საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩევნების თარიღის გადაწევა გვაწყობდა, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით" - თამაზ მეჭიაური
"არჩევნების თარიღის გადაწევა გვაწყობდა, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით" - თამაზ მეჭიაური

"ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით გე­ტყვით - არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის გა­და­წე­ვა ალ­ბათ ყვე­ლას გვა­წყობ­და, ცოტა მეტ ხელ­ფასს ავი­ღებ­დით, - ასე უპა­სუ­ხა მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რმა თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის 8 ოქ­ტომ­ბერს და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

"პრე­ზი­დენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვაა არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა. მთავ­რო­ბას და პრე­ზი­დენტს, ალ­ბათ, ჰქონ­დათ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და მათ თა­რი­ღი გან­სა­ზღვრეს. ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით ვი­ტყვი - თა­რი­ღის ცოტა იქით გა­და­წე­ვა, ალ­ბათ, ყვე­ლას გვა­წყობ­და. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მოხ­ვედ­რა მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში არა­ვის გვაქვს ერთი-ორი კა­ცის გარ­და, გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ცოტა მეტ ხელ­ფასს ავი­ღებ­დით. ასე რომ, ამ კუ­თხით შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ას და­ვე­თან­ხმო, რომ ცოტა იქით გა­და­წე­ვა ჯობ­და. მარ­ტო ისი­ნი არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლან ამით. ასე­ვე ვე­თან­ხმე­ბი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, რომ მე­ო­რე ტური რამ­დე­ნი­მე­ში კი არა ბევ­რგან იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მი­სი­ვე თქმით, "ერთ-ორ გა­რან­ტი­რე­ბულ ადა­მი­ანს" შო­რის თა­ვად არ არის და არც ის იცის, მოხ­ვდე­ბა თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სი­ა­ში.

მე­ჭი­ა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო სიის შედ­გე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. დე­პუ­ტა­ტის მტკი­ცე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში არ მოხ­ვდე­ბა, "ადექ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა".

თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო სიის შედ­გე­ნა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით უნდა მოხ­დეს. "წინა კო­ა­ლი­ცი­ა­ში იყო მთა­ვა­რი, რომ რე­ჟი­მი დაგ­ვე­მარ­ცხე­ბი­ნა, ამი­ტომ ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იქ­მნა კო­ა­ლი­ცია - იყო მერ­კან­ტი­ლუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ ასე­თი ფორ­მა­ცი­ით არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მან­და­ტე­ბის მი­ღე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. დღეს ასე­თი ფორ­მით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ არ­ჩევ­ნებ­ში ყვე­ლამ და­მო­უ­კი­დებლდ უნდა იყა­როს კენ­ჭი", - აღ­ნიშ­ნა თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა.

ამას­თან, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის შე­ფა­სე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კად­რო პო­ლი­ტი­კამ "ყო­ველ­თვის არ გა­ა­მარ­თლა", თუმ­ცა თავი შე­ი­კა­ვა კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის და­სა­ხე­ლე­ბის­გან.

გარ­და ამი­სა, რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მე­ჭი­ა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, პი­რა­დად მას მეტი "ვალი აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, ვი­ნა­ი­დან პარ­ლა­მენ­ტში მან მო­იყ­ვა­ნა".

"ასე რომ, მე უფრო მეტი ვალი მქონ­და იმ კაც­თან, მაქვს და მექ­ნე­ბა, ვინც იმ სი­ა­ში შე­მიყ­ვა­ნა. ეს ნორ­მა­ლუ­რი არ არის, ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ მან­და­ტი ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს არა ვინ­მეს ხათ­რით, არა­მედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბით", - აღ­ნიშ­ნა მე­ჭი­ა­ურ­მა.

"არჩევნების თარიღის გადაწევა გვაწყობდა, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით" - თამაზ მეჭიაური

"არჩევნების თარიღის გადაწევა გვაწყობდა, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით" - თამაზ მეჭიაური

"ნახევრად ხუმრობით გეტყვით - არჩევნების თარიღის გადაწევა ალბათ ყველას გვაწყობდა, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით, - ასე უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა თამაზ მეჭიაურმა საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

"პრეზიდენტის პრეროგატივაა არჩევნების დანიშვნა. მთავრობას და პრეზიდენტს, ალბათ, ჰქონდათ კონსულტაციები და მათ თარიღი განსაზღვრეს. ნახევრად ხუმრობით ვიტყვი - თარიღის ცოტა იქით გადაწევა, ალბათ, ყველას გვაწყობდა. გარანტირებული მოხვედრა მომავალ პარლამენტში არავის გვაქვს ერთი-ორი კაცის გარდა, გამომდინარე აქედან, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით. ასე რომ, ამ კუთხით შეიძლება ოპოზიციას დავეთანხმო, რომ ცოტა იქით გადაწევა ჯობდა. მარტო ისინი არ დაზარალებულან ამით. ასევე ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მეორე ტური რამდენიმეში კი არა ბევრგან იქნება", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

იხილეთ ვიდეო

მისივე თქმით, "ერთ-ორ გარანტირებულ ადამიანს" შორის თავად არ არის და არც ის იცის, მოხვდება თუ არა "ქართული ოცნების" სიაში.

მეჭიაურის განმარტებით, საარჩევნო სიის შედგენასთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს. დეპუტატის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო სიაში არ მოხვდება, "ადექვატური რეაქცია ექნება".

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საარჩევნო სიის შედგენა ფასეულობების მიხედვით უნდა მოხდეს. "წინა კოალიციაში იყო მთავარი, რომ რეჟიმი დაგვემარცხებინა, ამიტომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიქმნა კოალიცია - იყო მერკანტილური მოსაზრებები, რომ ასეთი ფორმაციით არჩევნებში მონაწილეობა, მანდატების მიღების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა. დღეს ასეთი ფორმით მონაწილეობა არჩევნებში გამართლებული არ იქნება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნებში ყველამ დამოუკიდებლდ უნდა იყაროს კენჭი", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკამ "ყოველთვის არ გაამართლა", თუმცა თავი შეიკავა კონკრეტული შემთხვევის დასახელებისგან.

გარდა ამისა, როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მეჭიაურმა აღნიშნა, პირადად მას მეტი "ვალი აქვს ბიძინა ივანიშვილის, ვინაიდან პარლამენტში მან მოიყვანა".

"ასე რომ, მე უფრო მეტი ვალი მქონდა იმ კაცთან, მაქვს და მექნება, ვინც იმ სიაში შემიყვანა. ეს ნორმალური არ არის, ამიტომ ვამბობ, რომ მანდატი ყველას უნდა ჰქონდეს არა ვინმეს ხათრით, არამედ მისი დამსახურებებით", - აღნიშნა მეჭიაურმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."