მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოიცანით, რომელი პოლიტიკოსი ზის ზურგით?
გამოიცანით, რომელი პოლიტიკოსი ზის ზურგით?

ინ­ფორ­მა­ცია, რო­გო­რი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნიც არ უნდა იყოს, მა­ყუ­რე­ბელ­სა და მკი­თხველს ღლის, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ პო­ლი­ტი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი. პო­ლი­ტი­კა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია და ამას ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით, თუმ­ცა მისი "სიმ­ძი­მე" ხან­და­ხან იუ­მო­რით შე­იძ­ლე­ბა შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ...

ცოტა ხნის წინ PALITRANEWS-ის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ახა­ლი სა­ხა­ლი­სო პრო­ექ­ტი და­ი­წყო. ტე­ლე­ვი­ზი­ის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ყო­ველ სამ­შა­ბათს და ხუთ­შა­ბათს, 15:00 სთ-ზე ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ერთი სუ­რა­თი იტ­ვირ­თე­ბა. ზო­გა­დად, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაც დი­დია. ვი­საც ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბის დრო არ აქვს, შე­უძ­ლია 24 სა­ა­თის მან­ძილ­ზე მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გვერ­დი­დან. პო­ლი­ტი­კო­სი მა­ყუ­რებ­ლის­კენ ზურ­გით ზის (უყუ­რებს "პა­ლიტ­რა­ნი­უსს"), ოთახ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ნივ­თე­ბით კი შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. სუ­რათ­ზე ერთი ზედ­მე­ტი ნივ­თი­ცაა, რო­მე­ლიც ამ პო­ლი­ტი­კოსს არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა. ამ მი­ნიშ­ნე­ბე­ბით ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია ამო­იც­ნოს, ვინ არის ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი.

ფო­ტოპ­რო­ექ­ტმა თა­ვი­დან­ვე დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­ში მალე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა. ეს სუ­რა­თე­ბის კო­მენ­ტა­რებ­სა და მო­წო­ნე­ბა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. პრო­ექ­ტი სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­რძელ­დე­ბა და არა­ერ­თი სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო ფოტო და­ე­მა­ტე­ბა (და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი)

ვახ­ტანგ მძი­ნა­რაშ­ვი­ლი ("პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი)

- გვინ­დო­და ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით სარ­გებ­ლობს გაგ­ვემ­ხი­ა­რუ­ლე­ბი­ნა და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თუ ვინ გვი­ყუ­რებს ჩვენ (საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და სხვ.), თან ამ ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის იუ­მო­რის­ტუ­ლი კუ­თხით შეგ­ვე­ხე­და და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა კო­ლა­ჟე­ბი, სა­დაც არის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­უ­ან­სე­ბით და აქვე ერთ სა­გა­ნიც, რო­მე­ლიც მის­თვის სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტია. ეს ერ­თგვა­რი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­მო­კი­თხვაა.

- რო­გო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია?

- ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რი, არა­ვი­თა­რი აგ­რე­სია არ იგ­რძნო­ბა, პი­რი­ქით გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ძა­ლი­ან და­დე­ბი­თია. აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, ცდი­ლო­ბენ გა­მო­იც­ნონ. კო­მენ­ტა­რებ­ში და პი­რა­და­დაც გვწე­რენ, ათას­გვარ იდე­ას გვთა­ვა­ზო­ბენ, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­მო­მავ­ლოდ და რა დე­ტა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს აქ­ტი­უ­რო­ბაც პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

- სა­მო­მავ­ლო­დაც ხომ არ აპი­რებთ მსგავ­სი ტი­პის სი­ახ­ლე­ებს?

- ეს ერთჯე­რა­დი კამ­პა­ნია არაა, ამ­ჟა­მად ასე ვთქვათ დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვართ. ჩვენს ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს ვურ­ჩევ, ადევ­ნონ თვა­ლი ჩვენს ფე­ის­ბუ­ქის გვერდს, იაქ­ტი­უ­რონ, გა­ა­კე­თონ კო­მენ­ტა­რე­ბი, შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ სა­კუ­თა­რი ვა­რი­ან­ტე­ბი, იდე­ე­ბი და მსგავ­სი ტი­პის კამ­პა­ნი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას თა­ვა­დაც შე­უ­წყონ ხელი. ჩვე­ნის მხრივ კი ვპირ­დე­ბით, რომ არა­ერ­თი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBi.GE

გამოიცანით, რომელი პოლიტიკოსი ზის ზურგით?

გამოიცანით, რომელი პოლიტიკოსი ზის ზურგით?

ინფორმაცია, როგორი სასიამოვნო მოსასმენიც არ უნდა იყოს, მაყურებელსა და მკითხველს ღლის, განსაკუთრებით თუ პოლიტიკურ ინფორმაციაზეა საუბარი. პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია და ამას ვერსად გავექცევით, თუმცა მისი "სიმძიმე" ხანდახან იუმორით შეიძლება შევამსუბუქოთ...

ცოტა ხნის წინ PALITRANEWS-ის ფეისბუქის გვერდზე ახალი სახალისო პროექტი დაიწყო. ტელევიზიის ფეისბუქის გვერდზე ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 15:00 სთ-ზე ცნობილი პოლიტიკოსის ერთი სურათი იტვირთება. ზოგადად, "პალიტრანიუსის" ფეისბუქის გვერდი ძალიან აქტიურია, საზოგადოების ჩართულობაც დიდია. ვისაც ტელევიზორის ყურების დრო არ აქვს, შეუძლია 24 საათის მანძილზე მიიღოს ინფორმაცია სოციალურ ქსელში "პალიტრანიუსის" გვერდიდან. პოლიტიკოსი მაყურებლისკენ ზურგით ზის (უყურებს "პალიტრანიუსს"), ოთახში განლაგებული ნივთებით კი შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება. სურათზე ერთი ზედმეტი ნივთიცაა, რომელიც ამ პოლიტიკოსს არაფერში სჭირდება. ამ მინიშნებებით ინტერნეტმომხმარებელს მარტივად შეუძლია ამოიცნოს, ვინ არის ფოტოზე აღბეჭდილი.

ფოტოპროექტმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია და ინტერნეტმომხმარებელში მალე მოიპოვა პოპულარობა. ეს სურათების კომენტარებსა და მოწონებაშიც გამოიხატება. პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება და არაერთი სახალისო და საინტერესო ფოტო დაემატება (დაათვალიერეთ ფოტოები)

ვახტანგ მძინარაშვილი ("პალიტრანიუსის" მარკეტინგის მენეჯერი)

- გვინდოდა ჩვენი მაყურებელი, რომელიც სოციალური ქსელით სარგებლობს გაგვემხიარულებინა და გვეჩვენებინა, თუ ვინ გვიყურებს ჩვენ (საქმიანი ადამიანები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და სხვ.), თან ამ ყველაფრისათვის იუმორისტული კუთხით შეგვეხედა და გაგვეკეთებინა კოლაჟები, სადაც არის ცნობილი ადამიანი, მისთვის დამახასიათებელი ნიუანსებით და აქვე ერთ საგანიც, რომელიც მისთვის სრულიად ზედმეტია. ეს ერთგვარი იუმორისტული გამოკითხვაა.

- როგორია საზოგადოების რეაქცია?

- ძალიან ნორმალური, არავითარი აგრესია არ იგრძნობა, პირიქით გამოხმაურება ძალიან დადებითია. აქტიურად არიან ჩართულები, ცდილობენ გამოიცნონ. კომენტარებში და პირადადაც გვწერენ, ათასგვარ იდეას გვთავაზობენ, თუ ვინ შეიძლება იყოს სამომავლოდ და რა დეტალების გამოყენება შეიძლება. ბუნებრივია, ეს აქტიურობაც პროექტის წარმატებაზე მიუთითებს.

- სამომავლოდაც ხომ არ აპირებთ მსგავსი ტიპის სიახლეებს?

- ეს ერთჯერადი კამპანია არაა, ამჟამად ასე ვთქვათ დაკვირვების პროცესში ვართ. ჩვენს ერთგულ მაყურებელს ვურჩევ, ადევნონ თვალი ჩვენს ფეისბუქის გვერდს, იაქტიურონ, გააკეთონ კომენტარები, შემოგვთავაზონ საკუთარი ვარიანტები, იდეები და მსგავსი ტიპის კამპანიების გაგრძელებას თავადაც შეუწყონ ხელი. ჩვენის მხრივ კი ვპირდებით, რომ არაერთი სასიამოვნო სიახლე იქნება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBi.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს