მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხალხი დოლარის დროულად მოშორებას ცდილობს
ხალხი დოლარის დროულად მოშორებას ცდილობს

სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­ში ლარ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გამ­ყა­რე­ის გამო ხალ­ხი, ვი­საც და­ნა­ზო­გი აქვს, მა­სობ­რი­ვად ცდი­ლობს დო­ლა­რის გა­და­ხურ­და­ვე­ბას. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ბა­ზარ­ზე პა­ნი­კამ რამ­დე­ნი­მე დღე გას­ტა­ნა, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა ახ­ლაც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია.

ვი­საც დო­ლარ­ში მცი­რე თან­ხა აქვს, უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის თა­ვი­დან მო­შო­რე­ბას ცდი­ლობს. ზოგ­საც, რო­გორც სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­ში გვი­თხრეს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უკა­ნას­კნელ მო­მენ­ტშიც უჭირს. უმე­ტე­სო­ბა ცდი­ლობს, მოვ­ლე­ნებს არ ჩა­მორ­ჩეს და უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა ლარ­ში გა­დაც­ვა­ლოს და შემ­დეგ ხელ­საყ­რელ მო­მენტს და­ე­ლო­დოს. ზო­გიც არ ჩქა­რობს და ბაზ­რის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას ელო­დე­ბა, თუმ­ცა ასე­თი გან­წყო­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი რე­ა­ლუ­რად ცო­ტაა.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს იმ ხალ­ხს, ვინც უცხო­ე­თი­დან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. ამ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი აშ­კა­რად უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან. ცხა­დია, და­ზა­რალ­დნენ ისი­ნიც, ვი­საც და­ნა­ზო­გი დო­ლარ­ში ჰქონ­და.

მოკ­ლედ, ლა­რის გამ­ყა­რე­ბას, რო­მე­ლიც ზო­გა­დად სა­სი­კე­თო ტენ­დენ­ცი­აა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

"რე­ზო­ნან­სი" გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­კვევ­და, რა ხდე­ბა ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტებ­ში, რას ფიქ­რო­ბენ ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რის მო­თა­მა­შე­ე­ბი და რისი მო­ლო­დი­ნი აქვთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ლა­რის გამ­ყა­რე­ბის გამო, აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ ამ ვა­ლუ­ტის შეს­ყიდ­ვას.

გა­გა­რი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტშიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია მომ­წიფ­და.

"დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ცვა­ლეთ კურ­სი, "ბლუმ­ბერ­გის" მო­ნა­ცე­მებს მუდ­მი­ვად ვაკ­ვირ­დე­ბით და ტაბ­ლო­ზეც კურსს შე­სა­ბა­მი­სად ვუ­თი­თებთ. ხალ­ხი გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. არ იცი­ან, რა მო­უ­ხერ­ხონ დო­ლარს, კურ­სში მცი­რე ცვლი­ლე­ბაც კი ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კა­ზე მოქ­მე­დებს.

გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რომ ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდი თან­ხის გა­დაც­ვლას ცდი­ლობ­და ლარ­ში, უკა­ნას­კნელ მო­მენ­ტში გა­და­ი­ფიქ­რა და დო­ლა­რე­ბის დას­ტა უკან­ვე წა­ი­ღო. არ გა­მოვ­რი­ცხავ, დღეს ან ხვალ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისევ შეც­ვა­ლოს. ყვე­ლა ცდი­ლობს, სა­ვა­ლუ­ტო კურ­სი თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს. ბევ­რმა ამ პრო­ცე­სე­ბის­გან კარ­გი სარ­გე­ბე­ლიც ნახა. ახ­ლაც ზუს­ტად ეს მო­მენ­ტია. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნებ­მა ამ პრო­ცესს სწო­რად აუ­ღონ ალღო და არ და­ზა­რალ­დნენ", - ამ­ბობს ნიკა ცი­რე­კი­ძე, სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

გაგ­რძე­ლე­ბა

ხალხი დოლარის დროულად მოშორებას ცდილობს

ხალხი დოლარის დროულად მოშორებას ცდილობს

სავალუტო ჯიხურებში ლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ეროვნული ვალუტის გამყარეის გამო ხალხი, ვისაც დანაზოგი აქვს, მასობრივად ცდილობს დოლარის გადახურდავებას. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ამბობენ, რომ ბაზარზე პანიკამ რამდენიმე დღე გასტანა, მაგრამ მოსახლეობა ახლაც გაურკვევლობაშია.

ვისაც დოლარში მცირე თანხა აქვს, უცხოური ვალუტის თავიდან მოშორებას ცდილობს. ზოგსაც, როგორც სავალუტო ჯიხურებში გვითხრეს, გადაწყვეტილების მიღება უკანასკნელ მომენტშიც უჭირს. უმეტესობა ცდილობს, მოვლენებს არ ჩამორჩეს და უცხოური ვალუტა ლარში გადაცვალოს და შემდეგ ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს. ზოგიც არ ჩქარობს და ბაზრის დასტაბილურებას ელოდება, თუმცა ასეთი განწყობის მომხმარებელი რეალურად ცოტაა.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვს იმ ხალხს, ვინც უცხოეთიდან ფულადი გზავნილებით სარგებლობს. ამ კატეგორიის ადამიანები აშკარად უკმაყოფილონი არიან. ცხადია, დაზარალდნენ ისინიც, ვისაც დანაზოგი დოლარში ჰქონდა.

მოკლედ, ლარის გამყარებას, რომელიც ზოგადად სასიკეთო ტენდენციაა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

"რეზონანსი" გუშინ მთელი დღის განმავლობაში არკვევდა, რა ხდება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, რას ფიქრობენ ფინანსური ბაზრის მოთამაშეები და რისი მოლოდინი აქვთ ადამიანებს, რომლებიც ლარის გამყარების გამო, აქტიურად ცდილობენ ამ ვალუტის შესყიდვას.

გაგარინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სავალუტო პუნქტშიც ადასტურებენ, რომ საზოგადოებაში პანიკური სიტუაცია მომწიფდა.

"დღის განმავლობაში რამდენჯერმე შევცვალეთ კურსი, "ბლუმბერგის" მონაცემებს მუდმივად ვაკვირდებით და ტაბლოზეც კურსს შესაბამისად ვუთითებთ. ხალხი გაურკვეველ მდგომარეობაშია. არ იციან, რა მოუხერხონ დოლარს, კურსში მცირე ცვლილებაც კი ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებს.

გვქონდა შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც საკმაოდ დიდი თანხის გადაცვლას ცდილობდა ლარში, უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრა და დოლარების დასტა უკანვე წაიღო. არ გამოვრიცხავ, დღეს ან ხვალ გადაწყვეტილება ისევ შეცვალოს. ყველა ცდილობს, სავალუტო კურსი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ბევრმა ამ პროცესებისგან კარგი სარგებელიც ნახა. ახლაც ზუსტად ეს მომენტია. მთავარია, ადამიანებმა ამ პროცესს სწორად აუღონ ალღო და არ დაზარალდნენ", - ამბობს ნიკა ცირეკიძე, სავალუტო პუნქტის თანამშრომელი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია