პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მტკვარში მანქანით გადავარდნილ მღვდელ-მონაზონს მესამე დღეა ეძებენ - რას ყვება თვითმხილველი უბედურ შემთხვევაზე
მტკვარში მანქანით გადავარდნილ მღვდელ-მონაზონს მესამე დღეა ეძებენ - რას ყვება თვითმხილველი უბედურ შემთხვევაზე

სამი დღის წინ, სა­ნა­პი­რო­ზე ტრა­გე­დია მოხ­და. მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, მშრა­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვა 17 მა­ისს გამ­თე­ნი­ი­სას, 01:00 სა­ათ­ზე მოხ­და. მძღო­ლის პოვ­ნა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა, წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბის და მტკვრის ჩქა­რი დი­ნე­ბის გამო მდი­ნა­რი­დან მან­ქა­ნაც არ ამო­უყ­ვა­ნი­ათ. ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი, ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­მა­კაც­თან ერ­თად ავ­ტო­მო­ბილ­ში სხვა პი­რე­ბიც ის­ხდნენ, კი­დევ ერთი და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებს აა­ცი­ლა, საჭე ვე­ღარ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

Ambebi.ge შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და მაშ­ვე­ლე­ბი ორი დღეა მუ­შა­ო­ბენ. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ვერ და­ა­ფიქ­სი­რეს, შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ კი მხო­ლოდ ის იცი­ან, რომ ავ­ტო­მო­ბილს სა­სუ­ლი­ე­რო პირი მარ­თავ­და. ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი, და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კარ­გუ­ლი მძღო­ლი სა­მე­ბის ტაძ­რის მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ბა­სი­ლი კორ­ტა­ვაა.

შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლი გელა შ, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო, სა­ნა­პი­რო­ზე, შემ­თხვე­ვის ად­გილ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობს. "მან­ქა­ნა წყალ­ში რომ გა­და­ვარ­და სახ­ლში ვი­ყა­ვი და გა­ვე­დი. იმის შემ­დეგ დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მუ­შა­ო­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი, მყვინ­თა­ვე­ბი, მაგ­რამ ვერ პო­უ­ლო­ბენ. ახ­ლაც იქე­დან მო­ვე­დი. ადი­დე­ბუ­ლია მტკვა­რი და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს აზრი არ აქვს. წე­ღან მყვინ­თა­ვე­ბიც კი წა­ი­ღო წყალ­მა და ძლივს გა­და­არ­ჩი­ნეს" - გვე­უბ­ნე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.

- რას ამ­ბო­ბენ, ვინ არის და­კარ­გუ­ლი მძღო­ლი?

- სა­მეგ­რე­ლო­და­ნაა, სა­მე­ბა­ში მსა­ხუ­რობს, ბერი იყო. სა­ხე­ლი და გვა­რი არ ვიცი. მო­დი­ან მა­მა­ო­ე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და მთე­ლი დღე აქ ვართ. გუ­შინ მტკვა­რი და­აშ­რეს და მან­ქა­ნა იპო­ვეს, სა­ვა­რა­უ­დოდ იცი­ან სად იქ­ნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი მძღო­ლის ცხე­და­რიც, მაგ­რამ წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბის გამო მდი­ნა­რის დი­ნე­ბა ჩქა­რია და ვერც მან­ქა­ნის ამოყ­ვა­ნა მო­ხერ­ხდა. დღეს ისევ წყალ­მა და­ფა­რა ის ნა­წი­ლი, მან­ქა­ნა სა­დაც არის ჩა­ვარ­დნი­ლი. მან­ქა­ნა და­ა­მაგ­ნი­ტეს მაშ­ვე­ლებ­მა, წყალ­მა რომ არ წა­ი­ღოს.

- ამ­ბო­ბენ, რომ შემ­თხვე­ვის დროს პო­ლი­ცია მის­დევ­და მძღოლს?

- ტყუ­ი­ლია, ამ ფაქტს ტაქ­სის მძღო­ლი შე­ეს­წრო, რო­მე­ლიც ამ­ბობს რომ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და მძღო­ლი. უკან მის­დევ­და პატ­რუ­ლი, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­ყავ­და მან­ქა­ნა, ამ­ბო­ბენ, პატ­რულს გა­და­ღე­ბუ­ლიც აქვს ეს კად­რე­ბი. ჯე­ბი­რი ამ ნა­წილ­ში გა­დან­გრე­უ­ლი იყო, 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის დროს წა­ი­ღო წყალ­მა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

მტკვარში მანქანით გადავარდნილ მღვდელ-მონაზონს მესამე დღეა ეძებენ - რას ყვება თვითმხილველი უბედურ შემთხვევაზე

მტკვარში მანქანით გადავარდნილ მღვდელ-მონაზონს მესამე დღეა ეძებენ - რას ყვება თვითმხილველი უბედურ შემთხვევაზე

სამი დღის წინ, სანაპიროზე ტრაგედია მოხდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ "ოპელის" მარკის ავტომობილი მტკვარში გადავარდა. შემთხვევა 17 მაისს გამთენიისას, 01:00 საათზე მოხდა. მძღოლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, წვიმიანი ამინდების და მტკვრის ჩქარი დინების გამო მდინარიდან მანქანაც არ ამოუყვანიათ. ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები, ერთი ინფორმაციით მამაკაცთან ერთად ავტომობილში სხვა პირებიც ისხდნენ, კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძღოლმა ქვეითად მოსიარულეებს ააცილა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

Ambebi.ge შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები ორი დღეა მუშაობენ. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში განგვიცხადეს, რომ ავტომობილი სათვალთვალო კამერებმა ვერ დააფიქსირეს, შემთხვევის შესახებ კი მხოლოდ ის იციან, რომ ავტომობილს სასულიერო პირი მართავდა. ჩვენს მიერ მოპოვებული, დაზუსტებული ინფორმაციით, დაკარგული მძღოლი სამების ტაძრის მღვდელ-მონაზონი ბასილი კორტავაა.

შემთხვევის თვითმხილველი გელა შ, რომელმაც მომხდარის შესახებ გვიამბო, სანაპიროზე, შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობს. "მანქანა წყალში რომ გადავარდა სახლში ვიყავი და გავედი. იმის შემდეგ დილიდან საღამომდე მუშაობენ მაშველები, მყვინთავები, მაგრამ ვერ პოულობენ. ახლაც იქედან მოვედი. ადიდებულია მტკვარი და სამძებრო სამუშაოებს აზრი არ აქვს. წეღან მყვინთავებიც კი წაიღო წყალმა და ძლივს გადაარჩინეს" - გვეუბნება თვითმხილველი.

- რას ამბობენ, ვინ არის დაკარგული მძღოლი?

- სამეგრელოდანაა, სამებაში მსახურობს, ბერი იყო. სახელი და გვარი არ ვიცი. მოდიან მამაოები, ნათესავები და მთელი დღე აქ ვართ. გუშინ მტკვარი დააშრეს და მანქანა იპოვეს, სავარაუდოდ იციან სად იქნება გარდაცვლილი მძღოლის ცხედარიც, მაგრამ წვიმიანი ამინდების გამო მდინარის დინება ჩქარია და ვერც მანქანის ამოყვანა მოხერხდა. დღეს ისევ წყალმა დაფარა ის ნაწილი, მანქანა სადაც არის ჩავარდნილი. მანქანა დაამაგნიტეს მაშველებმა, წყალმა რომ არ წაიღოს.

- ამბობენ, რომ შემთხვევის დროს პოლიცია მისდევდა მძღოლს?

- ტყუილია, ამ ფაქტს ტაქსის მძღოლი შეესწრო, რომელიც ამბობს რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მძღოლი. უკან მისდევდა პატრული, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მიყავდა მანქანა, ამბობენ, პატრულს გადაღებულიც აქვს ეს კადრები. ჯებირი ამ ნაწილში გადანგრეული იყო, 13 ივნისის სტიქიის დროს წაიღო წყალმა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ