მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანა სტატისტიკურ მონაცემებში გაიჭედა!
ქვეყანა სტატისტიკურ მონაცემებში გაიჭედა!

მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის შე­დე­გებ­მა წე­ლი­წად­ზე მე­ტით და­იგ­ვი­ა­ნა. ამ დრო­ის­თვის მარ­ტო ის ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზუს­ტად იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, რამ­დე­ნიც ამომ­რჩე­ვე­ლია. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი კი­თხვის ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც ამ აღ­წე­რე­ბის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა. ახლა ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვიმ­კი­თხა­ოთ, ცეს­კო ცდე­ბო­და, თუ სტა­ტის­ტი­კა შეც­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ სხვა უამ­რა­ვი, რე­ბუ­სით მო­ცუ­ლი სა­კი­თხის გახ­სნას ელო­დე­ბა - მიგ­რა­ცია, და­საქ­მე­ბა, უმუ­შევ­რო­ბა და ასე შემ­დეგ.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რა 2014 წლის 5 ნო­ემ­ბრი­დან 19 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით ჩა­ტარ­და. აღ­წე­რამ მო­იც­ვა ქვეყ­ნის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია, გარ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ სამ­სა­ხურ­ში "რე­ზო­ნანსს" გა­ნუ­ცხა­დეს, რომ აღ­წე­რის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია აპ­რი­ლის ბო­ლოს შედ­გე­ბა.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ 2014 წლის და­სა­წყი­სი­დან 2014 წლის ბო­ლომ­დე ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა 642 ათა­სი ადა­მი­ა­ნით შემ­ცირ­და. ანუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა 3 729 635 კაცს არ აღე­მა­ტე­ბა. ცეს­კოს 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 3 537 719 კაცი ჰყავს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ანუ გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლო 191 ათა­სი 18 წლამ­დე მო­ზარ­დი ცხოვ­რობს. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რე­ბუ­სი.

სტა­ტის­ტი­კო­სი სოსო არჩვა­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი აღ­წე­რე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის თა­რიღს კი­დევ ერთხელ არ გა­და­წევს და აპ­რი­ლის ბო­ლოს მა­ინც გა­მოჩ­ნდე­ბა - სა­ბო­ლო­ოდ რამ­დე­ნი მო­ქა­ლა­ქე ჰყავს ქვე­ყა­ნას, რამ­დე­ნია ქალი, კაცი, რო­გო­რია ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა და ასე შემ­დეგ. ამას­თა­ნა­ვე სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უნდა შე­თან­ხმდნენ, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს აღ­წე­რის წინა პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა.

"ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია წლის და­სა­წყის­ში მო­სახ­ლე­ო­ბა იყოს 4,4 მი­ლი­ო­ნი და წლის ბო­ლოს 3,7 მი­ლი­ო­ნამ­დე ჩა­მო­ვი­დეს. ან ყვე­ლა წლის მი­ხედ­ვით უნდა მოხ­დეს კო­რექ­ტი­რე­ბა და ეს მარ­ტო სტა­ტის­ტი­კას არ ხე­ლე­წი­ფე­ბა, არა­და მა­შინ უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რა, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და 2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში, რომ­ლის­თვი­საც და­ი­ხარ­ჯა 18 მი­ლი­ონ­ზე მეტი, მო­თხოვ­ნებს ვერ პა­სუ­ხობს. აღ­წე­რამ მოგ­ვცა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი რი­ცხვე­ბი და მა­შინ ეს რი­ცხვი უნდა შე­იც­ვა­ლოს, ორი­ვეს და­ტო­ვე­ბა ერთ სტა­ტის­ტი­კურ ცხრილ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნონ­სენ­სია", - ამ­ბობს სოსო არჩვა­ძე და დას­ძენს, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა სა­არ­ჩევ­ნო კონ­ტი­გენ­ტის რი­ცხოვ­ნო­ბას მი­უ­ახ­ლოვ­და და ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხია გა­სა­ცე­მი.

გაგ­რძე­ლე­ბა

ქვეყანა სტატისტიკურ მონაცემებში გაიჭედა!

ქვეყანა სტატისტიკურ მონაცემებში გაიჭედა!

მოსახლეობის აღწერის შედეგებმა წელიწადზე მეტით დაიგვიანა. ამ დროისთვის მარტო ის ვიცით, რომ საქართველოში ზუსტად იმდენი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც ამომრჩეველია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეს არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ აღწერების შედეგებმა აჩვენა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიმკითხაოთ, ცესკო ცდებოდა, თუ სტატისტიკა შეცდა. საზოგადოება კიდევ სხვა უამრავი, რებუსით მოცული საკითხის გახსნას ელოდება - მიგრაცია, დასაქმება, უმუშევრობა და ასე შემდეგ.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ აღწერის შედეგების პრეზენტაცია აპრილის ბოლოს შედგება.

წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ის ვიცით, რომ 2014 წლის დასაწყისიდან 2014 წლის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობა 642 ათასი ადამიანით შემცირდა. ანუ საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 729 635 კაცს არ აღემატება. ცესკოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 3 537 719 კაცი ჰყავს რეგისტრირებული. ანუ გამოდის, რომ საქართველოში მხოლო 191 ათასი 18 წლამდე მოზარდი ცხოვრობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რებუსი.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე იმედოვნებს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღწერების შედეგების გამოქვეყნების თარიღს კიდევ ერთხელ არ გადაწევს და აპრილის ბოლოს მაინც გამოჩნდება - საბოლოოდ რამდენი მოქალაქე ჰყავს ქვეყანას, რამდენია ქალი, კაცი, როგორია ეთნიკური, რელიგიური გადანაწილება და ასე შემდეგ. ამასთანავე სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ხელისუფლება და სპეციალისტები უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს აღწერის წინა პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობის კორექტირება.

"ფიზიკურად შეუძლებელია წლის დასაწყისში მოსახლეობა იყოს 4,4 მილიონი და წლის ბოლოს 3,7 მილიონამდე ჩამოვიდეს. ან ყველა წლის მიხედვით უნდა მოხდეს კორექტირება და ეს მარტო სტატისტიკას არ ხელეწიფება, არადა მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის აღწერა, რომელიც ჩატარდა 2014 წლის ნოემბერში, რომლისთვისაც დაიხარჯა 18 მილიონზე მეტი, მოთხოვნებს ვერ პასუხობს. აღწერამ მოგვცა არაადეკვატური რიცხვები და მაშინ ეს რიცხვი უნდა შეიცვალოს, ორივეს დატოვება ერთ სტატისტიკურ ცხრილში აბსოლუტური ნონსენსია", - ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ფაქტობრივად, მოსახლეობის რიცხოვნობა საარჩევნო კონტიგენტის რიცხოვნობას მიუახლოვდა და ამაზე სერიოზული პასუხია გასაცემი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია