მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს
კახეთში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს

კა­ხეთ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ონ­ში, ივ­რის ზე­გან­ზე, მო­ლაშ­ქრე-ექ­სტრე­მალ­მა თე­ი­მუ­რაზ ზა­ზი­ევ­მა უძ­ვე­ლეს სა­მარ­ხებს მი­აკ­ვლია. რო­გორც knews.ge-ს ზა­ზი­ევ­მა გა­ნუ­ცხა­და, ივ­რის ზე­გან­ზე უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ად­რეც ჰქონ­და, თუმ­ცა ყუ­თის ტი­პის სა­მარ­ხე­ბის შე­სა­ხებ შემ­თხვე­ვით შე­ი­ტყო და ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­ხე­ბი VI-VIII სა­უ­კუ­ნე­ებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და გა­ძარ­ცვუ­ლია. ზა­ზი­ე­ვის აზ­რით, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­საძ­ლოა უძ­ვე­ლე­სი ნა­ქა­ლა­ქა­რიც არ­სე­ბობ­დეს.

"ამ ტი­პის სა­მარ­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­გა­ნაც გვხვდე­ბა და რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ჩრდი­ლოთ კავ­კა­სი­ა­შიც არის, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ აქამ­დე უც­ნო­ბი ქვა-ყუ­თე­ბის სტი­ლის სა­მარ­ხე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ე­კუთ­ვნე­ბა ად­რინ­დელ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეპო­ქას. მაგ­რამ ამის და­სად­გე­ნად დე­ტა­ლუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა უნდა ჩა­ტარ­დეს. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ვა­რა­უ­დი და­დას­ტურ­დე­ბა, ეს აღ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა ახა­ლი ფურ­ცე­ლი ამ რე­გი­ო­ნის ის­ტო­რი­ა­ში, რად­გან აქამ­დე მაგ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვხდე­ბო­და უფრო ად­რე­უ­ლი ეპო­ქე­ბის ყურ­ღა­ნე­ბი და ად­რე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის კვა­ლი, ბრინ­ჯა­ოს ხანა და უფრო ძვე­ლიც. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის რომ კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ცა­რი­ელ­დე­ბა და არ არის ნა­პოვ­ნი არც ერთი არ­ტე­ფაქ­ტი, არც და­სახ­ლე­ბა და აქამ­დე არც სა­მარ­ხე­ბი არ იყო ცნო­ბი­ლი. ჩემი აზ­რით, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­საძ­ლოა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბი იყოს. აქ მახ­ლობ­ლად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ამა­ვე პე­რი­ო­დის აქამ­დე უც­ნო­ბი ნა­ქა­ლა­ქა­რი. სა­მარ­ხე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლი გა­ძარ­ცვუ­ლია. იქი­დან წა­ღე­ბუ­ლია ქვეყ­ნი­სათ­ვის ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი", - გა­ნუ­ცხა­და knews.ge-ს თე­ი­მუ­რაზ ზა­ზი­ევ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

"კა­ხე­თის ხმა"

კახეთში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს

კახეთში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს

კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში, ივრის ზეგანზე, მოლაშქრე-ექსტრემალმა თეიმურაზ ზაზიევმა უძველეს სამარხებს მიაკვლია.  როგორც knews.ge-ს ზაზიევმა განუცხადა, ივრის ზეგანზე უძველესი ცივილიზაციის არსებობაზე ინფორმაცია ადრეც ჰქონდა, თუმცა ყუთის ტიპის სამარხების შესახებ შემთხვევით შეიტყო და ტერიტორიის დათვალიერება გადაწყვიტა. მისი ინფორმაციით, სამარხები VI-VIII საუკუნეებს განეკუთვნება და გაძარცვულია. ზაზიევის აზრით, ამ ტერიტორიაზე შესაძლოა უძველესი ნაქალაქარიც არსებობდეს.

"ამ ტიპის სამარხები საქართველოში სხვაგანაც გვხვდება და როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩრდილოთ კავკასიაშიც არის, თუმცა საინტერესო ისაა, რომ აქამდე უცნობი ქვა-ყუთების სტილის სამარხები, სავარაუდოდ, მიეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეების ეპოქას. მაგრამ ამის დასადგენად დეტალური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. იმ შემთხვევაში თუ ვარაუდი დადასტურდება, ეს აღმოჩენა იქნება ახალი ფურცელი ამ რეგიონის ისტორიაში, რადგან აქამდე მაგ ტერიტორიაზე გვხდებოდა უფრო ადრეული ეპოქების ყურღანები და ადრეული ადამიანის კვალი, ბრინჯაოს ხანა და უფრო ძველიც. საინტერესო ის არის რომ კლიმატური ცვლილებების გამო შუა საუკუნეებში ეს ტერიტორიები ცარიელდება და არ არის ნაპოვნი არც ერთი არტეფაქტი, არც დასახლება და აქამდე არც სამარხები არ იყო ცნობილი. ჩემი აზრით, ამ ტერიტორიაზე შესაძლოა უფრო საინტერესო აღმოჩენები იყოს. აქ მახლობლად აუცილებლად უნდა იყოს ამავე პერიოდის აქამდე უცნობი ნაქალაქარი. სამარხები, სავარაუდოდ, ახალი გაძარცვულია. იქიდან წაღებულია ქვეყნისათვის ღირებული და მნიშვნელოვანი ნაწილი", - განუცხადა knews.ge-ს თეიმურაზ ზაზიევმა.

წაიკითხეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა