მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მანქანის გაჩერება შეუძლებელია
თბილისში მანქანის გაჩერება შეუძლებელია

დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ჩე­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით დღის სა­ა­თებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ქუ­ჩე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია არა მარ­ტო სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის შე­ნო­ბე­ბის მიმ­დე­ბა­რედ, არა­მედ ყველ­გან, სა­დაც რა­ი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სია. გა­უ­ვა­ლი გზე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, დე­და­ქა­ლაქ­ში დღეს 450 ათა­სამ­დე მან­ქა­ნა მოძ­რა­ობს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ვე­ლი მე­ო­რე ზრდას­რუ­ლი თბი­ლი­სე­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მფლო­ბე­ლია.

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა თუ გა­ჩე­რე­ბის პრობ­ლე­მა წლე­ბის წინ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გან­ვი­თარ­და, მან­ქა­ნის დგო­მა-გა­ჩე­რე­ბაც გა­ად­ვილ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ტრან­სპორტზე დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დის დად­გე­ნა და უკვე შემ­დგომ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მალე თბი­ლი­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კო­ლაფ­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რის ტრა­სე­კას რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­სულ­ტან­ტის გელა კვა­ში­ლა­ვას თქმით, იმის­თვის რომ დე­და­ქა­ლაქ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს, რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო: "ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში პრობ­ლე­მა სხვა­დას­ხვა გზით მო­აგ­ვა­რეს - მა­გა­ლი­თად, "და­ა­პარ­კინ­გე და გა­და­დი სხვა ტრან­სპორ­ტში", ამ დროს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აყე­ნე­ბენ სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბი­ლებს სხვა უბან­ში და სამ­სა­ხუ­რამ­დე ვე­ლო­სი­პე­დით ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მი­დი­ან. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს პარ­კინ­გის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დი, ცენ­ტრში ძვი­რია, ცენ­ტრთან ახ­ლოს - იაფი. ყველ­გან სა­დაც ასე­თი აკ­რძალ­ვაა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სის­ტე­მა კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვენ­თა­ნაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დეს", - ამ­ბობს კვა­ში­ლა­ვა "რე­ზო­ნანსთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლიც. მისი გან­მარ­ტე­ბით, იმ დრომ­დე, ვიდ­რე 700 000 მგზავრს 500 ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბას ვერ ავუკ­რძა­ლავთ.

"ჯერ კი­დევ ორი წლის წინ ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ დე­და­ქა­ლა­ქი სატ­რან­სპორ­ტო კო­ლაფ­სის წი­ნა­შე დად­გე­ბო­და, რად­გან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად 8%-ით იზ­რდე­ბო­და. დღეს თბი­ლის­ში 400 000-ზე მეტი მან­ქა­ნა მოძ­რა­ობს, რაც არაა დიდი ციფ­რი, მაგ­რამ სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის არარ­სე­ბო­ბის გამო, ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. იმის­თვის, რომ თბი­ლის­ში მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ავ­ტო­ბუ­სე­ბის და­მა­ტე­ბა და ტრამ­ვა­ის ხა­ზის გაყ­ვა­ნა", - ამ­ბობს და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბას, მეს­ხიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს მხო­ლოდ მას შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რაც ქა­ლაქ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სის­ტე­მა უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა. "მომ­ხრე ვარ, დიდი ზო­მის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­და­სა­ხა­დი გა­და­ი­ხა­დონ. პარ­კი­რე­ბა პა­ტა­რა მან­ქა­ნი­სა და ჯი­პის­თვის ერთი და იგი­ვე არ უნდა ღირ­დეს. როცა ჯიპი გყავს, მე­ტად აბინ­ძუ­რებ გა­რე­მოს, იკა­ვებ დიდ სივ­რცეს, ეს არის ფუ­ფუ­ნე­ბა და თუ ფუ­ფუ­ნე­ბა გინ­და, ამის­თვის მეტი უნდა გა­და­ი­ხა­დო", - დას­ძენს და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თბი­ლის­ში ამ დრო­ის­თვის 450 ათა­სამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბა კი 2 მი­ლი­ონს შე­ად­გენს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ მე­ო­რე ზრდას­რულ თბი­ლი­სელს ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს. ქა­ო­სუ­რი მოძ­რა­ო­ბის, სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის თუ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის ოფი­სე­ბის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გან­თავ­სე­ბის გამო, დღის სა­ა­თებ­ში თბი­ლის­ში მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი", ელზა წიკ­ლა­უ­რი

თბილისში მანქანის გაჩერება შეუძლებელია

თბილისში მანქანის გაჩერება შეუძლებელია

დედაქალაქის მასშტაბით ავტომობილის გაჩერება, განსაკუთრებით დღის საათებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ქუჩები გადატვირთულია არა მარტო სახელმწიფო უწყებების შენობების მიმდებარედ, არამედ ყველგან, სადაც რაიმე დაწესებულება ან საცხოვრებელი კორპუსია. გაუვალი გზების მთავარი პრობლემა ავტომობილების რაოდენობაა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დედაქალაქში დღეს 450 ათასამდე მანქანა მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეორე ზრდასრული თბილისელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელია.

ავტომობილებით გადაადგილებისა თუ გაჩერების პრობლემა წლების წინ ევროპის ქვეყნებშიც არსებობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდა, მანქანის დგომა-გაჩერებაც გაადვილდა. სპეციალისტების თქმით, პირველ რიგში აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, უბნების მიხედვით ტრანსპორტზე დიფერენცირებული გადასახადის დადგენა და უკვე შემდგომ მაღალი გამავლობის ავტომობილებზე სპეციალური გადასახადის დაწესება. სხვა შემთხვევაში, მალე თბილისი საავტომობილო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.

ევროკავშირის ტრასეკას რეგიონული კონსულტანტის გელა კვაშილავას თქმით, იმისთვის რომ დედაქალაქში ავტომობილის გაჩერება შესაძლებელი გახდეს, რამდენიმე ღონისძიების გატარებაა საჭირო: "ევროპის ქვეყნებში პრობლემა სხვადასხვა გზით მოაგვარეს - მაგალითად, "დააპარკინგე და გადადი სხვა ტრანსპორტში", ამ დროს მოქალაქეები აყენებენ საკუთარ ავტომობილებს სხვა უბანში და სამსახურამდე ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიან. გარდა ამისა, არსებობს პარკინგის დიფერენცირებული გადასახადი, ცენტრში ძვირია, ცენტრთან ახლოს - იაფი. ყველგან სადაც ასეთი აკრძალვაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა კარგადაა განვითარებული, აუცილებელია ჩვენთანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მიმზიდველი გახდეს", - ამბობს კვაშილავა "რეზონანსთან" ინტერვიუში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრობს საავტომობილო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილიც. მისი განმარტებით, იმ დრომდე, ვიდრე 700 000 მგზავრს 500 ავტობუსი ემსახურება, ადამიანებს საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას ვერ ავუკრძალავთ.

"ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვარაუდობდნენ, რომ დედაქალაქი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე დადგებოდა, რადგან ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად 8%-ით იზრდებოდა. დღეს თბილისში 400 000-ზე მეტი მანქანა მოძრაობს, რაც არაა დიდი ციფრი, მაგრამ სატრანსპორტო პოლიტიკის არარსებობის გამო, ქალაქში გადაადგილება შეუძლებელია. იმისთვის, რომ თბილისში მანქანის გაჩერება შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. აუცილებელია ავტობუსების დამატება და ტრამვაის ხაზის გაყვანა", - ამბობს დავით მესხიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში.

რაც შეეხება ავტომობილებზე სპეციალური გადასახადის დაწესებას, მესხიშვილის განმარტებით, ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, რაც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა უფრო განვითარებული გახდება. "მომხრე ვარ, დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებებმა გადასახადი გადაიხადონ. პარკირება პატარა მანქანისა და ჯიპისთვის ერთი და იგივე არ უნდა ღირდეს. როცა ჯიპი გყავს, მეტად აბინძურებ გარემოს, იკავებ დიდ სივრცეს, ეს არის ფუფუნება და თუ ფუფუნება გინდა, ამისთვის მეტი უნდა გადაიხადო", - დასძენს დავით მესხიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში.

თბილისში ამ დროისთვის 450 ათასამდე ავტომობილია რეგისტრირებული, მოსახლეობა კი 2 მილიონს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მეორე ზრდასრულ თბილისელს ავტომობილი ჰყავს. ქაოსური მოძრაობის, საჯარო უწყებების თუ სხვადასხვა კომპანიების ოფისების ქალაქის ცენტრში განთავსების გამო, დღის საათებში თბილისში მანქანის გაჩერება ფაქტობრივად, შეუძლებელია.

გაზეთი "რეზონანსი", ელზა წიკლაური

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია