პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარება
როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარება

უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გამ­ყა­რე­ბას გა­ნაგ­რძობს.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის კობა გვე­ნე­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლა­რის კურ­სის მკვეთრმა გამ­ყა­რე­ბამ შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს იმ­პორ­ტის გა­ი­ა­ფე­ბა, ექ­სპორ­ტის გაძ­ვი­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ლა­რის კურ­სის უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის პროგ­ნოზს, რო­გორც კობა გვე­ნე­ტა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, არ­ცერ­თი ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კი, სა­დაც მცუ­რა­ვი გაც­ვლი­თი კურ­სი მოქ­მე­დებს, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით პროგ­ნოზს არ აკე­თებს.

"ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით ყვე­ლა იმ ფაქ­ტორს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა იქო­ნი­ოს გავ­ლე­ნა გაც­ვლით კურ­სზე. დღეს­დღე­ო­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თუ რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შო­კე­ბი არ მოხ­და, ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან დიდ ცვლი­ლე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბით", - გა­ნა­ცხა­და გვე­ნე­ტა­ძემ.

რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ლა­რის გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცია და რა ნიშ­ნულ­ზე შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ვი­დეს ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სი? - ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ექ­სპერ­ტებ­საც უჭირთ, თუმ­ცა მათი ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ლარი კვლავ გამ­ყარ­დე­ბა.

ეკო­ნო­მის­ტი ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ია აცხა­დებს, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, სა­აღ­დგო­მო დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სე­ზო­ნუ­რი გამ­ყა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

"ლა­რის კურ­სის გამ­ყა­რე­ბი­სა თუ გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია. თუ არ დავ­ხარ­ჯავთ ფულს და ლარი დარ­ჩე­ბა გამ­ყა­რე­ბუ­ლი, ეკო­ნო­მი­კას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი უფრო რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დავ­დგე­ბით, ვიდ­რე ახლა ვართ", - აცხა­დებს ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ია.

წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარება

როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარება

უკანასკნელ პერიოდში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის კურსის მკვეთრმა გამყარებამ შესაძლოა, გამოიწვიოს იმპორტის გაიაფება, ექსპორტის გაძვირება.

რაც შეეხება ლარის კურსის უახლოესი მომავლის პროგნოზს, როგორც კობა გვენეტაძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არცერთი ცენტრალური ბანკი, სადაც მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს.

”ჩვენ ვაკვირდებით ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა გაცვლით კურსზე. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ თუ რამე მნიშვნელოვანი შოკები არ მოხდა, ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან დიდ ცვლილებებს არ ველოდებით”, - განაცხადა გვენეტაძემ.

როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარების ტენდენცია და რა ნიშნულზე შეიძლება ჩამოვიდეს ეროვნული ვალუტის კურსი? - ამის პროგნოზირება ექსპერტებსაც უჭირთ, თუმცა მათი ნაწილი აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარი კვლავ გამყარდება.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, სეზონური გამყარება იქნება.

,,ლარის კურსის გამყარებისა თუ გაუფასურების გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში საერთო მოხმარება შემცირებულია. თუ არ დავხარჯავთ ფულს და ლარი დარჩება გამყარებული, ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება. არჩევნების შემდეგ კი უფრო რთული პრობლემების წინაშე დავდგებით, ვიდრე ახლა ვართ”, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია