საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს..." - რატომ არის ალბათობა, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში "დამარცხებული საქართველო გამოვიდეს"
"ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს..." - რატომ არის ალბათობა, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში "დამარცხებული საქართველო გამოვიდეს"

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სი­ტუ­ა­ცია მკვეთ­რად 2 აპ­რილს და­ი­ძა­ბა. სომ­ხე­თის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნე­თი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად 12 სამ­ხედ­როა და­ღუ­პუ­ლი. სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის სერჟ სარ­გსი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სომ­ხუ­რი მხა­რის და­ნა­კარ­გი 18 ჯა­რის­კაცს შე­ად­გენს, დაჭ­რი­ლია 35 ადა­მი­ა­ნი.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, GRASS-ის (სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცია) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი სერ­გი კა­პა­ნა­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ზე კონ­ფლიქ­ტის გავ­ლე­ნა­ზე წერს:

"ყა­რა­ბაღ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად და­ი­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა. დიდი შან­სია, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყოს. თუ ომი გა­ჩაღ­და, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ექ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი შემ­დეგ სა­კი­თხებ­ზე:

- ვა­ტა­რებთ თუ არა რუ­სე­თის ავი­ა­ცი­ას ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სომ­ხე­თის და­სახ­მა­რებ­ლად?

- ვა­ტა­რებთ თუ არა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო კონ­ვო­ებს გი­უმ­რის ბა­ზის გა­სა­მაგ­რებ­ლად?

- ვა­ტა­რებთ თუ არა თურ­ქულ ჯა­რებს, ან სხვა ტი­პის დახ­მა­რე­ბას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- თუ ვა­ტა­რებთ, ფორ­მა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის, თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე?

- ვუხ­სნით თუ არა ჩვენს პორ­ტებს სომ­ხურ, ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რე­ებს სამ­ხედ­რო და სხვა ტვირ­თე­ბის მი­სა­ღე­ბად?

- რა პო­ზი­ცი­ას ვი­კა­ვებთ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ინი­ცი­რე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ზე?

- ვი­ღებთ თუ არა ლტოლ­ვი­ლებს და რო­გორ? რამ­დენს?

- რო­გორ ვიქ­ცე­ვით მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში? ვის მხა­რეს ვი­ჭერთ? ასეთ დროს ნე­ბის­მი­ე­რი პო­ზი­ცია, ან პო­ზი­ცი­ის არ­ქო­ნა პო­ზი­ცი­ის ქო­ნას ნიშ­ნავს.

- რო­გორ ვიქ­ცე­ვით ჯა­ვა­ხეთ­ში რუ­სე­თის მიერ აქ­ტი­ვი­ზი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

- ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბით ვის ვეხ­მა­რე­ბით? რამ­დე­ნი თან­ხა გვაქვს ამის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი?

- ვუთ­მობთ თუ არა ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო და სხვა მი­სი­ებს, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან კონ­ფლიქ­ტში ჩა­რე­ვით.

- ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ თუ არა მა­ღა­ლი დო­ნის ვი­ზი­ტებს და სად? რა თან­მიმ­დევ­რო­ბით?

მოკ­ლედ, ღმერ­თმა ნუ ქნას, ყა­რა­ბაღ­ში დიდი ომი და­ი­წყოს. არ ვიცი ამ ომში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვინ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ და­მარ­ცხე­ბუ­ლი რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ვი­დეს, დიდი ალ­ბა­თო­ბაა" - წერს სერ­გი კა­პა­ნა­ძე პოს­ტში.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ბოლო ინ­ფორ­მა­ცია მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა შე­სა­ხებ

"ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს..." - რატომ არის ალბათობა, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში "დამარცხებული საქართველო გამოვიდეს"

"ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს..." - რატომ არის ალბათობა, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში "დამარცხებული საქართველო გამოვიდეს"

მთიან ყარაბაღში სიტუაცია მკვეთრად 2 აპრილს დაიძაბა. სომხეთის და აზერბაიჯანის მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 12 სამხედროა დაღუპული. სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ინფორმაციით კი, დღის განმავლობაში სომხური მხარის დანაკარგი 18 ჯარისკაცს შეადგენს, დაჭრილია 35 ადამიანი.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, GRASS-ის (საქართველოს რეფორმების ასოციაცია) დამფუძნებელი და დირექტორი სერგი კაპანაძე ფეისბუქის პირად გვერდზე მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ეხმაურება და საქართველოზე კონფლიქტის გავლენაზე წერს:

"ყარაბაღში სერიოზულად დაიძაბა ვითარება. დიდი შანსია, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. თუ ომი გაჩაღდა, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ექნება მისაღები შემდეგ საკითხებზე:

- ვატარებთ თუ არა რუსეთის ავიაციას ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთის დასახმარებლად?

- ვატარებთ თუ არა რუსეთის სამხედრო კონვოებს გიუმრის ბაზის გასამაგრებლად?

- ვატარებთ თუ არა თურქულ ჯარებს, ან სხვა ტიპის დახმარებას აზერბაიჯანის მიმართულებით?

- თუ ვატარებთ, ფორმალური შეთანხმების, თუ არაფორმალური თანხმობის საფუძველზე?

- ვუხსნით თუ არა ჩვენს პორტებს სომხურ, ან აზერბაიჯანულ მხარეებს სამხედრო და სხვა ტვირთების მისაღებად?

- რა პოზიციას ვიკავებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ინიცირებულ რეზოლუციებზე?

- ვიღებთ თუ არა ლტოლვილებს და როგორ? რამდენს?

- როგორ ვიქცევით მედიაციის პროცესში? ვის მხარეს ვიჭერთ? ასეთ დროს ნებისმიერი პოზიცია, ან პოზიციის არქონა პოზიციის ქონას ნიშნავს.

- როგორ ვიქცევით ჯავახეთში რუსეთის მიერ აქტივიზირებული ქმედებების შემთხვევაში?

- ჰუმანიტარული დახმარებით ვის ვეხმარებით? რამდენი თანხა გვაქვს ამისთვის გამოყოფილი?

- ვუთმობთ თუ არა ჩვენს ტერიტორიას საერთაშორისო სადამკვირვებლო და სხვა მისიებს, რომლებიც დაინტერესდებიან კონფლიქტში ჩარევით.

- ვახორციელებთ თუ არა მაღალი დონის ვიზიტებს და სად? რა თანმიმდევრობით?

მოკლედ, ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს. არ ვიცი ამ ომში გამარჯვებული ვინ იქნება, მაგრამ დამარცხებული რომ საქართველო გამოვიდეს, დიდი ალბათობაა" - წერს სერგი კაპანაძე პოსტში.

ასევე წაიკითხეთ: ბოლო ინფორმაცია მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."