ამერიკული გამოცემა "ფორბსის" მონაცემებით, მსოფლიოში 1810 მილიარდერია და ისინი 67 სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. "ფორბსმა" უმდიდრესი ადამიანები მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დააჯგუფა და 27 ქალაქი გამოავლინა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. TOP-რეიტინგი გთავაზობთ ამ ქალაქების სრულ სიას:
პალო ალტო (კალიფორნია)
მილირდერთა რაოდენობა - 13,
საერთო კაპიტალი - 124,9 მილიარდი დოლარი.
ყველაზე მდიდარი მარკ ცუკერბერგია (44,6 მლრდ).
ის მსოფლიოში მეექვსე ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელმაც "ფეისბუკის" შექმნა ჰარვარდის საერთო საცხოვრებელში დაიწყო.
ჟენევა (შვეიცარია)
მილიარდერთა რაოდენობა - 13,
საერთო კაპიტალი - 41,5 მილიარდი.
ყველაზე მდიდარი ადამიანი - გენადი ტიმჩენკო (11 მლრდ).
ქალაქის ყველაზე მდიდარი ადამიანი შემოსავალს ნავთობისა და გაზისგან იღებს. ტიმჩენკო რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ ჟენევაში ცხოვრობს და საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია Gounvor Group-ის დამფუძნებელია.
ჩიკაგო (აშშ).
მილიარდერთა რაოდენობა - 13,
საერთო კაპიტალი - 36,6 მილიარდი დოლარი,
ყველაზე მდიდარი კენ გრიფინია (7,5 მლრდ). მან გლობალური საინვესტიციო ფირმა "ციტადელი" დააარსა.
დუბაი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
მილიარდერთა რაოდენობა - 14,
საერთო კაპიტალი - 37 მილიარდი დოლარი,
უმდიდრესი ადამიანი - მაჯიდ ალ ფუტეიმი (5 მლრდ). ის ჰოლდინგ ჯგუფს ფლობს, რომელიც სავაჭრო ცენტრებს მართავს.
დელი (ინდოეთი)
მილიარდერთა რაოდენობა - 14
საერთო კაპიტალი - 42,7 მლრდ დოლარი.
ყველაზე მდიდარი შივ ნადარია (1!,1 მლრდ). მისი საქმიანობა ტექნოლოგიების, საინფორმაციო სისტემების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებს მოიცავს.
ბანგკოკი (ტაილანდი)
მილიარდერთა რაოდენობა - 14,
საერთო კაპიტალი - 42,2 მილიარდი დოლარი,
უმდიდრესი ადამიანი - შარონ სირივადჰანაბაკდი (10,7 მლრდ). მიმდინარე წელს მრეწველობის მაგნატმა 2.5 მლრდ დოლარი ლუდის მეშვეობით იშოვა განაგრძეთ კითხვა