პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ჩანაწერებს ვიღაც პათოლოგები აკეთებდნენ... რომ მცოდნოდა, შეიძლებოდა იქ არც ვყოფილიყავი"
"ამ ჩანაწერებს ვიღაც პათოლოგები აკეთებდნენ... რომ მცოდნოდა, შეიძლებოდა იქ არც ვყოფილიყავი"

მმარ­თველ გუნდში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე, ჯერ კი­დევ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მელ კი­თხვად რჩე­ბა - რა კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით გავა ოპო­ზი­ცია არ­ჩევ­ნებ­ზე? ამ სა­კი­თხზე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ივე­რი­ის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, კულ­ტუ­რის ექსმი­ნის­ტრი ნიკა რუ­რუა სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პრო­და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­რი­ცხავს:

- თუ პრო­და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან, მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­მარ­ცხებთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ხა­ნია მიხ­ვდა, რომ 2012 წელს ისი­ნი, უბ­რა­ლოდ, მო­ა­ტყუ­ეს და კო­ა­ლი­ცი­ას საქ­მის კე­თე­ბა რე­ა­ლუ­რად არ შე­უძ­ლია - მათი ყვე­ლა და­პი­რე­ბა შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა და დღეს მხო­ლოდ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის იბ­რძვი­ან. ამი­ტომ ამ ძა­ლას ხალ­ხი ნდო­ბას მე­ო­რედ აღარ გა­მო­უ­ცხა­დებს, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, დროა, ვიწ­რო პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან ოპო­ზი­ცი­აც გა­მო­ვი­დეს.

- ვის მო­ი­აზ­რებთ ახალ პრო­და­სავ­ლურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, მით უმე­ტეს, რომ კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ­მა პარ­ტი­ებ­მა არ­ჩევ­ნებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გას­ვლა უკვე და­ა­ა­ნონ­სეს?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის მო­მა­ვალს მხო­ლოდ ევ­რო­პას უკავ­ში­რე­ბენ. მათ შო­რის, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი", არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბიც", თუ ისი­ნი კო­ა­ლი­ცი­ას რე­ა­ლუ­რად და­ტო­ვე­ბენ. თუ ეს ძა­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან, არ­ჩევ­ნებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ - პარ­ლა­მენ­ტში კი შე­იქ­მნე­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც დე­ბატ­სა და მსჯე­ლო­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ას ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხებს.

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თუნ­დაც "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან და სა­ა­კაშ­ვილ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბულ ძა­ლებს წარ­მო­ად­გე­ნენ, ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" ალი­ან­სში მყო­ფი თქვენ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბი?

- რა შუ­ა­შია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი? ის ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რია და რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თვა­საც არ გეგ­მავს. სა­ერ­თოდ, პი­როვ­ნულ­მა ფაქ­ტო­რებ­მა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ხელი არ უნდა შეგ­ვი­შა­ლოს. შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვით, მაგ­რამ ჩვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­სას ბევ­რად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით.

- რა­საც თქვენ შეც­დო­მად აღიქ­ვამთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მას და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნევს, რო­მე­ლიც ფაქ­ტია, რომ დღე­საც ბევრ ადა­მი­ანს აყე­ნებს მი­ნი­მუმ მო­რა­ლურ ზი­ანს. ვგუ­ლის­ხმობ, ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებ­სა და ა.შ.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ამ ჩა­ნა­წე­რებს ვი­ღაც პა­თო­ლო­გე­ბი აკე­თებ­დნენ, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ამ სის­ტე­მის ამო­ძირ­კვის ნაც­ვლად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც" მას ხარ­ბად და­ე­წა­ფა.

გაგ­რძე­ლე­ბა

"ამ ჩანაწერებს ვიღაც პათოლოგები აკეთებდნენ... რომ მცოდნოდა, შეიძლებოდა იქ არც ვყოფილიყავი"

"ამ ჩანაწერებს ვიღაც პათოლოგები აკეთებდნენ... რომ მცოდნოდა, შეიძლებოდა იქ არც ვყოფილიყავი"

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესების ფონზე, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ კითხვად რჩება - რა კონფიგურაციით გავა ოპოზიცია არჩევნებზე? ამ საკითხზე "კვირის პალიტრასთან" საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებელი, კულტურის ექსმინისტრი ნიკა რურუა საუბრობს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას პროდასავლური ძალების გაერთიანების შემთხვევაში არ გამორიცხავს:

- თუ პროდასავლური ძალები გაერთიანდებიან, მოახლოებულ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" აუცილებლად დავამარცხებთ. საზოგადოება დიდი ხანია მიხვდა, რომ 2012 წელს ისინი, უბრალოდ, მოატყუეს და კოალიციას საქმის კეთება რეალურად არ შეუძლია - მათი ყველა დაპირება შეუსრულებელი დარჩა და დღეს მხოლოდ პრივილეგიებისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამიტომ ამ ძალას ხალხი ნდობას მეორედ აღარ გამოუცხადებს, თუმცა მეორე მხრივ, დროა, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან ოპოზიციაც გამოვიდეს.

- ვის მოიაზრებთ ახალ პროდასავლურ გაერთიანებაში, მით უმეტეს, რომ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა უკვე დააანონსეს?

- საბედნიეროდ, საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ქვეყნის მომავალს მხოლოდ ევროპას უკავშირებენ. მათ შორის, "თავისუფალი დემოკრატები", არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, "ნაციონალური მოძრაობა" და "რესპუბლიკელებიც", თუ ისინი კოალიციას რეალურად დატოვებენ. თუ ეს ძალები გაერთიანდებიან, არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ - პარლამენტში კი შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რომელიც დებატსა და მსჯელობაზე იქნება ორიენტირებული და ძალაუფლების უზურპაციას ვეღარ მოახერხებს.

- როგორ წარმოგიდგენიათ თუნდაც "თავისუფალი დემოკრატების" ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან გაერთიანება, რომლებიც წლების განმავლობაში დაპირისპირებულ ძალებს წარმოადგენენ, ან საზოგადოებისთვის რამდენად მისაღები იქნება "ნაციონალებთან" ალიანსში მყოფი თქვენ მიერ დასახელებული პარტიები?

- რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი? ის ოდესის გუბერნატორია და როგორც ვიცი, საქართველოში არჩევნებში ჩართვასაც არ გეგმავს. საერთოდ, პიროვნულმა ფაქტორებმა რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. შესაძლოა, გარკვეული შეცდომები დავუშვით, მაგრამ ჩვენი მმართველობისას ბევრად სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადავდგით.

- რასაც თქვენ შეცდომად აღიქვამთ, საზოგადოების ნაწილი მას დანაშაულად მიიჩნევს, რომელიც ფაქტია, რომ დღესაც ბევრ ადამიანს აყენებს მინიმუმ მორალურ ზიანს. ვგულისხმობ, ფარულ ჩანაწერებს, ადამიანების წამების ამსახველ კადრებსა და ა.შ.

- ხელისუფლებაში ყოფნისას მსგავსი ჩანაწერების არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამ ჩანაწერებს ვიღაც პათოლოგები აკეთებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ამ სისტემის ამოძირკვის ნაცვლად, "ქართული ოცნებაც" მას ხარბად დაეწაფა.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."