სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდეები
 პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდეები

ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პან­კი­სის ხე­ო­ბა არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა ქარ­თუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ის არის, რომ 2013 წლი­დან ხე­ო­ბა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" გავ­ლე­ნა გაძ­ლი­ერ­და და პან­კი­სი­დან სი­რი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ხე­ო­ბა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლია ახალ­გაზ­რდე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, სა­მე­წარ­მეო აქ­ტი­ვო­ბა და უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­მო­სა­ვალს აქე­დან წას­ვლა­ში ხე­დავს, ხე­ო­ბა­ში ჯერ კი­დევ არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბა, მუ­შა­ო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა პან­კის­ში სურთ.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი პან­კი­სე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ბიზ­ნე­სი­დე­ებს გა­გაც­ნობთ:

ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნო

მუს­ლიმ გორ­გიშ­ვი­ლი 24 წლის არის. 2011 წელს კაჭ­რე­თის პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა. პრო­ფე­სი­ით ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბის ხე­ლო­სა­ნია. კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუ­შა­ო­ბა ვერ და­ი­წყო, რის გა­მოც 2015 წელს ჩეჩ­ნეთ­ში წა­ვი­და. გროზ­ნო­ში ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნო­ში მუ­შა­ობ­და. 3 თვის წინ მუს­ლი­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც მისი მშობ­ლე­ბი და ძმე­ბი ცხოვ­რო­ბენ. მუს­ლი­მის ორი­ვე ძმაც უმუ­შე­ვა­რია.

მუს­ლიმს, მის ერთ-ერთ ძმას, 20 წლის მა­ხა­მას და მე­გო­ბარს ჯიმ­შერს, სო­ფელ დუ­ის­ში, რო­მე­ლიც პან­კი­სის ხე­ო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრია, ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნოს გა­კე­თე­ბა სურთ. ბიზ­ნე­სი­დეა მათ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ცენ­ტრის" დახ­მა­რე­ბით მო­ამ­ზა­დეს და 15 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ფი­ნან­სე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს წა­რუდ­გი­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბის რე­გის­ტრა­ცია 5 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. კონ­კურ­სის შე­დე­გად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ახა­ლი ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად ან არ­სე­ბუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, 5 ათა­სი­დან 15 ათა­სამ­დე ლა­რის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

მუს­ლი­მი ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნოს გა­კე­თე­ბის იდე­ას ასე ხსნის: "სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბის შე­სა­კე­თებ­ლად ან შე­საც­ვლე­ლად პან­კი­სის ხე­ო­ბის მა­ცხოვ­რებ­ლებს ჩას­ვლა გვი­წევს ახ­მე­ტა­ში ან თე­ლავ­ში, რად­გან ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა ად­გილ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ პრო­ექ­ტი მო­ი­წო­ნეს და დაგ­ვი­ფი­ნან­სეს, ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნოს გა­ვა­კე­თებთ. ჩემ მე­გო­ბარს ჯიმ­შერ ალ­ხა­ნაშ­ვილ­საც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბის ხე­ლოს­ნის გარ­და, ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნო­ში ვულ­კა­ნი­ზა­ცი­აც იმუ­შა­ვებს. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ საქ­მე კარ­გად წა­ვი­დეს, მომ­ხმა­რე­ბე­ლი კმა­ყო­ფი­ლი იყოს და მალე შევ­ძლოთ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა. ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნოს პრო­ექ­ტი 5 ახალ­გაზ­რდის და­საქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა სა­ხელ­მწი­ფომ, მაგ­რამ ეს პრო­ექ­ტიც თუ არ გა­მოგ­ვი­ვი­და, ალ­ბათ ისევ რუ­სეთ­ში მოგ­ვი­წევს სა­მუ­შა­ოს ძი­ე­ბა".

სა­რე­მონ­ტო კომ­პა­ნია

24 წლის არის პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ ბირ­კი­ან­ში მცხოვ­რე­ბი ად­ლან ბორ­ჩაშ­ვი­ლი. მას და მის ძმას, 25 წლის აინ­დი ბორ­ჩაშ­ვილს სა­რე­მონ­ტო კომ­პა­ნი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სურთ. აინ­დის და მისი ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი წყა­რო სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაა. რო­დე­საც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მას უთხრეს, რომ პრო­ექ­ტის მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მის ოჯახს სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყდე­ბა, მან არ­ჩე­ვა­ნი მყი­სი­ე­რად პრო­ექ­ტზე გა­ა­კე­თა. ამით აინ­დი პან­კი­სელ ახალ­გაზ­რდებს შო­რის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია. იგი­ვე გან­მარ­ტე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ბევ­რმა ახალ­გაზ­რდამ ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე უარი თქვა.

"პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ახალ­გაზ­რდე­ბი ძი­რი­თა­დად და­უ­საქ­მებ­ლე­ბი არი­ან. ეს ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია, რის გა­მოც ხე­ო­ბას ტო­ვე­ბენ და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­დი­ან. მეც და ჩვე­ნი ჯგუ­ფის რამ­დე­ნი­მე წევ­რიც დრო­ე­ბით წა­სუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით სა­მუ­შა­ოდ ხან ჩეჩ­ნეთ­ში, ხან თურ­ქეთ­ში, მაგ­რამ ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო აქ დავ­ბრუნ­დით. ხუ­თი­ვე ახალ­გაზ­რდას, ვი­საც სა­რე­მონ­ტო კომ­პა­ნი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გვინ­და, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. პე­რი­ო­დუ­ლად ვას­რუ­ლებთ კი­დეც სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს, რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია როცა გვი­ქი­რა­ვებს, მაგ­რამ ეს არაა რე­გუ­ლა­რუ­ლი. და­მო­უ­კი­დებ­ლად თვი­თონ რომ შე­ვას­რუ­ლოთ სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ინ­ვენ­ტა­რიც კი არ გვაქვს", - აღ­ნიშ­ნავს ად­ლა­ნი.

გა­ე­ცა­ნით პან­კი­სე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ბიზ­ნე­სი­დებს ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდეები

 პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდეები

ბოლო სამი წლის განმავლობაში, პანკისის ხეობა არაერთხელ მოექცა ქართული და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ 2013 წლიდან ხეობაში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" გავლენა გაძლიერდა და პანკისიდან სირიაში რამდენიმე ათეული ახალგაზრდა წავიდა. იმის მიუხედავად, რომ ხეობაში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით დაბალია ახალგაზრდების საზოგადოებრივი, სამეწარმეო აქტივობა და უმრავლესობა გამოსავალს აქედან წასვლაში ხედავს, ხეობაში ჯერ კიდევ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ცხოვრება, მუშაობა და განვითარება პანკისში სურთ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდეებს გაგაცნობთ:

ავტოსახელოსნო

მუსლიმ გორგიშვილი 24 წლის არის. 2011 წელს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი დაამთავრა. პროფესიით ავტომობილის სავალი ნაწილების ხელოსანია. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში, მუშაობა ვერ დაიწყო, რის გამოც 2015 წელს ჩეჩნეთში წავიდა. გროზნოში ავტოსახელოსნოში მუშაობდა. 3 თვის წინ მუსლიმი საქართველოში, პანკისის ხეობაში დაბრუნდა, სადაც მისი მშობლები და ძმები ცხოვრობენ. მუსლიმის ორივე ძმაც უმუშევარია.

მუსლიმს, მის ერთ-ერთ ძმას, 20 წლის მახამას და მეგობარს ჯიმშერს, სოფელ დუისში, რომელიც პანკისის ხეობის ადმინისტრაციული ცენტრია, ავტოსახელოსნოს გაკეთება სურთ. ბიზნესიდეა მათ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო აქტივობების ცენტრის" დახმარებით მოამზადეს და 15 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსების მოსაპოვებლად, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარუდგინეს. საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბიზნესიდეების რეგისტრაცია 5 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი. კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს ახალი ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის განვითარებისთვის, 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეუძლიათ.

მუსლიმი ავტოსახელოსნოს გაკეთების იდეას ასე ხსნის: "სავალი ნაწილების შესაკეთებლად ან შესაცვლელად პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს ჩასვლა გვიწევს ახმეტაში ან თელავში, რადგან ამ მომსახურების მიღება ადგილზე შეუძლებელია. თუ პროექტი მოიწონეს და დაგვიფინანსეს, ავტოსახელოსნოს გავაკეთებთ. ჩემ მეგობარს ჯიმშერ ალხანაშვილსაც პროფესიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. სავალი ნაწილების ხელოსნის გარდა, ავტოსახელოსნოში ვულკანიზაციაც იმუშავებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქმე კარგად წავიდეს, მომხმარებელი კმაყოფილი იყოს და მალე შევძლოთ ბიზნესის განვითარება. ავტოსახელოსნოს პროექტი 5 ახალგაზრდის დასაქმებას ითვალისწინებს. კარგი შესაძლებლობა მოგვცა სახელმწიფომ, მაგრამ ეს პროექტიც თუ არ გამოგვივიდა, ალბათ ისევ რუსეთში მოგვიწევს სამუშაოს ძიება".

სარემონტო კომპანია

24 წლის არის პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები ადლან ბორჩაშვილი. მას და მის ძმას, 25 წლის აინდი ბორჩაშვილს სარემონტო კომპანიის ჩამოყალიბება სურთ. აინდის და მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარებაა. როდესაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ პროექტის მოგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდება, მან არჩევანი მყისიერად პროექტზე გააკეთა. ამით აინდი პანკისელ ახალგაზრდებს შორის იშვიათი გამონაკლისია. იგივე განმარტების მიღების შემდეგ, ბევრმა ახალგაზრდამ ბიზნესიდეების კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

"პანკისის ხეობაში ახალგაზრდები ძირითადად დაუსაქმებლები არიან. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ხეობას ტოვებენ და სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან. მეც და ჩვენი ჯგუფის რამდენიმე წევრიც დროებით წასულები ვიყავით სამუშაოდ ხან ჩეჩნეთში, ხან თურქეთში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო აქ დავბრუნდით. ხუთივე ახალგაზრდას, ვისაც სარემონტო კომპანიის ჩამოყალიბება გვინდა, პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს. პერიოდულად ვასრულებთ კიდეც სარემონტო სამუშაოებს, რომელიმე ორგანიზაცია როცა გვიქირავებს, მაგრამ ეს არაა რეგულარული. დამოუკიდებლად თვითონ რომ შევასრულოთ სამუშაოები, ინვენტარიც კი არ გვაქვს", - აღნიშნავს ადლანი.

გაეცანით პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდებს ვრცლად

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა