პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ ებანოიძე – ეკა ბესელიასთვის არავითარი ბოდიში არ მომიხდია
ნოდარ ებანოიძე – ეკა ბესელიასთვის არავითარი ბოდიში არ მომიხდია

ეკა ბე­სე­ლი­ას­თვის არა­ვი­თა­რი ბო­დი­ში არ მო­მიხ­დია და რა­შიც მარ­თა­ლი ვარ, ბო­დიშს არ ვი­თხოვ, ხოლო თუკი მან ჩემი ნათ­ქვა­მი ვერ გა­ი­გო, ეს მისი პრობ­ლე­მაა და არა ჩემი, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" წევ­რმა ნო­დარ ება­ნო­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

დე­პუ­ტა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ის წუ­ხილს მხო­ლოდ იმის გამო გა­მო­ხა­ტავს, რომ სე­სი­ა­ზე მიკ­რი­ფო­ნის გა­რე­შე ისა­უბ­რა, ხოლო ბო­დიშს არა­ფერ­ზე იხ­დის.

"მე არა­ვი­თა­რი ბო­დი­ში არ მო­მიხ­დია. ჩემი გა­ცხა­რე­ბა იყო მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე და მე ეს არ მომ­წონს და არ მი­ხა­რია, მაგ­რამ ბო­დი­ში რაზე უნდა მო­მე­ხა­და?! დავ­სვი კი­თხვა, რო­მელ­საც მან ვერ უპა­სუ­ხა. კი­თხვა ისევ მაქვს და ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ მან ეს ვერ გა­ი­გო, რად­გან ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­ექტს კარ­გად არ იც­ნობს?!", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, რო­მელ­მაც ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და ნო­დარ ება­ნო­ი­ძეს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მო­იწ­ვია - კერ­ძოდ კი, "ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ბა­ღებ­ში, ბავ­შვთა ჯგუ­ფე­ბის ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით ფორ­მი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­გორც ება­ნო­ი­ძე გან­მარ­ტავს, პრო­ექ­ტის წარ­დგენ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა ვერ და­ა­სა­ბუ­თა.

"არის სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი, მა­გა­ლი­თად, ვალ­დორ­ფის ბაღი და მისი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც არის მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სამი, ოთხი და ხუთი წლის ბავ­შვე­ბი არი­ან ერთ სივ­რცე­ში. ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რად, მე­თო­დო­ლო­გი­აა ასე­თი, ხოლო ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მათ ამის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ და შე­კი­თხვაც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დავ­სვი – კერ­ძოდ ვი­კი­თხე, არის თუ არა რა­ი­მე კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ასე­თი სის­ტე­მა არ შე­იძ­ლე­ბა და ამა­ზე ელე­მენ­ტა­რუ­ლად ვერ მი­პა­სუ­ხა", - აცხა­დებს ნო­დარ ება­ნო­ი­ძე.

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევრ ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და "რეს­პუბ­ლი­კელ" დე­პუ­ტატ ნო­დარ ება­ნო­ი­ძეს შო­რის პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და.

"ბა­ტო­ნო ნო­დარ, ხე­ლებს ნუ იშ­ვერთ და ნუ ყვი­რი­ხართ – დღეს რა­ღაც მე­ტის­მე­ტად გა­ცხა­რე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბით, ამ რე­ფორ­მას ახლა პირ­ვე­ლად არ ის­მენთ, კა­ნონპ­რო­ექ­ტის არსს და­უბ­რუნ­დით და იმე­დია, პო­ლი­ტი­კურ ნო­ტა­ზე არ ხართ გა­და­სუ­ლი – და­ი­წყნა­რეთ ნერ­ვე­ბი და ხე­ლე­ბი სა­თა­ნა­დო მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მარ­თეთ", - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით ბე­სე­ლი­ამ ება­ნო­ი­ძეს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან მი­მარ­თა.

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ნოდარ ებანოიძე – ეკა ბესელიასთვის არავითარი ბოდიში არ მომიხდია

ნოდარ ებანოიძე – ეკა ბესელიასთვის არავითარი ბოდიში არ მომიხდია

ეკა ბესელიასთვის არავითარი ბოდიში არ მომიხდია და რაშიც მართალი ვარ, ბოდიშს არ ვითხოვ, ხოლო თუკი მან ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წევრმა ნოდარ ებანოიძემ განუცხადა.

დეპუტატის განმარტებით, ის წუხილს მხოლოდ იმის გამო გამოხატავს, რომ სესიაზე მიკრიფონის გარეშე ისაუბრა, ხოლო ბოდიშს არაფერზე იხდის.

"მე არავითარი ბოდიში არ მომიხდია. ჩემი გაცხარება იყო მიკროფონის გარეშე და მე ეს არ მომწონს და არ მიხარია, მაგრამ ბოდიში რაზე უნდა მომეხადა?! დავსვი კითხვა, რომელსაც მან ვერ უპასუხა. კითხვა ისევ მაქვს და ძალიან ცუდია, რომ მან ეს ვერ გაიგო, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტს კარგად არ იცნობს?!", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს".

რაც შეეხება საკითხს, რომელმაც ეკა ბესელიასა და ნოდარ ებანოიძეს შორის შელაპარაკება გამოიწვია - კერძოდ კი, "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც ბაღებში, ბავშვთა ჯგუფების ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ფორმირებას ითვალისწინებს, როგორც ებანოიძე განმარტავს, პროექტის წარდგენმა ეკა ბესელიამ ამის საჭიროება ვერ დაასაბუთა.

"არის საბავშვო ბაღები, მაგალითად, ვალდორფის ბაღი და მისი სისტემა, რომელიც არის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, რომლის მიხედვით, სამი, ოთხი და ხუთი წლის ბავშვები არიან ერთ სივრცეში. ეს არის სპეციალურად, მეთოდოლოგიაა ასეთი, ხოლო ინიცირებული კანონის მიხედვით, მათ ამის უფლება არ ექნებათ და შეკითხვაც ამასთან დაკავშირებით დავსვი – კერძოდ ვიკითხე, არის თუ არა რაიმე კვლევა, რომლის მიხედვით, ასეთი სისტემა არ შეიძლება და ამაზე ელემენტარულად ვერ მიპასუხა", - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ეკა ბესელიასა და "რესპუბლიკელ" დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

"ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირიხართ – დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული – დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ", - აღნიშნული განცხადებით ბესელიამ ებანოიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.

ინტერპრესნიუსი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."