მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვითონ გამოუტანა თავს განაჩენი, დააკლა თავი..." - ნინო ორდენიძე ოქროყანის ტრაგედიასა და ლევან გვაზავასთვის შეფარდებულ გირაოზე
"თვითონ გამოუტანა თავს განაჩენი, დააკლა თავი..." - ნინო ორდენიძე ოქროყანის ტრაგედიასა და ლევან გვაზავასთვის შეფარდებულ გირაოზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, ლე­ვან გვა­ზა­ვას სა­სა­მარ­თლომ 10 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმ­სჯე­ლა. გვა­ზა­ვამ გი­რაო 20 დღის ვა­და­ში უნდა გა­და­ი­ხა­დოს. პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე 20 ათას ლა­რი­ან გი­რა­ოს ითხოვ­და და რო­გორც პრო­კუ­რო­რი აცხა­დებ­და, არ­სე­ბობ­და ლე­ვან გვა­ზა­ვას მხრი­დან საქ­მის მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლის ალ­ბა­თო­ბაც. ლე­ვან გვა­ზა­ვამ კო­მენ­ტა­რი სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ა­კე­თა. მისი თქმით, მომ­ხდა­რი ფაქ­ტი მისი და მისი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­აა და მის­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ბრალს წა­უ­ყე­ნებს მას პრო­კუ­რა­ტუ­რა და რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტანს სა­სა­მარ­თლო.

საქ­მე, რო­მელ­ზეც ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს გი­რაო შე­ე­ფარ­და, ოქ­რო­ყა­ნა­ში 2015 წლის 28 აგ­ვის­ტოს მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან გვა­ზა­ვა მე­გობ­რებ­თან ერ­თად "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით სო­ფელ პან­ტი­ა­ნი­დან თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და. გზა­ში მისი კუთ­ვნი­ლი "გლო­კის" სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მოხ­და გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც გვა­ზა­ვას დე­ი­დაშ­ვი­ლი რე­ვაზ კა­ლომ­ლე­წა­ვი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა თა­ვის არე­ში, რის შემ­დგო­მაც გა­დაყ­ვა­ნილ იქნა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. 29 აგ­ვის­ტო­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტი ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

გა­ნა­ჩენ­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE ლე­ვან გვა­ზა­ვას მე­უღ­ლეს, ყო­ფილ მო­დელ ნინო ორ­დე­ნი­ძეს და­უ­კავ­შირ­და: "არ ვე­ლო­დი სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, განა იმი­ტომ რომ კო­დექ­სე­ბი არ ვიცი, უბ­რა­ლოდ, ეს იყო ტრა­გე­დი­ა­თა შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დია, რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს და­ე­მარ­თოს. იმ დროს როცა ყა­ჩა­ღებს და ტე­რო­რის­ტებს ცი­ხი­დან უშ­ვე­ბენ, არ იყო სა­ჭი­რო ამის გა­კე­თე­ბა. თვი­თონ ლე­ვა­ნი არის ამ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. ამ თე­მის ამო­წე­ვა არას­წო­რი ნა­ბი­ჯი იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან, ვინც ეს გა­და­წყვი­ტა.

პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც ბრალს კი­თხუ­ლობ­და, პრო­ცეს­ზე თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი იჯდა. ით­ქვა, რომ გი­რაო იმი­ტომ შე­უ­ფარ­დეს, და­ი­მა­ლე­ბა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­ზე იმოქ­მე­დებ­სო. ვინ მი­ი­მა­ლე­ბო­და? თვი­თონ გა­მო­უ­ტა­ნა თა­ვის თავს გა­ნა­ჩე­ნი, და­აკ­ლა თავი. ყვე­ლა დარ­ბაზ­ში იჯდა, რე­ზი­კოს (გუ­ლის­ხმობს გარ­დაც­ვლილ რეზო კა­ლომ­ლე­წავს) შვი­ლი, ორი­ვე ძმა, დე­და­მი­სი ამე­რი­კი­დან რე­კავ­და, თუ რა­მე­ში სა­ჭი­რო ვარ, აქ ვარო. თა­ვი­დან და­ატ­რი­ა­ლეს ჩვენს თავს ეს უბე­დუ­რე­ბა. რო­გო­რია პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი, რო­მე­ლიც 25 წე­ლია ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე დგას, იჯ­დეს ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე. წა­უ­ყე­ნონ ბრა­ლი და თან რა ბრა­ლი? სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი მიჩ­ნდე­ბა, რომ ეს უკავ­შირ­დე­ბა მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. არას­წო­რი გათ­ვლა იყო, კვი­რას ლე­ვან­მა "P.S"-ს მის­ცა ინ­ტერ­ვიუ და ოთხშა­ბათს და­ი­ბა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­ცა­დათ და ორ დღე­ში არ წა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ბრა­ლი. არაფ­რის არ ეში­ნი­ათ? ვი­ღა­ცას თუ ამ ტრა­გე­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა, ეს ძა­ლი­ან ცუდი საქ­ცი­ე­ლია. ყვე­ლამ კარ­გად იცო­და ლე­ვა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, ის ოთხი თვეა სამ­სა­ხურ­ში და­დის. თვე­ნა­ხევ­რის წინ ლე­ვა­ნი და­ი­ბა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და მის­ცეს სა­ბუ­თე­ბი, მას შე­ეძ­ლო ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა. თუ მა­შინ არ იმოქ­მე­დებ­და მოწ­მე­ებ­ზე, ახლა რა­ტომ გახ­და გე­ნე­რა­ლი კაცი სა­ში­ში? ვის­ზე უნდა ემოქ­მე­და, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე?

- რა­ტომ აპი­რებ­დით ქვეყ­ნი­დან გას­ვლას?

- ლე­ვანს სჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ყბა-სა­ხის ქი­რურ­გია კარ­გად ჩა­ტარ­და, მაგ­რამ სა­ჭი­როა რა­ღაც პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ის რამ­დე­ნი­მე კვი­რის მან­ძილ­ზე იყო ხე­ლოვ­ნურ აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი და გვინ­და პოსტ-რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­ი­ა­როს. ეს არ იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. და­ა­ვა­ლეს პრო­კუ­რა­ტუ­რას "შე­ე­ში­ნე­ბი­ნა" ლე­ვან გვა­ზა­ვა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა ეს.

- თა­ვად რო­გორ იხ­სე­ნებს იმ ღა­მის დე­ტა­ლებს?

- ლე­ვანს წინა დღეც არ ახ­სოვს. მან გლო­კის ია­რა­ღით მი­ი­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა და დღემ­დე არ ლა­პა­რა­კობს ამ საქ­მე­ზე. ამა­ზე მეშ­ლე­ბა ნერ­ვე­ბი, რამ­დე­ნი­მე კაც­მა­ცუ­ნამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - შე­ე­ში­ნე­ბი­ნათ ლე­ვა­ნი. ეს არ არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვინ­მეს შე­ა­ში­ნებს. ლე­ვან­მა კარ­გად თქვა, ეს ჩემი პი­რა­დი ტრა­გე­დი­აა და თუ ვინ­მე ამას იყე­ნებს, ეს მისი ტრა­გე­დი­ა­აო.

- აპი­რებს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას?

- მე რო­გორც ვიცი, ჯერ არ გა­უვ­ლი­ათ ეს სა­კი­თხი. მე თვი­თო­ნაც არ ვე­კი­თხე­ბი არა­ფერს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"თვითონ გამოუტანა თავს განაჩენი, დააკლა თავი..." - ნინო ორდენიძე ოქროყანის ტრაგედიასა და ლევან გვაზავასთვის შეფარდებულ გირაოზე

"თვითონ გამოუტანა თავს განაჩენი, დააკლა თავი..." - ნინო ორდენიძე ოქროყანის ტრაგედიასა და ლევან გვაზავასთვის შეფარდებულ გირაოზე

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ლევან გვაზავას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რამდენიმე დღის წინ იმსჯელა. გვაზავამ გირაო 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. პროცესზე ბრალდების მხარე 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა და როგორც პროკურორი აცხადებდა, არსებობდა ლევან გვაზავას მხრიდან საქმის მოწმეებზე ზეწოლის ალბათობაც. ლევან გვაზავამ კომენტარი სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, მომხდარი ფაქტი მისი და მისი ოჯახის ტრაგედიაა და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ბრალს წაუყენებს მას პროკურატურა და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.

საქმე, რომელზეც ყოფილ მაღალჩინოსანს გირაო შეეფარდა, ოქროყანაში 2015 წლის 28 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. პროკურატურის ინფორმაციით, ლევან გვაზავა მეგობრებთან ერთად "მერსედესის" მარკის ავტომანქანით სოფელ პანტიანიდან თბილისში ბრუნდებოდა. გზაში მისი კუთვნილი "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა, რის შედეგადაც გვაზავას დეიდაშვილი რევაზ კალომლეწავი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა თავის არეში, რის შემდგომაც გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. 29 აგვისტოდან რამდენიმე კვირის განმავლობაში პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

განაჩენთან დაკავშირებით AMBEBI.GE ლევან გვაზავას მეუღლეს, ყოფილ მოდელ ნინო ორდენიძეს დაუკავშირდა: "არ ველოდი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, განა იმიტომ რომ კოდექსები არ ვიცი, უბრალოდ, ეს იყო ტრაგედიათა შორის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს. იმ დროს როცა ყაჩაღებს და ტერორისტებს ციხიდან უშვებენ, არ იყო საჭირო ამის გაკეთება. თვითონ ლევანი არის ამ საქმეში დაზარალებული. ამ თემის ამოწევა არასწორი ნაბიჯი იყო იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს გადაწყვიტა.

პროკურორი, რომელიც ბრალს კითხულობდა, პროცესზე თავჩაღუნული იჯდა. ითქვა, რომ გირაო იმიტომ შეუფარდეს, დაიმალება და დაზარალებულებზე იმოქმედებსო. ვინ მიიმალებოდა? თვითონ გამოუტანა თავის თავს განაჩენი, დააკლა თავი. ყველა დარბაზში იჯდა, რეზიკოს (გულისხმობს გარდაცვლილ რეზო კალომლეწავს) შვილი, ორივე ძმა, დედამისი ამერიკიდან რეკავდა, თუ რამეში საჭირო ვარ, აქ ვარო. თავიდან დაატრიალეს ჩვენს თავს ეს უბედურება. როგორია პოლიციის გენერალ-მაიორი, რომელიც 25 წელია ქვეყნის სადარაჯოზე დგას, იჯდეს ბრალდებულის სკამზე. წაუყენონ ბრალი და თან რა ბრალი? საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს უკავშირდება მის გააქტიურებას. არასწორი გათვლა იყო, კვირას ლევანმა "P.S"-ს მისცა ინტერვიუ და ოთხშაბათს დაიბარეს პროკურატურაში. შეიძლებოდა დაეცადათ და ორ დღეში არ წაეყენებინათ ბრალი. არაფრის არ ეშინიათ? ვიღაცას თუ ამ ტრაგედიის გამოყენება უნდა, ეს ძალიან ცუდი საქციელია. ყველამ კარგად იცოდა ლევანის მდგომარეობა, ის ოთხი თვეა სამსახურში დადის. თვენახევრის წინ ლევანი დაიბარეს პროკურატურაში და მისცეს საბუთები, მას შეეძლო ქვეყნის დატოვება. თუ მაშინ არ იმოქმედებდა მოწმეებზე, ახლა რატომ გახდა გენერალი კაცი საშიში? ვისზე უნდა ემოქმედა, ოჯახის წევრებზე?

- რატომ აპირებდით ქვეყნიდან გასვლას?

- ლევანს სჭირდება რეაბილიტაცია. ყბა-სახის ქირურგია კარგად ჩატარდა, მაგრამ საჭიროა რაღაც პროცედურების ჩატარება, ის რამდენიმე კვირის მანძილზე იყო ხელოვნურ აპარატზე შეერთებული და გვინდა პოსტ-რეანიმაციული პერიოდი გაიაროს. ეს არ იყო პროკურატურის გადაწყვეტილება. დაავალეს პროკურატურას "შეეშინებინა" ლევან გვაზავა, მაგრამ ძალიან სასაცილოა ეს.

- თავად როგორ იხსენებს იმ ღამის დეტალებს?

- ლევანს წინა დღეც არ ახსოვს. მან გლოკის იარაღით მიიყენა დაზიანება და დღემდე არ ლაპარაკობს ამ საქმეზე. ამაზე მეშლება ნერვები, რამდენიმე კაცმაცუნამ მიიღო გადაწყვეტილება - შეეშინებინათ ლევანი. ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც ვინმეს შეაშინებს. ლევანმა კარგად თქვა, ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა და თუ ვინმე ამას იყენებს, ეს მისი ტრაგედიააო.

- აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას?

- მე როგორც ვიცი, ჯერ არ გაუვლიათ ეს საკითხი. მე თვითონაც არ ვეკითხები არაფერს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"