საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი შემოგვესია თუ ნარმანია შემოესია თბილისს, ვერ გაიგებ" - რაში ადანაშაულებენ თბილისელები ქალაქის მერს
"რუსი შემოგვესია თუ ნარმანია შემოესია თბილისს, ვერ გაიგებ" - რაში ადანაშაულებენ თბილისელები ქალაქის მერს

"მე­გო­ნა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ინც იქ­ნე­ბო­და ხალ­ხის­თვის, მაგ­რამ ესე­ნი წი­ნა­ზე უა­რე­სე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, და­ვით ნარ­მა­ნი­ას კი თბი­ლი­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად ეზი­ზღე­ბა" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას მო­ქა­ლა­ქე მზია თე­ზე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცი­ას "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ნი­უს­რუ­მის ცხელ ხაზ­ზე და­უ­კავ­შირ­და და თა­ვი­სი გა­ჭირ­ვე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო.

მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბით, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის გვერ­დით, რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რის და­შო­რე­ბით, ერთ-ერთი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია აშე­ნებს მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის ად­გი­ლობ­რი­ვებს. მი­სი­ვე თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია უკა­ნო­ნოდ გას­ცემს ნე­ბარ­თვებს და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბას უპა­სუ­ხოდ ტო­ვებს. რო­გორც თე­ზე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ის შეხ­ვდა დე­და­ქა­ლა­ქის მერს, და­ვით ნარ­მა­ნი­ა­საც, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას დაჰ­პირ­და, თუმ­ცა ამის ნაც­ვლად მშე­ნებ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე ნე­ბარ­თვა გა­ი­ცა.

"ვცხოვ­რობ გლ­და­ნის პირ­ველ მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. ეს ად­გი­ლე­ბი 1997 წელს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბის­თვის გა­მო­ი­ყო. სამ­შე­ნებ­ლო პას­პორ­ტებ­ში წე­რია, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მაქ­სი­მუმ ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, შე­საძ­ლოა და­ე­მა­ტოს მან­სარ­დი, რად­გან გე­ო­ლო­გი­ურ დას­კვნა­ში გვი­წე­რია, რომ ეს ფე­ნე­ბი არის ნა­ყა­რი, ქვე­ვით მცო­ცა­ვი ნი­ა­და­გია, შე­ი­ცავს მა­რი­ლი­ან წყალს, რაც ასუს­ტებს მი­წას და მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის აშე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. 2014 წლის ზა­ფხულ­ში მო­ვიდ­ნენ ვი­ღაც პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც თქვეს, რომ ჩემი და ჩემი მე­ზობ­ლის სახ­ლებს შო­რის ბა­ზა­რი უნდა გა­იხ­სნა­სო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ორ ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლს შუა, პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ბა­ზა­რი. ავ­ტე­ხეთ ერთი ამ­ბა­ვი, და­ი­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო, იქ გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ამ საქ­მე­ში იუ­რის­ტი იყო და­ვით ნარ­მა­ნი­ას ძმა, ირაკ­ლი ნარ­მა­ნია, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ამ ტე­რი­ტო­რი­ით. სა­ბო­ლოდ გვი­პა­სუ­ხეს, რომ ტე­რი­ტო­რია იყი­და შპს ბა­ლა­ვარ­მა, რო­მელ­მაც ბაზ­რის ნაც­ვლად უნდა აა­შე­ნოს 10 სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი", - ამ­ბობს მზია თე­ზე­ლაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, 2015 წლის 8 იან­ვარს მე­რი­ა­ში ჩა­ტარ­და სხდო­მა, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის დას­წრე­ბის გა­რე­შე გა­ზარ­დეს მშე­ნებ­ლო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, რა­მაც უფ­ლე­ბა მის­ცა კომ­პა­ნი­ას, და­ე­წყო სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. "არც კი გაგ­ვა­გე­ბი­ნეს სხდო­მას რომ ატა­რებ­დნენ, გან­ცხა­დე­ბა­ში უწე­რი­ათ, რომ თით­ქოს მი­რე­კავ­დნენ, მაგ­რამ მე არ ვუ­პა­სუ­ხე, წე­სი­ერ ტყუ­ილ­საც ვერ იფიქ­რე­ბენ, უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი დას­წრე­ბა არ უნ­დო­დათ სხდო­მა­ზე, რად­გან იცოდ­ნენ, რომ ასე მშვი­დად არ შევ­ხვდე­ბო­დით ამ ამ­ბავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი გა­ზარ­დეს, ეს გაზ­რდი­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტიც არ იძ­ლე­ვა 10-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის აშე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას".

"არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას მოს­თხო­ვა სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა ანუ კომ­პა­ნი­ას მო­მიჯ­ნა­ვე სახ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი­ზა უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და, ამ მშე­ნებ­ლო­ბით საფრ­თხე არ შეგ­ვექ­მნე­ბო­და, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­ა­ტა­რეს. გა­მო­ვი­ძა­ხეთ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­მაც შე­ა­ჩე­რა გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. არ ვიცი, რო­გორ და რა­ნა­ი­რად, მაგ­რამ ეს შე­ჩე­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი კვლავ გა­აგ­რძე­ლეს, სა­ბუთს კი და­ვით ნარ­მა­ნი­ას ხელ­მო­წე­რა აქვს, ანუ მე­რი­ის­გან კვლავ აქვთ ნე­ბარ­თვა და ჩვე­ნი ამ­დენხნი­ა­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ნარ­მა­ნი­ამ მშე­ნებ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. ახლა ისევ შე­ტა­ნი­ლი მაქვს სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე, რომ შე­ჩერ­დეს მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ მშე­ნებ­ლე­ბი ელ­ვის სის­წრა­ფით მუ­შა­ო­ბენ, რად­გან რამ­დე­ნი­მე სარ­თულს თუ აა­შე­ნე­ბენ, სა­სა­მარ­თლო ვე­ღარ შე­ა­ჩე­რებს. თა­ვის დრო­ზე, სა­ნამ სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბო­და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ვით ნარ­მა­ნი­ა­საც შევხდი, თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში მი­მი­ღო, დახ­მა­რე­ბას დამ­პირ­და, მი­თხრა, სა­სა­მარ­თლო­ში არ იჩივ­ლო და საქ­მეს მო­ვაგ­ვა­რე­ბო, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ახლა უკვე მე­ო­რე მხა­რეს სხვა კომ­პა­ნია აშე­ნებს სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს, ორი­ვე მხრი­დან გვი­ტე­ვენ. მე­რი­ა­ში ვი­ყა­ვით მო­სახ­ლე­ო­ბა მი­სუ­ლე­ბი, ნე­ბარ­თვა უნდა გას­ცენ ახალ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და დაგ­ვი­ბა­რეს, თუმ­ცა ამის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ვართ, პი­რა­დად ჩვე­ნი ოჯა­ხი საფ­ლავ­ში ხვდე­ბა ამ ორი კორ­პუ­სის შუა", - ამ­ბობს მზია თე­ზე­ლაშ­ვი­ლი.

მო­ქა­ლა­ქის თქმით, მან დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა მთავ­რო­ბა­საც, პარ­ლა­მენტს, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი პა­სუ­ხი არ­ცერ­თი სტრუქ­ტუ­რის­გან არ მი­უ­ღია. "ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გა­უქ­მე­ბაა, კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი თა­ვის ნორ­მა­ზე რომ დად­გე­ბა, ჩვენ სახ­ლე­ბი არ დაგ­ვენგრე­ვა, ერთ წე­ლი­წად­ში ეს სახ­ლე­ბი თუ და­იბ­ზა­რე­ბა მერე ნელ-ნელა თავ­ზე ჩა­მოგ­ვენგრე­ვა. აა­შე­ნონ 4 სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი, ამა­ზე პრობ­ლე­მა არ გვაქვს, მაგ­რამ ამ­ხე­ლა კორ­პუსს რომ აშე­ნე­ბენ, ჩვენ საფრ­თხის ქვეშ ვართ. და­ვით ნარ­მა­ნია ამ საქ­მეს უნდა გა­დაყ­ვეს, ჩემი ფუ­ლით ჭამს პურს, ვერ ნა­ხეს სხვა ად­გი­ლი? ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი ანარ­ქია სუ­ფევს, ნარ­მა­ნი­ას პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვს ამ საქ­მე­ში, რუსი შე­მოგ­ვე­სია თუ ნარ­მა­ნია შე­მო­ე­სია თბი­ლისს, ვერ გა­ი­გებ. მე რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ხე­ლით ვსვამ კი­თხვას ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა მე­რის მე­თა­უ­რო­ბით რა­ტომ იცავს მი­ლი­ო­ნერ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებს, მათ უკა­ნო­ნო დო­კუ­მენ­ტებს რა­ტომ ამარ­თლებს თუ არ აქვს და­ინ­ტე­რე­სე­ბა? ეს არის თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია მე­რის მე­თა­უ­რო­ბით", - ამ­ბობს მზია თე­ზე­ლაშ­ვი­ლი.

საქ­მის გა­სარ­კვე­ვად მე­რი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც გვი­თხრეს, რომ "2015 წლის 8 იან­ვარს გა­ი­მარ­თა და­სახ­ლე­ბა­თა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხთა საბ­ჭოს სხდო­მა, სა­დაც სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ხსე­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხიც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მო­ქა­ლა­ქე მზია თე­ზე­ლაშ­ვი­ლის და­კავ­ში­რე­ბა საბ­ჭო­ზე და­ბა­რე­ბის მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბით, თუმ­ცა, და­კავ­ში­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა".

რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, მე­რი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ "არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ ნამ­დვი­ლად მო­თხოვ­ნი­ლი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა. დამ­კვეთ­მაც წარ­მო­ად­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნა, სა­დაც წე­რია, რომ მო­სა­ზღვრე შე­ნო­ბებს არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ ექ­მნე­ბა".

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

შე­ეს­წა­რით რა­ი­მე შემ­თხვე­ვას? ფლობთ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას? გაქვთ სა­ინ­ტე­რე­სო ფოტო/ვი­დე­ო­მა­სა­ლა?

დაგ­ვი­კავ­შირ­დით ნი­უს­რუ­მის ცხელ ხაზ­ზე 5 77 11 11 30

"რუსი შემოგვესია თუ ნარმანია შემოესია თბილისს, ვერ გაიგებ" - რაში ადანაშაულებენ თბილისელები ქალაქის მერს

"რუსი შემოგვესია თუ ნარმანია შემოესია თბილისს, ვერ გაიგებ" - რაში ადანაშაულებენ თბილისელები ქალაქის მერს

"მეგონა ეს ხელისუფლება მაინც იქნებოდა ხალხისთვის, მაგრამ ესენი წინაზე უარესები აღმოჩნდნენ, დავით ნარმანიას კი თბილისი ყველაზე მეტად ეზიზღება" - ამბობს ჩვენთან საუბრისას მოქალაქე მზია თეზელაშვილი, რომელიც AMBEBI.GE-ს რედაქციას "პალიტრა მედიის" ნიუსრუმის ცხელ ხაზზე დაუკავშირდა და თავისი გაჭირვების შესახებ უამბო.

მოქალაქის განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია უკანონოდ გასცემს ნებართვებს და მოქალაქეების განცხადებას უპასუხოდ ტოვებს. როგორც თეზელაშვილი ამბობს, ის შეხვდა დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიასაც, რომელიც პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა ამის ნაცვლად მშენებლობის გაგრძელებაზე ნებართვა გაიცა.

"ვცხოვრობ გლდანის პირველ მიკრორაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე. ეს ადგილები 1997 წელს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის გამოიყო. სამშენებლო პასპორტებში წერია, რომ ამ ტერიტორიაზე მაქსიმუმ ორსართულიანი სახლების აშენება შეიძლება, შესაძლოა დაემატოს მანსარდი, რადგან გეოლოგიურ დასკვნაში გვიწერია, რომ ეს ფენები არის ნაყარი, ქვევით მცოცავი ნიადაგია, შეიცავს მარილიან წყალს, რაც ასუსტებს მიწას და მრავალსართულიანი სახლის აშენება არ შეიძლება. 2014 წლის ზაფხულში მოვიდნენ ვიღაც პირები, რომლებმაც თქვეს, რომ ჩემი და ჩემი მეზობლის სახლებს შორის ბაზარი უნდა გაიხსნასო. წარმოიდგინეთ, ორ ორსართულიან სახლს შუა, პატარა ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ბაზარი. ავტეხეთ ერთი ამბავი, დაინიშნა სასამართლო, იქ გავარკვიეთ, რომ ამ საქმეში იურისტი იყო დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია, რომელიც დაინტერესებული იყო ამ ტერიტორიით. საბოლოდ გვიპასუხეს, რომ ტერიტორია იყიდა შპს ბალავარმა, რომელმაც ბაზრის ნაცვლად უნდა ააშენოს 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი", - ამბობს მზია თეზელაშვილი.

მისი თქმით, 2015 წლის 8 იანვარს მერიაში ჩატარდა სხდომა, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლების დასწრების გარეშე გაზარდეს მშენებლობის კოეფიციენტი, რამაც უფლება მისცა კომპანიას, დაეწყო სამშენებლო სამუშაოები. "არც კი გაგვაგებინეს სხდომას რომ ატარებდნენ, განცხადებაში უწერიათ, რომ თითქოს მირეკავდნენ, მაგრამ მე არ ვუპასუხე, წესიერ ტყუილსაც ვერ იფიქრებენ, უბრალოდ, ჩვენი დასწრება არ უნდოდათ სხდომაზე, რადგან იცოდნენ, რომ ასე მშვიდად არ შევხვდებოდით ამ ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ კოეფიციენტი გაზარდეს, ეს გაზრდილი კოეფიციენტიც არ იძლევა 10-სართულიანი კორპუსის აშენების საშუალებას".

"არქიტექტურის სამსახურმა სამშენებლო კომპანიას მოსთხოვა საექსპერტო დასკვნა ანუ კომპანიას მომიჯნავე სახლების ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა, რომელიც დაადასტურებდა, ამ მშენებლობით საფრთხე არ შეგვექმნებოდა, მაგრამ ექსპერტიზა არ ჩაატარეს. გამოვიძახეთ ზედამხედველობის სამსახური, რომელმაც შეაჩერა გამაგრებითი სამუშაოები. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ეს შეჩერებული სამუშაოები კვლავ გააგრძელეს, საბუთს კი დავით ნარმანიას ხელმოწერა აქვს, ანუ მერიისგან კვლავ აქვთ ნებართვა და ჩვენი ამდენხნიანი მცდელობის მიუხედავად, ნარმანიამ მშენებლობის გაგრძელების უფლება მისცა. ახლა ისევ შეტანილი მაქვს სასამართლოში საქმე, რომ შეჩერდეს მუშაობა, მაგრამ მშენებლები ელვის სისწრაფით მუშაობენ, რადგან რამდენიმე სართულს თუ ააშენებენ, სასამართლო ვეღარ შეაჩერებს. თავის დროზე, სანამ სამუშაოები დაიწყებოდა ამ ტერიტორიაზე, დავით ნარმანიასაც შევხდი, თავის კაბინეტში მიმიღო, დახმარებას დამპირდა, მითხრა, სასამართლოში არ იჩივლო და საქმეს მოვაგვარებო, მაგრამ არაფერი გააკეთა. რაც ყველაზე მთავარია, ახლა უკვე მეორე მხარეს სხვა კომპანია აშენებს საცხოვრებელ კორპუსს, ორივე მხრიდან გვიტევენ. მერიაში ვიყავით მოსახლეობა მისულები, ნებართვა უნდა გასცენ ახალ მშენებლობაზე და დაგვიბარეს, თუმცა ამის წინააღმდეგები ვართ, პირადად ჩვენი ოჯახი საფლავში ხვდება ამ ორი კორპუსის შუა", - ამბობს მზია თეზელაშვილი.

მოქალაქის თქმით, მან დახმარებისთვის მიმართა მთავრობასაც, პარლამენტს, თბილისის საკრებულოს, თუმცა ამბობს, რომ დამაიმედებელი პასუხი არცერთი სტრუქტურისგან არ მიუღია. "ჩვენი მთავარი მოთხოვნა კოეფიციენტის გაუქმებაა, კოეფიციენტი თავის ნორმაზე რომ დადგება, ჩვენ სახლები არ დაგვენგრევა, ერთ წელიწადში ეს სახლები თუ დაიბზარება მერე ნელ-ნელა თავზე ჩამოგვენგრევა. ააშენონ 4 სართულიანი სახლი, ამაზე პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ამხელა კორპუსს რომ აშენებენ, ჩვენ საფრთხის ქვეშ ვართ. დავით ნარმანია ამ საქმეს უნდა გადაყვეს, ჩემი ფულით ჭამს პურს, ვერ ნახეს სხვა ადგილი? ქვეყანაში სრული ანარქია სუფევს, ნარმანიას პირადი დაინტერესება აქვს ამ საქმეში, რუსი შემოგვესია თუ ნარმანია შემოესია თბილისს, ვერ გაიგებ. მე როგორც მოქალაქე, მოსახლეობის სახელით ვსვამ კითხვას ქალაქის მთავრობა მერის მეთაურობით რატომ იცავს მილიონერ სამშენებლო კომპანიებს, მათ უკანონო დოკუმენტებს რატომ ამართლებს თუ არ აქვს დაინტერესება? ეს არის თბილისის მთავრობის ელიტური კორუფცია მერის მეთაურობით", - ამბობს მზია თეზელაშვილი.

საქმის გასარკვევად მერიას დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ "2015 წლის 8 იანვარს გაიმართა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ხსენებული საკითხიც განიხილებოდა. მოქალაქე მზია თეზელაშვილის დაკავშირება საბჭოზე დაბარების მიზნით ხორციელდებოდა სატელეფონო შეტყობინებით, თუმცა, დაკავშირება ვერ მოხერხდა".

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მერიაში განაცხადეს, რომ "არქიტექტურის სამსახურის მიერ ნამდვილად მოთხოვნილი იყო აღნიშნული დასკვნა. დამკვეთმაც წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა, სადაც წერია, რომ მოსაზღვრე შენობებს არანაირი საშიშროება არ ექმნება".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

შეესწარით რაიმე შემთხვევას? ფლობთ საინტერესო ინფორმაციას? გაქვთ საინტერესო ფოტო/ვიდეომასალა?

დაგვიკავშირდით ნიუსრუმის ცხელ ხაზზე 5 77 11 11 30

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია