეტები, გელი ან სანთელი, რომელიც იწვევს სპერმატოზოიდის აქტიურობის დაქვეითებას, ან მათ დახოცვას, ან ხელს უშლის მის შეღწევას საშვილოსნოს ღრუში და ამით ხდება დაცვა.

თავდაპირველად, განვიხილოთ ბარიერული კონტრაცეფცია. არსებობს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის კონდომები, ქალებისთვის ასევე არსებობს დიაფრაგმა, რაც გამოსაყენებლად ცოტა უხერხულია და დიდად არ უყვართ ხოლმე ქალებს მისი მოხმარება. მამაკაცის კონდომი უფრო მარტივად გამოსაყენებელია. კონტრაცეფციის ეს მეთოდები ყველაზე უფრო უსაფრთხოა, იმდენად, რამდენადაც არ შეიცავს არანაირ მედიკამენტებს, ამასთან უპირატესობად ითვლება ის, რომ ხდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაცვაც. აღსანიშნავია, რომ იშვიათად, თუმცა იჩენს თავს ალერგია იმ საცხზე, რომელიც უშუალოდ კონდომს გააჩნია და ესაა უხერხულობა. კონდომითა და დაიფრაგმით დაცვა საკმაოდ მაღალ პროცენტიანია, ოღონდ უნდა მიექცეს ყურადღება რომ კონდომი დაბალი ხარისხის არ იყოს, ვადა არ ჰქონდეს გასული, რომ მოხმარების დროს არ დაზიანდეს.

რაც შეეხება სპერმიციდულ აბებსა და გელებს, ისინი თავსდება საშოში, უსაფრთხოა, რადგან არ იწოვება, თუმცა ადგილობრივი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები ამასაც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ყურადსაღებია ის, რომ დაცვა არაა ისეთივე მაღალი, როგორც პერორალური ტაბლეტების დროს.

ასევე არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდი – ეს გახლავთ პროგესტენული აბები, რომელიც ქალბატონმა უნდა მიიღოს დაუცველი სექსიდან 72 საათის განმავლობაში, თუმცა არსებობს დაბალდოზიანიც, რომლის დალევაც 24 საათშიც დასაშვებია. ამ აბების ხშირად გამოყენება არ შეიძლება, რადგან ეს მაინც მაღალი დოზის ჰორმონია. თუ არ დაირღვა საათობრივი განრიგი, ანუ ის 72 საათი (ან დაბალდოზიანის შემთხვევაში - ის 24 საათი), მაშინ ეს კარგი დაცვაა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, კონდომი დაზიანდა, ან არ იყო თავის დაცვის საშუალება, დამყარდა სქესობრივი კონტაქტი და დაორსულოების შანსი არსებობს.

გარდა ზემოხსენებულისა, არსებობს კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია