საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა "ვეფხისტყაოსანზე"?!
რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა "ვეფხისტყაოსანზე"?!

ყვე­ლა­ფე­რი 50 წლის წინ და­იწყო, შო­თა რუს­თა­ვე­ლის 800 წლის იუბი­ლეს დღე­ებ­ში. ისე­ვე, რო­გორც სხვა სკო­ლებ­მა, მი­სი სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მაც პა­ტა­რა ზე­ი­მი მო­აწყო. ამ სა­ღა­მო­ზე, გუ­რამ ახა­ლა­ი­ამ რუს­თა­ვე­ლის აფო­რიზ­მე­ბით მო­ი­წო­ნა თა­ვი და პე­და­გოგ­მა ზე­ი­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" აჩუ­ქა. ეს იყო 1966 წლის სა­ი­უ­ბი­ლე­ო სას­კო­ლო გა­მო­ცე­მა.

"ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ირ­გ­ვ­ლივ

- მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ის­ტო­რი­ას რო­ცა გვიყ­ვე­ბო­და, დას­ძი­ნა, - სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" უამ­რა­ვი კარ­გი გა­მო­ცე­მა არ­სე­ბობ­სო. ერ­თხელ, ისიც მითხ­რა, რო­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბა, ეს გა­მო­ცე­მე­ბი შე­ი­ძი­ნეო. სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დი და წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში კარ­გი წიგ­ნის შოვ­ნა რთუ­ლი იყო. თუ "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს" სად­მე წა­ვაწყ­დე­ბო­დი, ვყი­დუ­ლობ­დი. სა­ერ­თოდ, მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა მქონ­და. წი­ნა სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში, მე­გო­ბარ­მა მკი­თხა: შემ­თხ­ვე­ვით, "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" მეგ­რულ ენა­ზე ხომ არა გაქ­ვ­სო? რუს­თა­ვე­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო წელს, კა­კა ჟვა­ნი­ას ნა­თარ­გ­მ­ნი, სა­ბეჭდ მან­ქა­ნა­ზე აკ­რე­ფი­ლი ტექ­ს­ტით, 7 წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და და ერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რი მქონ­და. მე­გო­ბარ­მა მთხო­ვა, მა­მა­ჩემს მოს­კოვ­ში გა­მო­ფე­ნა აქვს და თუ შე­იძ­ლე­ბა, მოგ­ვე­ციო. წიგ­ნი ვა­თხო­ვე, გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ და­მიბ­რუ­ნეს და მე­გობ­რის მა­მა, ვახ­ტანგ ნა­თე­ნა­ძე და­ინ­ტე­რეს­და, - "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს" ხომ არ აგ­რო­ვე­ბო? - არა-მეთ­ქი. - მა­ინც, რა­მდე­ნი წიგ­ნი გექ­ნე­ბაო? რო­ცა ვუ­თხა­რი, - 100-მდე-მეთ­ქი, - კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი ყო­ფილ­ხა­რო. და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გის კო­ლექ­ცი­ის უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი და აღ­ვ­ფ­რ­თო­ვან­დი. ამის მე­რე კი­დევ უფ­რო და­ვინ­ტე­რეს­დი ამ საქ­მით.

"ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ყიდ­ვა გა­ვაგ­რ­ძე­ლე და ერთ-ერ­თი სრულ­ყო­ფი­ლი კო­ლექ­ცია ასე შე­ვაგ­რო­ვე. 1712 წლი­დან დღემ­დე რაც გა­მო­სუ­ლა, ყვე­ლა ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მა მაქვს. ეს ჩე­მი კო­ლექ­ცი­ის დი­დი ღირ­სე­ბაა. "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" მსოფ­ლი­ო­ში 49 ენა­ზე გა­მო­ვი­და და ყვე­ლა ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი მაქვს, ოღონდ ზო­გი­ერ­თი არას­რულ­ყო­ფი­ლია. სულ 450-მდე სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნია ჩემს კო­ლექ­ცი­ა­ში. ზო­გი მათ­გა­ნი ავ­ტოგ­რა­ფი­თაც არის. 1712 წლის გა­მო­ცე­მა ყვე­ლა კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის ოც­ნე­ბაა. მეც, თით­ქ­მის 40 წლის მან­ძილ­ზე ვე­ძებ­დი. ამ წიგ­ნის ფაქ­სი­მა­ლუ­რი ას­ლი აკა­კი შა­ნი­ძემ 1937 წელს გა­მოს­ცა. ზუს­ტად გა­ი­მე­ო­რა ყვე­ლა­ფე­რი, ქა­ღალ­დიც კი იმ­დე­ნად მიმ­ს­გავ­სე­ბუ­ლი იყო, რომ ყვე­ლას 1712 წლის გა­მო­ცე­მა ეგო­ნა. ერ­თხელ, ზეს­ტა­ფო­ნი­დან და­მი­რე­კეს, ჩა­ვე­დი და 1937 წლის გა­მო­ცე­მა აღ­მოჩ­ნ­და. კა­ხეთ­შიც ჩა­ვე­დი, - მიმ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, ნამ­დ­ვი­ლად ძვე­ლი წიგ­ნიაო და იქაც არ გა­მი­მარ­თ­ლა. მე­რე, რომ მი­რე­კავ­დ­ნენ, აღარ მივ­დი­ო­დი. ვე­უბ­ნე­ბო­დი, - სა­ტი­ტუ­ლო გვერდს ფო­ტო გა­და­უ­ღეთ და გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ-მეთ­ქი. ბო­ლოს, მი­ვა­გე­ნი იმ პი­როვ­ნე­ბას, ვინც ეს წიგ­ნი რა­ღაც პრობ­ლე­მის გა­მო გა­ყი­და. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ნორ­მა­ლურ ფა­სად და­მით­მო. ეს გა­მო­ცე­მა მსოფ­ლი­ო­ში სულ 24 ცა­ლია დარ­ჩე­ნი­ლი და ჩე­მი ეგ­ზემ­პ­ლა­რი სა­უ­კე­თე­სო­დაა შე­ნა­ხუ­ლი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე გვერ­დი აკ­ლია. მი­სი გა­ყიდ­ვა უცხო­ე­ლებ­მა ბევ­რ­ჯერ მთხო­ვეს, დიდ თან­ხა­საც იხ­დიდ­ნენ, მაგ­რამ არ მი­ვე­ცი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ბალ­მონ­ტის თარ­გ­მა­ნის პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც 1933 წელს, პა­რიზ­ში და­ი­ბეჭ­და. არ­სე­ბობს ამ გა­მო­ცე­მის და­ნომ­რი­ლი ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რებს და­უ­რი­გეს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღ­მოჩ­ნ­და ნო­მე­რი 007, რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ბე­რი­ას ან მო­ლო­ტო­ვის ეგ­ზემ­პ­ლა­რი. ვერ მი­ვუს­წა­რი, ძა­ლი­ან დამ­წყ­და გუ­ლი. ვინც იყი­და, ის მე­რე რუ­სეთ­ში წა­ვი­და და იქ გა­ყი­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, მაგ­რამ ვერ შე­ვი­ძი­ნე. და­უ­ნომ­რა­ვი ბალ­მონ­ტის

წიგ­ნი პა­რიზ­ში შე­ვი­ძი­ნე ჩე­მი მე­გობ­რის, გი­ორ­გი ქა­ჯა­ი­ას დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც იმ დროს პა­რიზ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და, კონ­სუ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. იგი­ვე წიგ­ნი საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ­მა ემიგ­რან­ტ­მა, ვიქ­ტორ ხო­მე­რიკ­მა იშო­ვა და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის ხე­ლით გა­მო­მიგ­ზავ­ნა. 1940 წელს, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძის რუ­სუ­ლად თარ­გ­მ­ნი­ლი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" გა­მო­ვი­და. იმ პე­რი­ოდ­ში და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით მოს­კოვ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და თარ­გ­მან­ზე ცი­ხე­ში მუ­შა­ობ­და. სტა­ლინ­მა ხელ­ნა­წე­რი წა­ი­კი­თხა და ბე­რი­ას მის­წე­რა: - აქამ­დე, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" რუ­სუ­ლი თარ­გ­მა­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად პეტ­რენ­კოს თარ­გ­მა­ნი მომ­წონ­და. გა­ვე­ცა­ნი ნუ­ცუ­ბი­ძის თარ­გ­მანს, ის სა­უ­კე­თე­სოა. მეც ვცა­დე ერ­თი სტრო­ფის გა­და­თარ­გ­მ­ნა (სტრო­ფი #1614). თუ ნუ­ცუ­ბი­ძეს აწყობს, იქ­ნებ ასე ააჟ­ღე­როსო. ბო­ლოს კი მი­ა­წე­რა - "ვო ვსი­ა­კომ სლუ­ჩაე, ხო­რო­ში ნა­დო ზა­მე­ნიტ ლუჩ­შიმ". ამით მი­ა­ნიშ­ნა, რომ თა­ვი­სი უკე­თე­სი იყო. რა თქმა უნ­და, სტა­ლი­ნის ნა­თარ­გ­მ­ნი სტრო­ფი წიგ­ნ­ში შე­ი­ტა­ნეს. 1940 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი", ლა­მა­ზი ყდი­თა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ყუ­თით, სტა­ლინს მი­უ­ტა­ნეს, რო­მელ­მაც ასე­თი შეს­წო­რე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა: "პერე­ვოდ შალ­ვი ნუ­ცუ­ბიდ­ზე" ჩა­ას­წო­რა - "პე­რე­ვოდ ს გრუ­ზინ­ს­კო­გო, შალ­ვი ნუ­ცუ­ბიდ­ზე".

სა­ტი­ტუ­ლო გვერ­დე­ბი ჩა­ას­წო­რა; რამ­დე­ნი­მე ილუს­ტ­რა­ცია და­ი­წუ­ნა, პირ­და­პირ გა­და­ხა­ზა და ასე მიჰ­ყ­ვა, თა­ვი­სი მი­ნა­წე­რე­ბი და­ტო­ვა. წიგ­ნის ტი­რა­ჟი იმ­წამ­ს­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს (გა­ა­ნად­გუ­რეს) და ხე­ლახ­ლა, ზუს­ტად იმა­ვე ყდა­ში და იმა­ვე ტი­რა­ჟით, 1941 წელს გა­მოს­ცეს. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია 1940 წლის გა­მო­ცე­მა. სად არ ვე­ძე­ბე? ნუ­ცუ­ბი­ძის ოჯახ­საც არა აქვს. მხო­ლოდ გო­რის მუ­ზე­უმ­­შია სტა­ლი­ნის მი­ერ ჩას­წო­რე­ბუ­ლი წიგ­ნი, სა­ი­და­ნაც ას­ლე­ბი გა­და­ვი­ღე. ბე­რი­ა­სად­მი მი­წე­რი­ლი წე­რი­ლის ას­ლიც მაქვს. ნუ­ცუ­ბი­ძი­სე­უ­ლი თარ­გ­მა­ნი დღემ­დე ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვ­ლე­ბა. "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" იშ­ვი­ა­თი ჩი­ნუ­რი წიგ­ნე­ბი­დან 5 გა­მო­ცე­მა მაქვს. ფი­ნუ­რი გა­მო­ცე­მა ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ჩა­მო­მი­ტა­ნეს. გა­მიკ­ვირ­და, რომ იშო­ვეს, რად­გან ძნე­ლი მო­სა­პო­ვე­ბე­ლი იყო. და­მი­რე­კეს, შენ­თ­ვის წიგ­ნი მოგ­ვაქ­ვ­სო. ეს ის დროა, შუ­ქი აერო­პორ­ტ­შიც კი არ იყო. არ და­ვე­ლო­დე მე­ო­რე დღეს და წა­ვე­დი აერო­პორ­ტ­ში, იქ გა­მო­ვარ­თ­ვი. ერთ დღე­საც, რამ­დე­ნი­მე "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ზე" სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბის ავ­ტოგ­რა­ფი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, მათ შო­რის, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი­სა. გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ გა­მო­ფე­ნის მომ­ზა­დე­ბის წინ მე­თხო­ვა სა­ელ­ჩო­ე­ბის­თ­ვის, დამ­ხ­მა­რე­ბოდ­ნენ - თუ ამა თუ იმ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი მო­ი­სურ­ვებ­და, წარ­წე­რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა მათ ენა­ზე გა­მო­ცე­მულ "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ზე". მაქვს იტა­ლი­ის, სომ­ხე­თის, თურ­ქე­თის, ყა­ზა­ხე­თის, სლო­ვა­კე­თის, ბე­ლო­რუ­სის, გერ­მა­ნი­ის, უკ­რა­ი­ნის, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ავ­ტოგ­რა­ფე­ბი. ეს, რაც გა­მახ­სენ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, იტა­ლი­ი­სა და ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტე­ბის წარ­წე­რე­ბი. ეტყო­ბა, ისი­ნი წი­ნას­წარ მო­ემ­ზად­ნენ და რუს­თა­ველ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ეს. ამას­თან ერ­თად, მად­ლო­ბას მიხ­დი­ან უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის, რაც ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა.

მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცია

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნის გა­მო­ცე­მა შემ­თხ­ვე­ვით მოხ­და. ქუ­თა­ი­სის სტამ­ბა­ში შა­ვი ჭი­რის სა­შიშ­რო­ე­ბის გა­მო, დი­რექ­ტორ­მა სტამ­ბა რა­ჭის სო­ფელ წეს­ში გა­ხიზ­ნა, სა­დაც და­ნად­გა­რე­ბი და ცო­ტა ქა­ღალ­დი წა­ი­ღეს. "ღვთის­მ­შობ­ლის ლოც­ვა­ნი" გა­მოს­ცეს და ქა­ღალ­დის სიმ­ცი­რის გა­მო, ის მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი გა­მო­ვი­და. ეს წიგ­ნი მე არ მაქვს, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­შია ორი ცა­ლი და­ცუ­ლი. ერ­თხანს, ნო­მენ­კ­ლა­ტუ­რულ მუ­შა­კებს უცხო­უ­რი წიგ­ნე­ბის სი­ას უგ­ზავ­ნიდ­ნენ. პარ­ტი­ის რა­ი­კო­მის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გახ­ლ­დათ. იმ დროს მას­თან კომ­კავ­ში­რის რა­ი­კო­მის პირ­ველ მდივ­ნად ვმუ­შა­ობ­დი. ერ­თხე­ლაც, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვ­რე­ბის (მი­ქე­ლან­ჯე­ლო, ტი­ცი­ა­ნი, რე­ნუ­ა­რი...) მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბი მო­ი­ტა­ნეს.

ბა­ტონ ლე­ვანს ეს წიგ­ნე­ბი არ უნ­დო­და. უთ­ქ­ვამს, გუ­რამს აინ­ტე­რე­სებს და იმას აჩ­ვე­ნეთ, ჩე­მი კვო­ტი­დან შეს­თა­ვა­ზე­თო. მარ­თ­ლაც, მა­შინ­ვე ფუ­ლი ვი­სეს­ხე და ყვე­ლა, 8 ტო­მი ავი­ღე. მხატ­ვ­რე­ბის შე­სა­ხებ ამ ტი­პის 48 წიგ­ნი გა­მო­ვი­და და მეც ნელ-ნე­ლა შე­ვავ­სე. ამი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი, მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა და ჩა­მო­ტა­ნა მოს­კო­ვი­დან და­ვი­წყე. სხვა ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­კავ­შირ­დი და გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლაც გვქონ­და. დღეს ჩე­მი კო­ლექ­ცია 5 000-ზე მეტ წიგნს ით­ვ­ლის. მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის 160 მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ტო­მი მაქვს. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წიგ­ნის ზო­მა 1 მმ-ია. მე მაქვს 1,2 მმ ზო­მი­სა, მას თა­ვი­სი ლუ­პაც მოჰ­ყ­ვე­ბა. ის მოს­კოვ­ში გა­მოს­ცეს. მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მე­ბით ცნო­ბი­ლია ჩი­ნე­თი, უნ­გ­რე­თი, გერ­მა­ნია. ბევ­რი გერ­მა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მაქვს. მოს­კო­ვი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს პუშ­კი­ნის 250 წლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს ბერ­ლინ­ში 1943 წელს, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მომ­ზა­დე­ბულ მი­ნი­ა­ტი­უ­რულ "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს", რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ცა. ისი­ნი წიგნს ჩექ­მა­ში ინა­ხავ­დ­ნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რო­ბა­ქი­ძე ჰიტ­ლერ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი იყო. წიგ­ნი მი­უ­ტა­ნია ჰიტ­ლე­რის­თ­ვის და ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, მას წიგ­ნ­ზე მი­უ­წე­რია "ქარ­თ­ვე­ლე­ბი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი­ა".

ეს სი­ნამ­დ­ვი­ლეს შე­ე­ფე­რე­ბა თუ არა, არა­ვინ იცის, მაგ­რამ უტყუ­ა­რია ის, რომ წიგნს ან­ტი­საბ­ჭო­თა შე­სა­ვა­ლი ჰქონ­და. ამის გა­მო, უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი ეძებ­და. ვე­რა­ვის ჩა­მოჰ­ქონ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თუ ვინ­მემ მო­ა­ხერ­ხა, მა­შინ­ვე იმ შე­სა­ვალს ხევ­დ­ნენ, წიგნს ტო­ვებ­დ­ნენ. რამ­დე­ნი­მე კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა ეს წიგ­ნი თა­ვი­სი შე­სავ­ლით მო­ვი­პო­ვეთ. მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის ტი­რა­ჟი რაც ნაკ­ლე­ბია, მით მე­ტად ფა­სობს. სა­ერ­თოდ, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს დი­დი ტი­რა­ჟით გა­მო­დი­ო­და მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბი, ახ­ლა ასე არ ხდე­ბა. ისი­ნი გა­მო­დის 20, 50 ან მაქ­სი­მუმ 100 ცა­ლი. არის სა­ხე­ლო­ბი­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბი. აი, მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­ში 60 ცა­ლი პუშ­კი­ნის "ევ­გე­ნი ონე­გი­ნი" გა­მო­ვი­და და ერთს აწე­რია, რომ გუ­რამ ახა­ლა­ი­ას ეგ­ზემ­პ­ლა­რია. რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლო­ბი­თი წიგ­ნის ეგ­ზემ­პ­ლა­რი მაქვს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა "ვეფხისტყაოსანზე"?!

რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა "ვეფხისტყაოსანზე"?!

ყვე­ლა­ფე­რი 50 წლის წინ და­იწყო, შო­თა რუს­თა­ვე­ლის 800 წლის იუბი­ლეს დღე­ებ­ში. ისე­ვე, რო­გორც სხვა სკო­ლებ­მა, მი­სი სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მაც პა­ტა­რა ზე­ი­მი მო­აწყო. ამ სა­ღა­მო­ზე, გუ­რამ ახა­ლა­ი­ამ რუს­თა­ვე­ლის აფო­რიზ­მე­ბით მო­ი­წო­ნა თა­ვი და პე­და­გოგ­მა ზე­ი­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" აჩუ­ქა. ეს იყო 1966 წლის სა­ი­უ­ბი­ლე­ო სას­კო­ლო გა­მო­ცე­მა.

"ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ირ­გ­ვ­ლივ

- მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ის­ტო­რი­ას რო­ცა გვიყ­ვე­ბო­და, დას­ძი­ნა, - სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" უამ­რა­ვი კარ­გი გა­მო­ცე­მა არ­სე­ბობ­სო. ერ­თხელ, ისიც მითხ­რა, რო­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბა, ეს გა­მო­ცე­მე­ბი შე­ი­ძი­ნეო. სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დი და წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში კარ­გი წიგ­ნის შოვ­ნა რთუ­ლი იყო. თუ "ვეფხის­ტყა­ო­სანს" სად­მე წა­ვაწყ­დე­ბო­დი, ვყი­დუ­ლობ­დი. სა­ერ­თოდ, მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა მქონ­და. წი­ნა სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში, მე­გო­ბარ­მა მკითხა: შემ­თხ­ვე­ვით, "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" მეგ­რულ ენა­ზე ხომ არა გაქ­ვ­სო? რუს­თა­ვე­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო წელს, კა­კა ჟვა­ნი­ას ნა­თარ­გ­მ­ნი, სა­ბეჭდ მან­ქა­ნა­ზე აკ­რე­ფი­ლი ტექ­ს­ტით, 7 წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და და ერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რი მქონ­და. მე­გო­ბარ­მა მთხო­ვა, მა­მა­ჩემს მოს­კოვ­ში გა­მო­ფე­ნა აქვს და თუ შე­იძ­ლე­ბა, მოგ­ვე­ციო. წიგ­ნი ვათხო­ვე, გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ და­მიბ­რუ­ნეს და მე­გობ­რის მა­მა, ვახ­ტანგ ნა­თე­ნა­ძე და­ინ­ტე­რეს­და, - "ვეფხის­ტყა­ო­სანს" ხომ არ აგ­რო­ვე­ბო? - არა-მეთ­ქი. - მა­ინც, რა­მდე­ნი წიგ­ნი გექ­ნე­ბაო? რო­ცა ვუთხა­რი, - 100-მდე-მეთ­ქი, - კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი ყო­ფილ­ხა­რო. და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გის კო­ლექ­ცი­ის უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი და აღ­ვ­ფ­რ­თო­ვან­დი. ამის მე­რე კი­დევ უფ­რო და­ვინ­ტე­რეს­დი ამ საქ­მით.

"ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ყიდ­ვა გა­ვაგ­რ­ძე­ლე და ერთ-ერ­თი სრულ­ყო­ფი­ლი კო­ლექ­ცია ასე შე­ვაგ­რო­ვე. 1712 წლი­დან დღემ­დე რაც გა­მო­სუ­ლა, ყვე­ლა ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მა მაქვს. ეს ჩე­მი კო­ლექ­ცი­ის დი­დი ღირ­სე­ბაა. "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" მსოფ­ლი­ო­ში 49 ენა­ზე გა­მო­ვი­და და ყვე­ლა ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი მაქვს, ოღონდ ზო­გი­ერ­თი არას­რულ­ყო­ფი­ლია. სულ 450-მდე სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნია ჩემს კო­ლექ­ცი­ა­ში. ზო­გი მათ­გა­ნი ავ­ტოგ­რა­ფი­თაც არის. 1712 წლის გა­მო­ცე­მა ყვე­ლა კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის ოც­ნე­ბაა. მეც, თით­ქ­მის 40 წლის მან­ძილ­ზე ვე­ძებ­დი. ამ წიგ­ნის ფაქ­სი­მა­ლუ­რი ას­ლი აკა­კი შა­ნი­ძემ 1937 წელს გა­მოს­ცა. ზუს­ტად გა­ი­მე­ო­რა ყვე­ლა­ფე­რი, ქა­ღალ­დიც კი იმ­დე­ნად მიმ­ს­გავ­სე­ბუ­ლი იყო, რომ ყვე­ლას 1712 წლის გა­მო­ცე­მა ეგო­ნა. ერ­თხელ, ზეს­ტა­ფო­ნი­დან და­მი­რე­კეს, ჩა­ვე­დი და 1937 წლის გა­მო­ცე­მა აღ­მოჩ­ნ­და. კა­ხეთ­შიც ჩა­ვე­დი, - მიმ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, ნამ­დ­ვი­ლად ძვე­ლი წიგ­ნიაო და იქაც არ გა­მი­მარ­თ­ლა. მე­რე, რომ მი­რე­კავ­დ­ნენ, აღარ მივ­დი­ო­დი. ვე­უბ­ნე­ბო­დი, - სა­ტი­ტუ­ლო გვერდს ფო­ტო გა­და­უ­ღეთ და გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ-მეთ­ქი. ბო­ლოს, მი­ვა­გე­ნი იმ პი­როვ­ნე­ბას, ვინც ეს წიგ­ნი რა­ღაც პრობ­ლე­მის გა­მო გა­ყი­და. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ნორ­მა­ლურ ფა­სად და­მით­მო. ეს გა­მო­ცე­მა მსოფ­ლი­ო­ში სულ 24 ცა­ლია დარ­ჩე­ნი­ლი და ჩე­მი ეგ­ზემ­პ­ლა­რი სა­უ­კე­თე­სო­დაა შე­ნა­ხუ­ლი, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე გვერ­დი აკ­ლია. მი­სი გაყიდვა უცხო­ე­ლებ­მა ბევ­რ­ჯერ მთხო­ვეს, დიდ თან­ხა­საც იხ­დიდ­ნენ, მაგ­რამ არ მი­ვე­ცი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ბალ­მონ­ტის თარ­გ­მა­ნის პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც 1933 წელს, პა­რიზ­ში და­ი­ბეჭ­და. არ­სე­ბობს ამ გა­მო­ცე­მის და­ნომ­რი­ლი ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რებს და­უ­რი­გეს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღ­მოჩ­ნ­და ნო­მე­რი 007, რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ბე­რი­ას ან მო­ლო­ტო­ვის ეგ­ზემ­პ­ლა­რი. ვერ მი­ვუს­წა­რი, ძა­ლი­ან დამ­წყ­და გუ­ლი. ვინც იყი­და, ის მე­რე რუ­სეთ­ში წა­ვი­და და იქ გა­ყი­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, მაგ­რამ ვერ შე­ვი­ძი­ნე. და­უ­ნომ­რა­ვი ბალ­მონ­ტის

წიგ­ნი პა­რიზ­ში შე­ვი­ძი­ნე ჩე­მი მე­გობ­რის, გი­ორ­გი ქა­ჯა­ი­ას დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც იმ დროს პა­რიზ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და, კონ­სუ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. იგი­ვე წიგ­ნი საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ­მა ემიგ­რან­ტ­მა, ვიქ­ტორ ხო­მე­რიკ­მა იშო­ვა და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის ხე­ლით გა­მო­მიგ­ზავ­ნა. 1940 წელს, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძის რუ­სუ­ლად თარ­გ­მ­ნი­ლი "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" გა­მო­ვი­და. იმ პე­რი­ოდ­ში და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით მოს­კოვ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და თარ­გ­მან­ზე ცი­ხე­ში მუ­შა­ობ­და. სტა­ლინ­მა ხელ­ნა­წე­რი წა­ი­კითხა და ბე­რი­ას მის­წე­რა: - აქამ­დე, "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" რუ­სუ­ლი თარ­გ­მა­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად პეტ­რენ­კოს თარ­გ­მა­ნი მომ­წონ­და. გა­ვე­ცა­ნი ნუ­ცუ­ბი­ძის თარ­გ­მანს, ის სა­უ­კე­თე­სოა. მეც ვცა­დე ერ­თი სტრო­ფის გა­და­თარ­გ­მ­ნა (სტრო­ფი #1614). თუ ნუ­ცუ­ბი­ძეს აწყობს, იქ­ნებ ასე ააჟ­ღე­როსო. ბო­ლოს კი მი­ა­წე­რა - "ვო ვსი­ა­კომ სლუ­ჩაე, ხო­რო­ში ნა­დო ზა­მე­ნიტ ლუჩ­შიმ". ამით მი­ა­ნიშ­ნა, რომ თა­ვი­სი უკე­თე­სი იყო. რა თქმა უნ­და, სტა­ლი­ნის ნა­თარ­გ­მ­ნი სტრო­ფი წიგ­ნ­ში შე­ი­ტა­ნეს. 1940 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი", ლა­მა­ზი ყდი­თა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ყუ­თით, სტა­ლინს მი­უ­ტა­ნეს, რო­მელ­მაც ასე­თი შეს­წო­რე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა: "პერე­ვოდ შალ­ვი ნუ­ცუ­ბიდ­ზე" ჩა­ას­წო­რა - "პე­რე­ვოდ ს გრუ­ზინ­ს­კო­გო, შალ­ვი ნუ­ცუ­ბიდ­ზე".

სა­ტი­ტუ­ლო გვერ­დე­ბი ჩა­ას­წო­რა; რამ­დე­ნი­მე ილუს­ტ­რა­ცია და­ი­წუ­ნა, პირ­და­პირ გა­და­ხა­ზა და ასე მიჰ­ყ­ვა, თა­ვი­სი მი­ნა­წე­რე­ბი და­ტო­ვა. წიგ­ნის ტი­რა­ჟი იმ­წამ­ს­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს (გა­ა­ნად­გუ­რეს) და ხე­ლახ­ლა, ზუს­ტად იმა­ვე ყდა­ში და იმა­ვე ტი­რა­ჟით, 1941 წელს გა­მოს­ცეს. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია 1940 წლის გა­მო­ცე­მა. სად არ ვე­ძე­ბე? ნუ­ცუ­ბი­ძის ოჯახ­საც არა აქვს. მხო­ლოდ გო­რის მუ­ზე­უმ­­შია სტა­ლი­ნის მი­ერ ჩას­წო­რე­ბუ­ლი წიგ­ნი, სა­ი­და­ნაც ას­ლე­ბი გა­და­ვი­ღე. ბე­რი­ა­სად­მი მი­წე­რი­ლი წე­რი­ლის ას­ლიც მაქვს. ნუ­ცუ­ბი­ძი­სე­უ­ლი თარ­გ­მა­ნი დღემ­დე ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვ­ლე­ბა. "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" იშ­ვი­ა­თი ჩი­ნუ­რი წიგ­ნე­ბი­დან 5 გა­მო­ცე­მა მაქვს. ფი­ნუ­რი გა­მო­ცე­მა ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ჩა­მო­მი­ტა­ნეს. გა­მიკ­ვირ­და, რომ იშო­ვეს, რად­გან ძნე­ლი მო­სა­პო­ვე­ბე­ლი იყო. და­მი­რე­კეს, შენ­თ­ვის წიგ­ნი მოგ­ვაქ­ვ­სო. ეს ის დროა, შუ­ქი აერო­პორ­ტ­შიც კი არ იყო. არ და­ვე­ლო­დე მე­ო­რე დღეს და წა­ვე­დი აერო­პორ­ტ­ში, იქ გა­მო­ვარ­თ­ვი. ერთ დღე­საც, რამ­დე­ნი­მე "ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე" სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბის ავ­ტოგ­რა­ფი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, მათ შო­რის, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი­სა. გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ გა­მო­ფე­ნის მომ­ზა­დე­ბის წინ მეთხო­ვა სა­ელ­ჩო­ე­ბის­თ­ვის, დამ­ხ­მა­რე­ბოდ­ნენ - თუ ამა თუ იმ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი მო­ი­სურ­ვებ­და, წარ­წე­რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა მათ ენა­ზე გა­მო­ცე­მულ "ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე". მაქვს იტა­ლი­ის, სომ­ხე­თის, თურ­ქე­თის, ყა­ზა­ხე­თის, სლო­ვა­კე­თის, ბე­ლო­რუ­სის, გერ­მა­ნი­ის, უკ­რა­ი­ნის, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ავ­ტოგ­რა­ფე­ბი. ეს, რაც გა­მახ­სენ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, იტა­ლი­ი­სა და ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტე­ბის წარ­წე­რე­ბი. ეტყო­ბა, ისი­ნი წი­ნას­წარ მო­ემ­ზად­ნენ და რუს­თა­ველ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ეს. ამას­თან ერ­თად, მად­ლო­ბას მიხ­დი­ან უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის, რაც ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა.

მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცია

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნის გა­მო­ცე­მა შემ­თხ­ვე­ვით მოხ­და. ქუ­თა­ი­სის სტამ­ბა­ში შა­ვი ჭი­რის სა­შიშ­რო­ე­ბის გა­მო, დი­რექ­ტორ­მა სტამ­ბა რა­ჭის სო­ფელ წეს­ში გა­ხიზ­ნა, სა­დაც და­ნად­გა­რე­ბი და ცო­ტა ქა­ღალ­დი წა­ი­ღეს. "ღვთის­მ­შობ­ლის ლოც­ვა­ნი" გა­მოს­ცეს და ქა­ღალ­დის სიმ­ცი­რის გა­მო, ის მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი გა­მო­ვი­და. ეს წიგ­ნი მე არ მაქვს, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­შია ორი ცა­ლი და­ცუ­ლი. ერ­თხანს, ნო­მენ­კ­ლა­ტუ­რულ მუ­შა­კებს უცხო­უ­რი წიგ­ნე­ბის სი­ას უგ­ზავ­ნიდ­ნენ. პარ­ტი­ის რა­ი­კო­მის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გახ­ლ­დათ. იმ დროს მას­თან კომ­კავ­ში­რის რა­ი­კო­მის პირ­ველ მდივ­ნად ვმუ­შა­ობ­დი. ერ­თხე­ლაც, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვ­რე­ბის (მი­ქე­ლან­ჯე­ლო, ტი­ცი­ა­ნი, რე­ნუ­ა­რი...) მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბი მო­ი­ტა­ნეს.

ბა­ტონ ლე­ვანს ეს წიგ­ნე­ბი არ უნ­დო­და. უთ­ქ­ვამს, გუ­რამს აინ­ტე­რე­სებს და იმას აჩ­ვე­ნეთ, ჩე­მი კვო­ტი­დან შეს­თა­ვა­ზე­თო. მარ­თ­ლაც, მა­შინ­ვე ფუ­ლი ვი­სეს­ხე და ყვე­ლა, 8 ტო­მი ავი­ღე. მხატ­ვ­რე­ბის შე­სა­ხებ ამ ტი­პის 48 წიგ­ნი გა­მო­ვი­და და მეც ნელ-ნე­ლა შე­ვავ­სე. ამი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი, მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა და ჩა­მო­ტა­ნა მოს­კო­ვი­დან და­ვიწყე. სხვა ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­კავ­შირ­დი და გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლაც გვქონ­და. დღეს ჩე­მი კო­ლექ­ცია 5 000-ზე მეტ წიგნს ით­ვ­ლის. მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის 160 მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ტო­მი მაქვს. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წიგ­ნის ზო­მა 1 მმ-ია. მე მაქვს 1,2 მმ ზო­მი­სა, მას თა­ვი­სი ლუ­პაც მოჰ­ყ­ვე­ბა. ის მოს­კოვ­ში გა­მოს­ცეს. მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მე­ბით ცნო­ბი­ლია ჩი­ნე­თი, უნ­გ­რე­თი, გერ­მა­ნია. ბევ­რი გერ­მა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მაქვს. მოს­კო­ვი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს პუშ­კი­ნის 250 წლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს ბერ­ლინ­ში 1943 წელს, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მომ­ზა­დე­ბულ მი­ნი­ა­ტი­უ­რულ "ვეფხის­ტყა­ო­სანს", რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლი ტყვე­ე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ცა. ისი­ნი წიგნს ჩექ­მა­ში ინა­ხავ­დ­ნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რო­ბა­ქი­ძე ჰიტ­ლერ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი იყო. წიგ­ნი მი­უ­ტა­ნია ჰიტ­ლე­რის­თ­ვის და ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, მას წიგ­ნ­ზე მი­უ­წე­რია "ქარ­თ­ვე­ლე­ბი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი­ა".

ეს სი­ნამ­დ­ვი­ლეს შე­ე­ფე­რე­ბა თუ არა, არა­ვინ იცის, მაგ­რამ უტყუ­ა­რია ის, რომ წიგნს ან­ტი­საბ­ჭო­თა შე­სა­ვა­ლი ჰქონ­და. ამის გა­მო, უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი ეძებდა. ვე­რა­ვის ჩა­მოჰ­ქონ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თუ ვინ­მემ მო­ა­ხერ­ხა, მა­შინ­ვე იმ შე­სა­ვალს ხევ­დ­ნენ, წიგნს ტო­ვებ­დ­ნენ. რამ­დე­ნი­მე კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა ეს წიგ­ნი თა­ვი­სი შე­სავ­ლით მო­ვი­პო­ვეთ. მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის ტი­რა­ჟი რაც ნაკ­ლე­ბია, მით მე­ტად ფა­სობს. სა­ერ­თოდ, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს დი­დი ტი­რა­ჟით გა­მო­დი­ო­და მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი წიგ­ნე­ბი, ახ­ლა ასე არ ხდე­ბა. ისი­ნი გა­მო­დის 20, 50 ან მაქ­სი­მუმ 100 ცა­ლი. არის სა­ხე­ლო­ბი­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბი. აი, მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­ში 60 ცა­ლი პუშ­კი­ნის "ევ­გე­ნი ონე­გი­ნი" გა­მო­ვი­და და ერთს აწე­რია, რომ გუ­რამ ახა­ლა­ი­ას ეგ­ზემ­პ­ლა­რია. რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლო­ბი­თი წიგ­ნის ეგ­ზემ­პ­ლა­რი მაქვს. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია