საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ მეჭიაური "ქართული ოცნების" ყრილობაზე დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავს
თამაზ მეჭიაური "ქართული ოცნების" ყრილობაზე დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავს

"არ მინ­დო­და ყრი­ლო­ბა­ზე მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი", - ასე ახ­სნა მმარ­თვე­ლი გუნ­დის დე­პუ­ტატ­მა თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყრი­ლო­ბა­ზე და­უს­წრებ­ლო­ბა.

რო­გორც მე­ჭი­ა­ურ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც და­უ­დას­ტუ­რა, რომ მის­თვის დე­პუ­ტა­ტის ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და.

"ბა­ტონ ბი­ძი­ნას ჩემი ხედ­ვე­ბი ვუ­თხა­რი. გა­გე­ბით შეხ­ვდა, თუმ­ცა მას აქვს თა­ვი­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა იმ ერთ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე - მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ნატო-სთან ურ­თი­ერ­თო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი, მე მას­თან არა­ფერ­ზე გა­ურ­კვევ­ლო­ბა არ მაქვს. როცა ვუ­თხა­რი, უხერ­ხუ­ლი ხომ არ იქ­ნე­ბო­და არ დავ­სწრე­ბო­დი ყრი­ლო­ბას, რად­გან სხვა საქ­მე­ე­ბიც მქონ­და და მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით არ მიმ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მან თქვა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და ჩემი ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე გა­დავ­წყვი­ტე რომ ასე გა­მე­კე­თე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა.

დე­პუ­ტა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ყრი­ლო­ბა­ზე და­უს­წრებ­ლო­ბა დე­მარ­შის ხა­სი­ათს არ ატა­რებ­და.

"არ მინ­დო­და რა­ღაც დი­სო­ნან­სი შე­მე­ტა­ნა ყრი­ლო­ბის მუ­შა­ო­ბა­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ კი­თხვე­ბი და­ის­მე­ბო­და ყვე­ლა მხრი­დან და ალ­ბათ, ბო­ლომ­დე გულ­წრფე­ლი ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ყრი­ლო­ბას ჰქონ­და თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი. რაც მთა­ვა­რია, ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან მქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი - შევ­ხვდით პი­რის­პირ და ყვე­ლა­ფე­რი ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბი მის­თვის. დე­მარ­შის ხა­სი­ათს არ ატა­რებ­და ჩემი იქ მის­ვლა" , - აღ­ნიშ­ნა დე­პუ­ტატ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ სა­არ­ჩევ­ნო სიას, მისი თქმით, ეს სა­კი­თხი არ აინ­ტე­რე­სებს.

"მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს სია. რად მინ­და რომ ვიყო იმ სი­ა­ში? - თვი­თონ მო­ვა­ხერ­ხებ მი­ვი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სად ვი­ყა­რო კენ­ჭი და რა ფორ­მით", - აღ­ნიშ­ნა მე­ჭი­ა­ურ­მა.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყრი­ლო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რი­სა და "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" სხვა ლი­დე­რე­ბის და­უს­წრებ­ლო­ბის სა­კი­თხსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "ეტყო­ბა გა­ი­გეს, რომ მე არ ვეს­წრე­ბო­დი და ისი­ნიც აღარ და­ეს­წრნენ. მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ჩათ­ვა­ლეთ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თამაზ მეჭიაური "ქართული ოცნების" ყრილობაზე დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავს

თამაზ მეჭიაური "ქართული ოცნების" ყრილობაზე დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავს

"არ მინდოდა ყრილობაზე მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვყოფილიყავი", - ასე ახსნა მმართველი გუნდის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა პარტია "ქართული ოცნების" ყრილობაზე დაუსწრებლობა.

როგორც მეჭიაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყრილობაზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა, რომელმაც დაუდასტურა, რომ მისთვის დეპუტატის ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები იქნებოდა.

"ბატონ ბიძინას ჩემი ხედვები ვუთხარი. გაგებით შეხვდა, თუმცა მას აქვს თავისი განსხვავებული მოსაზრება იმ ერთ კონკრეტულ საკითხზე - მხედველობაში მაქვს ნატო-სთან ურთიერთობა. დანარჩენი, მე მასთან არაფერზე გაურკვევლობა არ მაქვს. როცა ვუთხარი, უხერხული ხომ არ იქნებოდა არ დავსწრებოდი ყრილობას, რადგან სხვა საქმეებიც მქონდა და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არ მიმდოდა ვყოფილიყავი, მან თქვა, რომ აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილება და მე გადავწყვიტე რომ ასე გამეკეთებინა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატის განმარტებით, ყრილობაზე დაუსწრებლობა დემარშის ხასიათს არ ატარებდა.

"არ მინდოდა რაღაც დისონანსი შემეტანა ყრილობის მუშაობაში, გამომდინარე იქედან, რომ კითხვები დაისმებოდა ყველა მხრიდან და ალბათ, ბოლომდე გულწრფელი ვერ ვიქნებოდი, თუნდაც იმიტომ, რომ ყრილობას ჰქონდა თავისი მიზნები. რაც მთავარია, ბატონ ბიძინასთან მქონდა კონსულტაციები - შევხვდით პირისპირ და ყველაფერი ეს იყო აბსოლუტურად მისაღები მისთვის. დემარშის ხასიათს არ ატარებდა ჩემი იქ მისვლა" , - აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ახალ საარჩევნო სიას, მისი თქმით, ეს საკითხი არ აინტერესებს.

"მე არ მაინტერესებს სია. რად მინდა რომ ვიყო იმ სიაში? - თვითონ მოვახერხებ მივიღო გადაწყვეტილება, სად ვიყარო კენჭი და რა ფორმით", - აღნიშნა მეჭიაურმა.

მმართველი გუნდის წევრი "ქართული ოცნების" ყრილობაზე პარლამენტის თავმჯდომარისა და "რესპუბლიკური პარტიის" სხვა ლიდერების დაუსწრებლობის საკითხსაც გამოეხმაურა და შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ეტყობა გაიგეს, რომ მე არ ვესწრებოდი და ისინიც აღარ დაესწრნენ. მისია შესრულებულია ჩათვალეთ".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."